ჩემი დისკოთი ნადირობის I რეპორტი, ლოქეიშენ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტყე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ჩემი დისკოთი ნადირობის I რეპორტი, ლოქეიშენ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტყე |
Jul 1 2009, 11:09 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
ამ რამოდენიმე დღის წინ, წავედი თბილისის ზღვისკენ, გოგოები დავყარე მზეზე დასაბრაწად, და მე ჩემი დისკოთი გავემართე, იქვე არსებულ ტყეში, მინდა გითხრათ რომ სავსე იყო ყვავებით და კაჭკაჭებით. სამწუხაროდ შენიღბული არ ვიყავი, პირიქით მაისურიც შედარებით ღია ფერის მეცვა, გახდას აზრი არ ქონდა, მაინც "ბელასნეჟკასავით" მაქვს, ჯერ მზეთუნახავი კანი მოკლედ ბევრი რა გაწვალოთ და პირველი გადავეკიდე კაჭკაჭებს, ძალიან ბევრნი იყვნენ, ზოგი სად იჯდა ზოგი სად, მაგრამ მიპარვა იქით იყოს და, თოფის მიბჯენასაც ვერ ვასწრებდი რომ ადგილს ინაცვლებდნენ, (კაი პროფესიონალი სნაიპერებივით, ერთს დაიჩხავლებდნენ და წამში ადგილს იცვლიდნენ) მიპარვით კი ძალიან ძნელი იყო მიპარვა, კარგად დავიტანჯე, რამდნჯერმე მიზანში ზუსტი ამოღებისთვის დრო გავწელე და სამიზნე გამექცა... მოკლედ სხვა ტაქტიკის შერჩევა გადავწყვიტე, ანუ როგორც კი დავინახავდი კაჭკაჭს, მიზანში ამოღება და სროლა ერთი უნდა ყოფილიყო... ამ დროს ჩემს წინ ხეზე დაფრინდა კაჭკაჭი, ოპტიკის ჯვარში მოვაქციე თუ არა მაშინვე გამოვკარი სასხლეტს... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, სამიზნე მოცელილივით დაეცა მანძილი დაახლოებით იყო 20-25 მეტრი ჭრილობა გამჭოლი იყო, შემავალი ტყვია მკერდის ქვემო უკიდურეს მარჯვენა კვადრანტში, გამომავალი - ზემო კიდურის შესახსრების ადგილას, შესახსრება დაზიანებული! სპეციალურად გავკვეთე:დაზიანებული ქონდა - გული, ღვიძლი, ნაწლავების მთელი სისტემა, ჩიჩახვი სიკვდილი - მომენტალური (გაკვეთის სურათი სპეციალურად არ გადავიღე, ზოგიერთი მიზეზების გამო) განვაგრძე გზა... პარალაქსის გასწორების დროს, შემთხვევით შევნიშნე შორ მანძილზე მჯდომი ნაძვის ტოტის ფერი ობიექტი, ჩიტზე ოდნავ დიდი (როგორც ოპტიკით მომეჩვენა) ინტერესის გულისთვის, კარგი მიბჯენით და ხანგრძლივი დამიზნებით მოვახდინე საკმაოდ თავდაჯერებული გასროლა, ჰორიზონტალური ტრაექტორიით, დაახლოებით 100-110 მეტრის მანძილზე. ოპტიკითვე დავინახე როგორ გადმოვარდა ტოტიდან უკვე საკმაოდ დიდი ზომის ფრინველი, მისვლისას ოფოფი აღმოჩნდა ძალიან შემეცოდა, წარმოუდგენლად ლამაზი იყო ჭრილობა მიყენებული ქონდა ორივე ქვემო კიდურებზე და მარცხენა ფრთის შესახსრების ადგილას,(ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე ტყვიის სავარაუდო ტრაექტორია მოხვედრის შემდეგ) მისვლის ადგილზე ჯერ კიდევ იყო სიცოცხლის ნიშნები, ფაქტიურად სულს ღაფავდა, შემეცოდა და საკონტროლო გასროლით გავუადვილე ამ წუთისოფლის დატოვება ამის შემდეგ, მივადექი რაღაც მინის სათბურებს, იქვე შორიახლოს დავჯექი წყლის დასალევად, წყლის დალევას მოვრჩი თუ არა ზურგზე დამეცა რაღაც წარმოუდგენლად საზარელი კონსისტენციის და აღნაგობის მქონე "ცოცხალი არსება" ინსტინქტურად წამოვხტი და ხელის ქაოსური მოძრაობით მოვიცილე, აზრზე რომ მოვედი, დავაფიქსირე, საკმაოდ მოზრდილი-მოსუქებული მწვანე შეფერილობის ხვლიკი, რომელიც გაუნძრევლად იყო გაშეშებული და მე მიყურებდა (ახლაც მაჟრიალებს ტანში) ხვლიკები ხელით ბევრი დამიჭერია მაგრამ ეს რაღაც "საზიზღრად დიდი ზომის" იყო, პირველი რაც გავიფიქრე დავახლი თქო ტყვიას, გადავტენე დისკო და დამიზნება ვცადე, მაგრამ იმდენად ახლო იყო რომ პარალაქსი არ სწორდებოდა, იმის გამო რომ ხვლიკი არ ინძრეოდა ადგლიდან, გადავწყვიტე დავშორებოდი და ოპტიმალური მანძილიდან მესროლა, გადავთვალე 10 მეტრი და დაფიქსირების გარეშე გავისროლე მისი მიმართულებით, ხვლიკმა მგონი სამმაგი სალტო გააკეთ და იქვე დაებრეხვა ჭრილობა მიყენებული ქონდა ყელის არეში, პრაქტიკულად ყელი ქონდა ტყვიისგან გამოღადრული, სივდილი რამდენიმე წამში დადგა! ... ცოტა აზრზე მოვედი და, ზღვის "პლიაჟზე" დაბრუნება გადავწყვიტე, დისკოზე მანომეტრი 1400-ს აჩვენებდა, კიდევ მინდოდა სროლა, მაგრამ არარ გავაგრძელე გზა და უკან გამოვბრუნდი, უცებ დიიიდი ნეკერჩხლის ხის კენწეროებიდან ყვავების გაბმული ყრანტალი მომესმა, ხმის მიხედვით დიდი ჯგუფი უნდა ყოფილიყო, პოზიცია იმდენად ხელსაყრელი მქონდა რომ, უახლოეს ნაძვის ხესტან მიპარვიტ ვერც ერთი ყვავი ვერ დამაფიქსირებდა, გულისფანცქალით მივუახლოვდი უახლოეს ხეს და დაზვერვის მიზნით ჩუმად ავიხედე წინ მდგარი ხიკენ, სულ მაღლა კენწეროზე იჯდა 3 ყვავი, მანძილი საკმაოდ შორი მომეჩვენა... მაგრამ ჩემი რა მიდიოდა... გადავწყვიტე ხეზე მიბჯენით მესროლა ზუსტი და გაწონასწორებული დამიზნებით, ამოვიღე მიზანში ერთი ყვანცალა, ის რომელი ყველაზე დაშორებიტ იჯდა დანარჩენი ორისგან, გულმკერდით შემსკენ იყო მოტრიალებული, და პირდაპირ მკერდის სერი სილუეტი ამოვიღე მიზანში, ვიფიქრე თუ ტყვიამ მიაღწია, გულმკერდის რბილ ბუმბულებში მაქსიმალურად გატანს თქო... რამდენიმე წამი, ჯვარი გავაშეშე და სასხლეტს ნელ ნელა გამოვკარი, მოკლედ გატკაცუნება და ყვავი პრაქტიკულად ადგილზე დაადუღა, და ზედმეტი ფრთების ქნევის გარეშე პირდაპირ გადმოეშვა იმ სიმაღლე კენწეროდან... ვერ წარმოიდგენთ რა სიამოვნება მივიღე...ახლაც მახსოვს ჩამოვარდნილი სხეულის ყრუ, მაგრამ მძიმე ზღართანით გამოწვეული ხმა... ამასობაში მსხვერპლის გვერდზე მჯდომი ყვავი დაეჭვდა და აფრინდა, დაზვერვის მიზნით მცირე წრე მოხაზე, ამასობაში მე ისა დარჩენილი დაუნი ყვავი მყავდა მიზანში ამოღებული, რომელიც სიტუაციაში ვერ გაერკვა, ალბათ იმიტომ რომ განგმირული მოძმის ვარდნას მეორე ყვავი ეფარებოდა... ისევ მოკლე კასროლის ხმა და ანალოგიური ვარდნა განახორციელა მორე ყვავმაც, როცა ის ის იყო, მზვერავი ეჭვიანი ყვავი ისევ დაჯდომას აპირებდა ანუ პირდაპირ გაგმირვის სცენას შეესწრო თავისივე ცხვირწინ (თუ ნისკარტის წინ) მოკლედ გაოგნებულმა და შეშინებულმა, არც აცია არც აცხელა, ისეთი "ისტრიბიტელური" სიჩქარით მოკურცხლა მგონი ტყვიასაც ვერ დავაწევდი ზუსტად რომც მესროლა მანძილი ზუსტად ვერ დავთვალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ 70 მეტრზე ნაკლები ნამდვილად არ იქნებოდა, ეს უხეშად, შეიძლება მეტიც იყო... პირველ სამიზნეს, გამჭოლი ჭრილობა ქონდა არ გამიკვეთია, ცემი აზრით ზუსტად ცენტრში მოხვდა, შევიდა, ხერხემალი გადატეხა და გამოვიდა. იმდენად სუფტად იყო ეს ყველაფერი რომ სისხლის კვალი ძნელად ემჩნეოდა... აი მეორეს სხეულში ტყვიის ბალისტიკა მეტად საინტერესო იყო, ტყვია სადრაც მენჯში იყო შესული, იქ სადაც ბარკალი ეწყება, და გამომავალი ჭრილობა ვერ სევნიშნე, სამაგიეროდ ნისკარტიდან საკმაო ოდენობის სისხლი მოხეთქავდა, ეტყობოდა რომ არტერია ქონდა დაზიანებული, ამან დამაინტერესა და ჩაკარტოჩკების შემდეგ დავიწყე გაკვეთა: საკმაოდ რბილი ადგილი ეპოვა ტყვიას, რაც არის ბარკალსა და ტანს შორის არსებული რბილი ადგილი, ლანცეტის ერთი მსუბუქი მოსმით ადვილად გაიჭრა, ტყვიას ვერტიკალური კვეთა ქონდა გაკეთებული და გაჩხერილი იყო კისრის მალებში, სანამ არ დავანაწევრე ნაკუწებად ვერ ვიპოვე, მოკლედ ვინმეს რომ იმ მომენტში ვენახე, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა ალბათ როგორც იქნა წყალსაცავის ნაპირებზე ჩავედი, ჩემი საქმიანობის შესახებ, რათქმაუნდა სუსტი სქესის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია, სყალსაცავში შევნიშნე მცურავი ცხოველი, მომცრო იხვას გავდა მოყვანილობით, ჩაყვინტავდა და 10 მეტრში ამოყვინტავდა, დაშორება 40 მეტრამდე იყო, მაგრამ სულ მოძრაობდა და ძნელი სასროლი იქნებოდა, თან ხალხი იწვა ბევრი იქვე და მოვერიდე ხალხში პნევმატიკით სროლას... ამ გასვლას შეეწირა: 16 ტყვია, დაახლოებით 30 ატმოსფერო ჰაერი, 2 წყვილი სამედიცინო არასტერილური ხელთათმანები, 1 ცალი სკალპელის წამოსაცმელი პირი #5, 4 ლიტრი ბენზინი გმადლობთ რომ ბოლომდე წაიკითხეთ (თუ მარტო სურათები ნახეთ? ) მოკლედ, ენივეი გმადლობთ ! პ.ს. ბოდიშს გიხდით სურათების ხარისხზე, აგრეთვე ტექსტში შესაძლო გრამატიკული და სხვა შეცდომებისთვის
| |
> |
|
|
Jul 1 2009, 11:18 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
Davitus ნუ სიტყვები არ მყოფნის, მუალაძეც , საღოლ შენ, საღOლ ფიშტოს , ძალიან მაგარი რეპორტია , ეს ერთი და სხვა მრავალი , ბედნიერი ვარ რომ მეც დისკოს მფლობელი ვარ
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 12:01 AM
პოსტი
#3
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
Davitus, მმმაგარია!! აპლოდისმენტები შენც და დისკოსაც! უკვე დღითიდღე უფრო და უფრო მინდება ეს ფიშტო რა
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 01:14 AM
პოსტი
#4
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი |
შესანიშნავი რეპორტია! აღტაცებას ვერ ვმალავ! ბრავო ესკულაპ დავითუს! დალაგებული, პროფესიონალური, ტაქტიანი! არც ვივისექციამ ჩაიარა სარგებლის გარეშე უბრალოდ 2 ადგილას ტერმინნოლოგიას აარიდე თავი- ფილტვის სინუსი და ფასცია. გაკვეთასაც ავიტანდით, რა ქათამი გამოგიშიგნია და რა ყვავი მესმის ამ გვერდის იმიჯები რომ დაგედო მართლაც მოსარიდებელი იქნებოდა . სასამართლო ექსპერტიზა ყოველთვის მიტაცებდა პატივისცემით დოქტორ განიბალ ლექტორი (შუტკა)
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 01:33 AM
პოსტი
#5
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
:blink: :blink: საღოლ დავითუს მარა არგინდა თბილისის ზღვაზე -_-
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 08:10 AM
პოსტი
#6
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ვაააა, მაგარი ნადირობის რეპორტია მალადეც. I'm impressed განსაკუთრებით თვალები დავჭყიტე გაკვეთა რომ ახსენე იმ მომენტზე ბოლოს სამედიცინო ხელთათნამებიო და... უკაცრავად თქვენ სანადიროდ იყავით თუ თავიდან იმ მზეზე დაყრილი გოგოებისთვის პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას აპირებდით
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 11:52 AM
პოსტი
#7
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი |
ja_ja +1 ჩაგეთვალა!
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 12:04 PM
პოსტი
#8
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ისე ოფოფს ვუყურებდი ახლა და მაგრა შემეცოდა. არ იყო მაი გასაწირი ჩიტი. ამიტომაა ოპტიკაზე 9x-ი რომ არ მინდოდა, უნდა დაინახო ზუსტად ვინ გყავს მიზანში. დიდ დისტანციაზე, პატარა მიზნისთვის 9x-ი ცოტაა.
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 12:12 PM
პოსტი
#9
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ja_ja @ 2nd July 2009 - 12:04 PM) არ იყო მაი გასაწირი ჩიტი +1 ნამდვილად კარგი რეპორტია. მაგრამ ოფოფი და ხვლიკი... მეც მაგრად შემეცოდა.
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 01:27 PM
პოსტი
#10
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
საცოდავი ხვლიკი მაგისგან რა გინდოდა?
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 01:45 PM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
თავს გავიმართლებ ოფოფი (აქამდე არ ვიცოდი) ნაძვის ტოტის ფერია, და უშუალოდ გვერდიდან თუ არ უყურებ ან ფრტებს არ გაშლის, თითქმის შეუმჩნეველია, უბრალოდ ინტერესის გამო ვესროლე, თან შორიც იყო და ტან მაინტერესებდა რა არსება იყო ხვლიკმა კი ისეთი შემაშინა, სულ არ ვნანობ მაგის მოკვლას, რას "მესხმოდა" თავს
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 02:06 PM
პოსტი
#12
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
Davitus ბრავო დავით! მშვენიერი რეპორტია და მშვენიერი შედეგებიც! ბრავო! აი საბოლოოდ "მომწამლეთ" რა იმდენს ვიზამ, ლიტვიდან მინიმუმ დისკოს გარეშე არ დავბრუნდები აირსოფტი კარგია, მაგრამ ესეთ რამეებს იმით ვერ ვიზამ და...
| |
> |
|
|
Jul 2 2009, 02:14 PM
პოსტი
#13
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
nihontoman ციტატა(nihontoman @ 2nd July 2009 - 02:27 PM) საცოდავი ხვლიკი მაგისგან რა გინდოდა? ნუ პირადად მე ხვლიკი არ მეცოდება.
| |
> |
|
|
Aug 12 2009, 01:39 AM
პოსტი
#14
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 91 |
ისე კარგი იქნებოდა იგავარაკი რომ წაგეკითხათ მაიმუნზე და სათვალეზე!!! თუ ნადირობის ჟინი გაქვთ მაინცდამაინც სანადირო თოფი იყიდეთ, ლიცენზია აიღეთ და ჰაიდააა...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:27 PM |
Hosted by Pro-Service |