Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები, განხილვა, გამოყენება. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები, განხილვა, გამოყენება. |
Mar 12 2020, 05:57 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით. მინდა გაგიზიაროთ 2 საინტერესო პროგრამის შესახებ. რომლის მიხედვითაც თეორიულად მოახერხებთ სასურველი ფორმის, ზომის, კალიბრის, ბალისტიკის ტყვიის შექმნას და ამ ყველაფერს მოარგებთ სასურველი ლულის ტვისტზე. იგულისხმება სლაგები. ჩვეულებრივ მრგვალთავიან ტყვიებზე (პულკები, პელეტები) არ მუშაობს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც პნევმატიკაში ისე ცეცხლსასროლში მაღალ სიცქარეებზე. სიჩქარეების დიაპაზონია 150 მ/წამიდამ 1000 მ/წამზე მეტი. 2_ვე პროგრამა დაფუძნებულია Robert L. McCoy_ის ალგორითმზე. ვინ იყო McCoy ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგი ნაშრომები ეკუთვნის გარე ბალისტიკაზე. თავიდან ჩავაგდებ ორივე პროგრამის ლინკს. არ საჭიროებს გადმოწერას. პირდაპირ ონლაინ შეიძლება მუშაობა. 1). 2). jbmballistics არის ძალიან კარგი საიტი. გარდა იმისა კეთებისა რაც ჩამოვთვალე, დამატებით კიდევ ბევრი ბალისტიკური ფუნქცია აქვს. ვინც არ იცის ძაან გამოადგება. არის ინფორმაცია ბალისტიკური კოეფიციენტის დადგენაზე. წიგნებზე, 3d პროგრამებზე და ა.შ. მთავარ გვერდზე გადასასვლელ ლინკს ჩავაგდებ მოკლედ სიტყვა რო არ გამიგრძელდეს საქმეზე გადავალ. რა აქვთ საერთო და რით განსხვავება ეს 2 პროგრამა ერთმანეთისგან ? 2_ვე პროგრამაში დეტალურად უნდა იქნეს შეყვანილი სასურველი ან უკვე ცნობილი ტყვიის მონაცემები. სიგრძე, კალიბრი, ცხვირი კუდი და ასე შემდეგ. ქვევით ამ ყველაფეერს დამატებით განვიხილავთ. geoffrey-kolbe_ს უპირატესობა ის არის რომ შესაყვანი პარამენტრები მოცემულია ნახაზის სახით, ამით მარტივდება ტერმინების გაგება. გარდა ამისა, პასუხს გადმოსცემს გრაფების სახით რაც ასევე ადვილად აღსაქმელია, მთავარია გარჩევა შეგეძლოს. jbmballistics_ის შემთხვევაში ეს ინფორმაციები ციფრების სახით არის გადმოცემული. მემგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი და ამიტომაც პირდაპი შიდა მენიუს განხილვაზე გადავალ. მოკლედ, საკუთარი გაკეთებული მაგალითის მიხედვით განვიხილოთ, რომელსაც ყველაზე მეტი ვუტრიალე. ეს არის .172 კალიბრის ტყვია. არ გეშლებატ 17 HMR_ს ვგულისხმობ. ლულა კი 9 ტვისტის იმიტო რო მეტი არ იშოვება. რა, როგორ და რანაირად ამაზე აღარ გავარგრძელებ. რატომ არ ავიღე ჩვეულებრივი 450 ტვისტიანი 4.5 კალიბრის ლულა ?? იმიტომ რომ 4.5 ის სლაგს ამ პროგრამაში ვერ ვუკეთებდი უკან კონუსურ ფორმას ე.წ. boat tail_ს. მიზეზი იყო ნელი ტვისტი. მოგეხსენებატ გრძელ ტყვიას უნდა უფრო სწრაფი ტვისტი. მეორე მიზეზი ის რომ 17 hmr არის ცეცხლსასროლი ტყვია და მინდოდა დაბალ და მაღალ სიჩქარეებზე განხილვა ყოფილიყო. Boat Tail_შო ამას ვგულისმხობ. ტყვიის უკან შევიწროვებულ, ფორმას. ესეიგი მაქვს ლულა რომელსაც აქვს ტვისტის რაოდენობა 1:9 ინჩი ანუ ჩვენებურად 1:228 სმ და მინდა რომ ამ ლულაზე მოვარგო სასურველი ტყვია. ან მაქვს უკვე გამზადებული ტყვია და მინდა რომ შევუსაბამო შესბამისი ტვისტის ლულა. ამისათვის შევდივართ: სადაც გაიშლება რამოდენიმე ინფორმაცია. რომელთაგან მხოლოდ 2 გვაინტერესებს Barrel twist - ტყვიის შედგენა და ლულა ზე მორგება ან პირიქით. Drag curve to trajectory program – აქ უკვე შეგვიძლია ჩვენი შედგენილი ტყვიის ჩანახატი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება, ასევე სასურველ ტვისტზე როგორ ზის სხვადასხვა სიჩქარეებზე და ასევე ამ ტყვიის ბალისტიკური მონაცემები. დავიწყოთ პირველით, Barrel twist. შევდივართ და მარცხნივ არის გამოტანილი უჯრები სადაც შეგვყავს ტყვიის მონაცემები, ყველა მონაცემის შეყვანა აუცილებელია გარდა Or Boat-tail angle (degrees) და ბოლო უჯრისა. მონაცემები შეგვიძლია შევიყვანოთ ინჩებში ან მილიმეტრებში. მარჯვენა მხარეს მონაცემებში უნდა მოინიშნოს პნევმატიკისტვის Soft lead, unjacketed bullets (11.4 gms/cc.), ეს ნიშნავს რომ ტყვია არის გარსის გარეშე და არის "შიშველი" ტყვია. როგორც ზევით აღვნიშნე უკვე გაკეტებული ტყვიის მონაცემები მაქვს შეყვანილი. ვაჭერთ calculate_ს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შევეცდები მოკლედ ავხსნა რა მონაცემიც გამოიტანა. ჩვენ ვიცით რო დიდი სიჩქარით გასროლილი ტყვიისთვის არსებობს ფრენის 3 ზონა. ეს არის supersonic (1700 მ/წ - 410 მ/წ), transonic (410 მ/წ - 270 მ/წ. მათ შორის არის ბგერის სიჩქარე 340 მ/წ) და subsonic (270 მ/წ და ქვევით). პნევმატიკისთვის სასურველი ზონაა subsonic ანუ 270 მ/წ_ის ქვედა სიჩქარეები. სურათს თუ დავაკვირდებით ჩემს მიერ მინიშნებული ლურჯი ციფრი 1, არის 900 fps გადაკვეტილი 1,5 სტაბილურობის ფაქტორთან. 1.5 ითვლება ტყვია/ტვისტის შეფარდების იდეალურ კოეფიციენტად. ძველად იყო 1.2 მაგრამ ბოლო ცდების მიხედვით ოპტიმალურ ციფრად დღეს დღეისობით მიღებულია 1.5. არსებობს დიაპაზონიც რომლის ზონაშიც სიზუსტე არ გაუარესდება. ეს არის 1.3-1.5 მდე და 1.5-1.7 მდე კოეფიციენტები. ეს ყველაფერი ეხება პნევმატიკას და მის სიჩქარეებს. ხოლო ცეცხლსასროლზე იგივე გრაფაში მთელს supersonic ზონა უნდა ჩაჯდეს 2-2.5_ში. ესაც ფოტოში შეგვიძლია ვნახოთ ლურჯი ციფრი 2 და 3. ტყვიაზე ნებისმიერი მანიპულაციით შეგვიძლია ყველანარი მონაცემი შეიცვალოს. ეს უკვე პრაქტიკის ამბავია და მუშაობის. კიდევ ერტი მომენტი პნევმატიკაზე. ლურჯი ციფრი 1_ით მონიშნული 900 fps და ქვევიტ ზონა როგორც დავწერე სასურველია რომ მოეცეს 1.5-1.7 ის გრაფაში, როგორც სურათზეა. 1.7 მტავრდება 500 fps_ზე , კიდესთან. ეს იმას ნიშნავს რომ 9 იანი ტვისტით ეს კონკრეტული ტყვია შეგვიძლია გავისროლოთ 270_250 მ/წამამდე. და იქნება კარგათ დაბალანსებული ამ ლულის მიერ. იგივე ტყვია/ლულა შეგვიალია გადავამოწმოთ jbmballistics_ში. მარჯვნივ კიდეში არის ის სტაბილურობის ფაქტორები რასაც განვიხილავდით გადავიდეთ Drag curve to trajectory program_ზე. აქაც იგივე პრინციპიტ არის მონაცემები შესაყვანი და ზუსტად იგივე სიზუსტის. შევიყვანთ მონაცემებს და ვაჭერთ calculate_ს. აქ უკვე ვხედავთ ჩვენი ტყვიის მიახლოვებულ, გამოხატულ ფორმას. მარჯვნივ კი არის სავარაუდო ბალისტიკური კოეფიციენტი და ტვისტი კონკრეტულ სიჩქარეზე. სიცქარე წერია mach_ის სახით. 1 mach უდრის 340 მ/წ_ს. ასევე ballistic_ზე დაჭერიტ გადავდივართ ამ ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებზე. ამაზე ოდნავ ქვევით განვავრცობ. ამასთან ერტად კიდე ერთ ინფორმაციას გამოიტანს პროგრამა. ეს არის წინააღმდეგობის კოეფიციენტი (drag coefficient), ეს ციფრი რაც დაბალია მით ნაკლები წინააღმდეგობა აქვს ტყვიას. შესაბამისად ბალისტიკური კოეფიციენტიც მეტი აქვს. კარგ ციფრად ითვლება 0.23 მაგრამ ფოტოში ხედავთ რომ დაახლოევიბით 0.16_ზე დგას 0.4-0.8 mach ანუ სადღაც 150-270 მ/წამის დიაპაზონია. გავაგრძელოთ ballistic_ზე. აქ უკვე ტყვიის მონაცემებია ასახული. განხილვარ არ დავიწყებ. სულ ეს იყო. ყველაფრის დეტალურად განხილვა, აუტანელს გახდიდა წაკითხვისას. ძირითადები შევეცადე გადმომეცა. დანარჩენ კომენტარებში განხილვის ან მასზე მუშაობის შედეგად უნდა გაკეთდეს. პირველივეზე მარტივი საკეთებელი არ არის, ცოტა დრო უნდა შესწავლას. აქვე დავამატებ ძირითად პარამეტრებს ტყვიისა, თუ საიდან უნდა დაიწყო და რა ზომებია გასათვალისწინებელი. მოკლედ რო ვთქვათ გამოსაძერწი ტყვიის ფორმა საიდანაც დაიწყებს ადამიანი მუსაობას. პროგრამის ინგლისურენოვანი სიტყვებით დავწერ რო ადვილი იყოს სურათსაც დავურთავ. 1) Bullet diameter (კალიბრი). მაგალითად 4.5 მმ. 2) Bullet length (ტყვიის მთლიანი სიგრძე). 3) Nose length (ცხვირის სიგრძე). სასურველი არაუმეტეს 3 ჯერ მეტი კალიბრისა ანუ 4.5x3=13.5 მმ. სტანდარტულად 30-150 % კალიბრის. 4) Meplat diameter (ცხვირის სიგანე) სასურველია არაუმეტეს 70 % კალიბრისა. სტანდარტულად 50%_ის ქვევით 5) Drive-band diameter - კალიბრის ზომა. 6) Base diameter (კუდის სისქე) სასურველი არაუმეტეს 65% კალიბრისა. 7) Boat-tail angle (degrees) გამოვტოვოთ. ავტომატურად წერს პროგრამა. 8) Boat-tail length - სასურველია არაუმეტეს 100 % კალიბრისა. ჩამოთვლილთაგან ძალიან მგძნობიარეა 1 მმ_იან შეცვლაზეც კი 2. 4 და 6 პუნქტები. გმადლობთ ყურადღებისთვის.
| |
> |
|
|
May 14 2020, 02:05 PM
პოსტი
#21
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 02:28 PM) საინტერესოა, კონუსური ბოლოთი 4.5 არანაირ ტვისტზე არ ჯდება გიო? კი გაუკეთდება სიტყვაზე 406 ტვისტზე მარა ტანისთვის ანუ ტყვიის კალიბრისთვის რჩება 1-2 მმ და მაეჭვებს. ცხვირიც საკმაოდ მოკლე და განიერი უკეთდება. მოკლედ სიმახინჯე გამოდის. მაგ კალიბრში სხვა ტვისტი მახსენდება 230 იანი. 17 ჰმრ. მაგაზე კი გაუკეთდება კონუსური კუდი. თან საკმაოდ კარგიც გამოდის ვიზუალურად მთლიანი ტყვია და პარამეტრებიც კარგი აქვს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 02:08 PM
| |
> |
|
|
May 14 2020, 02:33 PM
პოსტი
#22
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
406 და 380 ტვისტები ხელმისაწვდომია ისე, როგორი გამოდის ტყვია ამ ტვისტებზე გვაჩვენე თუ შეიძლება
| |
> |
|
|
May 14 2020, 04:33 PM
პოსტი
#23
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 03:33 PM) 406 და 380 ტვისტები ხელმისაწვდომია ისე, როგორი გამოდის ტყვია ამ ტვისტებზე გვაჩვენე თუ შეიძლება 380 ტვისტზე დავსვი და ესეთი გამოვიდა. 406 ტვისტიც წესით გაივრის ოღონდ 250-260 და ქვევიტ სიჩქარეებით. ცოტა კიდევ ხელის შევლება შეიძლება. უბრალოდ კალიბრი/ტვისტი არ იძლევა საშუალებას რო ბევრად უკეთესი გაკეთდეს. 4.5 კალიბრია. სავარაუდო წონა 1.1 გრამი. სავარაუდო BC 0.08 - 0.09 ოღონდ 280 მ/წ_დან დაბალ სიჩქარეებზე. ესეთი აქამდე არ გამომსვლია, პირველად გავაკეთე მსგავსი მონაცემის. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 04:36 PM
| |
> |
|
|
May 14 2020, 08:09 PM
პოსტი
#24
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(bedo @ 14th May 2020 - 05:33 PM) 406 ტვისტიც წესით გაივრის ოღონდ 250-260 და ქვევიტ სიჩქარეებით. იდეალირი სიჩქარეა თითქმის ყველა 4.5 შეძლებს გასროლას თან კაი დიდი ჰპ დაეტევა ცხვირში და წონა შემცირდება, ჩემს თვალში ეს ფორმა პოტენციურია
| |
> |
|
|
May 14 2020, 08:21 PM
პოსტი
#25
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
NRG ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 09:09 PM) იდეალირი სიჩქარეა თითქმის ყველა 4.5 შეძლებს გასროლას თან კაი დიდი ჰპ დაეტევა ცხვირში და წონა შემცირდება, ჩემს თვალში ეს ფორმა პოტენციურია კი გასროლით კი გაისვრის უმეტესობა. ტანიც არ არის დიდი. ნორმალური მგონია. ჰპ_თი წონა ალბათ 0.9–1 გრამზე ჩამოვა და ბკ_ც წესით 0.06_ს არ უნდა ჩამოცდეს. ბკ 0.06, 4.5_ში რავი მემოგნი ნორმალურია. ისე კი შევინახე უკვე. რა იცი რა ხდება. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 08:22 PM
| |
> |
|
|
May 14 2020, 10:05 PM
პოსტი
#26
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
MonSoon აშკარად ჩვენი კანონმდებლობის გადამკიდე, 4.5 კალიბრის სლაგების თემა აქტუალური უნდა იყოს :დ მითუმეტეს რასაც ვუყურებ, ნსა და გრიფინი აკეთებს მილიონნაირ 4.5 სლაგებს. ხალხი ვაბშეც .17 კალიბრზე ერთობიან
| |
> |
|
|
May 15 2020, 10:24 AM
პოსტი
#27
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(MonSoon @ May 14 2020, 09:21 PM) NRG კი გასროლით კი გაისვრის უმეტესობა. ტანიც არ არის დიდი. ნორმალური მგონია. ჰპ_თი წონა ალბათ 0.9–1 გრამზე ჩამოვა და ბკ_ც წესით 0.06_ს არ უნდა ჩამოცდეს. ბკ 0.06, 4.5_ში რავი მემოგნი ნორმალურია. ისე კი შევინახე უკვე. რა იცი რა ხდება. მოგესალმებით. თვიდანვე ავღნიშნოთ, რომ უაღრსად საჭირო და ფუნდამენტური საკითხზე ხართ შეჭიდებული და წარმატებებს გისურვებთ. ერთს დავაკონკრეტებდი, რომ ბკ-ს დათვლაში ( ფორმულაში ფორმის კოეფიციენტის კომპონენტის გაანსაზღვრისას) ერთ ერთი სიდიდე ჭურვის დიამეტრია (d). ჰპ რადგანაც ზედაპირის ფართს ზრდის, ამიტომ ბკ-ს გააუარესებს-გაზრდის.
| |
> |
|
|
May 15 2020, 10:37 AM
პოსტი
#28
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ბკ კალკულატორში ჰპ-ცხვირებით ჭურვებს უფრო დაბალი კოეფიციენტი გამოსდით, მაგრამ რარაც ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ გამოთვლას და ეგ როგორ ხდება არ ვიცი. ნაკადთან (ამ შემთხვევაში აირის ნაკადთან) შეხების ზედაპირი რაც უფრო მეტია, მით მეტია მისი შემაკავებელი შემაცერებელი მოქმედება და შესაბამისად ფორმის წინააღმდეგობის კოეფიციენტის მნიშვნელობა. ჰპ ზედაპირის ფართს ზრდის, შესაბამისად ზრდის ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას მასში მოძრავი სხეულის მიმართ. კალკულატორში რატომ გამოდის რომ ჰპ-ს ბალისტიკური კოეფიციენტი უფრო დაბალი აქვს ეგ არ ვიცი. თუ რამე მოსაზრება გაქვტ ამ საკითხზე ბრძანეთ. წარმატებები კიდევ და კიდევ!
| |
> |
|
|
May 15 2020, 10:55 AM
პოსტი
#29
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
ბკ მოიკლებს იმდენი პროცენტით რამდენითაც მოიკლებს ტყვიის წონა. ჰპ აკლებს წონას შესაბამისად უარესდება ბკ_ს რაოდენობაც. ეს მგონია მიზეზი. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 15 2020, 10:56 AM
| |
> |
|
|
May 15 2020, 03:20 PM
პოსტი
#30
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(MonSoon @ May 15 2020, 11:55 AM) ბკ მოიკლებს იმდენი პროცენტით რამდენითაც მოიკლებს ტყვიის წონა. ჰპ აკლებს წონას შესაბამისად უარესდება ბკ_ს რაოდენობაც. ეს მგონია მიზეზი. ბკ ონლაინ კალკულატორში მასის მნიშვნელობას როდესაც არ ვცვლით და მასა იგივე რჩება, მაგ შემთვევას ვგულისხმობ. ანუ სხვა თანაბარ პირობებში, მხოლოდ ფორმის გრაფის ცვლილებისას ბკ-ს ამცირებს კალკულატორი. ეგ რატომ ხდება, მანდ არის გაუგებრობა.
| |
> |
|
|
May 15 2020, 05:02 PM
პოსტი
#31
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
რომელ ონლაინ კალკულატორს გულისხმობთ ???
| |
> |
|
|
May 15 2020, 06:32 PM
პოსტი
#32
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
მაგ. ეს კალკულატორი. მარტივია. ტემპერატურების, ზღვის დონიდან სიმაღლეების და ბევრი სხვა პარამეტრების შეყვანა არ სჭირდება. უბრალოდ შესადარებლად არის რამოდენიმე ფორმა ჭურვის; წონა და კალიბრი თავად შეგყავთ.
| |
> |
|
|
May 15 2020, 07:00 PM
პოსტი
#33
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ან ეს. 22ლრ ვაზნებში რომ აირჩევთ, ჰანტერ მატჩი 40 გრ უფრო დაბალი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს (0.130) - ვიდრე "ტყვიის მრგვალი ცხვირით" იგივე 40 გრ და იგივე "1200 Muzzle Velocity"-ით (0.138).
| |
> |
|
|
May 15 2020, 07:35 PM
პოსტი
#34
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
ნუ რავიცი. ერთი კონკრეტული მაგალითით ვერ ვიმსჯელებთ. წონა შეიძლება სხვა არის მარა ფორმა ოდნავ შეცვლილი. რას გაიგებს კაცი. ზუსტი პარამეტრი თუ იცის ვინმემ ტყვიის კიდევ შეიძლება საუბარი.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:48 AM |
Hosted by Pro-Service |