გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გაამზადეთ თქვენი ნიანგის ცრემლები, ახალი საბაჟო დაბეგვრვა ანუ ბზდეც
Gigabyte13
პოსტი Jul 27 2009, 03:28 PM
პოსტი #41


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 857
რეგისტრ.: 11-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 66
ქალაქი:თბილისი



ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება
რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5

``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს``

საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს.

როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა.

ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება.

”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება.

საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Gigabyte13   გაამზადეთ თქვენი ნიანგის ცრემლები   Jul 27 2009, 03:28 PM
- - Gigabyte13   bazuka მოვინახულე PM და ...   Jul 31 2009, 02:26 PM
- - geojorjika   bazuka Gigabyte13 თქვენ საქმ...   Jul 31 2009, 02:29 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 31st July...   Jul 31 2009, 02:40 PM
- - ja_ja   Gigabyte13 bazuka ავოე აქ ამბ...   Jul 31 2009, 02:42 PM
- - Power_VANO   ედიტედ.   Jul 31 2009, 03:40 PM
- - Power_VANO   ესეც ედიტედ, ცოტა ი...   Jul 31 2009, 03:48 PM
- - ja_ja   Power_VANO ნუ ღია ტექსტებ...   Jul 31 2009, 04:38 PM
- - ja_ja   მოკლედ 10 აგვისტოდა...   Aug 7 2009, 07:33 AM
- - ja_ja   დღეს ვიყავი ასული ...   Aug 12 2009, 04:50 PM
- - geojorjika   ja_ja ჰოდა სანამ არ გა...   Aug 12 2009, 05:06 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 12th ...   Aug 12 2009, 06:13 PM
- - Power_VANO   გილოოოცააავთ!!...   Aug 24 2009, 08:19 AM
- - ja_ja   Power_VANO ვააა რაცხა გაუ...   Aug 24 2009, 09:28 AM
- - Power_VANO   TV-დან დღეს დილით თქ...   Aug 24 2009, 01:54 PM
- - ja_ja   ეხლა მაგ საიტს ვეჩ...   Aug 24 2009, 03:59 PM
- - nihontoman   აუ, დიდი ბოდიში რომ ...   Aug 24 2009, 05:14 PM
- - ja_ja   nihontoman თU სხვამ არ დად...   Aug 24 2009, 05:16 PM
- - nihontoman   ციტატაnihontoman თU სხვამ...   Aug 24 2009, 05:17 PM
- - Power_VANO   აბა მოვიდა ახალი ი...   Aug 25 2009, 10:02 AM
- - Power_VANO   კიდევ ერთხელ ვუყურ...   Aug 25 2009, 01:01 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Aug 25 2009, 01:30 PM
- - Power_VANO   ჰოომ... ცხელი ინფო ს...   Oct 27 2009, 01:10 AM
- - Jah   ციტატა(Power_VANO @ 27th October ...   Oct 27 2009, 07:19 AM
- - geojorjika   ციტატა(Power_VANO @ 27th October ...   Oct 27 2009, 07:42 AM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 27th October 2009...   Oct 27 2009, 08:50 AM
- - ja_ja   მდააააააააააა, ვიც...   Oct 27 2009, 10:01 AM
- - Power_VANO   ja_ja ეტყობა დიდი მაღ...   Oct 27 2009, 12:44 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 03:51 AM
Hosted by Pro-Service