გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Airgun.ge-ს სახელობითი მაგიდა ქესალოში, ისტორიული ნარკვევი თუ როგორ ხდებოდა აგი საქმე
ja_ja
პოსტი Mar 6 2013, 01:05 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მაინა, მაინა ყვიროდა ეგვიპტელი ფარაონი, მაგრამ ტრაქტორისტ მეგრელ მუმიას ყურიც კი არ გაუბარტყუნებია.

ასე იყო თუ ისე ნორიკას, სურვილის ხორცის შესხმა დავიწყეთ, თუმცა ნორიკა ვის ადარდებდა ხალხი თავის სასროლ მაგიდაზე და პარალელურად საქეიფო მაგიდაზე ფიქრობდა. ამიტომაც, აი აქ დაწყებული ტემა ასე თუ ისე რაღაცნაირად მოკვარახჭინდა და მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რაც თავისთავად გულისხმობდა გარკვეული სამუშაოების ჩატარებას.

ტექნიკური მომზადება დავიწყეთ 2 მარტს, გავიარეთ ელიავაზე, უფრო სწორედ მე და ჟორა ვიყავით ელიავაზე და შემთხვევით გადავურეკე ილარიონას, რომელსაც წინა დღეს ელიავაზე უნდა შეეძინა ცემენტი, არმატურა და სხვა ნივთები. აღმოჩნდა რომ წინა დღეს სპეც დავალების შესრულებისას ილარიონას და თაზოს მოუწიათ ჯანმრთელობის გაწირვა, შედეგად რღმა პახმელიაში იმყოფებოდნენ და ელ_ჯავა-ს პახოდები შაბათისთვის გადაუდიათ, ნუ რადგან ჩვენც იქვე ვიყავით ბარემ დაველოდეთ, გამოვიდა 2 ამაყი იხვთმმუსრავი, ავკრიფეთ ელიავაზე ნივთები, შევყარეთ 5 ტომარა ცემენტი, 14 მეტრი 5-იანი კუთხე (უგოლნიკი), 6 მეტრი სქელ კედლიანი 108 მილიმეტრიანი მილები, 60 მეტრი არმატურა, ფიქრები, და სხვა და სხვა წვრილი ნივთები.

ამის შედმეგ იხვთმმუსრავთ უხუცესმა თქვა მშიაო smile.gif, გავიარეთ წასახემსებლად, ამასობაში საუბარში თაზო ბიძიას (მონადირეს) გაუჩნდა იდეა რომ მაგიდაზე რაღაც ჩვენი სიმბოლიკა ჩაგვეყოლებინა, გაგვახსენდა ბექა ბიძია. ამიტომაც საღამოს გავუარეთ ბექა ბიძიას და დავიწყეთ პრაქტიკული სამუშაოები.

ამოვჭერით ჩვენი ლოგოტიპი 6 მილიმეტრიანი ფოლადის ფირფიტაზე პლაზმის საჭრისით. თუმცა მანამდე მთელი კურიოზები დაგვემართა, ლოგოტიპი ბეას შენახული არ ჰქონდა, მე კი რადგანაც ელიავაზე მივდიოდი თან არ მქონდა წამოღებული ფლეშ დრაივი... მოკლედ მომიწია სახლში გაქცევა, ფლეშკის წამოღება და უკან დაბრუნება. ასე იყო თუ ისე ბექა ბიძია თავის პლაზმას უთხრა FAS და იმანაც აი ასეთი რამ გაამზადა უცბად smile.gif





ასე დავიშალეთ იმ დღეს, იმ პირობით რომ ბექა ბიძიაც შემოგვიერთდებოდა ბეტონის მოზელვაში, მეორე დღეს კი ყველანი ასე თუ ისე შევიკრიბეთ და გამოვიტანეთ საწყობიდან საჭირო ინსტრუმენტარიუმი.







პატარა ნივთებთან ერთად გამოვიტანეთ დიდი ინსტრუმენტებიც, ავყარეთ ყოლიფერი ჩასაბმელზე, შევკარით დავახარისხეთ, საბარგულში ვდრუზეთ გენეტრახტორი, უკაცრავად ახლახანს შემატყობინეს რომ ტრაქტორს გენეტალიები არ ჰქონია და უბრალოდ გენერატორი ყოფილა... ა ია ტა დუმალ....











ბოლოს ჩამოვყალიბდით ვინ საით ჯდებოდა და ჩავლაგდით პიპიებში







ნაწილი პირდაპირ დააწვა საჭირო ადგილზე, ნაწილმა გაიარა დრინკებზე, მე, იკას და ნორიკას კიდო შეგხვდა ხაჭაპურ ლობიანების და ხორცის შეძენა. ხაჭაპურები და ლობიანები უცებ დავითრიეთ, საწყის წერტილთან ახლოს კი იყო საცხობი, მაგრამ როდესაც მოვითხოვეთ 6 ხაჭაპური და 6 ლობიანი ... ოოო მასპინძლები დაიჭყანენ მაგდენი არ გვაქვსო, ამიტომაც რაც ჰქონდათ 4 ლობიანისა და 6 ხაჭაპურის სახით სულ წამოვიღეთ (ბლინ კაი ძვირი კი მივეცით smile.gif)

აი მერე კი დეგვერხა smile.gif გამოცდილ ადგილზე სადაც არის, ხოლმე კაი სამწვადე, იქ ხორცი არ დაგხვდა, არც მეორე მაღაზიაში არ ჰქონდათ მოკლედ მოვქუსლეთ ვაკის გუდვილში იმ იმედათ რომ იქ იქნებოდა რაც იქნებოდა.... რაცხა კი წამკრა იდეამ გაყინული ხორცი არ იყოს მეთქი, ვეკითხები, არა რას ამბობო ახალიაო, კაი მეთქი, ავაწონინეთ რაც იყო, გამოვიდა 2,9 კილო  ვის ეყოფოდა მაგი, ამიტომაც მოვხვეტეთ დანარჩენი რაც ჰქონდათ ოღონდ უკვე სამწვადე არ იყო... ამ მაგაზე მერე გლავნი შეფ პოვარმა მოგვცხო რას გიყიდიათ ეს საკატლეტე ხორციო, მარა რავი კი შაიწვა და შეიჭამა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასე იყო თუ ისე ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე სადაც უკვე ხალხი გამალებით მუშაობდა. აბა სანამ არისტოკრატი ნორიკა ჩვენ არისტოკრატიულად ჩაგვიყვანდა... smile.gif









მოგვიანებით ზედა სურათზე ნაჩვენები ცოცხალი ქართული ბუნებრივი თხუნელა გაშვებული იყო საჭმლის მოსამზადებლად, როგორც ქართული ლეგენდები ამბობენ მოთვინიერებული თხუნელის მიერ გაკეთებულ მწვადს თურმე არაფერი არ სჯობიაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბრძნული გამონათქვამების კრებულიდან - airgun.ge




შევუერთდით ჩვენს საქმეს, მარა ამასობაში აღმოჩნდა რომ არ გვქონდა შეძენილი პური და ...და... და მომკალით და არ მახსოვს კიდო რა არ იყო შეძენილი, მოკლედ ნორიკა და დავითუსი გავუშვით ამ ყოლიფერის მოსატანად და აი მანდ მივქარეთ რა smile.gif. წავიდნენ და თან წაიღეს შუადღის საკვები ხაჭაპურისა და ლობიანის სახით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სანამ თავიდან ეს უჭკუო საქციელი მოვტვინეთ მანამდე ქე ვიყავით წყნარად და ვთხრიდით ვთხრიდით და ვთხრიდით და.... მოკლედ საქმეს ვაკეთებდით და გაგვყავდა გვირაბი თბილისიდან ბომბეიმდე ვოტ! biggrin.gif

ასე იყო თუ ასე ერთი კაცი დავიმონეთ დანარჩენმა, მივეცით ხელში ბალგარკა, სვარკის აპარატი, ჩაქუჩი, ბეტონომეშალკა..... მოკლeდ მრავალფუნქციონალური კომბაინი გავხადეთ და წაიდა რა მუშაობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ოხ იმ დღეს რამდენი იყო პრარაბი, რამდენი ბლიაძ!!!!





აი მაგალითად პრარაბების კიდევ ერთი შეკრება და განსჯა იმაზე თუ კომბაინი რაფრა მუშაობს, უნდა თუ არა ზეთის ჩასხმა, მისხმა, შეშხაპუნება





კომბაინი კი ამასობაში გაუჩერებლივ მუშაობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



მერე ბრიგადირები ისევ ბჭობენ







ბოლოს შერცხვათ ბრიგადირებს და კიდევ ერთი უნივერსალური კომბაინი ჩართეს საქმეში smile.gif, მაგრამ ზედამხედველი კომისრის გამოყოფა არ დაავიწყდათ, რა იცი რა ხდება, ეგებ და მინიშნება იყოს საჭირო smile.gif





მოგვიანებით ფრიად საინტერესო მომენტი გაიჩითა, სამზარეულოსკენ გაგზავნილი თხუნელა ცქმუტვა ცქმუტვით და ხტუნვა ხტუნვით მოვიდა ძირითადი სამუშაოების ადგილზე. ზედამხედველ კაკიეს აგი საქციელი ნამეტნავად სახიფათოდ მოეჩვენა და მომენტალურად აღკვეთა ცქმუტვა და ხტუნვა, ვოტ! smile.gif







სამაგიეროდ კიდევ ერთი ზედამხედველი ბრიგადირი მე დამადგა თავზე და ჩამიტარა საკონტროლო გადათვლები, ა ვდრუგ და გადაჭრილი არმატურა მოვტეხე და სადმე ბუჩქის ძირას ჩავმალე smile.gif







ცოტახანში მოვიდა ჩვენი ჩასაბმელიც, რომელიც დატვირთული იყო ისეთი რამით რასაც ტელევიზიებში კულტურ-მულტურ ვარიანტში ეძახიან ხოლმე - ინერტულ მასალებს. ჩამოვცალეთ აგი ბედნიერება, აი აქ უკვე ბრიგადირებმა ტავი არ დაინდეს და იმუშავეს ჯო... უკაცრავად მამლუქებივით თავდადებულად smile.gif















ამასობაში კიბორგ კომბაინოვიჩი ისევ გაუჩერებლივ მუშაობდა



თხუნელამ კი თავის საქმეზე კიდევ ერთი მმართველთა საბჭოს წევრი გადაიბირა შედეგებს აგერ ქვემოთ მოყვანილ სურათებზე დაინახავთ







სანამ თხუნელა და მმართველთა საბჭოს წევრი ცუღლუტობდნენ ჩვენი კიბორგ კომბაინოვიჩი ისევ აგრძელებდა მუშაობას.







მიდუღდა წინა მხარე, მიდუღდა უკანა მხარე







მოკლედ რავი ბევრი ვუყურეთ ამ მაგიდის ფეხებს, ხან ისე გავჩაჩხეთ ხან ასე, ხან გვერდებზე გადაწევა გინდოდა... ნუ რავი მაინც ზურგზე იწვა და ბარემ.....



დაჟე მცდელობა იყო სპეც ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა გაფაჩხული ფეხებისთვის smile.gif





მოკლედ რავიცი დამშეულ ხალხს რა არ გვიტრიალებდა თავში, ამასობაში ცეცხლზე და ნავთზე წასული ნორიკა ისევ არ ჩანდა..... ეჰჰჰჰჰ რავა დგანან მარტო და ეულად....



ბოლოს დადგა მომენტი როდესაც ყველაფერი გამზადებული იყო, წამოვაყენეთ ჩვენი ახლად დაკერილი მაგიდა ფეხზე ავიტაცეთ ხელში და გავაქანეთ სოროებში (შეგნებულად არ ვამბობ ვისი ამოთხრილი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif), რომ ჩაგვემარხა და ბეტონი ჩაგვესხა ისე როგორც ამას კულტურულად აღზრდილი იტალიაშკა მაფიოზიკები აკეთებენ ხოლმე. უბრალოდ ისინი ამის მერე ხალხს, ხიდიდან წყალში ასკუპებდნენ ხოლმე, ჩვენ კი პირიქით გვინდოდა რომ ჩვენი მაგიდა არსად გაქცეულიყო smile.gif





ასე მივიყვანეთ ორმოებამდე და ჩავსვით თავის ვეჩნი ადგილზე smile.gif









შემდეგ ჩვენმა კიბორგ კომბაინოვიჩმა სპეც ინსტრუმენტის გამოყენებით აიძულა მაგიდა საჭირო ფორმები მიეღო, ნუ ტიპა სტოიკა რა. კაკ პალაგაიტსია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif







ასე ჩამოვუარეთ ყველა ხეს მანამდე სანამ ერთი მმართველთა საბჭოს წევრი არ აბუინდა









მოკლედ დეივმა გვიყურა, გვიყურა და მერე თქვა - ია ტოჟე ხაჩუო biggrin.gif ჰოდა შევაჩეჩეთ სპეც ინსტრუმენტი და....







რა თქმა უნდა რევმატოლოგიურმა კომისიამ ყველა ფეხი შეამოწმა, მაგრამ რაღაც ისე მახსოვს რომ ბეტონის ჩასხმის შემდეგ ყველა ფეხი თავის მხარეს იყო გადახრილი, მოკლედ მიუხედავად შემოწმებისა, აირტ დიზაინერული სტოიკა აქვს ჩვენს მაგიდას



ასე იყო თუ ისე გავჩითეთ სპეც ტექნიკა, რომელმაც მაგრად გვიშველა იმ დღეს, მიუხედავად იმისა რომ გამოცდილი ხალხი იძახოდა დიდი არაფერია, მაგას ხელითაც მოვზილავდითო, რომ მახსენდება ახალგაზრდობის წლები რაც მე ბეტონი მიზელია ბლიაძ, მერე წელის ტკივილი... არა რა გაუმარჯოს ცივილიზაციას smile.gif





ამასობაში გაგვახსენდა რომ ფეხები მთლად ბოლომდე არ იყო მიდუღებული, ამიტომაც, კიბორგ კომბაინოვიჩმა დაიყვირა რით ვარ მე შვარცნეგერზე ნაკლებიო?! ჩამოიცვა ბრუნო ბანანის მზის სათვალეები დაიჭირა ხელში ელექტროდი და აიდააა smile.gif



ასე იყო თუ ისე გარდა ყველაფრისა აღმოჩნდა რომ ჩვენმა პირველმა მოთვინიერებულმა თხუნელამ საქმე კარგად ვერ გააკეთა, ამიტომაც, ზოგიერთ მმართველთა საბჭოს წევრსაც მოუწია თხუნელობა





თუმცა იყო სუმლთლად გადარეულებიც, აგერ შიმშილით გადარეული იკა მაგიდასთან მუხლზე დაეცა და სულ ფეხებს უკოცნიდა smile.gif






ამასობაში დაადგა საშველი ნორიკასაც და რავარც იქნა 2 საათიანი ბოდიალის შემდეგ გამოჩნდნენ სამუშაო პოლიგონზე. ამ დროში კაცი თბილისში ჩავიდოდა, პურს იყიდიდა და უკან ჩამოვიდოდა, ესენი სად ცეცხლის და ნავთის მოსატანად იყვნენ წასულები? უპს! ა ზუსტად ახლა გამახსენდა თავიდან რომ ვწერდი არ მახსოვს პირი და რაცხა უნდა მოეტანათ მეთქი... კაკრაზ ცეცხლი და ნავთის მოსატანად იყვნენ ასევე წასულები, ანუ უნდა მოეტანათ პური და 10 ლიტრი ბენზინი გენერატორისთვის. ბენზინი არ მოიტანეს, ამიტომაც, ნორიკაც მანქანიდან ჩამოვასხით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif







და გაიხარა ხალხმა დამშეულმა და წამებულმა, გაიხსნა ცა და გადმოიყარა ნორიკას მანქანიდან საჭმელი ზეციური. შედეგად ხალხიც დანაყრდა, ნორიკაც შეიჯორა და მაგიდაც გაიტესტა smile.gif















პაწუა სასმელიც კი გაეძრო, მარა ილარიონამ დეივს მერიქიფობა დაუწუნა, წამლის დოზებს ასხავო smile.gif





ეს ყოლიფერი სურათებად რომ არ გაჩვენოთ, აგერაა მთელი ვიდეო მასალა და დატკბით ვინც არ ყოფილხართ, ვინც იყავით კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ტკბილი მომენტები smile.gif



ჭამა სმის შემდეგ ცოტა არ იყოს და მუშაობის ხასიათზე მოიდა ხალხი, იმიტომ რომ მინდვრის მეორე ბოლოში რაცხა საეჭვო და კაი სამზადისი მიდიოდა, მარა თუ მაგიდა არ მორჩებოდა მაი სამზადისი ოხრად დაგვრჩებოდა smile.gif შედეგად.....



ისე კი პირველი ბეტონის კადრები გადაღებული გვაქვს ისტორიული ნარკვევებისთვის, ამიტომაც გთავაზობთ ბრძოლის ველიდან პირდაპირი ტრანსლირების ჩანაწერს smile.gif



შემდეგ ეტაპზე უკვე მაგიდის შიგნით ჩასადები იყო არმატურა, რაც სასწრაფოდ იყო რეალიზებული, უბრალოდ უბედურება ისაა რომ ზოგი არმატურა მოკლე გამოგვივიდა, ზოგი კი გრძელი smile.gif მაგრამ მაინც მოვუგრიხეთ კისერი, შედეგად კი ყოლიფერი 5-იანზე გამოგვივიდა smile.gif

















შემდეგ ეტაპზე კი ტექნოლოგიური კიკინების გაკეთება წავიდა, უფრო სწორედ არმატურის დაწნა, მაგრამ იმის გამო რომ მე გარაჟში დამრჩა ვეებერთელა გამომწვარი მართულის გორგოლა, დანარჩენებს არც კი გაახსენდათ რომ რაცხა ეგეთი გვჭირდებოდა... მოკლედ კაია რა 21-ე საუკუნე, პლასტიკატი არის, ყველგან smile.gif შედეგად....









შემდეგ ეტაპზე რომ არ გვეწვალა აპალოვკის შეკვრით თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული უგოლნიკებზე ფიცრის ჩამოდება, შედეგად ქვემოდან აპალოვკა აღარ იქნებოდა შესაკრავი, მხოლოდ და მხოლოდ საყრდენი ფიცრები იქნებოდა შესაყუდებელი, ჰოდა, შესაბამისად წავიდა ფიქრების მომზადება თან კიკინების გამზადება smile.gif









ფიცრების ჩალაგებისას გაირკვა რომ ელიავას მუშაკებს არასწორი სახაზავი ჰქონიათ (ტოჟე მნე სიახლე smile.gif, მანდ ხომ ყველაფერი დაღუნული აქვთ), მოკლედ ისე გამოვიდა რომ ფიცრები 2 სანტიმეტრით განიერი იყო ჩამოჭრილი, მოგვიწია კორექტირება











რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ვიდეო ჩანაწერის არსებობს აბა ისე ისტორიას რაფერ დავწერდით smile.gif ამიტომაც ყველას გასახსენებლად ან გასაცნობად გთავაზობთ ჩანაწერს ბრძოლის ველიდან.



ფიცრების შემდეგ ბეტონოს დროს დადგა. და რამდენადაც ლამაზად ჩანს ყველაფერი სურათებზე, იმდენად დაძაბულ გარემოში ისხმებოდა ბეტონი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ყველა მასწავლებელი ვიყავით და რატომღაც ყველას თავისი ტექნოლოგიური აზრი გვამოძრავებდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

















როგორც ხედავთ მაგიდაზე ჩვენი გამზადებული ვეებერთელა ლოგოტიპიც განთავსდა, ბევრი კი იწვალეს ბიჭებმა მის ზუსტად დამთხვევაზე, მაგრამ მგონი დაჯდა კარგად. თან ამასობაში გაირკვა რომ მაგიდის ზედაპირზე დასასხმელად მოუთბენლობით მოიზილა საკმაოდ სქელ ქვიანი ბეტონი, არადა წვრილი ფრაქციის მქონე კენჭები იყო საჭირო, ამის გამო ილარიონას მოუწია თავისი გალამაზებული ზედაპირის აჩეხვა smile.gif







წვრილი ფრაქციის ხრეში ჩასხმიდან სულ რაღაც 2-3 წუთში მოვიდა, მოკლედ რა ვართ რა ეს ქართველები, 2 წუთი ვერ მოვიცადეთ რა smile.gif











მოკლედ მთელი პროცესი, ემოციები, საქმიანობა თუ უსაქმურობა ასახილია ვიდეო რეპორტაჟში რომელიც ბევრი უაზრო ლაყბობით რა თქმა უნდა ისევ მე მიმყავს... რა ვქნა ვერ გადავეჩვიე თან გადაღებას და თან უაზრო ლაყბობას კომენტარების სახით smile.gif



ამასობაში მინდვრის მეორე მხარეს წყნარ გარემოში მიდიოდა კონსტრუქტორ მაყალთან სამუშაოები, გამოიცანით აბა ვინ ატარებდა სამუშაოებს smile.gif და ვისთვის?









კიბატონო გამოიცანით ჩვენი პირვენდელი თხუნელა დანარჩენ ბაბიორ მუშებზე ზრუნავდა და საღამოსთვის ლამაზ და გემრიელ რაცხაებს ამზადებდა smile.gif

ამასობაში მაგიდაც ბოლოში გავიდა.....







უკანა ფონზე კი ზოგ ზოგიერთები რაცხა გემრიელ და ლამაზს ამზადებდნენ smile.gif







ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ვიდეო მასალად გვაქვს, მთელი სული, გემო და სუნი რომ შეიგრძნოთ, თუმცა მეეჭვება ჩემს ფოტოაპარატს და იუტუბს შეეძლოთ სუნის და გემოს გადმოცემა მარა იმედია ამოდენა სურათების ტრიალის მერე ქე ხვდებით და მოდის თქვენამდეს ის სუნიც, ხალისიც, გემოც და ვიტამინებიც smile.gif



ამის შემდეგ კი რავარც რუსები ამბობენ ხოლმე, - "სდელალ დელა, გულაი სმელაო".... ჰოოდა ჩვენც ეგრე ვქენით რა, ვისაც რა ხალისი ჰქონდა, ზოგი ისროდა, ზოგი სანადიროდ წავიდა, ზოგმა ცეცხლს მიხედა, ზოგმა ძვლები გაითბო, ზოგმა დალია, ზოგმა შეჭამა და მოკლედ ვიხალისეთ ყველამ ჩვენებურად, არანაირი დაძალება და ზედმეტი ვაი ვუი.... არის თუ არა ეს დემოკრატია! smile.gif













ამასობაში პირველი პარტია მწვადებიც გამზადდა, ბოლო ბოლო ქართველები არ ვართ ჩვენ, ბუნება და მწვადის გარეშე ვის გაუგია? ჰოოდა.... ყველი, პური (ანუ ხაჭაპური), მწვადი კეთილი გული და აიდაააა













ზოგმა პატარა პურის ჭამის მერე მოილხინა და დიდ დისტანციებზე პლინკიც კი მოაწყო....





მოკლედ ყველანაირად კარგი დღე გამოვიდა, ვიშრომეთ, ვიხალისეთ ვიქეიფეთ, მგონი არავინ უსიამოვნო არ დარჩელინა, გარდა იმ ხალხისა ვინს ახლა ეკრანთან ზის და ფიქრობს ნეტაი მე რატომ არ ვიყავი წასულიო smile.gif









ესეც საბოლოო ვიდეო რეპორტაჟი იმ დღის ქეიფიდან.



ბოლოს რა თქმა უნდა შემოგვაღამდა, მაგრამ ჩვენ არ შევუშინდით ღამეს smile.gif, გვათბობდა ერთობა, ღვინო და რა თქმა უნდა 2 ცალი კოცონი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



































ბოლოს ყველა კარგად რომ დათვრა ილარიონას გაახსენდა მაგიდის მონახულება, ისე კიდევ კაი გაახსენდა smile.gif ვიცხას მაგიდაზე თითებით ჰქონდა ნათამაშები და დროზე აღმოვაჩინეთ, გადავლესეთ და გავასწორეთ smile.gif









სამწუხაროდ შერლოკ ჰოლმსი თან არ წაგვიყვანია რომ გაგეგო ვინ ჩაიდინა აგი უკადრისი საქციელი smile.gif მოკლედ კაი იქნება თუ შენ თვითონ აღიარებ ბოროტ მოქმედო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ილარიონას რეაქცია კოშმარული იყო, ჩაძვრა თითებით და შეეცადა ლოგოტიპის ირგვლივ ამოეწმინდა ყოლიფერი. რა თქმა უნდა მთვრალი თითები (ილარიონა ფხიზელი იყო კაცო! პროსტა თითები იყვნენ მთვრალები) სწორ ხაზებს ვერ ხაზავდა შედეგად უარესი დომფხალი მივიღეთ.





მაგრამ მოგვიანებით უფრო მთვრალი კომბაინ კიბორგოვიჩი მოვიდა, ჩართო სიმთვრალის გადაქანების ენდ ანტიკანკალის კომპენსატორი, და ქანავ-ქანავით გაასწორა უცნობი ბოროტმოქმედის და ილარიონას მთვრალი თითების ნამოქმედარი smile.gif

ბოლოს რავარც იქნა ყოლიფერი მშვიდობით მორჩა, გედევიღეთ სამახსოვრო სურათები ჩავპროშნეთ ერთმანეთი ქართულად (სიმთვრალეში გვიყვარს ქართველებს აგი საქმიანობა, აბა ტყეში ღამე ქალი არსადაა და გინდა აკცს რაცხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)









ასე მორჩა იმ დღის თავგადასავლები, მაგრამ იმედია რომ სამომავლოდ დარჩა ნამოქმედარი მაგიდა რომელიც ალბათ არაერთი წელიწადი გაგვახარებს smile.gif.

და ბოლოს რაც მთავარია, მადლობა მინდა მოვუხადო 3 კაცს იმისათვის რომ ეს რეპორტაჟი ამდენი სურათით დაიდო. ფოტოგრაფობას წევდა ბექა, ჩზ80 და რა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილი და რეპორტების მანიაკი ჩემი სახით smile.gif.

თუ ვინმეს კიდევ რაიმე მასალა გაქვთ დასადები მოაყარეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Airgun.ge-ს სახელობითი მაგიდა ქესალოში   Mar 6 2013, 01:05 PM
- - monadire.   მაგააარ! საღოლ შ...   Mar 9 2013, 11:32 AM
- - geojorjika   მოკლედ მალადეც , ფო...   Mar 9 2013, 11:38 AM
- - monadire.   სადმე, რომელიმე ვი...   Mar 9 2013, 11:53 AM
- - ja_ja   monadire. კი 2 ფაქტი მაქვ...   Mar 9 2013, 12:02 PM
- - monadire.   ჯაჯინსკი, მაი ნაჩი...   Mar 9 2013, 12:11 PM
- - koknar   ვა რამდენი ჩალიჩი ...   Mar 9 2013, 02:04 PM
- - gregory   ძაან მაგრად გიშრომ...   Mar 9 2013, 02:41 PM
- - sekurifa   ძაან მაგარია ბიჭე...   Mar 9 2013, 04:59 PM
- - Davitus   საღოლ, მაგრა გიშრო...   Mar 9 2013, 05:22 PM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 9th Mar...   Mar 9 2013, 07:15 PM
- - Dave   დავლევდი ეხლაც თქვ...   Mar 9 2013, 08:20 PM
- - giga_st   გენაცვალეთ კარგია ...   Mar 9 2013, 11:34 PM
- - ikaaa   ძაან მაგარი დღე ი...   Mar 10 2013, 09:26 AM
- - bazuka   ჯაჯა, აი პროსტი სად ...   Mar 10 2013, 10:44 AM
- - ilariona   ციტატა(bazuka @ 10th March 2013 ...   Mar 10 2013, 11:23 AM
- - ja_ja   ბლიაძ.... ნუ სავსემ ხ...   Mar 10 2013, 11:40 AM
- - monadire.   რას ვერჩით ნორიკას...   Mar 10 2013, 12:38 PM
- - foxi   რა ხანია მაგ მხარე...   Mar 10 2013, 05:47 PM
- - tengo   მალადეც ბიჭებო!...   Mar 10 2013, 07:32 PM
- - bazuka   არადა, აი მართლა სა...   Mar 10 2013, 07:47 PM
- - Dave   მე მგონი მაგიდის კ...   Mar 11 2013, 01:38 AM
- - sekurifa   ციტატა(Saint Dave @ 11th March 20...   Mar 11 2013, 07:45 PM
- - ilariona   სანამ შეიღებება უნ...   Mar 11 2013, 08:00 PM
- - bazuka   ilariona მაგას უნდა ე.წ. ...   Mar 11 2013, 08:19 PM
- - ilariona   ციტატა(bazuka @ 11th March 2013 ...   Mar 12 2013, 11:59 AM
- - gregory   ციტატა(sekurifa @ 11th March 2013...   Mar 12 2013, 12:16 PM
- - ja_ja   ვაბშეტა მსმენია რო...   Mar 12 2013, 01:06 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 12th March 2013 ...   Mar 12 2013, 01:13 PM
- - ilariona   ციტატა(gregory @ 12th March 2013 ...   Mar 12 2013, 01:36 PM
- - ja_ja   ilariona მაშინ წამოირე ...   Mar 12 2013, 01:39 PM
- - Dave   როდისთვის იგეგმებ...   Mar 12 2013, 01:50 PM
- - monadire.   ხალხებო, მაგას ბალ...   Mar 13 2013, 03:00 AM
- - ilariona   ციტატა(monadire. @ 13th March 201...   Mar 13 2013, 05:20 AM
- - dawiti   მალადეც მაგარი საქ...   Mar 13 2013, 11:31 AM
- - cz80   monadire. "სმივკა" ერ...   Mar 13 2013, 07:39 PM
- - ja_ja   რადგანაც ეს თემა ა...   Jul 5 2013, 11:27 AM
- - gregory   თქვენ შემოგევლეთ, ...   Jul 5 2013, 11:41 AM
- - geojorjika   მალადეც კარგად გიშ...   Jul 5 2013, 11:43 AM
- - foxi   ყოჩაღი ხალხი კარგ ...   Jul 5 2013, 11:44 AM
- - vincent   ძაან მაგარია   Jul 5 2013, 12:40 PM
- - ikaaa   ლოგომ ძაან მაგრად ...   Jul 5 2013, 12:46 PM
- - monadire.   ხვალიუ!!!   Jul 5 2013, 04:50 PM
- - bazuka   ყოჩაღთ, მარა ეს 24 სა...   Jul 5 2013, 05:20 PM
- - ja_ja   bazuka წამოიღე შენი ტრ...   Jul 5 2013, 06:39 PM
- - bazuka   ბიჯო სახლში ეზოში ...   Jul 5 2013, 08:17 PM
- - ja_ja   bazuka ეეე მოახერხე რა ...   Jul 5 2013, 09:09 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:42 PM
Hosted by Pro-Service