გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ჰაერზე გადაყვანილი ცო2 პისტოლეტი
hashtala998
პოსტი Aug 4 2020, 03:50 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით!

ჩემი პნევმატური ცო2 -დან გადავიყვანე ჰაერზე. ცო2 ბალონის მოცულობა არ მყოფნის ერთ გასვლაზე რომ ბოლომდე გავისწორო და მიწევს ბევრჯერ დატენვა
საშუალოდ 23 ბარამდე ვტენი (მეტის საშუალებას არ მაძლევს ნასოსი )

მინდა რომ ვიშოვო ბალონი რომელშიც ჩავტენი ჰაერს სადღაც 40 ბარზე და მექნება.

თქვენც ხომ არ გქონიათ ასეთი გამოცდილება და სად შეიძლება ვიშოვო ასეთი ბალონი? პცპ ბალონი არ მინდა რადგან უაზროდ ძვირი ეღრება ჩემთვის
თან ეგენი ძაან მაღალი წნევისთვისაა და მასეთიც არ მჭირდება



https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1...amp;oe=5F5036B5
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 4 2020, 05:56 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ პირველი ის რომ კაია რაღაც ტექნიკასთან რომ გაქვს შეხება, იმედია უფრო იოლად აღიქვავ იმას რასაც ეხლა დავწერ.

ჯერ საერთოდ ვერ მივხვდი რომელ co2 იარაღზეა საუბარი, გინდა თოფი იყოს გინდა პისტოლეტი, როგორც წესი 60-70 გასროლას იძლევა ხოლმე და შენს შემთხვევაში 15 გასროლა ცოტა არ იყოს ... ხომ იცი ის პატრულის ანეგდოტი რომაა - ოპელი ვერ გევიგე smile.gif

ეხლა რატომ გკითხე თავიდან მიზეზი ჰაერზე გადასვლის... საქმე იმაშია რომ ჰაერს და co2-ს აბსოლუტურად სხვადასხვა ფიზიკური თვისებები აქვთ.

გაიხსენე ფიზიკის კურსი, ნივთიერებებს აქვთ ძირითადად 3 აგრეგატული მდგომარეობა, აირადი, თხევადი და მყარი, მეოთხე საკამათო მდგომარეობა პლაზმის სახით ჩვენ არანაირად არ გვაინტერესებს

ასევე ჩვენ არ გვაინტერესებს მყარი მდგომარეობა, მაგალითად გაქვავებული ბეტონი, ან მშრალი ყინულის სტადია რომელიც იდეაში იგივე co2-ია გვრჩება აირადი და თხევადი მდგომარეობა...

იმისათვის რომ ნათლად გაიგო სად დაუშვი შეცდომა, გაიხსენე რა ნივთიერებაა უბრალო დასალევი წყალი, ჩვეულებრივი სითხეა, ვთქვათ და 1 ლიტრი წყალი... მაგრამ საკმარისია ავადუღოთ რომ უკვე წარმოიქმნება მისი აირადი მდგომარეობა რომელიც 1 ლიტრი მოცულობის მაგივრად უკვე იკავებს ორთქლის სახით 1700 ლიტრიც მოცულობას...

რომ ავიღოთ 1700 ლიტრი ჰაერი და შევინახოთ 1 ლიტრიან მოცულობაში გამოვა 1700 ატმოსფერო, ამისთვის დაგვჭირდება ძალიან ძლიერი ჭურჭელი, სქელი კედლები და მთელი უბედურება, მაშინ როდესაც 1 ლიტრი სითხე, ნუ იგივე წყალი, შეიძლება უთხელეს პლასტმასის ბოთლში შევინახოთ...

იმედია ხვდები რომ თხევადი აგრეგატული მდგომარეობა უფრო მომგებიანია შენახვის მხრივ, რაღაც მაგდაგვარივეა co2-ის შემთხვევაში, უფრო დეტალურად ეხლა აგიხსნი

co2 ბალონში ძირითადად არის ნივთიერება 12 გრამის სახით თხევად მდგომარეობაში. მაგრამ ბოლომდე არაა ბალონი გავსებული რაღაც პატარა ნაწილი არის ცარიელი. იმის გამო რომ co2-ს წყლისგან განსხვავებით გააჩნია დაბალი დუღილის ტემპერატურა, კერძოდ -78.46 ანუ მინუს 78 გრადუსზე უკვე დუღს და აირად მდგომარეობაში გადადის. ბალონში არსებული თავისუფალი ადგილი უცებ ივსება co2-ის აირადი მდგომარეობით და რა თქმა უნდა ეს იწვევს წნევის ზრდას, გარემო 25-30 ტემპერატურის დროს ბალონში თავისუფალ ადგილზე აირადი co2-ის წნევა აღწევს 60-70 ატმოსფეროს, ეგ წარმოქმნის ძალას რომელიც აჩერებს დარჩენილი თხევადი ნივთიერების ადუღებას, რის გამოც ნუ ვთქვათ 11.8 გრამი რჩება თხევად მდგომარეობაში, ხოლო 0.2 გრამი გადადის აირად მდგომარეობაში და წარმოქმნის 60-70 ატმოსფერო წნევას

რადგანაც ზემოთ თქმულიდან უკვე ვიცით რომ თხევად მდგომარეობაში ნივთიერების შენახვა უფრო ეფექტურია და ნაკლებ სიმძლავრეს მოითხოვს, გამოდის რომ წნევაც გვაქვს და 60-70 ატმოსფეროს ბალონის ფორმაც, სისქეც და შესაბამისი რბილი წელვადი მასალაც უძლებს... მოკლედ ვიღებთ მოხერხებულ კონტეინერს

ახლა რა ხდება გასროლისას

ის 0.2 გრამი რაც იყო აირად მდგომარეობაში იხარჯება და აწვება ჭურვს, შედეგად გვაქვს გასროლა, მერე იკეტება კლაპანი, ნუ ეს მიკროწამებში ხდება. ამასობაში გამონთავისუფლებულ ადგილში ვარდება წნევა... წნევის ვარდნა იწვევს თხევადი co2-ის დუღილს, რომელიც ისევ გადადის აირად მდგომარეობაში და ისევ 60-70 ატმოსფეროს მიღწევისას აწვება სითხეს და წყვეტს დუღილს, დაგვეხარჯა ისევ 0.2 გრამი სითხე, და დაგვრჩა 11.6 გრამი სითხე..

ციკლი ასე გრძელდება მანამდე სანამ არ დაგვრჩება ბოლო პორცია 0.2 გრამი თხევადი co-2-ის სახით, ანუ ეს არის ბოლოს წინა გასროლის მდგომარეობა, ბოლოსწინა გასროლის მერე ბოლო პორცია დუღდება და გვრჩება მხოლოდ 1 ბალონის მოცულობა აირი, რომელიც მაქსიმუმ გვაკეთებინებს კიდევ 2-3 ზოგიერთ შემთხვევაში 10 მაგრამ ძალიან სუსტ გასროლას, იმიტომ რომ ასადუღებელი სითხე აღარ არის და წნევა აღარ დგება ოპტიმალურ ნიშნულზე, ხოლო ყოველი მომდევნო გასროლისას ბალონის მოცულობიში გამოკეტილ 60-70 ატმოსფეროს სულ უფრო და უფრო აკლდება წნევა, იქნება ეს 60 მერე 50 მერე 40 და ასე შემდეგ სანამ ბოლოს არაფერი არ დაგვრჩება...


გარდა ამისა უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთი გარემოება, co2- არის ძალიან დამოკიდებული ტემპერატურის მიმართ, მაგალითად აქ ნახსენები 60-70 ატმოსფერო მიიღება 25-30 გრადუსი სითბოს დროს, მაგრამ თუ ტემპერატურა მაგალითად 20 გრადუსია უკვე დუღილი წყდება არა 60-70 ატმოსფეროზე, არამედ 56,5 ატმოსფერო

და ასე მიდის უკან უკან:

ტემპერატურა------------------------წნევა
-24-------------------------------------17,2
-22-------------------------------------18,3
-20-------------------------------------20,7
-18-------------------------------------19,45
-16-------------------------------------22
-14-------------------------------------23,3
-12-------------------------------------24,7
-10-------------------------------------26,2
-8---------------------------------------27,7
-6---------------------------------------29,3
-4---------------------------------------30,9
-2---------------------------------------32,6
0----------------------------------------34,4
2----------------------------------------36,3
4---------------------------------------38,2
6---------------------------------------40,2
8---------------------------------------42,3
10-------------------------------------44,4
12-------------------------------------46,7
14-------------------------------------49
16--------------------------------------51,4
18--------------------------------------53,9
20--------------------------------------56,5
22--------------------------------------59,2

ნუ დაგავიწყდება კიდევ ერთი თვისება ნებისმიერი აირის, ბალონის ჩქარი დატენვისას ჭურჭელი თბება, ხოლო დატენილი ბალონის დაცლისას ბალონი ცივდება... ეს ძალიან იგრძნობა co2-ის შემთხვევაში, კერძოდ თუ ჩქარ ჩქარა ისვრი, განსაკუთრებულად ავტომატური პისტოლეტიდან ან თოფიდან, ან ჩქარ ჩქარა გამოკრავ ხელს სასხლეტს, მაშინ ბალონი მომენტალურად ცივდება, შედეგად ყოველ მომდევნო გასროლას უფრო და უფრო ნაკლები წნევით აკეთებ, შედეგად სიჩქარეც ყოველ მომდევნო გასროლაზე ნაკლები გაქვს, ეგ კი ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებს და ყოველი მომდევნო გასროლილი ჭურვი სულ უფრო ახლოს და ახლოს ეცემა

ეს არის აქსიომა რაც უნდა იცოდე co2 იარაღის მუშაობისას

ხოლო შენ თუ ცდილობ co2 ბალონში სითხის მაგივრად ჩატენო ჰაერი, პირდაპირ აირად მდგომარეობაში... როგორც ჩვენ უკვე ვთქვით მიიღებ იგივე მდგომარეობას რაც მიიღება co2-ის ბოლო 0.2 გრამის ადუღებისას, ბოლო პორცია წნევიანი ბალონი რომელიც მხოლოდ 1-ხელ თუ მოგცემს კარგ გასროლას და შემდეგ მკვეთრად ვარდება სიჩქარეც და უცებვე იცლება ბალონი



ახლა რომ ავიღოთ შენს მიერ დაწერილი რომ ნასოსით და წვალებით რაღაცნაირად შესძელი და ჩატვირთე ბალონში 20 ატმოსფერო ჰაერი.... ნუ ძალიან დიდ პატივს გცემ ამდენი წვალებისთვის და მონდომებისთვის, მაგრამ შენ გამოდის რომ ერთხელაც არ მიგიღია რეალურად სამუშაო წნევა რომელზეც წესით მუშაობს შენი იარაღი

რომც მოახერხო და მაგ ბალონში ჩატენო 70 ატმოსფერო ჰაერი, მაინც 1 გასრლას მიიღებ სრულყოფილს, ხოლო თუ მოახერხებ და შლანგებით გადამყვანებით და სხვა უბედურებით მიერთებ ზურგზე ჩამოკიდებულ 2 ლიტრიან ბალონს....

აი უსაფრთხოებაზე აღარაფერს ვამბობ, პროსტა შენთვითონ დაუკვირდი პროსტა ჯინის გასწორებისთვის გინდა რაიმე რომ გამოვიდეს თუ სიამოვნება და კომფორტია მანდ მთავარი?

ასევე გაითვალისწინე თუ თოფი, და co2 ბალონი გათვლილია მაქსიმუმ 60-70 ატმოსფეროზე, შენ რომ „კისლაროდის“ ბალონს ლეწავ თავისი 150 ატმოსფეროთი... გარდა გახარებული ღიმილისა რომ "მოშნი" იქნება გასროლა, ასევე გაითვალისწინე რომ უმეტესობა იარაღები ცო2-ისთვის დამზადებული სილუმიტისგან და პლასტიკატისგან... შემოგეფშვნება ხელში, ან უფრო უარესი.. არ დაგავიწყდეს საკმაოდ ახლოს გაქვს ეგ ყველაფერი სახესთან

უსაფრთხოების მხრივ, ეგრეთწოდებულ წყეულ და ავადსახსენებელ ჟანგბადის 2 ლიტრიან ბალონზე უკვე ნეგატიური რეაქცია მაქვს, ნუ უყურებ ამხელა წნევებს ხელწამოსაკრავად.... ჯერ არ იცი რამდენი ხნის ნახმარია ბალონი, რამდენჯერაა დატენილ დაცლილი, ის რომ ელიავაზე ვიღაც პაპა 10 ლარად გაძლევს და შენ გიხარია აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს

ყველა მაღალი წნევის ჭურჭელს აქვს მაქსიმუმ 1200-1300 დატენვა დაცლის ციკლი, პლიუს ბალონის სიცოცხლე განისაზღვრება რკინის შემთხვევაშI მაქსიმუმ 25 წლით ხოლო კომპოზიტურის ანუ იგივე კარბონის მხოლოდ 15 წლით

გთხოვ მითხარი იმ ბაბუამ ელიავაზე გითხრა ან რამდენჯერ დაიტენ დაიცალა ან როდინდელია ეგ ბალონი? თუ ლამაზად გადაკრასკა ლურჯად და ახლა ტუჩებში პრიმა პაპიროს გარჭობილი გიმტკიცებს და მაიკას იხევს გულმკერდზე რომ ძველი რუსულია და მაგას რა გააფუჭებსო?

აიღე ლურსმანი და გადაღუნ გადმოღუნე ვთქვათ 30-ჯერ რა მოუვა თუ ხვდები? ბალონებიც ეგრეა, რომ კარგად იცვლის ყოველი დატენვისას ბალონი გარე დიამეტრს, პატარა ძალა ხომ არ გგონია რომ აწვება კედლებს, რამდენიმე ათეული ტონა აწვება ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს და რამდენი კვადრატული სანტიმეტრი აქვს მთლიანად ბალონს?!... გინდა შენი გართობა სავალალო აღმოჩნდეს, ან მერე ტელევიზორში ვიღაც უვიცმა ჟურნალისტმა გამოაცხადოს რომ ტერორისტი იყო აქო, ან გაზის აპარატურა ჰქონდა არასწორად დაყენებულიო?

გთხოვ და გემუდარები, შენივე სიამოვნებისთვის გადააგდო ეგ იარაღი და იყიდე ნორმალური PCP აი აურაცხელ სიამოვნებას მიიღებ, გინდა მიზანში სროლაზე, გინდა ნადირობის მხრივ, არც საფრთხეს გიქმნის, არც ზურგით უნდა ათრიო ძველი რუსული ჯღანი ბალონი...


მიუხედავად იმისა რომ შენ არ დაგიწერია რომელი იარაღი გაქვს, დიდი ალბათობით საუბარია co2 პისტოლეტზე, მაგათი დანიშნულება არის მაქსიმუმ 2-3 კვირა მოგანიჭოს სიამოვნება, მერე სროლის ჟინს იკლავ და ნელ-ნელა ეგეთი პისტოლეტი გადადის თაროზე დასადებად ხოლო თუ მერე სხვა რამე მოგინდება როგორც წესი საერთოდ მაი მარკეტზე მიდის...

თოფის შემთხვევაში.. ნუ ეგ არის პლინკი ეგეც დროებითი მოვლენა, ან არის ბავშვების გასართობად, იმიტომ რომ არ აქვს დიდი ძალა, ბევრს ვერ გაისვრის და მალე გაჩერდება, ან ყოველთვის მოიმიზეზებ რომ აი ბალონები გაგითავდა და მორჩა სროლა...

თუ პნევმატიკით გართობა გინდა, ან ითრიე ზამბარ დგუშიანი და ეგ მოგცემს დამოუკიდებლობას, ანუ გადატეხე ლულა ჩადე ტყვია ისროლე და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება, ან ითრიე PCP გინდა თოფი გინდა პისტოლეტი, იღებ აურაცხელ სიამოვნებას და გარანტიას გაძლევ თუ შენს ცხოვრებაში პნევმატიკა დროებითი მოვლენა არაა ძალიან დიდხანს დარჩები მაგ სისტემაზე, პროსტა ერთი დიდი დისკომფორტი აქვს PCP-ს, არ აქვს ავტონომიურობა. დატენილი რეზერვუარი გაძლევს რაღაც რაოდენობა გასროლებს, ნუ იქნება ეს 20 თუ 150 გასროლა მნიშვნელობა არ აქვს, რის მერეც გიწევს თოფის დატენვა და როგორც წესი ეს არის 200 ატმოსფერო, შედეგად გჭირდება ან მაღალი წნევის ნასოსი, ან მაღალი წნევის ბალონი, და ამ შემთხვევაში ძველ "კისლაროდის" ბალონს არ ვგულისხმობ რომლის მაქსიმალური სამუშაო წნევა არის 150 ატმოსფერო, გთხოვ არ მიხსენო რომ ხედ ასევე 225 ატმოსფეროც არის ამოტვიფრული, ეგ არის მხოლოდ 5-10 წუთისთვის და ისიც 5 წელიწადში ერთხელ ეგ არ არის მუდმივი მოხმარების წნევა...

ყველა მაღალი წნევის ბალონს აქვს 2 აღნიშვნა, - სამუშაო წნევა და სატესტო წნევა, სამუშაო წნევა არის წნევა რომელზეც ბალონი შეიძლება ხანგრძლივი დროით იყოს შენახული, ხოლო სატესტო წნევა არის სამუშაო წნევა გამრავლებული 1.5-ჯერ და განკუთვნილია 5 წელიწადში ერთხელ 5-10 წუთით სითხის ჩასატუმბად. სითხე იმიტომ რომ სითხე არ ფართოვდება და თუ რაიმე "ფეილს" გააკეთებს ბალონი, მაქსიმუმ 1-2 წვეთ წყალს შეგასხავს, ჰაერის შემთხვევაში კი ყუმბარაა, იმიტომ რომ აირი ჩქარა და უკონტროლოდ ფართოვდება... მარტივი მაგალითი

ხელყუმბარაში არის 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც აფეთქებისას ფართოვდება 100-ჯერ, ანუ 0.05 ლიტრი მოცულობა გამრავლებული 100 მივიღებთ 5 ლიტრ ჰაერის მოცულობას. რას აკეთებს 5 ლიტრი ჰაერი ხელყუმბარის შემთხვევაში მემგონი დიდი ახსნა არაა საჭირო, ახლა წარმოიდგინე თუნდაც 2 ლიტრიანი ბალონი 150 ატმოსფეროზე, ეგ უკვე გამოვიდა 300 ლიტრი ჰაერის მოცულობა... კიდევ ერთხელ გაიხსენე რა ქნა 5 ლიტრმა და ახლა წარმოიდგინე რას იზამს 300 ლიტრი ჰაერი... ასე რომ მაღალ წნევებს ნუ ეთამაშები!

გახადე ეს საქმე შენი გართობა, მაგრამ არა სიკვდილ სიცოცხლის გადალახვა, არამედ სიამოვნების და კარგი მოგონებების გართობად აქციე


P.S ასევე გადაიკითხე ეს პოსტი

და კარგი შემეცნებითი იქნება თუ გადაიკითხავ ამ თემას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 06:27 PM
Hosted by Pro-Service