გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამბავი გაყინული მწვადებისა 2013, სხვათა შორის ტრაკების გაიყინა
ja_ja
პოსტი Feb 13 2013, 04:17 PM
პოსტი #21


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ციოდა, ციოდა მაგრამ მაინც არ შევიმჩნიეთ, ასე დაიწყო ტრაკების გამყინვარება 2013.

როგორც გვჩვევია დილა ადრიანად გავუდექით მინდვრებსა შინა, დავდეთ ფული, გავუშვით ნაწილი ბაზარსა შინა, ნაწილი კი გაუყვა გზასა შინა. გზად მოვინახულეთ ძველი ნაცნობები, ბევრს ხელიც ჩამოვართვით (ეს უკვე ცალკე თემაში). უმეტესობა კი იმ დღეს გაიქცა, მარტივი მიზეზის გამო, ვინ სად რას რა ჯერადობაზე ესროდა კაცმა არ იცოდა smile.gif.






ადგილზე მისვლისას მოვახდინეთ დისლოკაციის შიფრირება, ადგილზე გაშლა და




ბევრი დილიდან მშიერი იყო წამოსული, ამიტომაც სასწრაფოდ გაიშალა მინი სუფრა






ვინც რა მოასწრო ჩახეთქა ზოგმა ნამეტანი კალონკიდან წამოღებული ცეცხლოვანი ჩახეთქა




უფრო მეტად ორაყი ჩაიხეთქა, ღვინო ბოლოსთვის იყო გადანახული






ლა თოფია ბიჯო ლა თო... უიიიი ლა ყოფილაააა



შემდეგ ყველაფერის ბახაბუხით ავიკელით, გაგიკვირდებათ სად აქვს პნევმატიკას მაგდენი ბახაბუხუო... არ აქვს, მაგაში მართალი ხართ, მაგრამ ერთმა ცუდმა კაცმა შემოგვთავაზა გლუვლულიანიდან სროლა, სასწრაფოდ გამოჩნდნენ სროლის მსურველები







ძირითადი სამიზნე დაცარიელებული ბოთლები იყო, რომელიც შემდეგ უტილიზირებული იქნა, ასე რომ ბუნებაში ნაგავი არ დაგვიტოვებია.













იყო მხურვალე განხილვა ვინ გაარტყა, ვინ ააცილა, ვინ რა გააკეთა smile.gif, ერთი ორი კაცი ჟორჯიკამ ლამის ცარიელი პლასტმასის ბოთლით იმსხვერპლა biggrin.gif

შემდეგ დავუბრუნდით ძირითად საქმიანობას

დაწიტმა ცეცხლის დანთება დაიწყო



ილარიონამ და ნორიკამ სტანდარტულად ურთიერთ შეჯიბრება მოაწყვეს ჯერ BR-ში, შემდეგ 100 მეტრზე სროლაში.








ქრონმა მოღრუბლული ამინდის გამო ისევ გვიღალატა, მეც განათების წამოღება დამავიწყდა და დავრჩით ისევ ინფორმაციის გარეშე smile.gif



ამ გასვლაზე 2 ახალი ფორუმელი შემოგვიერთდა, უფროსწორედ ფორუმზე კაიხანია არიან, მაგრამ დიდ გასვლაზე პირველად იყვნენ წამოსულები, ჩიკო და დეივი. ასევე შემოგვიერთდა დაწიტის თანამშრომელი რომელიც ფორუმზე არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ პნევმატიკით დაწიტმა ისე მოწამლა ისე რომ... მგონი იმ დღეს მთელი ტყვიების მარაგი დახარჯა smile.gif









სდოხნი შაიზე პარტიზანენ!







სხვათა შორის პირველ ჯერზე BR-ის სამიზნეზე გავატარეთ და საკმაო ქულა დააგროვა (სადღაც 80-90 ქულამდე 15 სამიზნეში). თუ გავითვალისწინებთ რომ რეალურ შეჯიბრზე 25 სამიზნეა, ესე იგი უფრო მეტ ქულებს აიღებდა, ამასობაში შარშანდელ ჩემპიონატში გვყავდა ხალხი რომელმაც მხოლოდ 30-40 ქულა დააგროვა 25 სამიზნეზე.... მოკლედ პოტენციალი აქვს smile.gif.








შემდეგ ცეცხლიც დაინთო, ხალხიც გათბა, ამასობაში მე და დაწიტს ისევ გლუვიდან სროლა მოგვინდა და....







სადღაც 30 მეტრში პაწუა ბოთლი იდო ქონით სავსე, მაგრამ იმ ქონიან ქილას ვერავინ ვერ გავარტყით smile.gif




ბოლოს იყო შესვენება და მწვადაობა





ამასობაში ჩიკო ავად გაგვიხდა და ვერ იყო ჯანზე.... აიკიდა რაცხა გაციების ბაცილა, შედეგად სციოდა და ძვლებში მამტვრევსო სულ ასე გაიძახოდა, მგონი ახლაც ლოგინში წევს....





ბოლოს ბიჭები ღვინოში ჩათვრნენ და საბოლოოდ დავიშალეთ კიდევატაც.

სამწუხაროდ არ მაქვს ყველა ამ მომენტის ამსახველი სურათები, რადგანაც, მე იმ დღეს უფრო შეშის ჭრას გადავყევი და სურათები არ გადამიღია, ეს სურათებიც, დაწიტის, თანამშრომლის მიერ გადაღებულია, ასე რომ მადლობა ოლეგს რომ ეს რეპორტი მომზადდა. იმედია დანარჩენ სურათებს დაყრის დანარჩენი ფოტოგრაფები, რომელთან ნაკლებობაც იმ დღეს ნამდვილად არ იგრძნობოდა smile.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 04:04 PM
Hosted by Pro-Service