გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamin Mayhem SBD NP2 მფლობელის თვალით, პნევმატური ზარბაზანი
chicho
პოსტი Apr 28 2018, 12:53 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



Benjamin Mayhem მოყვარულის თვალით

ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც აღმოვაჩინე რომ პნევმატიკა ძალიან განვითარებულა რამაც ძალიან მიმიზიდა და მომხიბლა , ამიტომ გადავწყვიტე გასართობად მეყიდა რამე პნევმატური თოფი, მონადირე არ ვარ ალბათ მოყვარულის დონემდე ვარ და ამიტომ პროფესიონალიზმზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემი მიზანია მხოლოდ გართობა.

მინდა გითხრათ რომ როდესაც პირველად შევიტყვე პცპ პნევმატიკის შესახებ ჩემთვის ეს ძალიან დიდი შოკი იყო და გამაოცა თავისი ყველაფრით რითაც ყველას აოცებს დღემდე და ეგრევე გადავწყვიტე რომ შემეძინა, ბევრი ძებნა არ დამჭირვებია ახლობელს აღმოაჩნდა იაფად და გამოვართვი, შემდეგ ნასოსიც შევიძინე ბატონ გრიგოლთან და ავტეხე ბახაბუხი... რამდენიმე თვემ განვლო და ვატყობდი ჩემ თავს რომ რაიმე უფრო მარტივი, მოსახერხებელი და პრაქტიკული მინდოდა , ამასობაშიც აღმოვაჩინე ინტერნეტში ძრომიალით ეს ფორუმი რომლითაც კიდევ ერთი დიდი შოკი მივიღე აქ არსებული მასალით, ხალხის გამოცდილებით და ცოდნით, ყველაზე მეტად მომეწონა თემა "პნევმატური იარაღის ნაირ სახეობები" და დავიწყე კითხვა და მას მერე ამ ფორუმზე ვკითხულობ და ვკითხულობ თქვენ გაიხარეთ თურმე საქართველოში ყოფილა ხალხი ვისაც ესმის საქმე და პნევმატიკის ნამდვილი პროფესორები ყოფილან.

მოკლედ ზემოთ ხსენებული თემა ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და აღმოვაჩინე რომ საჩემო იარაღი მართლაც უფრო მარტივი და პრაქტიკული გამოსაყენებელი საპლინქაოდ, გასართობად ხანდახან სანადიროთაც ყოფილა ეგრედწოდებული ზდპ (პცპს შემდეგ ზდპს გაგონებაზე ბევრი ალბათ შეიძლება სკამიდან გადმოვარდეს).

დიახ მეგობრებო არ მოგესმათ პცპ სასწრაფო წესით გავყიდე და ზდპ ვიყიდე. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემი საქციელით არ ვაკნინებ პცპს, უბრალოდ ერთმანეთს არც შევადარებ , ყველამ ვიცით რომ პცპ საერთოდ სხვა განზომილებაა და ვერც ერთი პნევმატური ტექნოლოგია მასთან ალბათ ახლოსაც ვერ მივა მაგრამ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო ზდპ უბრალოდ ძალიან მაკმაყოფილებს, იქნებ იყოს ვინმე ვინც უბრალოდ ჩემსავით მხოლოდ ერთობა მოყვარულია და არუნდა რაღაცა "ზეგარდმოწიაღსვლები" აკეთოს და იქნებ გამოადგეს ეს თემა.


იარაღის შერჩევა
შევძვერი ინტერნეტში და დავიწყე ზდპს ძიება, თუმცაღა წინასწარვე კი ვიცოდი რაც მინდოდა. ვფიქრობდი გამოზე (მეგობარს აქვს გამო მაქსიმი რომლის სიმსუბუქემ და ზომებმა ძალიან მომხიბლა) და ასევე გულში ჩარჩენული მქონა სიტყვა ბენჟამინი, ამერიკული ლეგენდა და ნამდვილი პნევმატური ზარბაზნები მისი ვიზუალის გამო...

აღმოვაჩინე ბენჟამინის რამდენიმე ახალი მოდელი, ამ შემთხვევაში ვეძებდი მხოლოდ ისეთ მოდელს რომელიც ვიზუალურად მომეწონებოდა რადგანაც შიგნეულობაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მინდოდა ნიტრო პისტონზე, პლასტიკის კონდახით, ოპტიკით, ღია სამიზნით, ხმის ჩამხშობით და ნორმალური სიძლიერით მაქსიმუმ 250-300 მ/წ. როგორც ხვდებით ბენჟამინისკენ უფრო ვიყავი გადახრილი და ამიტომაც პირველივე დანახვისას გამაოცა ამ მოდელმა რომელზეც ახლა ვისაუბრებ.
Benjamin mayhem ეს გახლავთ თოფი მისი უშველებელი გაბარიტებით , ძალიან მომეწონა როგორც ლულის ფორმა ასევე პლასტიკის კონდახის ვიზუალი თავისი გაფორმებებით





რაც შეეხება შეფუთვას "გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნით მოყვარესო", ზედგამოჭრილია ეს ანდაზა ამ თოფის შეფუთვაზე და თვითონ თოფზეც თუ რატომ მოგვიანებით შევიტყობთ, ესეგი გარედან იმდენი რამე აწერია რომ კლიენტი მიიზიდოს გაოცდებით ლონგ რეინჯებიდან დაწყებული სიძლიერის და განსაკუთრებით სიჩუმის რეკლამები ნამდვილად მიმზიდველია, აი შიგნიდან კი სიცარიელეა, ძალიან მწირი შეფუთვაა, ერთჯერად ცელოფანში დევს თოფი და სულ პატარა 1-2 ქაფი აქვს ამოდებული ლულას, ეგ ქაფებიც რომ დავინახე გამიკვირდა, ასე ტრანსპორტირება ალბათ ძალიან საშიშია.



ქვედა სურათი ყუთის მეორე მხარე


შიგნით დაახლოებით ასე იდო ბინოკლი მოხსნილი



თოფის ხელში დაჭერისთანავე იგრძნობთ ამერიკულ ენერგიას ამერიკულ ზომებს , ის ბიზონია რომელიც მგლებს თელავს და ვერაფერი აჩერებს, იქნებ დოჯი ან იქნებ ეს არის ნამდვილი ამერიკული უშველებელ ძრავზე მომუშავე მუსტანგი რომელიც ზომებში და ფორმებში შეზღუდული არ არის და მზადაა უშველებელი ამერიკის თვალუწვდენელი სტეპები დაუღალავად გადალახოს, თავისი გამაყრუებელი ველური ხმით რომელიც მთელს მსოფლიოში გამოირჩევა, ეს არაა ევროპული მერსედესი ან ბმვ , ეს ცხოველი ევროპის ვიწრო ქუჩებში ვერ გაეტევა და აურზაურს გამოიწვევს , მას ჭირდება ამერიკა კანადა თვალუწვდენელი უდაბნოები და მინდვრები (ამსიგრძე რაღაცით ტყეში სიარული აშკარად ძნელი იქნება).



თოფი ხელში დავიჭირე და წონა საკმაოდ ვიგრძენი, მინდა გადავტენო, ავწიე ხელი მოვკიდე ლულის თავს და მივხვდი რომ ამ თოფს დაბალი კაცი ვერ გადატენის, მას უნდა სიმაღლე და სიძლიერე. ცოტა ძალა მოვიკრიბე დავიწყე ლულის ჩამოწევა და ჰოი საოცრებავ ლულა საოცრად ნაზი თანაბარი სვლით გადაიტენა რაც ღიმილზევე შემეტყო, მაგრამ სუსტ პატარა კაცს ყოველთვის მოუწევს ამ თოფოს ფეხებშუა ამოდება, არც სიმაღლეს ვუჩივი და არც წონას ასე რომ გამიმართლა. ჩავდე ტყვია ავწიე ლულა, მივიდე მხარზე კონდახი სასხლეტი გავანთავისუფლე და გამოვკარი...

აქ პაუზა...

პირველი რასაც ვგრძნობ კიარადა ვეღარ ვგრძნობ ესაა ჩემი მხარი , მხარი აღარ მაქვს , ან მაქვს და დაჟეჟილია დაკეპილია მთიულური ხინკლის ხორცივით რომელიც წუთიწუთზე ცომში ჩაიდება და თვრამეტინაოჭი სამუდამოდ დაატყვევებს...

მეორე რასაც ვეღარ ვგრძნობ ყურებია, ყურებში წუილი მესმის... თითქმის ისეთი წუილია რუსული ტანკსაწინააღმდეგო რპგ რომ ვისროლე ჯარში და ყურებში ერთი კვირა შიშინისმეტი არაფერი რომ არ მესმოდა, მაგრამ საბედნიეროდ აქ რამდენიმე წამში დამიბრუნდა სმენა.

მესამე თვალებში თეთრი ნისლი მეფარება, რასაც ვხედავ არის ბოლი და თან რამდენი.., არ მეგონა ეს მუსტანგი ასე თუ ბოლავდა "ნიუჟელი" დიზელზეა? ჩვენს ქალაქს კიდევ ეს დიზელი უნდა ? აყროლდა ოთახი დამწვარი ზეთის სუნად , ხმაურმა ხო იქაურობაც დააყრუა და მეც, კიდევ ვცადე გადავტენე ისევ ისე ლამაზად და თანაბარი სვლით და კარგად დავაკვირდი , ყველგან ზეთის წვეთებია, ლულაზეც, ლულაშიც, ჰაერის გადამშვებზე, ზეთი ყველგანაა და ამიტომ დეკონსერვაციის სუნიც ვიყნოსე რაც ძალიან არ მინდოდა , გავაგრძელე სროლა 20-25 ტყვია ბაბახ მარა ბოლი ისევ არის. ამიტომაც ვურეკავ ბატონ გრიგოლს და მაძლევს ჟორჟიკას ნომერს, ვურეკავ ჟორჟიკას და ვაძლევ თოფს, ჟორჟიკა აკეთებს დეკოსერვაციას და ყველა ბედნიერია თოფიც მეც და ჟორჟიკაც, ერთი სული მაქვს როდის გავისვრი, შუაღამეა წამოვედი ჟორჟიკასგან , მოვედი უბანში მაგარი ქარია ,უბანი ცარიელია, გადმოვიღე თოფი გადავტენე ისევ ისე ლამაზად , სადღაც შორს სიბნელეში დავინახე ეულად მდგომი რკინის ბოძი , ამოვიღე მიზანში და ტკაპ და იქიდანაც რკინის ბოძმა გამაგონა იგივე ტკაპ. ამერიკული მუსტანგი გახედნილია და წყნარადაა "ძრავი დარეგულირებულია" და აღარ იღრინება , ვიძინებ მშვიდად მეც და თოფიც...ალბათ ჟორჟიკას ძინავს უკვე...

მომეჩვენა თურაიყო არვიცი მაგრამ ბენჟამინი ძალიან დაწყნარდა.

ამინდები გამოვიდა და შაბათ კვირაც მოვიდა, პატარა ნაკვეთი მაქვს და ცოტა ვენახი რომელიც დასაბარია, ყოველიშემთხვევისათვის თოფი ჩავდე საბარგულში და წავედი, მშვენიერი სამუშაო ამინდია ბარი გამოვიტანე და თოფიც ამოვიღე საბარგულიდან, ვფიქრობ ახლა... ვენახი დასაბარია, ღვინო ხომ გიყვარს ხოდა აიღე ბარი და ბარე, რათქმაუნდა არ დამეზარა და მთელი შემართებით დავავლე ხელი თოფს და გავეშურე ველად თოფი ხომ დასატესტია... გზად ვერც ყვავი ვნახე ვერც კაჭკაჭი და მივადექი ერთ ჭაობს ბაყაყი ზის დავუმიზნე ვესროლე და ბაყაყი სად წავიდე არ ვიცი მარა იმ ტალახში იმხელა ორმო გაკეთდა მეგონა ვიღაცა მედგა უკან და ბაზუკა ისროლა აი ის ზანგებს რომ ესროლეს დიღომში. მოკლედ ზდპ ზუსტად ის ყოფილა რაც მე მინდოდა და დროულად მიმიღია გადაწყვეტილება ასე რომ მაგრად გავერთეთ რა, მთელი დღეც ვიბოდიალე და ყოველ გასროლაზე მომწონდა და მომწონდა ეს თოფი, მეგობარიც მოიხიბლა გართობით და უკვე ერთი უთოფო კაციც დავაინტერესე პნევმატიკით რომელიც სულ მალე იყიდის.

აქვე გეტყვით რომ თოფის შიგნით ჟორჟიკას სახარბიელო სიტუაცია არ დახვედრია და ვთხოვ ჟორჟიკას ერთი ორი სიტყვა დაწეროს თოფის შიგნეულობაზეც და მის მინუსებზე რომელიც ბლომად იყო შიგნით უსუფთაო ნამუშევარი და ა.შ.

ცოტას ვიტყვი სასხლეტზეც რომ ორსაფეხურიანია, მე მომეწონა , ზოგჯერ სროლაში აზარტში შესულს მეჩვენება რომ ეს ორი საფეხური ერთი მთლიანი საფეხურია და ამდროს გავარდნილი ტყვია ყოველთვის მიზანში მოხვედრილა ეს რა ფენომენია იქნებ მითხრათ თქვენც თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, და ვგრძნობ რომ რაც უფრო მეტს ვისვრი უფრო ვეჩვევი და მომწონს სასხლეტი (სინამდვილეში შეიძლება საშინელებაა ვინც ერკვევა იმისთვის მარა რავი ქე მამეწონა).

რაც შეეხება უკუცემას პცპს მერე სხვას არცარაფერს მოველოდი, თუმცა დეკონსერვაციის შემდეგ როგორც გითხარით დაწყნარდა და აღარ ირტყმეინება.

თოფის მონაცემები

სახელი Benjamin mahyem
მოდელი BMN2Q7
დატენვის მექანიზმი ლულის გადატეხვით ნიტროპისტონ2(ჟორჟიკამ თქვა ტყუილიაოbiggrin.gif)
კალიბრი 4.5
წონა 3.3კგ მწარმოებლისგან
ტყვიის სიჩქარე 350/430 მწ. მძიმე/მსუბუქი მწარმოებლისგან
ლულის სიგრძე 52 სმ
მთლიანი სიგრძე 117 სმ
ოპტიკა ცენტრ პოინტი 3-9x40ao(პარალაქსით)
ლითონის ღია სამიზნე
Sound barrel device(SBD) საკმაოდ მოზრდილი მაყუჩი
ქამრის სამაგრები


მგონი სულ ესაა, ფოტოებში დეტალურად ნახავთ ყველაფერს

ახლა კი პლიუსმინუსები

პლიუსები
1.რაც ძალიან მომწონს არის წონის განაწილება, დიდი ზომების მიუხედავად წონა არის მხოლოდ ცენტრში სასხლეტის ოდნავ წინ განაწილებული რაც ძალიან ადვილ სასროლს ხდის თოფს,
2.ზდპს კვალობაზე ცოტა წყნარია ალბათ ამ მაყუჩის წყალობით რომელიც შიგნიდან მე ვფიქრობ ძალიან კარგად არის დამუშავებული და აქვს მეტალის გარსაცმი რომელსაც გადატენვის დროს ვკიდებთ ხელს.
3.ღია სამიზნე კარგია თუ ოპტიკა გაფუჭდება არ მოიწყენ.

მინუსები
1.წონა,
2.სიგრძე, ძლივს ეტევა მანქანაში და როგორც გითხარით ამით სიარული არაა კომფორტული , ლულა ერთხელ უკვე წავარტყი მიწას.
3.საშინელი ფასკა, ეს ფასკა კოშმარია, ფოტოებში ნახავთ და მითხარით თუ ეშველება რამე.
4.და შიგნეულობა რომელზეც იმედია ჟორჟიკა ორიოდე სიტყვას იტყვის.

კიდევ მინდოდა მეთქვა მიზნის გასწორებისას ჯგუფის გაკეთება ვცადე 10 მეტრა დისტანცია, რაღაცა ლუმენის ტყვიები მოყვა და მაგით, წონა 0.57 გრამი, ჯგუფები არ ქვია მაგას მარა ნახეთ მაინც, სასროლი პოზიცია ხან ვიჯექი ხან ბალიშზე მედო , ნუ რაც არ ვიცი არ ვიცი.

ახლა კი შევაჯამოთ
რეპორტი არ დაწერილა იმისთვის რომ ჩემი თოფი ვადიდო და ვაქო უბრალოდ გაგაცანით და თუ ვინმე დაინტერესდება მისი შეძენით ასე თუ ისე ეცოდინება რას ყიდულობს, როგორც ხედავთ კაი მსუქანი რამეა მარა ესაა ბიზონი ესაა ზარბაზანი და ნაკლები ვერ იქნება!!! მეკი ძალიან მომწონს მშვენიერი გასართობი იარაღია.

ეს ჩემი პირველი რეპორტია და თუ რაიმე შეცდომას აღმოაჩენთ თქვენს რჩევა დარიგებას სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ, ასევე შეიძლება იყოს გრამატიკული შეცდომები რის გამოც ბოდიშს გიხდით.

PS ვენახი ისევ დასაბარია

ფოტოები დეტალურად














>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
aleqsa
პოსტი Jun 11 2018, 12:54 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



chicho

H&N ის ბარაკუდებიც ცადე ( 0.69გ.) კროსმან-ბენჯამინებს მოწონს ეგ ტყვიები როგორც ვატყობ. ძალიან ძვირიც არ ღირს, 200 ცალიანი კოლოფი ღირს 12 ლარი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- chicho   Benjamin Mayhem SBD NP2 მფლობელის თვალით   Apr 28 2018, 12:53 AM
- - chicho   აბზაცები დავიცავი ...   Apr 28 2018, 12:59 AM
- - sekurifa   chicho გილოცავ! სულ ს...   Apr 28 2018, 02:52 AM
- - koba1973   chicho გილოცავ! თოფის...   Apr 28 2018, 05:14 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   პირველ რიგში გილოც...   Apr 28 2018, 07:58 AM
- - aleqsa   chicho გილოცავ შენაძე...   Apr 28 2018, 09:34 AM
- - chicho   გაიხარეთ ბიჭებო, ე...   Apr 28 2018, 09:57 AM
- - ja_ja   chicho ციტატა(gihap0 @ 28th Apri...   Apr 28 2018, 10:11 AM
- - giga2010   chicho გილოცავ მეგობა...   Apr 28 2018, 10:48 AM
- - okela84   გილოცავ შენაძენს დ...   Apr 28 2018, 02:34 PM
- - chicho   გაიხარეთ ბიჭებო, ჯ...   Apr 28 2018, 06:52 PM
- - aleqsa   chicho ციტატა(gihap0 @ 28th Ap...   Apr 28 2018, 11:46 PM
- - chicho   არადა ალექს ვიზუალ...   Apr 29 2018, 02:48 PM
|- - aleqsa   ციტატა(chicho @ Apr 29 2018, 03...   Apr 29 2018, 10:19 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(aleqsa @ Apr 29 2018, 11...   Apr 30 2018, 07:40 PM
- - chicho   გაიხარე ხმელო , კიდ...   May 1 2018, 10:42 AM
- - okela84   აუცილებელი არ არის...   May 1 2018, 12:08 PM
- - aleqsa   okela84 ბაზარი არაა მა...   May 1 2018, 05:17 PM
- - chicho   ბიჭებო ბარემ აქ გკ...   May 1 2018, 08:26 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(chicho @ May 1 2018, 09...   May 1 2018, 08:30 PM
- - chicho   არა ხმელო უბრალოდ ...   May 1 2018, 09:16 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(chicho @ May 1 2018, 10...   May 1 2018, 09:37 PM
|- - chicho   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May ...   May 1 2018, 10:23 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(chicho @ May 1 2018, 11...   May 1 2018, 10:44 PM
- - giga2010   chicho ინდივიდუალურია...   May 1 2018, 10:26 PM
- - chicho   აუ კაი ბობოხინა ტყ...   May 2 2018, 09:26 AM
|- - vexam   ციტატა(chicho @ May 2 2018, 10...   May 2 2018, 02:01 PM
- - sekurifa   ციტატა(gihap0 @ 1st May 2018 ...   May 2 2018, 02:43 PM
- - chicho   გამარჯობათ. ცოტა გ...   Jun 11 2018, 12:11 PM
- - vexam   ბენჟამინს კროსმან...   Jun 11 2018, 12:27 PM
- - aleqsa   chicho H&N ის ბარაკუდე...   Jun 11 2018, 12:54 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:07 AM
Hosted by Pro-Service