გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მეორე შეჯიბრი BR25 (EURO), 2013 წლის 15 სექტემბერი მაისი
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 01:43 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დიდი მოლოდინის და მონატრების შემდეგ დადგა დრო დავწეროთ და შემდგომ მოწიწებით გადავიკითხოთ თბილ სახლში იმ თბილი დღის შესახებ რომელიც იყო არც თუ ისე შორეულ 15 სექტემბერს. ამ მშვენიერ თბილ სექტემბრის დღეს საქართველოში ჩატარდა მეორე შეჯიბრი პნევმატიური იარაღიდან სროლაში, კერძოდ BR25-ში.





მეორე შეჯიბრი ჩატარდა ჩვენს მიერ მომზადებულ ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია ჩვენი სასროლი მაგიდა. მაგიდის გამზადებაში თითქმის მთელი ფორუმის ბირთვი იღებდა მონაწილეობას. ასე იყო თუ ისე, დიდი ლოდინისა და ბევრჯერ გადადების შემდეგ მოხერხდა ფინანსების აკუმულირება, წვიმების ციდან მოცილება და შედეგად გავეშურეთ სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.

თავდაპირველად რა თქმა უნდა მუდმივ და უკვე უცვლელ ადგილზე შეკრება - ძალიან-ძალიან დილა უთენია, აი მზე რომ ახალი ამოსულია, ასე შუადღის 10 საათისთვის ...



ხასიათი ყველას მშვენიერი აქვს, შემართებას ვიდეო ჩანაწერში იხილავთ



ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად, გზად ხალხის აყვანა, სურსათ სანოვაგის აკრეფა და შორი გზა ქალაქიდან შორს....





უკვე წესად გვაქვს რუსთაველელებს დაველოდოთ ხოლმე ერთ სტანდარტულ ადგილზე smile.gif, ისე როდის იქნება რომ დასავლეთის ხალხიც შემოგვიერთდება ხოლმე... KAKA არ ითვლება დასავლელად, პრაქტიკულად აღმოსავლეთში ცხოვრობს smile.gif, უბრალოდ გვატყუებს ხოლმე სამეგრელოში ვიყავიო smile.gif





ისევე როგროც წინა წელს, წელსაც შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25, რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(წესები შარშანდელიდან არ შეცვლილა).





წელს ისევე როგორც შარშან არ გვქონდა თოფების მისაყუდებელი მოწყობილობა, ამიტომაც მსროლელების იარაღები ჩვენს ვეებერთელა მაგიდაზე განთავსდნენ, ხოლო სროლას აწარმოებდა მხოლოდ 2 მსროლელი, მაგიდის მარცხენა კუთხიდან.



უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ წელს გამოიყენებოდა ბეტონის ჩამოსხმული და საკმაოდ გამყარებული მაგიდა, მაინც მთლიანი კონსტრუქციის გამო პატარა ხარვეზები გადაეცემოდა ერთი მსროლელიდან მეორე მსროლელს. გასათვალისწინებელია ევროპულ ამერიკული გამოცდილება და პერსონალური მაგიდებია გასამზადებელი თითოეული მსროლელისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგროც ტერიტორიის წინასწარ შეძენით, ასევე მისი მოწყობით და სხვა ტექნიკური პროცესებით, მოკლედ ჯერჯერობით ასეთი ჩანაფიქრი არის, მაგრამ უაზროდ გაკეთება და ფინანსების მობილიზაციის გარეშე არ გამოვა.


შეჯიბრის წინ შედგა გამომსვლელთა სია, ამჯერად არ მომხდარა ბრმა მეთოდით ამორჩევა, არამედ ჯენტლემენური მეთოდით მოხდა ხალხის სიაში ჩაწერა იმის და მიხედვით ვინ მოისურვა პირველი სროლა ვინ მოისურვა სიაში ჩაწერა და იყო საერთოდ უცნაური თხოვნებით, მაგალითად - თუ შეიძლება მე სულ ბოლო ჩამწერეთ სიაში....



სია შედგა და სროლაც დავიწყეთ, ყველა მსროლელს ჰქონდა გამოყოფილი 20 წუთი თავისი სერიის დასასრულებლად. რატომ 20 წუთი და არა სტანდარტული 30 წუთი? იმიტომ რომ შეჯიბრის დღეს ზოგიერთმა ელემენტმა გვიან გაიღვიძა, ზოგს გლუვლულიანიდან თეფშებზე სროლა მოუნდა, ზოგს ჭამა მოუნდა და შედეგად შეჯიბრი დავიწყეთ 14:00 წუთზე, ამასობაში მონაწილეთა რაოდენობა 20-ს აჭარბებდა. ამიტომაც მოგვიწია რაღაც-რაღაც შეზღუდვების შემოტანა.







სტანდარტულად მისროლის დრო ყველას ჰქონდა შეჯიბრის დაწყების დროს, ინსტრუქტაჟი ყველას ცალ-ცალკე ჩაუტარდა და ამის შემდეგ დავიწყეთ თვითონ სროლა





არ ჩაიარა წლევანდელმა შეჯიბრებამ გასაჩივრებების გარეშე, ასე მაგალითად ზემოთ მოყვანილ სურათში (სია და ქულები რომელშიც ჩანს) ვხედავთ რომ 203 და 204 ქულად 3 კაცმა მიაღწია თავიდან კი პირველი დათვლით სამივეს ჰქონდა 203 ქულა. რაც რა თქმა უნდა ვერ გადაიტანა თავდაპირველად norika-მ, შემდეგ აყვა ilariona და ამ კამათ კამათში თითო-თითო ქულა ქე გამოჩიჩქნეს თავიანთ სასარგებლოდ smile.gif







სხვათა შორის წელს შედარებით კარგი მოსაცდელი ზონა გვქონდა მოწყობილი, ხალხს შეეძლო ნორმალურად დაჯდომა დასვენება, გასაუბრება, თუმცა მსროლელების უკან დასასვენებელი ზონა ხანდახან იმას იწვევდა რომ ხმამაღალი საუბარი მსროლელებს ხელს უშლიდა smile.gif







ნუ იყო ჩვენი საყვარელი მზარეულის მიერ საოცარი პოზების შექმნაც, იყო მონადირეების გლუვლულიანით სიარულიც.... ისე შემდეგში პირადად ავკრძალავ ნებისმიერ გლუვლულიანის გამოჩენას პნევმო შეჯიბრზე, ვერცერთი ვერ ითბენდა და ყველას დიდი სურვილი ჰქონდა გლუვლულიანიდან გაესროლა შედეგად ბევრი 2 გზად იხლიჩებოდა, ანუ სერიოზულად ესროლა თუ გლუვლულიანიდან თეფშების სროლას გადაყოლოდა smile.gif





მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს smile.gif





რა თქმა უნდა გამოვლინდა გამარჯვებულებიც და გადაეცათ ჩვენი პრიზებიც, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომწონს ჩვენი მედლები და პრიზი, სხვა არცერთ სპორტულ ფორუმზე ამდაგვარი პრიზი და მედალი არ მინახია, როგორც წესი მაღაზიებში ნაყიდი 5 ლარიანი მედლები რიგდება ხოლმე, მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენს სახელობით მედლებს ვიყენებთ, იაფი არ ჯდება, სამაგიეროდ მოგებულისთვის აშკარად აქვს სიამაყის და ღირებულის შეგრძნება smile.gif

სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ მოდით ჩამოვწეროთ ყველას სია და ვინ რა ქულა აიღო რამდენი X აიღო და რომელ ადგილზე გავიდა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მგონი ყველაფერი ჩანს



როგორც ცხრილში ჩანს მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებმა 204-204 ქულა აიღეს, მაგრამ ნორიკამ 3 X აიღო მაშინ როდესაც ილარიონამ მხოლოდ 2 X აიღო, შედეგად პრიზიორის ბედი X-ებმა განსაზღვრა. და ეს უკვე მესამედ ხდება ჩვენთან როდესაც ქულების დამთხვევა ხდება და X-ების მეშვეობით ხდება შესაძლებელი პრიზიორის გამოვლენა. ასე რომ ნელ-ნელა რთულდება შეჯიბრი რაც რა თქმა უნდა საინტერესოს ხდის შეჯიბრს.

მას ასე დაჯილდოება.... დიდი წამყვანი მე არ ვარ მაგრამ მე მომიწია პრიზიორებისთვის მედლების გადაცემა. ყველაფერი კი იყო აი ასე:



ბოლოს რა თქმა უნდა ეგრეთწოდებული "ბანკეტი". ჩვენ ევროპისკენ კი მივიწევთ, მაგრამ სუფრა ქართული ვიცით შეჯიბრების დროსაც, მართალია შემწვარი გოჭი ბოლოკით პირში არ იყო სუფრაზე, მაგრამ მწვადი, ხაჭაპური და ღვინო ნუ ეს მინიმუმია smile.gif





რა თქმა უნდა ბოლოს ღამეც შემოგვეპარა, ზოგი დაიღალა, ზოგსაც ეძინებოდა, ზოგიც მხიარულად იყო და .... მოკლედ მოგონებები ბევრი დარჩა, იმედია კეთილი და ლამაზი









ეს რაც შეეხებოდა თვითონ მიმოხილვას, ახლა კი გთავაზობთ თვითონ ნასროლ სამიზნეებს, ზოგს გადახედვა მოუნდება, ზოგს გადამოწმება, მოკლედ რავიცი ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ.


მაშ ასე პრიზიოპრები:

Okela - Monadire - Norika
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




დანარჩენები:


Irlariona - Dawiti - Dave
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



Devil - Beqa - Geogorjika
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Davitus - Power_wano - Ja_Ja
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


CZ80 - Bazuka - Lexo
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Soxa - iorama - Marukha
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Ikaa - irakli
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ასე მორჩა საკმაოდ თბილი და ლამაზი 15 სექტემბერი. გამოვლინდა მოულოდნელი პრიზიორები, წინა წლის ჩემპიონი საერთოდ ჩაიკარგა და პირველ სამეულშიც კი არ მოხდა, იმიტომ რომ არც თოფს მიხედა, ოპტიკაც დაავიწყდა და ზერელედ ისროლა smile.gif აქედან მორალი, ბედი უღიმის მხოლოდ მათ ვინც მომზადებულია და შემართებით ეკიდება საქმეს.

ველით მომავალი წლის შეჯიბრებას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 30)
iorama
პოსტი Dec 22 2013, 10:55 PM
პოსტი #21


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(bazuka @ Dec 22 2013, 11:51 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
iorama
მეორეში შამფურები გაქვს მოტეხილი wink.gif

არაააა biggrin.gif მეორეში მწვანე პაკეტში წვენს აკლია და ხეზე ზის კატა biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 11:08 PM
პოსტი #22


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilo
ციტატა(iglait @ 22nd December 2013 - 11:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
4-16 და 10-40 არფრის მომცემი ინფორმაციებია, სავარაუდოდ 50 მეტრზე ყველა შეეცდებოდა ესროლა მაქსიმალური ზუმით დაბინდვის გარეშე, ის არის საინტერესო კონკრეტული მოდელის მაქსიმალური ზუმი რა არის დაბინდვის გარეშე.

მაგალითად რა ინფოს მოგცემს ის რომ ვთქვათ ვისროდი Vector Optics 8-32x56-ით??? არსად არ იწერება მსოფლიოს არცერთ დოკუმენტში თუ კონკრეტულად რა ჯერადობას იყენებდა ესა თუ ის მსროლელი...

შენ ახლა გინდა რაცხა ინფორმაციები მოიძიო, ჩქარა და უცებ გამოიყვანო წარმატების ფორმულა... ბაზარი არაა მშვენიერი სურვილია, მაგრამ ადგილი საიდანაც გინდა ამოიღო ეგ ინფორმაცია არასწორად გაქვს ამორჩეული. მაგალითისთვის იმ დღეს ბევრი ისროდა შედარებით არაიაფიანი 10-40 ჯერადობის ოპტიკებიდან, და გარწმუნებ 30-ზე დაბლა ჯერადობა არცერთს არ გამოუყენებია, მაგრამ მოიგო შეჯიბრი 4-16-იანი ჯერადობის მქონე მსროლელმა.

რა ინფორმაციას გვაწვდის ეს?

1) იმას რომ 10-40 ჯერადობა ქარია
2) 4-16 -ზე მეტი საჭირო არაა თუ მედლის აღება გინდა
3) კაცმა არ იცის რს ნიშნავს
4) ძვირიანი არ უნდა იყოდო თუ იაფიანიც ქაჩავს
5) და ასე შემდეგ....

არასწორი მიდგომაა.... ოპტიკა მე პირადად მაქვს 1500$-იანი, უბრალოდ შეჯიბრის დღეს სახლში დამრჩა, მაგრამ რომც მქონოდა მაინც ვერაფერს ვიზამდი, იმიტომ რომ წინა დღეებში სხვა ოხრად საქმეები მქონდა და ლულის გაწმენდაც კი ვერ მოვასწარი, შედეგად შარშან რომ პირველ ადგილზე გავედი, წელს მოუცლელობის გამო მე-12 ადგილზე გავედი და არა ოპტიკის გამო არამედ ჭუჭყის გამო.

საიდან ვიცი ეეს? იქედან რომ 2 კვირის შემდეგ იგივე ადგილზე ვიყავით, იგივე თოფი წავიღე და იგივე დისტანციაზე ვისროდი, იგივე ქაქი შედეგი მივიღე, ოღონდ მოგვიანებით დავაძრე შომპოლი ჩოთქები და კაი 20 წუთი ლულას ვწმინდავდი, ავაწყვე თოფი მიივადექი და დირკა დირკაში წავიდა ტყვიები... რისი ბრალია ახლა იმის რომ 20 ჯერადობაზე მქონდა 50-ზე თუ იმის რომ ჭუჭყიანი ლულა იყო.

საკმაოდ არასწორად უდგები გამარჯვების პრინციპს, იმიტომ რომ ცალკე აღებული არცერთი პუნქტი არაფერს არ მოგცემს, ცალკე არც თოფი ვარგა, არც ოპტიკა, არც სკამი, არც სასროლი მეშოკი, არც მსროლელი და არც ტყვიები, მაგრამ საკმარისია ყველა კომპონენტი აეწყოს რომ უკვე ოოოო smile.gif

ასე რომ ოპტიკის გაგების სურვილი კაია, მაგრამ როგორც გითხარი, ეგ აქ არ უნდა იყოს განხილული, არის, ოპტიკების მიმოხილვის თემები, უნდა შეხვიდე იქ გადაიკითხო, მერე განსაზღვრო ბიუჯეტი, რისთვის გინდა, რას მოითხოვ ოპტიკისგან და მრავალ თვიანი ძებნის შემდეგ და შეიძLება რამდენიმე ეგზემპლარის ყიდვა გაყიდვის შემდეგ მიაგნო იმ ერთადერთს და რჩეულს რომელსაც რეალურად გამოიყენებ და გასიამოვნებს.

ხოლო თუ მაინც არ მეთანხმები მაშინ იდეალური პასუხი მაქვს smile.gif შენთვითონ უნდა დაესწრო ხოლმე ეგეთ ღონისძIებებს და ადგილზე შეისწავლო როგორც სხვისი თოფი, ასევე სროლის მანერა, ოპტიკა, ხელში უნდა აიღო ესა თუ ის თოფი, გამოკითხო ყველა მსროლელი შენთვის საინტერესო კითხვებით და დღის ბოლოს გავსებული ხურჯინით დაბრუნდები სახლში, ოღონდ ეგ ხურჯინი შენს თავში იქნება და ფინანსური გამოხატულება მის ფასს არ ექნება, მაგრამ თუ სწორად დაალაგებ და გადახარშავ ფინანსური სარგებელიც ექნება ინფორმაციულიც და.... ნუ მოკლედ 1000-ჯერ გაგონილს და წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო smile.gif

iorama
ციტატა(iorama @ 22nd December 2013 - 11:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ორჯელ ჩემი სურათი მაგარია

გაფიცებ სად ნახე შენი სურათი ორჯერ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Dec 22 2013, 11:19 PM
პოსტი #23


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



ja_ja

რადგან მაგის შესაძლებლობა არ მაქვს ჩემპიონატს დავესწრო ფორუმის ინფოს ვჯერდები, თუმცა ვნახოთ შესაძლებელია მომავალში მეც შემოგიერთდეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 22 2013, 11:20 PM
პოსტი #24


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(ja_ja @ 23rd December 2013 - 12:08 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გაფიცებ სად ნახე შენი სურათი ორჯერ?

ეეხლააა ეგეთები არ იყოოოსსსს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ვიში გამამცვალე ჯაჯა, ვიში? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 11:34 PM
პოსტი #25


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilo
ციტატა(iglait @ 23rd December 2013 - 12:19 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რადგან მაგის შესაძლებლობა არ მაქვს ჩემპიონატს დავესწრო

და რატო რა პრობლემაა?

iorama
ციტატა(iorama @ 23rd December 2013 - 12:20 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვიში გამამცვალე ჯაჯა, ვიში?

რა არ მოგწონს გაღიმებულ "ევრეიში" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თან რავა იჭყიტება რავა აბრიალებს თვალებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Dec 22 2013, 11:35 PM
პოსტი #26


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



თეთრი წვერი და ულვაში გინდა ჯაჯინსკი და თოვლის ბაბუა ხარ რა! აბა, ამ საახალწლო საჩუქარს რა დავარქვა არ ვიცი, პადლაი ბუდუ! wink.gif ისე, რაღა დაგიმალოთ და ცოოოტა დიდ&ვრცელ რეპორტს ველოდებოდი. რა გავაკეთო, მივეჩვიე ეტყობა ჯაჯასგან და.... გენაცვალეთ ყველას, მაგარი დღე იყო! P.S იორამ, მეორე სურათში ერთით ნაკლები შამფური გიჭირავს! biggrin.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Dec 23 2013, 12:14 AM
პოსტი #27


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



smile.gif ბათუმში ვცხოვრობ და პირადი საქმეების გამო თავისუფალი დრო სულ უფრო ნაკლები მაქვს ამ ბოლო დროს ...

თუმცა ეს აქ განსახილველი საკითხი არ არის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Dec 23 2013, 04:06 PM
პოსტი #28


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



დაუვიწყარი დღე იყო და წინ კიდევ ბევრი ასეთი დღე გველოდება smile.gif

ერთი გამოთბეს ცოტა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Dec 23 2013, 09:42 PM
პოსტი #29


Outstanding Сasual Dating - Actual Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:magDandyVE



ეეე ბიჯო გამიხარდა მეთქი შეჯიბრიათქო, ეს როდინდელი თემაა მოკლე კლავიანებით ვარ და მსუქანი ვარ კიდე, მაგის მერე 13 კილო დავიკელი smile.gif

ჯგუფებში შეჯიბრი არ მოვაწყოთ?smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 24 2013, 12:26 AM
პოსტი #30


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



norica_dragon
მოვაწყოთ smile.gif შენ ხომ იდეების გენერატორი ხარ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Dec 25 2013, 08:55 AM
პოსტი #31


Outstanding Сasual Dating - Actual Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:magDandyVE



ციტატა(ilariona @ Dec 24 2013, 01:26 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
norica_dragon
მოვაწყოთ smile.gif შენ ხომ იდეების გენერატორი ხარ biggrin.gif


ჰოდა როდის?? ვატრაკებ ეხლა მე 31 მდე ვმუშაობს 10 დან 10 მდე ;D
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 12:47 AM
Hosted by Pro-Service