გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Plinking, ანუ ის, რასაც ყველა ეარგანერი აკეთებს
nihontoman
პოსტი Mar 13 2011, 12:39 AM
პოსტი #1


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ჩვენთან ამ ფორუმზე, საკმაოდ არიან ენთუზიაზმით განმსჭვალული ეარგანერები. ძირითადი ნაწილი პნევმო მონადირეა (ან უნდა რომ მონადირე იყოს), პესტ კონტროლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ამოწყვიტეს რაც ყვავი იყო ამ საქართველოში biggrin.gif ცოტას თუ აინტერესებს სპორტული სროლა. ნუ ეს ყველაფერი პრინციპში მოსალოდნელია - ცოცხალი არსებების ხოცვა გაცილებიტ უფრო აზარტულია და სასიამოვნო, ვიდრე შორს დაკიდებულ რაღაც ქაღალდზე დირკების კეთება - მაგისათვის დირაკოლიც არსებობს biggrin.gif ვერაფერი შეედრება იმ აღმატებულების, სიდიადის განცდას, რაც ადამიანს დაუცველი არსების მოკვლა ანიჭებს. (მონადირეთა და პესტ კონტროლერთა საყურადღებოდ: ნუ დამხვრიტავთ, ეს ისე, ვკაიფობ ჩემთვის biggrin.gif)

თურმე რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ პნევმატური სათამაშოები... თუმცა ერთი რამ გვავიწყდება - პლინკი. დიახ, პლინკი. ზოგიერთმა შეიძლება არც იცოდეს რას ნიშნავს ეს პლინკი, იმიტომ რომ უცხოური სიტყვაა და ახალბედას არც მოეთხოვება მისი ცოდნა. ამიტომაც ავხსნი, თუ რა არის პლინკი და ამ მიზნებისათვის, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ვიკიპედიის სიბრძნეს:

პლინკინგი- აღნიშნავს არაოფიციალურ მიზანში სროლას, სადაც სამიზნე შეიძლება იყოს სხვადასხვა არატრადიციული ობიექტი, როგორებიცაა კონსერვის ქილები, მინის ბოთლები, ჩამოყრილი გირჩები, კვერცხი, პომიდორი - ფაქტიურად ყველაფერი, თუ კანონს არ დაარღვევთ.... სიტყვა პლინკი ასახავს ტყვიის ხმას, რომელიც მეტალის ობიექტზე (კონსერვის ქილა) შეჯახებისას გამოიცემა.

პლინკი ყველანაირი ტიპის და კალიბრის იარაღით შეიძლება, იქნება ეს პნევმატური 4.5მმ თუ 50 კალიბრიანი ბარეტი biggrin.gif დიახ, ხალხი ბარეტითაც პლინკაობს, თუმცა ეს ბედნიერ ამერიკაში ხდება, ჩვენთან ასეთი იარაღის ქონაც კი დანაშაულია sad.gif

თემას აღარ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ პლინქისათვის ძირითადად გამოიყენება ეგრეთწოდებული გეკო .22 LR ან პნევმატური იარაღები. მიზეზი ამისი მარტივია - პლინკი რაც უფრო იაფი ჯდება, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს პლინკერს, გეკოს და პნევმატიკას კი სიიაფეში ვერაფერი შეედრება (თუმცა აქ, გურჯისტანში, გეკოთი პლინკი მაინც ძვირი დაჯდება...). ამასთან, პნევმატური იარაღი გაცილებით უსაფრთხოა მისი ბალისტიკური მაჩვენებლების გამო, შესაბამისად პნევმატურით პლინკიც უსაფრთხოა, რაც უპირველსი უნდა იყოს მსგავსი სახის გართობის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლინკისთვის სასურველია ისეთი ფიშტოები, რომელიც არ დაღლის მსროლელს. ჰიპერ-მაგნუმ ზ.დ.პ.-ები ამ შემთხვევაში ცუდი კანდიდატია საპლინკაო ფიშტიოებისათვის, რადგან მათ გადატენვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება და ამის რამდენჯერმე გაკეთება პლინკით მიღებულ სიამოვნებას უცბად გაანულებს biggrin.gif სასურველია "უბრალოდ მაგნუმ" კლასის ზ.დ.პ.-ები, რომლებსაც აწერია სადღაც 300მ/წ სიჩქარე ან უფრო სუსტები. პცპ-ც კარგია, მითუმეტეს თუ ნასოსით დატენვა არ გიწევს smile.gif კომპრესიული და მულტიკომპრესიულებიც მშვენიერი საპლინკაო ფიშტოებია, თუმცა მულტიკომპრესიულის შემთხვევაში, პლინკი თქვენს შეუმჩნევლად ონანიზმში გადადის და მალევე აღმოაჩენთ, რომ ხელებზე კუნთების ჰიპერტროფია გეწყებათ biggrin.gif ერთი ორი სიტყვა ცო2 ფიშტოებზე - ყველაზე კარგია პლინკისათვის, თუმცა ყველაზე ძვირადღირებულიც. ბალონები მალე ტავდება და სროლაც გაცილებიტ ბევრი ხდება როცა არაფრის გადატენვა და გადმოტენვა არ გჭირდება.



რაში მდგომარეობს პლინკის მომხიბვლელობა?

ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია.

თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ.

გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს. smile.gif



პლინკის უკეთ გასაგებად, შეძლებისდაგვარად განვავრცობ თვითოეულ შემადგენელს...


ფასი - პნევმატური იარაღის ტყვიები საკმაოდ იაფი ღირს. დაწყებული ნაგავი თურქული ენცე (თუ რაც ქვია) და დამტავრებული ხარისხიანი და გამოცდილი JSB, H&N და Crosman-ის ტყვიებით.

ყველაზე იაფები რაღა თქმა უნდა თურქული ნაგავი ღირს. თუმცა, მიუხედავად პლინკის ბუნებისა, მე მაინც არ გირჩევდით თქვენი თოფი და პირველ რიგში საკუთარი თავი გაიმეტოთ ამ ტყვიებისათვის. ზ.დ.პ.-ების მფლობელებს განსაკუთრებით არ ვურჩევ მათს გამოყენებას, რადგან ეს ტყვიები არ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას ლულაში. მათი კაბები დეფორმირებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს კაბა და ზოგიერთი საერთოდ სიგრძეზეა გახვრეტილი. დიახ, დირკები ადევს თავში რომელიც კაბისკენ გადის და ფაქტიურად არაა ჰერმეტული. ზ.დ.პ.-ში ასეთი ტყვიის ჩადებით რისკავთ რომ გახეთქოთ მანჟეტი შუაზე, გატეხოთ ზამბარა და თუ არ გაგიმართლათ, დააზიანოთ დგუში და კომპრესორის კამერა. სიზუსტეზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ..... მოკლედ ქაქია და არ გაეკაროთ smile.gif

შემდეგ მოდის რაღაც გაუგებარი ტყვიების კატეგორია ოზიტაი, რომელიც მაკვირვებს და გულს მწყვეტს ერთდროულად. ტყვიები მშვენივრადაა ფორმირებული, თუმცა მსუბუქებია ძაან და ზუსტებიც არაა. პრინციპში ამ ტყვიები ჩადება კიდევ შეიძლება ზ.დ.პ.-ში, სულ რომ არაფერი, ჰერმეტულია. თუმცა, შემხვედრია ოპზიტაის რამდენიმე კოლოფი, რომლებიც დიამეტრში დიდი და პატარები იყო. ნუ პლინკისათვის ყველაზე მინიმუმია....

ამის შემდეგ მოდის კიდევ ერთი გაუგებარი კატეგორია - ჰაცანის ტყვიები, რომლებიც საკმაოდ ძვირები რირს, თითქმის კროსმანის და ჯსბ-ს ფასი და ამ დროს რავი, არაა ისეთი რაც უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანის, "ტორპედოს" განხილვა ამჟამად პორტალზეც არის და შეგიძლიატ წაიკითხოტ დაწვრილებით. თუმცა დასკვნას მოკლედ აქვე გეტყვით - არ ღირს მაგ ტყვიების ყიდვა. აი 5-6 ლარი რომ ღირდეს კოლოფი, კიდევ შეიძლება თუმცა ახლა, როცა ერთი კოლოფი 30 ლარი ღირს....

მივადექით ნორმალურ ტყვიებს. პრინციპში ეს ნორმალური ტყვიები უკვე საუკეთესო ტყვიებია, ამაზე უკეთესები არც არსებობს. კროსმან პრემიერები, ჯსბ ეკზაკტები და გერმანული ტყვიები საუკეთესოებია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ქართველებსაც წილად გვხვდა ბედნიერება გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება იფიქროთ, პლინკისათვის საუკეთესო ტყვიები რატომ ავირჩიოო, მარა მერწმუნეთ - რაც უფრო ზუსტად ისვრის ფიშტო, მით უფრო სასიამოვნოა პლინკი და თვითო გასროლა რომ 5 თეთრი ღირს სადღაც, ეგეც კი გავიწყდება კაცს biggrin.gif


თავისუფლება - არანაირი შეზღუდვები! მთავარია დაიცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დანარჩენი კი მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიზღუდება. შეგიძლიათ ესროლოთ ყველაფერს და ყველგან. ეზოში, აივნიდან (უსაფრთხოების წესების დაცვით), სოფელში სადაც გინდათ. ესროლეთ რასაც გინდათ - აქაც მხოლოდ კანონი, უსაფრთხოების ზომები და ფანტაზია გზღუდავთ. აი მაგალითიც:





მიხვდით ალბათ რაზეცაა საუბარი biggrin.gif


გართობა - გართობა რომ უმაღლეს დონეზეა, მგონი ამას ახსნაც არ უნდა. რა სჯობია რაღაცის დამსხვრევას, გატეხვას, გაჩვრეტას და ა.შ. biggrin.gif უყურეთ და დატკბით:












ნუ მგონი საკმარისია და მიხვდით რაზეა საუბარი biggrin.gif

პლინკი კარგია, თუმცა არის ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც პლინკს უნდა მოყვეს - დასუფთავება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ბუნებას და ჩვენი დამსხვრეული ბოთლები და თუნუქის ქილები ადგილზევე არ უნდა დავყაროთ. აუცილებელია დალაგება. მიბაძეთ ამათ:



დააიკვირდით, ის რასაც ესვრიან, პარკში უდევთ, რომ შემდგომ აკურატნად აიღონ და წესის მიხედვიტ გადაყარონ ნაგავში!!!

პლინკი ამავდროულად მიგაჩვევთ იარაღს და 50 მეტრზე ქაღალდზე უკეთესი შედეგების მიღებაშიც დაგეხმარებათ (ვისაც გაინტერესებთ). პლინკი შესანიშნავი გზაა ასწავლოთ ბავშვებს სროლა ხალისიანად და შედარებით უსაფრთხოდ.

მოკლედ კაი რამეა ეს პლინკი და ნერვები მეშლება, რომ პლინკის თემაში კაციშვილი არ პოსტავს, ბოლო პოსტი დენიკინის დროსაა დადებული და ისიც პლინკს საერთოდ არ ეხება. იაქტიურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენგანი პნევმოსთან ურთიერთობის 90 %-ს პლინკში ატარებთ. არ მოგერიდოთ დაწერეთ ვის როგორ გევასებათ და რანაირად.biggrin.gif

ბედნიერ პლინკს გისურვებთ და გახსოვდეთ - დაიცავით უსაფრთხოების წესები, არ დაანაგვიანოთ ბუნება და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება.







>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
NRG
პოსტი Jun 4 2020, 07:38 AM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



nihontoman
115 მეტრამდეა, ფიშტო კრუგერი კროსმანის კოლოფზე და ტყვია კროსმან პრემიერი 0.51 გრამი


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- nihontoman   Plinking   Mar 13 2011, 12:39 AM
- - daviti   მაგარია nihontoman   Mar 13 2011, 01:59 AM
- - Jah   ძალიან ჩამოყალიბე...   Mar 13 2011, 09:24 AM
- - geojorjika   nihontoman ოო აი რესპექტ ...   Mar 13 2011, 10:17 AM
- - gregory   nihontoman ძალიან კარგად ...   Mar 13 2011, 10:29 AM
- - geojorjika   gregory ციტატა(gregory @ 13th Ma...   Mar 13 2011, 10:49 AM
|- - Der Rote Baron   ციტატა(geojorjika @ Mar 13 2011, ...   Mar 14 2011, 12:48 AM
- - Power_VANO   gregory მეც ვულოცავ გრი...   Mar 13 2011, 11:06 AM
- - cz80   gregory ვაა ვულოცავ პატ...   Mar 13 2011, 11:31 AM
- - ReMiNgToN   gregory გილოცავ შვილის ...   Mar 13 2011, 11:31 AM
- - nihontoman   gregory გრიგოლიჩს ვულო...   Mar 13 2011, 11:34 AM
- - cz80   პ.ს. საპლინკაოდ HATSAN Poi...   Mar 13 2011, 11:36 AM
- - nihontoman   cz80 ბოტი ვარ, ხელოვნ...   Mar 13 2011, 11:44 AM
- - giorgi05   კარგათ არი ჩამოყალ...   Mar 13 2011, 12:03 PM
- - gregory   ყველასგან გადავეც...   Mar 13 2011, 12:11 PM
- - Jah   ციტატა(buybuya @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 12:18 PM
- - cz80   ციტატა(Jah @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 12:26 PM
- - geojorjika   იდეალური საპლინკა...   Mar 13 2011, 12:28 PM
- - gregory   ესეც გრიგოლიჩის სა...   Mar 13 2011, 12:32 PM
- - foxi   კარგია რომ ეს თემა ...   Mar 13 2011, 12:35 PM
- - cz80   ციტატა(gregory @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 12:45 PM
- - nihontoman   Jah +1111111 იმდენს პლინკ...   Mar 13 2011, 01:04 PM
- - foxi   ციტატა(cz80 @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 01:14 PM
- - Power_VANO   cz80 სადმე თუ ნახო, მე...   Mar 13 2011, 02:37 PM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 13th March 20...   Mar 13 2011, 04:33 PM
- - foxi   ციტატა(Jah @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 04:41 PM
- - giga_st   დამოკიდებულია ადა...   Mar 13 2011, 09:48 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(giga_st @ Mar 13 2011, 10...   Mar 14 2011, 12:55 AM
- - cz80   ციტატა(giga_st @ 13th March 2011 ...   Mar 13 2011, 10:05 PM
- - nihontoman   Der Rote Baron მერე ხო გაას...   Mar 14 2011, 12:55 PM
- - gregory   ციტატა(nihontoman @ 14th March 20...   Mar 14 2011, 12:58 PM
|- - nihontoman   ციტატა(gregory @ Mar 14 2011, 01...   Mar 14 2011, 01:50 PM
- - ja_ja   nihontoman ვაა ნიხო წერა ...   Mar 14 2011, 02:53 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Mar 14 2011, 03...   Mar 14 2011, 09:17 PM
- - nihontoman   ციტატადას ისტ ფანტ...   Mar 14 2011, 08:07 PM
- - nihontoman   ციტატამალე დაგაჭე...   Mar 14 2011, 09:24 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(nihontoman @ Mar 14 2011, ...   Mar 14 2011, 09:26 PM
- - soxa   ჯერ ნიჰონტოს შევაქ...   Mar 14 2011, 10:32 PM
- - nihontoman   ეს სხვაგან დადო ნო...   Apr 12 2011, 02:33 PM
- - norica_dragon   მე ძაან მომხობლა ა...   Apr 12 2011, 03:00 PM
- - Jah   ციტატა(Avto @ 12th April 2011 ...   Apr 12 2011, 03:28 PM
- - norica_dragon   რას ამბობ, ვიდეო მო...   Apr 12 2011, 03:30 PM
- - cz80   ციტატა(Jah @ 12th April 2011 ...   Apr 12 2011, 03:36 PM
- - ochopintre   ციტატა(Jah @ 12th April 2011 ...   Apr 12 2011, 10:36 PM
- - gregory   მოკლედ ამ სტატისტი...   May 16 2011, 10:54 AM
|- - nihontoman   ციტატა(gregory @ May 16 2011, 11...   May 16 2011, 10:53 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 16th Ma...   May 16 2011, 01:03 PM
- - gregory   მდა   May 16 2011, 01:23 PM
|- - ja_ja   ციტატა(gregory @ May 16 2011, 02...   May 16 2011, 05:30 PM
- - ilariona   26- მაისი გადავაგორო...   May 16 2011, 05:56 PM
- - gregory   ბრწყინვალეა, მინდა   May 16 2011, 06:01 PM
- - foxi   ja_ja ალპინისტობა არ ...   May 16 2011, 06:09 PM
- - giga_st   ციტატა(ja_ja @ 16th May 2011 ...   May 16 2011, 10:58 PM
- - koknar   giga_st აბიჟაეშ გიგა, შ...   May 17 2011, 01:18 PM
- - giga_st   დიდი სიამუვნებით, ...   May 18 2011, 12:25 AM
- - ja_ja   მდაა, მეთქი აქ სიარ...   May 18 2011, 06:40 PM
- - NRG   RE: Plinking   May 28 2020, 12:14 PM
- - nihontoman   NRG კაი 100 მეტრი იქნებ...   May 28 2020, 01:24 PM
- - MonSoon   NRG მალადეც, 115 მეტრი ...   May 28 2020, 10:38 PM
- - NRG   nihontoman 115 მეტრამდეა, ფ...   Jun 4 2020, 07:38 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:17 AM
Hosted by Pro-Service