გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დიდი გასეირნება 19-20 მაისი 2012 წელი, BR25-ის შეჯიბრი და ქეიფ/გულავი
ja_ja
პოსტი May 29 2012, 12:45 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს რეპორტი ასახავს ყველა იმ მომენტს რომელიც არ არის ასახული 2012 წლის BR ჩემპიონატის რეპორტში, ანუ ჩემპიონატის რეპორტი მხოლოდ ჩემპიონატს ეძღვნება, მაგრამ იმ დღეს ასევე იყო ბევრი კარგი მოსაგონებელი მომენტი, თავგადასავალი და სხვა, ასევე თავგადასავლები გაგრძელდა მეორე დღესაც, ასე რომ ამ თემაში სწორედ შეჯიბრს გარეთ არსებულ თავგადასავლებზე იქნება საუბარი.

ყველაფერი დაიწყო 19 მაისის დილის 7 საათზე, თუმცა როგორც ხვდებით ხალხი მინიმუმ 6-საათზე ადგა და გაემზადა.... მოკლედ დათქმულ დროს საყვარელ სპორტის სასახლესთან, მანქანებში და ეკიპირებით იყო გამოცხადება საჭირო... ნუუუუ .... მე გამომიარა ბექამ დანარჩენებს ვინ ვის გაუარა და ვინ ფეხით მოიდა არ მახსოვს, განლაგება დალაგება შეგიძლიათ ნახოთ აი ამ პოსტში





ჩავყარეთ ჩემი აღჭურვილობა მანქანაში და აიდა დათქმული ადგილისკენ. დათქმულ ადგილზე კი დაგხვდა მაკდონალდის მოყვარული ბიძიები smile.gif (დილის „კოფეს“ ყიდულობდნენ ბატონო).



მოგვიანებით შემოგვიერთდა ვანიჩკა თავისი ეკიპაჟის სასტავით





შემდეგ დილის „კოფეს“ მოყვარულმა ჭკუა გვასწავლა და დაგვმოძღვრა ყველა, თუ როგორი ქარი უნდა იყოს, რომ სიგარეტის მოწევას თავი უნდა დავანებოთ და ვაბშე რა დროა ჩვენც „კოფეს“ დალევაზე გადავიდეთ smile.gif.







ასე იყო თუ ისე დავიშალეთ და ყველამ ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ, ნაწილი გაეშურა ბაზარში ტარხუნის საყიდლად, ნაწილი გაეშურა დრინქების საყიდლად, ჩვენ კი გზად ორი კაცი გვყავდა ასაყვანი და წავედით მათ შესახვედრად....

გზად ავიყვანეთ „ნეიმი“ და გავუარეთ აეროპორტის შუქურაზე მცხოვრებ KAKA-, რომელიც რა თქმა უნდა დილიდან ლუდს სვავდა, და ზღაპრებს გვიყვებოდა ამ ღამეს როგორ არ ეძინა, მატარებელში რა კაი ქალები ნახა, მაგრამ ჩამოვიდა, და მეგობართან ერთად მთელი ღამე ლოთაობდა... მოკლე დასკვნა ასეთი იყო, პახმელიაზე ვარ, ღამენათევი, ქალებ აცდენილი და რა ჩემ ფეხებს გავარტყავ მიზანშიო smile.gif



მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით ბოლნისისა გზასა, შევხვდით ძირითად ნაწილს, გავიცანით გზაში კურდღლები (ლამის ვიყიდეთ 1-2 ცალი, მაგრამ გაგვახსენდა რომ ხალათში გამოწყობილი ჩაბანილი დეიდა გოჭი გველოდებიოდა), მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით თაზოს (იგივე მონადირეს) სამფლობელოში.





ადგილზე ხალხი ჩამოიცალა და ველოდებოდით დარჩენილ სასტავს, მანამდე კი გავიცანით აბამოდან ახლად გამოსული ქალბატონი გოჭი... იმ მომენტს მივუსწარით როდესაც მდუღარე წყლის აბაზანებს იღებდა...







ამასობაში ჩანს რომ ნორიკა მიხურებს საქმეს და რანცხა დეტალის წაღება უნდა, ნუ ეს არის ქვიქ დისკონექტის გადამყვანი აირ-არმსისთვის. წინა დღეს ღამის 12 საათზე ვუჩარხავდი რომ შეჯიბრზე ელექტრო ნასოსით დატენვის შესაძლებლობა ჰქონოდა smile.gif.




რავარც იქნა მივეცი აგი დეტალი დაითრია წინა ვიდეოში ნახსენები პაკლი, ახვია, ახვია თავის თოფი დამტენზე და უცებ გაქრა ქვიქ დისკონექტი მაგიდიდან... აი აგერაა ვიდეო ჩანაწერი (ვიდეოზე სხვა რამ ჩანს აუდიოზე კი მომეცი არ მომეცი ისმის)





ბოლოს გარეთ შევიკრიბეთ ყველანი გადავლაგ გადმოვლაგდით მანქანებში, თაზოც შემოგვიერთდა ტემპლარასთან ერთად....











მოვიდნენ ვისაუბრეთ და აბა სანამ დროა წავიდეთ სანამ დაღამდაო.





რავარც იქნა ჩავლაგდით მანქანებში და დავაწექით პოლიგონსა შინა.... შედმეგ მოყოლებულ ვიდეო და ფოტო მასალაში სწორედ ეს მომენტებია ასახული.

















აი შემდეგ კი მოდის ხრამში ჩაშვების სურათები





გზა საშინელია და კაი ჭიხვინ-ჭიხვინით დახტის მანქანა, მაგრამ აი ხედები ფანჯრიდან გადასარევია, ვეებერთელა ხევი, ყველაფერი გადაბიბინებული და სადღაც იქ ძირს მდინარე და პატარა მინდვრები... მოკლედ სურათები ყველაფერს ვერ გადმოსცემენ, ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ

















დიდი ნჭყრევის შედეგად რავარც იქნა მივედით ადგილზე, მაგრამ ის ადგილი სადაც გვინდოდა შეჯიბრის ჩატარება დაკავებული აღმოჩნდა სხვა ბრიგადის, მიერ. რაც რა თქმა უნდა საშინლად არ მოეწონა KAKA-ს, პროტესტის ნიშნად ჩამოსკუპდა მანქანიდან და ... ნუ დანარჩენს სურათი გიამბობთ







თუმცა ერთი უნდა ვახსენოთ, რომ სხვა ბრიგადას ეს საშინელი ფაქტი არ დაუნახია smile.gif, მაგრამ მდინარეში არსებული თევზები სულ გინებით ხტებოდნენ წყლიდან (რა არის მდენი სპირტი, დავთვრით თქვე ურჯულებო კუდს ვეღარ ვიქნევთო smile.gif ), მაგრამ KAKA მაინც არ ჩერდებოდა.



მოკლედ კომფლიქტის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლეთ 1-2 კილომეტრით, ვნახეთ ჩრდილიანი ადგილი, მაგრამ ცოტა არ იყოს არ მოგვეწონა ადგილი. მოვიხედეთ უკან და... და დავინახეთ მშვენიერი ადგილი რომელიც ჩემპიონატის ყველა პირობას აკმაყოფილებდა... ნუ პირობითად რა თქმა უნდა smile.gif.



გადავლაგდით შესაბამის ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.









ახალი ბანაკის ადგილზე ჩამოიყარა სასწრაფოდ მანქანებიდან ყოლიფერი და პირველი ხალხმა რაც ქნა დაჯდა სკამებზე და დაიწყო ლუდის სმა





რა ჰქვია იმ ქანდაკებას როდენმა რომ გააჩალიჩა... ტიტველი კაცი რომ ზის და თავი ჩამოდებული აქვს, ხელზე??? ეეეხ თქვენ ხომ ვერაფერს გაიხსენებთ, აი ამაზე ვამბობ



რითია ჩვენი კაკა ნაკლები smile.gif






გავუზიარეთ ხალხს Georgian Technology მიღწევები, ბოლო ბოლო მგონი 2 თვეა ამ შტუკაზე მუშოაბა მიდის, ხან არ ტენის, ხან ტენის, ხან მატორი ახურებს ხან ნასოსი და რავარც იქნა ამუშავდა ყველაფერი. მოკლედ წარვუდგინეთ დამსწრე საზოგადოებას ეს მიღწევა - შედეგად ნასოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა...




ნუ იქვე გაიმართა პირველი იდეების გაზიარება, პირველი ლუდის დალევა (თუმცა რომელ შეჯიბრზე ხდება მონაწილეების მიერ ჯერ ლუდის დალევა და მერე მონაწილეობა)...



დავიწყეთ შეჯიბრის ადგილის მომზადება და....















თვითონ შეჯიბრის მსვლელობას აღარ აღვწერ, ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აი ამ მისამართზე... აქ უბრალოდ განვიხილავ სიტუაციებს რაც ხდებოდა შეჯიბრის მსვლელობის დროს....

ასე მაგალითად KAKA-მ სულ დაგვიკიდა და ვეებერთელა ძილი გამოაცხო... გაიღვიძა მხოლოდ მაშინ როდესაც მისი სროლის რიგი იყო მოსული, ასეთ პირობებში რაფერ უნდა ესროლა ამ კაცს არ ვიცი (ღამენათევი, პახმელიაზე, გზაში ლუდი, მერე ძლი....), ნუ შედეგიც შესაბამისი მიიღო...







ნუ სექსი ბოი ხომ თავის დონეზეა, მოკლედ ქართული აირგანის კოლორიტები ყველანი სბორში გვყავდნენ smile.gif







ეს კი მსაჯი, რომელიც სხვებს მოუწოდებდა იქეთ აქეთ არ ისროლოთო და ამასობაში....









იქვე გავტესტეთ ახალი მოწყობილობა - პლინკისა და პეტს კონტროლის დროს ვიდეო მასალის ჩასაწერი მოწყობილობა....





რატომღაც ყველა ვცდილობდით კადრის კიდევ უფრო მოახლოებას, და არავის გაგვახსენდა რომ კამერის დაყენების მერე, ფოტო თუ ვიდეო კამერაზე ზუმი აღარ უნდა იყოს გამოყენებული, მხოლოდ ოპტიკის ზუმი უნდა გამოიყენო კაცმა...

ნუ ბოლოს შეჯიბრი, დაჯილდოება, ყველაფრის ალაგება და ამის მერე უკანა გზას შევუდექით....







აქვე გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს თუ რაცხა ჯიპის ჩანასახი მანქანას არ აქვს, ისე იმ ადგილებში მისვლა შეუძლებელია.









ასე იყო თუ ისე დავბრუნდით თაზოს სამფლობელოში.... სადაც უკვე ყველაფერი დაგვხვდა შეჯიბრის აღსანიშნავად გამზადებული...











ნუ ახლა ამ დამშეულ ხალხს რომ დიდი თხოვნა არ დასჭირდა სუფრასთან დამჯდარიყვნენ რა ხომ გასაგებია smile.gif...







დაიწყო ქეიფი, სადღეგრძელოები... ნუ მოკლედ ამას ყველაფერს ჩემი მოყოლა არ სჭირდება ვიდეო და ფოტო მასალა უფრო მეტს იტყვის

























ცოტა რომ მოსულიერდა ხალხი და დაიწყეს პირველი ემოციების გაზიარება, აი აქ დეერხათ ზოგიერთებს, აღმოჩნდა რომ წესებს არღვევდა შეჯიბრისას და ამას თვითონ აღიარებდა smile.gif
















ნუ ახლა ძირს მოვაყოლებ სურათების ბლომად ნაკრებს... ყველაზე კომენტარის დადება შეუძლებელია, უბრალოდ დავძენ რომ ფოტოაპარატი არ გაჩერებულა და ბოლის აშვებამდე მუშაობდა, სამწუხაროდ სურათების უმრავლესობას არ ვდებ, აზრი არ აქვს, ზოგი ბლურშია, ზოგი უშინაარსოა, ზოგი პირველის დუბლიკატია, ზოგი კი ერთი და იგივე სცემის გადაღეჭვაა, ასევ თქვათ გადანარჩევს გთავაზობთ


































ნუ ამ კაცის უკანა ნალმა ხომ მოგვკლა რა ბლინ, გასვლაა, ნადირობაა შეჯიბრია თუ ქეიფია... კაროჩე რა ტავარიშჩ თუ შარვალი არ გეტევა აგიგროვებთ ფულს და ახალს გიყიდით რა თორემ რაცხა არაჯანსაღი პონტი გამოდის, ამდენ მამაკაცში ვეჩნა ტრუსიკს რომ გვაჩვენებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



შემდეგ ღამემდე ტელევიზორში ფეხბურთის ყურება, ოღონდ ილარიონას აკუმულატორები დაუჯდა და რავიცი რა არ ვეღადავეთ სანამ გამორთულ მდგომარეობაში ეძინა... და ბოლოს ყველანი დავიშალეთ დასაძინებლად....













დილით სასწრაფოდ გადავიღე სურათები, იმ ადგილების თუ სად გვეძინა რა რა პოზებში... smile.gif, სამწუხაროდ პირველმა ვერ ავწიე უკანა ნალი შედეგად სურათებში ბევრი სახალისო მომენტი ვერ დაფიქსირდა







ნუ ჯერ ახლად გამოღვიძებულმა ხალხმა დაიწყო შეკრება და აზრზე მოსვლა.









სხვათაშორის აქ მგონი მეც მომივიდა კურიოზი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი დილით სხვისი ნასკები ჩავიცვი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მართალია ჩემი ნასკები ბოტასებში მქონდა ჩატანიებული რომ არ შემშლოდა, მაგრამ სახლში მისვლისას აღმოვაჩინე რომ ღია ნაცრისფრის მაგივრად ოდნავ მუქი იგივე ტიპის Nike-ს ნასკები მეცვა... ან ვიღაცას ავახიე (აღიარეთ ვინ ხარ დაჩაგრული, ან ვინ დამჩაგრეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ), ან ნასკებმა ბოლნისის ჰაერი ვერ აიტანა და ოდნავ ერთი ტონით გამუქდა.





შედმეგ მასპინძლებმა არ გვაცადეს სრულად აზრზე მოსვლა და დაგვაჯახეს მეორე პორცია მწვადები... მოკლედ დილით მწვადი ზედ ლავაში.... შენ დაუკააააა....

















ზოგ-ზოგიერთებმა - სახელს და გვარს არ დავასახელებ დილიდან არაყი გაჩითეს და აიდააააა







ნუ იქვე ქეიფის შეგრძნებაზე ბეკეკასაც მოუნდა თავისუფლება და გაგულავება, მაგრამ ვინ გაახარა smile.gif ასე უთხრეს სანამ თავი მოჩრა ჯობია დაება სადაც იყავი დაბმულიო smile.gif



ძირითად ნაწილს სროლის ნოსტალგია მოგვაწვა, ჯერ ერთი-ორმა დაიწყო კრუსუნი, მერე ნუ ნორიკა, რისი ნორიკაა თუ არ იტყოდა მოდი სადმე ვისროლოთო, მამის ეზოშივე მოვაწყვეთ ტირი, მაგრამ ქეიფის მოსურნეებმა, მაინცად რა დროის სროლააო... მოკლედ ძრითადი გუნდი ორად გაიყო, ნაწილი დარჩა სახლში საქეიფოდ, ნაწილი კი წავედით სასროლად, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილები ამოვარჩიეთ.

ნუ იმის გამო რომ ბექა ნასვამი იყო რულზე დავსვით ნორიკა... თუ სროლა გინდა ბატონო მაშინ ადგილზე შენ მიგვიყვანეო და... და ნორიკას პირველი ოფროუდ თავგადასავალი გადახდა თავს... თუმცა თავგადასავლით აშკარად კმაყოფილი და ამაყი იყო, რომ პრობლემა გაუმკლავდა... სხვისი მანქანით, მაგრამ რულზე თვითონ იჯდა....



ასე იყო თუ ისე მივედით სასროლ ადგილებზე, აღმოჩნდა ერთი შეხედვით უკეთესი ადგილი, ჩრდილი, ნიავის გარეშე, სიწყნარე, ვეებერთელა სასროლი ტერიტორიები ... უბრალოდ მოგვიანეთ დავაკვირდით და ცუდი ამ ადგილს ის ქონდა რომ მიწის ზედაპირი იყო რბილი, ფოთლებისა და ბალახის რბილი ზედაპირის გამო.





ესეც საღადაო ჩანართი, ტავარიშჩ ტარზან ტიჩერი smile.gif, ასე ასწავლიან ტყიური ტიტლიკანა, ბანჯგვლიანი ხალხი, ქალაქელ ნორმალურ ხალხს სროლას smile.gif













შედეგად ძალიან ძნელი იყო მაგიდის, გაჩერება, მაგიდები უფრო მეტად ყანყალებდნენ, ვიდრე მდინარის პირად არსებულ მინი პოლიგონზე....

ასე იყო თუ ისე მეორე დღესაც მოვიწყვეთ პატარა გასართობი.... შედეგებს ძირს მოყვანილი ფოტო და ვიდეო მასალები აღწერს, უბრალოდ მეორე დღის გასართობს, შეჯიბრის სახე არ ჰქონდა, უფრო გულის გასახარებელი ვარიანტი იყო, პლიუს ნორიკას და ილარიონას ტრადიციული შერკინება, სადაც ამჯერად ილარიონამ ნორიკას მოუგო.







ბოლოს წვიმამ არ დაგვაცადა, ტრადიციულად მოიღრუბლა და დაგვცხო ზემოდან, რის გამოც სასწრაფოდ მოგვიწია ყველაფრის აკრეფვა და შინისაკენ გაქცევა....



სახლში დაგხვდა მოქეიფე კომპანია... აქვე სასწრაფოს გადავიღე ყველა მონაწილის შედეგების ფურცელი ორ-ორ ეგზემპლარად (კიდევ კარგი გადავიღე და ფაქტები ხელთ დაგვრჩა, თორემ რა მოხდებოდა .... ნუ ამაზე ჩემპიონატის რეპორტში წერია ყველაფერი ).... ბოლოს სერიოზული კამათი აიწოა იორამასთან ჩემპიონატის წესებთან დაკავშირებით, იორამა არ ეთანხმებოდა საერთაშორისო წესებს და დაგვხოცა ყველა smile.gif, ბოლოს იმდენი ქნა რომ ყველაზე პრეტენზიული მონაწილის სიგელი ილარიონამ იორამას ჩაახუტა smile.gif.

ასე იყო თუ ისე, ბოლოს ყველანი ავიშალეთ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და გადავნაწილდით საკუთარ მანქანებში. შემდეგ კი დავაწექით თბილისისკენ მიმავალ გზას.







ასე მორჩა ეს გრანდიოზული გასვლა თავისი შეჯიბრებიან, გოჭის ბანაობიან, თავგადასავლებიანად. ბევრი კაი მომენტი გვექნება მოსაგონებელი... კაი რამ გამოვიდა...

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ 2 დღიანი მასპინძლობისთვის თაზოს ახლობლობას, რომ მიგვიღეს, აგვიტანეს, გაგვიმასპინძლდნენ და ყველანაირად თავს შემოგვევლენ... ასევე დიდ მადლობას ვუხდი ილარიონას გაპრიალებული გოჭანჭურის კისრებისთვის, მშვენიერი მწვადები გამოვიდა ბატონო ჩემო smile.gif.

და ბოლოს ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც მონაწილეობდით გამოჩნდით და არ დაიზარეთ შეჯიბრში თუ ქეიფში მონაწილეობა, ყველამ თავისი წვლილი და წილი ხალისი, გემო და მუღამი შეიტანა ამ გასვლაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   დიდი გასეირნება 19-20 მაისი 2012 წელი   May 29 2012, 12:45 PM
- - iorama   უფფფ.. კარგი იყო რაა...   May 29 2012, 01:32 PM
- - TAMPLIER   ვაიმე მართლაც რომ ...   May 29 2012, 01:35 PM
- - iorama   დიდი მადლობა მინდა...   May 29 2012, 01:38 PM
- - TAMPLIER   iorama უფ მეც კი მაგრა ...   May 29 2012, 01:50 PM
- - ilariona   თქვენ ხო კაც კითხვ...   May 29 2012, 01:55 PM
- - TAMPLIER   ilariona ციტატა(ilariona @ 29th ...   May 29 2012, 02:01 PM
- - iorama   ilariona პადლაი ბუდუ თუ ...   May 29 2012, 02:01 PM
- - ilariona   RE: დიდი გასეირნება 19-20 მაისი 2012 წელი   May 29 2012, 02:02 PM
- - TAMPLIER   სიდან მიმამსგავსე ...   May 29 2012, 02:15 PM
- - ReMiNgToN   საღოლ მაგარი დრო გ...   May 29 2012, 02:18 PM
- - geojorjika   ჰოო დამაჭიეთ მაზოლ...   May 29 2012, 08:02 PM
- - geojorjika   მაგარი დრო გიტარებ...   May 29 2012, 08:13 PM
- - Davitus   უფფ... მეორე სიამოვნ...   May 29 2012, 09:02 PM
- - name   გემრიელი გასვლა იყ...   May 29 2012, 09:39 PM
- - feroni   აუფ რა მწვადები და ...   May 29 2012, 10:46 PM
- - davil   თქვენ გენაცვალეთ ო...   May 30 2012, 12:37 AM
- - geojorjika   ja_ja მაგ ქანდაკებას ...   May 30 2012, 08:02 AM
- - TAMPLIER   davil ციტატა(davil @ 30th May 20...   May 30 2012, 08:22 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 30th ...   May 30 2012, 09:55 AM
- - TAMPLIER   ja_ja შეკაცო თუ მაგდე...   May 30 2012, 10:18 AM
- - ikaaa   დიიდი გასვლის დიი...   May 30 2012, 10:37 AM
- - ja_ja   TAMPLIER ციტატა(TAMPLIER @ 30th ...   May 30 2012, 10:38 AM
- - TAMPLIER   ja_ja აი მაგარი ხარ რა ...   May 30 2012, 10:43 AM
- - Power_VANO   სუპერ რეპორტია როგ...   May 30 2012, 11:10 AM
- - TAMPLIER   Power_VANO ინლისელი ხარ??...   May 30 2012, 11:17 AM
- - ja_ja   TAMPLIER ციტატა(TAMPLIER @ 30th ...   May 30 2012, 11:42 AM
- - TAMPLIER   ja_ja მოიცა და ჩემი ჯო...   May 30 2012, 11:52 AM
- - ilariona   მშია და მწყურია, ას...   May 30 2012, 11:55 AM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 30th ...   May 30 2012, 12:45 PM
- - giga_st   მშვენიერი   May 30 2012, 01:07 PM
- - cz80   უმაგრესი დღე იყო.. ...   May 30 2012, 01:08 PM
- - Davitus   ilariona ბიჯო, ისე იმ დღ...   May 30 2012, 01:15 PM
- - TAMPLIER   უფ ისე კარგად მოვი...   May 30 2012, 01:24 PM
- - ilariona   ja_ja cz80 Davitus კაკრას არ...   May 30 2012, 01:38 PM
|- - iorama   ციტატა(ilariona @ May 30 2012, 02...   May 30 2012, 02:09 PM
- - TAMPLIER   iorama ციტატა(iorama @ 30th May ...   May 30 2012, 02:14 PM
- - ilariona   ციტატა(iorama @ 30th May 2012 ...   May 30 2012, 03:08 PM
- - davil   ილია ძამიკო დამერწ...   May 30 2012, 03:43 PM
- - cz80   ციტატა(iorama @ 30th May 2012 ...   May 30 2012, 03:44 PM
- - ilariona   davil მეც მაგას არ ვიძ...   May 30 2012, 04:03 PM
- - monadire.   ხალხებო, ჯერ ყველა...   May 30 2012, 11:01 PM
- - gregory   ყველას დიდი მადლობ...   May 31 2012, 07:28 AM
- - TAMPLIER   გოიკო მიტიჩი 4ევერ   May 31 2012, 10:33 AM
- - ilariona   ციტატა(TAMPLIER @ 31st May 2012 ...   May 31 2012, 10:41 AM
- - TAMPLIER   პირველად მომივიდა ...   May 31 2012, 10:47 AM
- - ilariona   აუუ, ამ უფულობას და ...   May 31 2012, 10:53 AM
- - Davitus   ციტატა(ilariona @ 31st May 2012 ...   May 31 2012, 01:14 PM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 31st Ma...   May 31 2012, 02:58 PM
- - TAMPLIER   ვსიო მაღარიჩი შენზ...   May 31 2012, 03:04 PM
- - ilariona   აუფ, დღეს ღამე ყველ...   May 31 2012, 04:03 PM
- - Power_VANO   ilariona 50-ც ხომ მე ჩაგირ...   May 31 2012, 07:33 PM
- - TAMPLIER   ჩასწორებუულ   Jul 6 2012, 02:07 PM
- - ja_ja   TAMPLIER შენა კაცო ამნე...   Jul 6 2012, 02:20 PM
- - TAMPLIER   ja_ja ტელეფონი ამოვჩხ...   Jul 6 2012, 02:36 PM
- - ja_ja   TAMPLIER იიიი ამოდენა ფ...   Jul 6 2012, 03:32 PM
- - TAMPLIER   ხოდა ტელეფონი ისეთ...   Jul 6 2012, 03:35 PM
- - ilariona   ეს რა სამი დღის მიც...   Jul 6 2012, 04:01 PM
- - Davitus   ციტატა(ilariona @ 6th July 2012 ...   Jul 6 2012, 06:10 PM
- - ilariona   Davitus ეგ ვეღარ მიაშლი...   Jul 6 2012, 06:27 PM
- - geojorjika   ისე LGBT ფართის გავს მ...   Jul 6 2012, 08:13 PM
- - name   ციტატა(geojorjika @ Jul 6 2012, 0...   Jul 7 2012, 08:40 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:44 PM
Hosted by Pro-Service