გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ჯგუფების გაკეთება არ გამომდის, ახალი ოპტიკა თუ ტყვიები
mister_io
პოსტი Jan 4 2017, 08:03 PM
პოსტი #21


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 340
რეგისტრ.: 6-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi
წევრი №: 1,589
ქალაქი:ქ.ქუთაისი



SVD
პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება სამიზნე ქაღალდი შეცვალო , ძალიან დიდი დიამეტრის ნიშანი გაქვს დახატული, მართალია 9X გაქვს ოპტიკა მაგრამ აჯობებს სტანდარტული სამიზნე დააპრინტერო ან პატარა წერტილი დახატი ფურცელზე აი იზეთი რომ ოპტიკის ჯვარმა თითქმის დაფაროს და იმ წერტილს დაუმიზნო სულ, ასევე კარგი იქნება თითო ფურცელს 5 ტყვიაზე მეტს არესვრი, ასე უფრო გაიგებ ჯგუფებს თორე აქ ძაან დაცხრილულია როგორც ვხედავ, სროლები კი აწარმოე 25 და 50 მეტრზე და ნახე აბა რა განსხვავებას მოგცემს, სასროლ პოზიციაზე კი მოგცეს რჩევა ზემოთ მეც მისვრია მასეთი პოზიციიდან და საკმაოდ არამყარია ჯგუფის გასაკეთებლად
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 4 2017, 10:23 PM
პოსტი #22


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



SVD
ციტატა(SVD @ 4th January 2017 - 03:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გასაგებია ყველაფერი, ესე იგი როგორ ვისვრი, თოფს მოყვა სპეციალური ფეხები(რა ქვია არ ვიცი) მაგაზე მიყენია წინ მაწუჩი დევს ბალიშზე და ეს ბალიში დევს ფანჯრის რაფაზე, ამ ფანჯარასთან არის მაგიდა სადაც ეს ყველაფერია გაერთიანებული, მე მიჭირავს თოფის კონდახი მხოლოდ ნუ იდეალურად მყარი არარის მიკანკალებს ძალიან ოდნავ ხელიც რათქმაუნდა. ტყვიები არის პრემიერები 10,5 გრანიანები მრგვალი თავით (სხვათა შორის არ მომეწონა მე ეს ტყვიები ეტყობა ცუდი პარტიაა),სიჩქარის მარეგულირებელი არის 3 და 4 ხაზებს შუა ანუ არც ბოლომდეა და არც ნახევარზე ძალა, მანძილი 50 მეტრზე მეტია, აგერ სურათი მარა არაა კარგი ხარისხი, ჯგუფი არის გაკეთებული სიშავის მაღლა ნუ მიხვდებით


ხომ ხედავ ცოტა მეტი ინფო დადე და ეგრევე წამოვიდა ნორმალური რჩევები smile.gif შემდეგისთვის თუ გაითვალისწინებ ხოლმე კარგი იქნება, ანუ ისევ შენ დაგეხმარება პრობლემის დროულად მოგვარებაში.

ახლა კი რაც შეეხება შენს დაწერილს და რაც ბიჭებმა მოგწერეს:

1) ფეხები რაც მოყვა... მაგას ბიპოდი ჰქვია, ეგ ბიპოდი მოხსენი და ნაგავში გადააგდე, სადმე უბანში იქნება დიდი ნაგვის ბუნკერები და იქ შეგიძლია თამამად ჩააგდო. არ ვღადაობ სერიოზულად ვამბობ... თუ ბიპოდი გაქვავებული არაა და მყარად არ დგას კაპიკია მისი ფასი, ყოველ პატარა გამოძრავებაზე ხან იქეთ იხრება ხან აქეთ... საველე პირობებისთვის საჭიროა მინიმუმ Harris-ის ბიპოდი, რომელიც 100$-ზე ნაკლები არ ღირს (მე ვამბობ ტაკტიკურ ვერსიაზე, თუმცა ვინტით რეგულირებადი ვერსია სადღაც 65-70$-იდან იწყება. არ აგერიოს ჩინურ პადდელკებში რომელიც ბაზარზე ოხრადაა და ბევრი იაფი ფასის გამო ხარბდება მაგრამ ხარისხი ის არაა რაც საჭიროა)... უფრო ნორმალური ბიპოდები უკვე 200-300$ ღირს და რა ბიპოდიც არ უნდა იყოს როდესაც ჯგუფებზე გაქვს საუბარი არცერთნაირის გამოყენება არ შეიძლება ან თუ იყენებ მაგ შემთხვევაში ჯგუფებზე საუბარი დაუშვებელია. ან პროსტა რაღაც მიახლოებულ შედეგებს იღებ და პანიკა არ უნდა აწიო მაშინ. შენი ბიპოდი კი სურათის მიხედვით მოშმარი ვერსიაა ეგრეთწოდებული მაკრატელა პონტია რომელიც ლულაზე ყენდება ....

2) მაყუჩი ბალიშზე მიდევსოოო.... ახლა მოდი მე და შენ ერთად მოვტვინოთ აბა - ესე იგი ლულა არის დამოუკიდებელი ელემენტი, რომელშიც მოძრაობს ტყვია და მას ანიჭებს გარკვეულ მიმართულებას, ამასობაში ოპტიკა აყენია კოლოფზე და იხედება რაღაც ადგილზე, ოპტიკის ჯვრის და ლულის მიმართულების გადაკვეთის ხარჯზე ხდება მიზანში მოხვედრა, მაგრამ როგორც კი ლულას შეეხება ბალიში, მეგობრის ბეჭი, ჟირაფის მოხარშული ბარკალი, თუ მარსიდან ჩამოტანილი სუპერ ფუმფულა და ძვირი მასალა.... მოკლედ შედეგი ერთი იქნება. ოპტიკა აგრძელებს იგივე ადგილისკენ მითითებას, ხოლო თოფის წონის გამო, მსროლელის პოზიციის და სხვა რაღაცის გამო ლულა ხან ზემოთაა აპრეხილი (ბერკეტის ეფექტი გაიხსენე თან), ხან ქვემოთაა თავისუფლად გამოკიდებული ხან გვერდზეა გაწეული და ამ პირობებში შენ გინდა რომ რაღაც ჯგუფი მიიღო?

ნუ გერევა PCP და ზ.დ.პ. ერთმანეთში, გადასატეხ ლულიანი თუ გაპატიებს ლულის რაიმეზე ჩამოყუდებას, PCP ეგეთს არ გაპატიებს, იმიტომ რომ ზ.დპ.-ს ღია სამიზნე აქვს განთავსებული ლულაზე და მაინც ნაკლებად მოქმედებს ტრაექტორიაზე, თუმცა ნამეტანი დაწოლისას მაგაზეც მოქმედებს, ხოლო იგივე ზ.დ.პ.-ზე თუ ოპტიკა გიყენია მანდაც უკვე ვავა მოხდება, იმიტომ რომ ოპტიკა ცილინდრზე დგას და ლულა კიდევ ცალკეა, თუ ის რაიმეს შეეხება ყოველთვის სადღაც გადაიხრება და ოპტიკის ხაზისგან განსხვავებული მიმართულება ექნება.

ასე რომ ლულას არ უნდა ეხებოდეს არაფერი, თუ ის ზეთ ხსენებული ბიპოდი ლულაზე მაგრდება (და სურათის მიხედვით ეგრეც არის....), მაშინ გადაგდების წინ ასევე ნაჟოვკით კარგად გადაჭერი რომ სხვამ არ გამოიყენოს თუ იპოვის smile.gif, არც ლულა და არც ლულაზე დამაგრებული მოდერი არაფერს არ უნდა ეხებოდეს.... არის ასეთი სიტყვა ცეცხლსასროლშიც კი Rifle Bedding ოხრადაა ინფოა მაგაზე, თუნდაც იუტუბზე დაძებნე, აზრი კი დაიყვანება იმაზე რომ ლულა კონდახსაც კი არ უნდა ეხებოდეს თორემ ტყვია ტაკუნებში მიფრინავს smile.gif და ეს ეხება ცეცხლსასროლს რომლის ლულებიც გაცილებით სქელი და გამძლეა, შენ კი პნევმატიკასთან გაქვს შეხება....

3) ნუ ფანჯარასთან თუ მაგიდა გაქვს მაშინ მაგ მაგიდაზე დადე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(უფრო იაფადაც ითრევ, დაძებნა უნდა, ან უბრალოდ შენით რაღაც შეკერე და უბრალოდ გრეჩიხა ან ხორბალი ჩაყარე შიგნით), ბალიშებზე უნდა იდოს მხოლოდ თოფის კონდახი, პატარა უკანა მხარეს დიდი კი წინა მხარეს, ნუ აი რაღაც ასეთ ვარიანტში



მორჩა იდეალური მდგომარეობაა, უკანა ბალიშის მოძრაობით წინ და უკან შეგიძლია დაარეგულირო სასურველი კორექტირება, ანუ ბალიშს დაათრევ კონდახის ქვემოთ და კონდახის ფორმის გამო გაქვს საშუალება უკანა ნაწილი აწიო ან დაწიო....

4) ტყვიები თუ თვლი რომ უხარისხოა გადადი სხვაზე, ან გადაარჩიო, ბოლო ბოლო გარეცხე ფრთხილად და გააშრე, ბიჭებიც ასევე დაწერენ ალბათ მაგ ლულას რომელი ტყვია უფრო მოსწონს, პრემიერი თუ JSB

5) ნუ სიჩქარე ნორმალურია

6) მანძილზე უკვე წინა პოსტში გითხარი რომ ნამეტანი დიდი გაქვს არჩეული, იმ ოპტიკაზე რაც შენ გაქვს უნდა ჩამოხვიდე 20-25 მეტრზე, ჯერ მანდ გაარკვიე რა ხდება და მერე გადადი სხვა მანძილებზე, სხვათა შორის არ არის სასურველი განმარტებები, - მიახლოებით 20 მეტრია, ცოტა აკლია 25 მეტრს, 50 მეტრზე მეტია.... ჯგუფებზე შემოწმება არის რაღაც პატარა მინი მეცნიერული ექსპერიმენტი რომლის დროსაც სასურველია მაქსიმალურად სტანდარტული პარამეტრები იყოს შერჩეული რომ სხვის სტანდარტულ პარამეტრებს შეადარო, თორემ ყველა თუ თავისებურად დათვლის, მერე წავა გაუთავებელი ვაი ვუი, - რატომ გამოგდის შენ და რატომ არ გამომდის მე და აბა რა შევცვალო და ვაი რა ვქნა....

7) სამიზნე არის კატასტროფა smile.gif მე ქაღალდზე ვამბობ... აქ ბიჭებმაც დაგიწერეს რომ მაგხელა სამიზნე არ შეიძლება იყოს.... უნდა იყოს მაქსიმალურად წვრილი რის დანახვასაც ახერხებ ოპტიკაში, მიზეზი კი მარტივია... როდესაც მაგხელა შავ წერტილს უმიზნებ ეგეთი პატარა ჯერადობით და გგონია რომ პატარა წერტილად ჩანს და იოლად ესვრი, სინამდვილეში შენი ოპტიკის ჯვარი ხან მაგ ვებერთელა წერტილის ზემოთ სწორდება, ხან ქვევით და ხან გვერდებზე... ამიტომაც მაგ შავმა წერტილმა რომ შეცდომაში არ შეგიყვანოს საჭიროა მაქსიმალურად წვრილი წერტილი. აიღე ფლომასტერი და უბრალოდ პატარა წერტილი დასვი თუ ვერ დაინავავ გაადიდე და ასე შემდეგ, როგორც კი გამოჩნდება ოპტიკაში, ვსიო მეტი გაზრდა აღარ შეიძლება, თან მე საუბარი ისევ და ისევ 20-25 მეტრზე მაქვს და არა 50 და მეტზე....



მოკლედ იმდენი კლასიკური შეცდომა გაქვს დაშვებული რომ ის შედეგიც კი რაც მიღებული გაქვს მაგარი საოცარია ასე რომ შეეშვი თოფის და საკუთარი თავის წვალებას smile.gif მიუხედავად იმისა რომ ძალიან მარტივი ჩანს სროლა (განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშების გადამკიდე) მინდა ჩუმთ გითხრა რომ ოპტიკური სამიზნით სროლა პრაქტიკულად სნაიპერული სროლაა და მაგას კიდევ სამხედროები 4-5 წლის მანძილზე სწავლობენ smile.gif ასე რომ ეგ საქმე გარკვეულ წილად მეცნიერებად და გარკვეულ წილად დისტიპლინის ნაწილიც არის, და არა პროსტა მიიდე მხარზე სადმე გაიშვირე და ისროლე smile.gif

მაგ ყველა იაღლიშს თუ გამოსწორებ დარწმუნებული ვარ გაგიკვირდება და მაგრა გაგახარებს შენი თოფი თავისი შედეგებით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Lukiane123
პოსტი Jan 5 2017, 02:59 AM
პოსტი #23


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 798
რეგისტრ.: 6-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,057
ქალაქი:თბილისი



მადლობა ყველას რჩევებისთვის.რაც შეეხება ჯაჯა გეთანხმები ყველაფერში.მე ჯგუფები კი არ მიტაცება უბრალოდ მაინტერესებდა რამდენ მეტრში შევძლებდი ნადირობას სტაბულირად მტრედია ხელა ობიექტზე.გავითვალისწინებ ყველაფერს და კიდევ დავდებ იქნებ უკეთესი გამომივიდეა.კიდევ ერთხელა მადლობა ყველას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 12:56 PM
Hosted by Pro-Service