გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით, ჩინელი სამხედრო ქართულ ხელებში
ja_ja
პოსტი Jun 15 2009, 01:34 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს თემა გავხსენი ჩემი ახალი ოპტიკის გამო. შევეცდები განვიხილო, მოკლე აღწერაც მოვაყოლო და ბოლოს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებასაც გაგიზიარებთ.

ასე თუ ისე შევიძინე Vector Optics 6-25x56 FFP, დეტალური ინფო შეგიძლიათ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, დღეისათვის მგონი ტრანსპორტირების გამო ფასი გაიზარდა, მაგრამ ამას უკვე JAH-ი გეტყვით იმის და მიხედვით დაუკვეთავთ ჩქარი ჩამოტანით თუ ნელი ჩამოტანით.



მოკლედ ეს არის სამხედრო ოპტიკა, რომელიც წესით მწარმოებლის განმარტებით შეიძლება დაყენდეს ცეცხლსასროლ 0.50-იან კალიბრზეც. თუ მაგხელა კალიბრს უძლებს და არ იშლება PCP-ზე ეს ნიშნავს რომ ცხოვრების ბოლომდე არაფერი მოუვა smile.gif

ჯერ დავიწყოთ ძირითადი მახასიათებლებით:

1) ჯერადობა 6-25
2) გამომავალი ლინზის ხომა 56 მმ
3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 405მმ
4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ)
5) წონა 1 კგ
6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 9 მეტრიდან (JAH-ის განმარტებით მინიმალურ ჯერადობაზე, ანუ 6-ზე პარალაქსი სწორდება 6.5 მეტრიდან)
7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი
8) 5 დონიანი ილუმინაციის სისტემა მწვანე და წითელი ფერით
9) წყალგაუმტარი
10) ნისლისგან დამცავი (ბოლომდე ჯერ ვერ გავიგე რა არის, ჩვენთან ნისლი იშვიათია თან რაც ჩამომივიდა ეს ოპტიკა იმის მერე ნისლში ჯერ არ მოვხვედრილვარ smile.gif )
11) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული)
12) მილდოტის ბადე
13) წინა ფოკალში განთავსებული ბადე რის გამოც ჯერადობის ცვლილებისას არ იცვლება რეალური მილის მაჩვენებელი, სამაგიეროდ თვითონ ბადე იზრდება და პატარავდება, მოკლედ ყველა ჯერადობაზე ინარჩუნებს ფორმულას (მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში), პნევმატიკის სფეროში რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი, ეს მომავლის საქმეა, ინარჩუნებს სუფთა ხედვას, და იდეალურად ჩანს გამოსახულება, 1\"-იანი ბიუჯეტური მოდელებივით ბლურის ეფექტი და დაბნელება ვერ შევამჩნიე მაქსიმალური გადიდებისას.

დამატებით მოყვა თვალისთვის რეზინის ჩამოსაცმელი, წესით რამდენადაც მახსოვს არ უნდა მოყოლოდა, რადგან თავდაპირველ კონფიგურაციაში არ ეწერა, მაგრამ რატომღაც მოყვა, მემგონი ეს JAH-ის საჩუქარია (ასევთქვათ პრესენტ), არ მიყვარს ხოლმე როდესაც რაღაც ზედმეტ საჩუქრებს ვიღებ ხოლმე (მიტყდებასავით), მაგრამ ეს რეზინის თვალზე მისამაგრებელი იმდენად მინდოდა და მომეწონა რომ უარი ვერ ვთქვი.

მოკლედ ბიძია JAH-ს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, გადამეხადოს 10-მაგად.

ახლა გადავხედოთ თვითონ ოპტიკის სურათებს (ზოგიერთი დავაპატარავე, რადგან მაინც მობილით არის გადაღებული და დიდ განსაკუთრებულ ხარისხს არ იძლევა, ჩემი ფოტოაპარატი ჩამოვა ამ ხუთშაბათს და მერე კიდევ დავდებ ხარისხიან სურათებს თუ იქნება მოთხოვნა)

თვითონ ოპტიკის ხედი თავისი რინგებითურთ, სხვათაშორის კომპლექტში მოყვება მაღალი რინგები, საიტზე წერია რომ შეიძლება იყოს Weaver-ზე ან dovetail-ზე, მე მჭირდებოდა dovetail-ზე და JAH-მა სწორედ ეგეთი ჩამოიტანა.



აქვე დავძენ რინგები ნამეტანი მჭიდროდ ჯდება ოპტიკაზე, თავიდან მეგონა რომ საერთოდ არ ჩამოეცმებოდა ზედა ნაწილი, რადგან უბრალოდ ზემოდან ჩამოდებისას მისი დიამეტრი აშკარად პატარა იყო, მაგრამ ოდნავი დაწოლა და რინგი მშვენივრად ჩამოეცვა ოპტიკას. ეს შეიძლება ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ეს პირველი ოპტიკური სამიზნეა თავისი რინგებიანად რომელიც მე ჩამოვარდა და ზოგიერთი ახალი აღმოჩენების გაკეთება მომიწია, ერთერთი შეიძლება ამ რინგების ამბავიც იყო.



თავიდან ოპტიკა გასწორებული იყო მაქსიმალურ ჯერადობაზე, მაგრამ თოფზე დაყენებისას მიჰქონდა 20 სანტიმეტრით მარცხნივ და 15-20 სანტიმეტრით ქვევით, სადღაც 15 გასროლა და საჭირო ცენტრი გასწორებულია, ტაქტიკური ბარაბნები ასწორებს, წკაპ-წკაპ-წკაპ და ნელნელა მიდიხარ სასურველ მაჩვენებლებზე.


ესეც ტაქტიკური ბარაბნები. ტრიალისას საკმაოდ მკვეთრად ისმის წკაპ-წკაპ-წკაპ და ხელშიც იგრძნობა რომ ერთი ბიჯით გადაწიე ბარაბანი, მოკლედ თუ ძალით არ გაერთე აზრებში შანსი არაა აგერიოს რამდენი ბიჯით გადაატრიალე ბარაბანი


ესეც ილუმინაციის ბუდე სადაც ჯდება ელემენტი, გამოიყენება სტანდარტული კომპის BIOS-ის ელემენტი, აქვე ჩანს როგორ ეხურება თავზე ხუფი.




ილუმინაციის განათების დონეები, როდესაც თეთრი წერტილის გასწვრივ გაჩერებულია სიმბოლო B მაშინ ილუმინაცია გამორთულია



ეს კი მთლიანი ხედი, ცოტა ბანძი სურათი გამოვიდა, მერე შევცვლი და უკეთესს დავდებ, მოკლედ ხელში სპეციალურად მიჭირავს რომ საორიენტაციო ზომები გამოჩნდეს



ეს კი ბადე ილუმინაციით, მზიან ამინდში ძლივს ჩანს ილუმინაცია მაქსიმალურ მე-5 დონეზეც კი, იდეაში ეგრეც უნდა იყოს, ილუმინაცია არის ბინდისთვის და არა მზიანი ამინდისთვის როდესაც ისედაც ყველაფერი მშვენივრად ჩანს (გადაღებისას ხელი მოძრაობდა და ცოტა გადღაბნილი სურათები გამოვიდა).



ეს კი ოპტიკის ძირს განთავსებული წარწერები. ამ სურათით პრაქტიკულად თვითონ ოპტიკის სურათები თავდება, მაგრამ დარჩა რამდენიმე დამატებითი დეტალი



წინა და უკანა ჩამოსაფარებელი დამცველი ხუფები, პლიუს თვალზე რეზინის წამოსაცმელი



რეზინის წამოსაცმელი ცალკე



მზის ანარეკლისგან დასაცავი კეპი.



ამ კეპზე მთელი თავგადასავლები დამემართა, თავიდან ვერაფრიც ვერ შევძელი მისი მიმაგრება, ninja-სთვის რომ ჩამოვიდა ოპტიკა, იმის დოკუმენტაციაში ნანახი მქონდა რომ წინა მხარეს რაღაც უნდა მოსძვრეს და ამის შემდეგ შეიძლებოდა კეპის მიმაგრება. ჩემს ოპტიკაზე ვერაფრით ვერ მივაგენი წინა ობიექტივის მხრიდან მოსახსნელ დეტალს. ყველაფერი იმდენაც ზუსტად და მიკრონებში იყო მიმჯდარი რომ 1.5 დღე ვთვლიდი მთლიანი ლითონია და რეზბა გათვლილი კეპისთვის არ არის მეთქი.



ვიფიქრე ყველაფერი 100 ქულაზეა გაკეთებული და რაღაც ჩინურად არ გაეკეთებინათ ჩინელებს მეთქი ისე როგორ შეიძლებოდათქო smile.gif, მოკლედ ჩავთვალე რომ კეპი ზედმეტი ნაწილი იყო ჩემთვის. მე-2 დღეს კიდევ ერთხელ ვაკვირდებოდი წინა ლინზას და ხელით უბრალოდ მოვატრიალესავით წინა 2 მილიმეტრიანი დეტალი სადაც ჩემის აზრით გარე ლითონის ჩიგნით ჩახვევა იწყებოდა ლინზისკეს. უცაბედად წინა 1-2 მილიმეტრი მოტრიალდა, დავატრიალე და აი თურმე რეზბაც მანდ ყოფილა, 6-8 მოტრიალება და კეპის მისამაგრებელი რეზბაც გამოჩნდა. მივამაგრე კეპი და მოხსნილი 2 ლიმილეტრიანი დეტალი მშვენივრად მოერგო და მოეხრახნა კეპის წინა ნაწილს.

ისმის კითხვა რას ვერჩოდი ამ ჩინელებს biggrin.gif, ჩინური კი არის, მაგრამ მაინც სამხედროებზე გათვლილია და ჩემი შესაფებით 100 ქულას იმსახურებს 100-დან.


ეს კი მე-5 გასვლაზე გადაღებული ჩემი დისკავერი აქ მოყვანილი ოპტიკით. ოპტიკაზე ჩამოცმულია მაქსიმალურად ყველაფერი, მზის კეპიც, რეზინის თვალის სამაგრიც და წინა დამცავი ხუფიც.




ეს კი პირველი სისხლი. უხეში გასწორების შემდეგ 30 მეტრში მოხსნილი ხვლიკენცია



საკუთარი გამოცდილება აზრები

ჩემი შეფასებით ოპტიკა ღირს, ამაში დამერწმუნება ალბათ მე-5 გასვლის მონაწილეები. გასწორების შემთხვევაში მუშაობს გადასარევად, 70 მერტზე შესაძლებელია კოკაკოლის და ბორჯომის პლასტმასის ბოთლების თავსახურავების მოხსნა, ეს კი მაქსმიმუმ 20 მილიმეტრიანი ჯგუფია 70 მეტრზე(ეს არ არის შემტხვევითი გარტყმები, პირადად 3 ხუფი მოვხსენი 3 გასროლით). რა თქმა უნდა, თოფიც შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ოპტიკის გარეშე 70 მეტრში ამ პატარა დეტალის დანახვა შეუძლებელია.

მინუსები
1) ჩემის აზრით ცოტა მოუხერხებელია იმათთვის ვინც მიზანში სროლას არ აპირებს და სურს ნადირობა, ამ შემთხვევაში ოპტიკა ნამეტანი დიდია, ჯერესერთი ნადირობისას ამხელა გარჩევადობა საჭირო არ არის, მეორეცესერთი წონა - წონა იმას ჩალიჩობს რომ ხელიდან დამიზნება-გასროლისას მაქსიმუმ 3-ჯერ შესძლებ ნორმალურად შორ დისტანციაზე გასროლას, შემდეგ ხელი იღლება და ყველაფერი იქეთ აქეთ დადის, შესაბამისად მყარი საყრდენის გარეშე ამ ოპტიკის გამოყენება ჭირს.

2) ჯერადობის ცვლილებისას საჭიროა პარალაქსის გასწორება, ანუ ვთქვათ და ოპტიკაზე პარალაქსი გასწორებულია 6-ის ჯერადობაზე 50 მეტრზე, თუ ჯერადობას გაზრდი იმავე 50 მერისთვის 9-ზე ზევით, პარალაქსი გასასწორებელი იქნება, რადგან გამოსახულება ბლურდება.

3) გაბარიტები , საგრძნობია გაბარიტები აქვს, მთელი კომპლექტი სადღაც 53-55 სანტიმეტრს აღწევს

ჩემის აზრით მინუსები აქ თავდება


პლიუსები
1) კარგი მკვეთრი ხედვა, ნათელი გამოსახულება

2) მაღალი ჯერადობა და ამასთანავე მინიმალური პარალაქსიდან გასწორება. ყველაზე ნომინალური მინახია 5 იარდიდადან გასწორება, ჩემს ოპტიკას კი დოკუმენტალურად უწერია 10 იარდი, თუმცა 5-6 მეტრიდან უკვე შესაძლებელია პარალაქსის გასწორება მინიმალურ ჯერადობაზე

3) კარგი კომპლექტაცია, პრაქტიკულად იყიდე, დაამაგრე თოფზე და დაიწყე სროლა, ერთადერთი 6 კუთხა გასაღები სჭირდება რინგებს, თვითონ ოპტიკაზე ნებისმიერი დეტალის დამატება მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს.

4) მოხერხებული ოფციები, ანუ ბარაბნები, სულ არის 4 ბარაბანი, ზემოთ-ქვემოთ გასასწორებელი, მარცხნივ-მარჯვნივ გასასწორებელი, პარალექსის გასასწორებელი და ილუმინაციის ბარაბანი

5) ტაქტიკური ბარაბნები, ბუიჯეტური მოდელებივით არ არის საჭირო დამცავი ხუფების მოხსნა ბარაბნებზე და შიგნით არსებული რეგულატორით გასწორება, პირდაპირ ბარაბნების ტრიალით ხდება სასურველი პარამეტრების გასწორება, 1 MOA დაყოფილია 4 კლიკად ანუ თითო კლიკი არის ¼ MOA რაც მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს გასწორებისას.

არის კიდევ რამდენიმე წვრილმანი რაც ამ ოპტიკას საკმაოდ მაღალ საფეხურზე აყენებს, დეტალურად ყველა მათგან ნელნელა დავწერ. ბოლო ბოლო მეთვითონ ვაკეთებ აღმოჩენებს, საკმაოდ ძლიერი ოპტიკაა, ქაღალდზე სროლისთვის მართალი გითხრათ მეტს არ ავიღებ, წესით 50 მეტრიან დისტანციაზე 25-იანი ჯერადობა საკმარისი უნდა იყოს. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 27)
ja_ja
პოსტი Jun 16 2009, 06:59 AM
პოსტი #21


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 16th June 2009 - 01:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მარტივად გეტყვი, თუ თარაზოთი არ გაასწორე რატომღაც სულ იმის ფიქრში იქნები, რომ "ჩემ თოფს მარცხნივ (ან მარჯვნივ) მიაქ.

უკვე მივხვდი მაგას, Jah-ის დაგდებული სტატიის კითხვა დავიწყე გუშინ მარა მეძIნებოდა ბოლომდე ვერ ჩავედი, მაგრამ რაც წავიკითხე უკვე იასნია რომ მისახედია ეგ საქმე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 17 2009, 07:58 AM
პოსტი #22


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მდააა, საინტერესო სტატიაა , წავიდე ოპტიკას გავასწორო , უი დამავიწყდა, სახლში რომ მივალ დავდებ ვიდეოს თუ როგორ უნდა დაამაუნთო ოპტიკა სწორად ისე რომ რინგებს შორის ერთნაირი ზაზორები დარჩეს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Oct 22 2012, 06:48 PM
პოსტი #23


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



კარგია კარგი smile.gif ასე არ ჯობია ? კარგი რეპორტი და კარგი ინფოები smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 23 2012, 08:03 AM
პოსტი #24


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



sekurifa
ნადვილი არქეოლოგი ხარ რა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Oct 23 2012, 12:32 PM
პოსტი #25


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(giorgi @ 23rd October 2012 - 09:03 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნადვილი არქეოლოგი ხარ რა

მე საერთოდ ვამბობ. რეპორტი უნდა იყოს ბევრი სურათებით და დაწვრილებით აღწერილი. ოპტიკა ყველა მხრიდან უნდა იყოს სურათებით ნაჩვენები და ვიდეო მასალის დადების საშუალებაც თუა ზუმის ცველებადობა რომ ნახოს ადამიანმა ვაფშე სუპერ.

აი მე ხომ ახლა ვარჩევ საყიდლად ოპტიკას. 9 ზუმი ვიცი როგორია და 50 მეტრში როგორ ჩანს ამ ზუმზე ვთქვათ ხუთი სანტიმეტრიანი დიამეტრის საგანი. ძალიან დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში (და არა მარტო მე ) რომ ქონდეს ვინმეს დადებული ვიდეო ვთქვათ 6-24 ან 10-40 ზე გადაღებული იგივე დიამეტრის საგანი ან რამე ფრინველი 50 მეტრზე.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 23 2012, 02:42 PM
პოსტი #26


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
ნუ ვიდეო დაზუმვით კაი იდეაა მაგრამ როგორც წესი ძნელად რეალიზებადია ხელით... ანუ სჭIრდება კამერის დასამაგრებელი შტუკა და მსუბუქი კამერა რომ ოპტიკა არ დაზიანდეს... მე კიდო იმოდება ნახევრადპროფესიონალი კამერა მაქვს რომ ცოდოა ოპტიკაზე დაამაგრო ხელიდან წერტილის დაჭერა განსაკუთრებით დაზუმვისას პრაქტიკულად არ არსებული პონტია sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Feb 14 2019, 11:04 AM
პოსტი #27


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



smile.gif თითქმის 10 წელიც გავიდა ამ პოსტიდან. ბ.ნ ჯაჯა, რას ფიქრობთ დღევანდელი გადასახედით ამ ოპტიკის შესახებ? ვეკტორი კარგი ფირმა გამოდგა თუ "ისე რა"? ვეკტორის ოპტიკებს შორის რამე საინტერესოს ძებნა ღირს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 14 2019, 07:35 PM
პოსტი #28


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩემის აზრით კარგი გამოდგა, თავიდან ისე რა პონტშI ვუყურებდი, მაგრამ აშკარად ღირდა თავისი ფასო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 03:51 PM
Hosted by Pro-Service