23.07.2011 - Los Qesalos dublos dues, ანუ ყვავი, პური და გამოვიდა ყვაჭაპური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
23.07.2011 - Los Qesalos dublos dues, ანუ ყვავი, პური და გამოვიდა ყვაჭაპური |
Aug 9 2011, 07:12 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ცხელი ზაფხული... სადღაც საბურთალოზე ორი სპეცრაზმელი ხვდება ერთმანეთს, ორივე ერთმანეთს ამჩნევს ქუშის თავიდან, ერთი ქუჩის თავიდან, მეორე ქუჩის ბოლოდან აძრობენ ორივენი თავიანთ თოფებს და ემზადებიან Gun Fiting-ისთვის. შუაში ქალაქელი ყვავი მიფრინავს, ორივე მსროლელი ისვრის, ყვავი ილანძღება, ითარსება, ბუმბულებს ყრის და კოჭლობით მიფრინავს . ასე დაიწყევლა ყვავებზე ნადირობის სეზონი. მზადება და ტუჩების მოლოკვა მომზადება დიდად არ მომხდარა, ერთი პოსტი ფორუმზე, მეორე ამყოლი პოსტი და აგერ 10-მდე მსურველი უცებ გაჩნდა . ყველას ახსოვდა შარშანდელი ყვავ-ყორნების სიყვარული, ამიტომაც მოგონებებმა სურვილი გააღვივეს, ზოგიერთს კი რაც არ უნახავს იმის ნახვა მოუნდა და შედეგად დაიწყო სპორტის სასახლესთან საომარი რაზმის შეკრება. ნორიკა პიპიათი, ბაზუკა პიპიათი და თაზოთი, პრეზიდენტი და მისი ძმა, მოსავლის ვერ აღების გამო მოსული დავითი (იგივე დაწიტი)მე საკუთარი პერსონით და... და ვინ იყო კიდევ? ააა! ველიკი ი მაგუჩი ტამაგუჩი! ანუ მანიტუს მოკასინებში გამოწყობილი ჩვენი ფორუმის სუპერ სექს სიმბოლო რომელიც სურათებში ჩნდება ხოლმე წარწერით ”ცენზურა”, მოკლედ ვინც ტანკში ზის თავზე კევლარის ჩაფხუტი ახურავს და ვერ მიხვდა... საუბარია CZ80-ზე . გზა აბნეულები უდაბნოში ასე იყო თუ ისე, მოკლედ დავადექით, მაგრამ მანამდე ნორიკამ თავის მანქანაში დაყენებული მაღალ ტექნოლოგიური ”პრიბამბასის” დაპროგრამირება დაიწყო, ანუ მარტივად რომ ვთქვათ GPS-ში რუსთავის კოორდინატების შეყვანა დაიწყო. არ ვიცი რუსთავს ერთი სწორ გზაზე რაფერ უნდა ასცდე, მაგრამ ჯანდაბას. დავადექით გზასაი სამოთხისასაი. ბაზუკას პაწუა კორსა მშვენივად დახტოდა გზებზე, მაგრამ აი მაღალტექნოლოგიური GPS-ით აღჭურვილი აირტეკი ხან ბენზინგასამართ სადგულზე გაჩერდა, ხან გზაში აგვცდა. ხან ბაზუკა ასცდა პოპულის მაღაზიას, მოკლედ მინი აცდენებით მივედით რუსთავში სადაც დამატებით დაგხვდნენ ჩვენი პნევმანუტი ხალხი. რა თქმა უნდა მუსიე იორამ, ენდ ლორდ დევილ ნუ შესაბამისად კიდევ ერთი პიპია შემოგვემატა. ბაზუკას მანქანით შევდივართ რუსთავში, დანარჩენი სასტავი ადგილზე გვხვდება და გვიღებს სურათებს დამხვედრი დელეგაცია პრეზიდენტი ქრთამის აღემის მომენტში თავდაჯერებული პრეზიდენტი სჯერავს რომ ქრთამი არ აუღია და ვისაც უნდა იმას წამოიყვანს შეხვედრაზე მოკლედ ვისაუბრეთ ვილაპარაკეთ და აბა წავედით ბაზარშიო. წავედით პროვიზიის შესავსებად და მაღალტექნოლოგიური აირტეკი თავისი GPS-ით ისევ დაიკარგა . ასე თუ ისე მოგვაგნეს, და პროვიზიაც შევივსეთ, გადავწყვიტეთ ქესალოსკენ გეზის აღება და აიდაააა... ჩვენს კოლონას თავში მაღალტექნოლოგიური GPS-ით აღჭურვილი მანქანა ჩაუდგა, სად ვიარეთ არ ვიცით, საერთოდ საკითხავია GPS-ი ურევდა, თუ აირტეკში რაღაც გაუგებარს, ეწეოდნენ, სვავდნენ, ან ჭამდნენ, გზად ისეთი რაღაცეები აკეთეს რომააა.... მაგალითად, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შევნიშნეთ რომ წინ მიმავალი აირტეკი გაქრა , გავჩერდით და გადავურეკეთ სად ხართო? აღმოჩნდა რომ გაუგებარი მიზეზით პარლამენტთან, თუ რაღაც ამდაგვართან გაჩერდნენ, კაი დაველოდეთ მოვიდნენ და წავედით წინ. მეორე შემთხვევის დროს ჩვენი კოლონის წინ გაჩნდა ნაგვის მანქანა, მოგეხსენებათ ამ სიცხეში რა არომატული სურნელის კვალს ტოვებდა უკან, ჩვენ ფანჯრებს ვერ ვკეტავდით იმიტომ რომ კონდიციონერი არ გვქონდა, აირტეკმა კი ბედნიერად ამოხურა ფანჯრები და ბედნიერად ნელი ტემპით მიყვება ნაგვის მანქანას. დავურეკე პრეზიდენტს, თუ ხედავთ ნაგვის მანქანას მეთქი? კი ვხედავთო, მერე რომ აგვავსეთ სურნელით გადაუსწარით მეთქი და ამ დროს აირტეკი უცნაურად მარჯვენა მხარეს უხვევს, მთელი კოლონა მივყვებით და აღმოვჩნდით ძველი ცემენტის ქარხნის გვერდზე არსებულ 20-30 მეტრიან, სადგომზე. დაგვრჩა პირი ღია , რა უნდოდა ნორიკას იქ რაზე აუხვია? ან რომ აუხვია რატომ დაკრუგა და ისევ იმ ნაგვის მანქანას გაყვა.... კაი გავაგრძელეთ გზა და ქესალოს მაგივრად ჩავედით გარდაბანში... აშკარად ვუყურებ არემარეს და ის ადგილი არაა სადაც წინა წელს ვიყავით, რაღაც ატომური სადგურიც გაიჩითა, ჩავთვალეთ რომ ავოე უკვე სასომხეთში ვართ თქვა . ბოლოს ვურეკავ პრეზიდენტს, რომელიც შარშანაც იყო წამოსული და თან აირტეკში ზის. - მეთქი ჯო... ეს ის ადგილები არაა მეთქი. - ვიციო . მოკლედ გავჩერდით და ადგილობრივებს ვეკითხებით - ქესალო, ქესალო, ინ თჰე ქესალო! დუ იუ ანდერსტენდ? ვი ვოულდ ლიკე თუ გო ინ თუ თჰე ქესალო... ჰოო დაიწყო უაზროდ ხელების ქნევა, იქეთ აქეთ, მერე ზემოთ აუხვიეთო და ასე შემდეგ, მანამდე ნორიკა ვენებს იჭრის არიქა GPS-ის კოორდინატები მითხარით ზუსტად და მივაგნებო. კოორდინატები კი ფორუმზეა, მობილური ინტერნეტი ისეთი ნელი ტემპით მუშაობდა რომ 2-3 მცდელობის მერე ხელი ჩავიქნიე მობილურით საიტზე შემოსვლაზე. ამასობაში ნორიკას, პრეზიდენტს, ბროთჰერ ოფ პრეზიდენტს და სექსუალურ ლამაზმანს ვეკითხებით რას ეწევიან ასეთს ამ მანქანაში რომ ვერც კურსს დაადგნენ, ვერც, ნაგვის სუნს გრძნობენ, სად უხვევენ და სად ქრებიან გზიდან კაცი ვერ გაიგებს , ვართ ასე ღადავში და მოდის იორამა, ენდ გვეუბნება - კაცოუ, დამიჯერეთ სხვაგან ვართ თუ იმ ადგილზე გინდათ მისვლა, ზუსტად იმ გზაზე გაგიყვანთ სადაც შარშანდელი სურათები გაქვთ გადაღებულიო. უკან რუსთავისკენ ლოგიკურია დაუჯერო იმ ადამიანს რომელიც იმ არემარეში ხშირად დადის და რა თქმა უნდა ლოგიკურია არ დაუჯერო ნორიკას დაბოლილ GPS-ს . მოკლედ ჩავიყენეთ იორამა წინ და მივყევით უკან, ვიარეთ ვიარეთ იმ იმედათ რომ ახლა-ახლა გადავუხვევთო, მაგრამ შენც არ მომიკვდე დავბრუნდით რუსთავში . გადავუხვიეთ სწორ გზაზე და ერთი იმდენი კიდევ ვიარეთ რაც ტყუილა 20-30 წუთის მანძილზე ნორიკას ხელმძღვანელობით ვიარეთ. ძირს მოყვანილია სურათები რომელსაც იღებდნენ ნორიკას მანქანის მესვეურები, მიდით აბა და მითხარით რომ მათ მანქანაშI დაბოლილები არ იჯდნენ., ეს რა გადასაღები კადრებია ჰაააა , ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი კაი LSD-ს ზემოქმედება იგრძნობა, პრიროდა და ჰიპების მოძრაობა და გაიხსნა გზა ბედისა რავარც იქნა აღმოვჩნდით იგივე ატომური ელექტრო სადგრის ადგილზე (სინამდვილეში რა ჭირი შენობაა კაცმა არ იცის), ოღონდ მეორე მხრიდან, ანუ სწორი ადგილიდან, ცოტა ხანში გავიარეთ ის დასახლება და ის ხეები სადაც შარშან ბლომად შავი ნაყოფი ჩამოვყარეთ ხიდან. სამწუხარო ის იყო რომ ნაყოფი წელს მთელი გზის მანძილზე არ დაგხვედრია. წინ ის ალვის ხეები მოსჩანს რომელზეც შავი ნაყოფი მოდის ხოლმე უხვად, მაგრამ ამჯერად ნაყოფი ფა-ფუუუუუ გავცდით საყვარელ ხეებს, მივადექით იგივე ადგილებს და იგივე ხეობას, ნუ გზად გავერთეთ ვაი პლინკ ნადირობით, განსაკუთრებით სექსი ბოის მოეწონა წყლის კუ, რომელსაც არც ეშვებოდა, მაგრამ არც მონადირება არ უნდოდა. მოკლედ ასე იყო თუ ისე შარშანდელ ადგილამდე ცოტაოდენ არ მისული კაი დიდი მუხის ჩრდილში გავჩერდით. - აი მე როგორც დიდი ორნეტოლოგი ვთვლი რომ... - ხენდე ხოხ მეთქი! - აი თქვენც დამცინით არაა... - გამოდი შე გაიძვერა ნუ ემალები მეთქი უფროსსა! - უყურე შენ რეებს კადრულობს ბატონო უფროსო! ესეც პტიჩკა ნა პროვოდე ეს პტიჩკამ ჰოპლა გააკეთა ეს კი პტიჩკებმა შმაისერივით დაიწყეს ფრენა ერთი ტყვიამფრქვევიღა აკლდათ, ამიტომაც შეგვეშინდა და დავახვიეთ მოკლედ ბევრი პლინკაობის შემდეგ ძლივს მივადექით იმ ხეობას სადაც შარშან ვიყავით, ეგაა რომ ზუსტად შარშან დავითუსმა რა ადგილებში გვატარა და რომელ ბილიკზე იარა არ გვახსოვდა, ამიტომაც მივყევით გამოცდილ ხალხს და სულ სხვა ადგილზე მიგვიყვანეს, თუმცა ურიგო ნამდვილად არ ყოფილა. გადმოვლაგდით და იქაური შახ იბნ ბაზუკაც დევინახეთ , ეგაა რომ აპროტესტებდა ტიტლიკანა სურათების გადაღებას, ძუძუები გამომიჩნდებაო. მარა პაპარაცებს არ სძინავთ. არ მოაკლდა შახს ავტოგრაფის ჩამომრთმევი ხალხიც. ის იყო დავიწყეთ დაბინავება, რომ აღმოვაჩინე ერთ საინტერესო ფაქტს... მუხის ჩრდილამდე ჩემი თოფიდან (მარადიორი სტანდარტული ყველანაირი გადაკეთების გარეშე) მქონდა 10-15 გასროლა. სახლში მიზანი გასწორებული მქონდა 60 მეტრზე... ადგილზე კი 60 მეტრიან დისტანციაზე ტყვია კაი 1 მეტრით, თუ უფრო მეტით არა ძირს ხვდებოდა.... დავიწყე გასწორება და ერთი 10 ტყვია კიდევ მივახარჯე ამ გასწორებას. დავხედე მანომეტრს იმ იმედათ რომ ახლა დასატენია და დროა ამ სიცხეში ოფლი მოვიდინო მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად, მანომეტრი 3000 PSI-ზე იდგა..., აი მაშინ მივხვდი რაც მოხდა. ანუ რეზერვუარი გაცხელდა, ჰაერი გაფართოვდა და წნევამ მოიმატა, შედეგად დამრტყმელი კლაპანს ურტყავს, მაგრამ მომატებული წნევის გამო კლაპანს დიდად ვერ ხსნის, შედეგად ცოტა ჰაერი იხარჯება და ტყვიაც სიჩქარეს ვერ კრიფავს... აი აქ ვინანე რომ რედუქტორის ჩაყენება დამეზარა თოფში ბოლო დაშლის მერე. დერუქტორი რომ ყოფილიყო თოფში, რეზერვუარში წნევის გაზრდა ვერ შეცვლიდა რეზერვუარს მიღმა არსებული წნევის ძალას, ან შეცვლიდან პირველ გასროლაზე, შემდგომ კი რედუქტორს მიღმა წინასწარ ამორჩეული წნევა დარჩებოდა მუდმივად. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე ეს თოფი სამუდამოდ გადამყავს რედუქტორზე. მხოლოდ ზამბარების ცვლილება ვერ გაამართლებს. ის იყო რომ ეს დასკვნები გამოვიტანე და ვიწუწუნე, რომ იმ ხეზე რომელზეც მისროლას ვაკეთებდი, შემოჯდა 2 რუხი ნაყოფი. სასწრაფოდ, კლიპის გამოცვლა და ვეძებ ოპტიკაში ნაყოფს... დავინახე! ვიცი რომ ვერსად წავა, ვაწვები სასხლეტს და მესმის ჯერ სხვა თოფის ხმა, მერე კი ჩემი თოფის ხმა. ნორიკა ყვირის ვესროლე, მაგრამ ჯაჯამაც ესროლა და რომლის მოხვდა არ ვიციო, ამასობაში მე ვყვირივარ უტიფრად რომ მე მოვარტყი, მაგრამ არანაირი გარანტია არ მაქვს რადგან ვესროდი Hollow Point-ებს (სხვა ტყვიები სახლში დამრჩა), ეს ტყვიები კი ამხელა მანძილზე ხან სად უხვევენ ხან სად... ამ კამათში ვართ და მეორე ნაყოფი ჯდება იგივე ხეზე, ამჯერად ჯორჯიკამ და იორამამ ესროლეს, მეორეც ჩამოვარდა, ნორიკა ვენებს იჭრის წამოდი ვნახოთ და რომელი ტყვია ექნება მოხვედრილიო, მეთქი კაი წამო... დავიძერით და უცებ იმავე ხის უკან არსებული ბუჩქებიდან გამოძვრა ჩვენი Sexy Boy ანუ მეტსახელად CZ80 (როდის მოასწრო ის შეძრომა????), მოაქვს ერთი ნაყოფი და იძახის რომ გინდა თუ არა მე ვესროლეო , მოკლედ გამოდის იმ საცოდავს 3 კაცი ვესროდით და რომელიღაცა გასაგებია რომ გარანტირებულად მოხვდა, მაგრამ სექსი ბოი იძახის რომ მხოლოდ ერთი ჩამოვარდაო, არ დავუჯერეთ მივადექით ადგილს და მეორე ნაყოფიც იქვე იყო ბუჩქებზე ჩამოკიდებული..., მოკლედ, ვინ, ვის, როდის, რა გარემოებაში და რა დროს რა უო... სამწუხაროდ ამ ორის გარდა სხვა ნაყოფი იმ დღეს ახლოსაც არ გაგვკარებია . ხალისი, ქეიფი და ჩამორჩენილები ამასობაში დაინთო კოცონი დაიჭრა ხორცი კიტრი პამიდორი და იორამა შეუდგა მშვენიერ საქმიანობას, სუნელი დადგა ირგვლივ.... იფ-იფ იფ, ვიღას ახსოვდა ნაყოფი ჩამოკიდებული ხეზე . ნიამ-ნიამ და იფ-იფ ვეშჩების მთავარი სულის ჩამდგმელი მუშაობისას ბეზდელნიკების სხადნიაკი ნიამ-ნიამის მოლოდინში ეს კიდო კაჩიგარები სუპერ სექსი ბოი ეს კიდო მთავარი იფ-იფ-ი სანამ იფ-იფ მზადდებოდა, ვილისი გავხადეთ ტირის მაგიდა, გამახსენდა რომ ნორიკას თოფის რეპორტი მაქვს დასაწერი, ვეცი და ვისროლე რამდენჯერმე რომ გამხსენებოდა რაზე უნდა დამეწერა რეპორტი. მოვსინჯე სხვადასხვა თოფი... შახ იბნ ბაზუკა ამოწმებდა რამდენადა სწორად ვისროდი. ცოტაც და ამასობაში რეკავს სპორტული ღონისძიებების მთავარი ”ზაჩინშიკი”, ანუ Ilariona, ჩამოვედი და სად ხართო? ნუ აქ პრეზიდენტმა დაიწყო ახსნა, იქ შეუხვევ აქ ჩემოუხვევ, და თან ეუბნება ბატებს ხედავ? აი მანდ უნდა შემოუხვიო... მაგარი ზუსტი მარკერია გზის ორიენტირებისთვის , ვის გაუგია არასტაბილური მოსიარულე და ხანდახან მფრინავი ობიექტი მარკერად გამოყენება, რავიცი, რავიცი. მგონი პრეზიდენტს კიდევ ჰქონდა გამოყოლილი აირტეკში რაღაც დასაბოლებელის ჩასუნთქვის ეფექტი გამოყოლილი. ასე თუ ისე ნორიკა და პრეზიდენტი წავიდნენ ილარიონას დასახვედრად. წავიდნენ ერთ მხარეს და მეორე მხრიდან 5 წუთში ილარიონა მოვიდა , ახლა პრეზიდენტი და ნორიკა გახდნენ მოსაძებნები, მდააა წამიხდა GPS-ზე წარმოდგენა... მოვიდააა, მოიდა სპორცმენი! კაცოუ, ვესალმები და ამ აბდალას გულმკერდზე სულ F*ck-უშკები არ აწერია! ტეტუუუუ, მე ეს პატიოსანი კაცი მეგონა და .... აჰაა, მინდორი დავიპყარი, ჩრდილი გადასარევია, აქვე ამოდენა ხეც ყოფილა მისაფსმელად... გადასარევია, გადასარევი! მოკლედ მოიდა ”ტავარიშჩ” სპორცმენი, შემოიტანა ალიაქოთი, მოიტანა მაგიდები, სკამი (2 მაგიდასთან ერთად 1 სკამი რაცხა ნიტოა, მარა...) და ერთი ვეებერთელა მაცივარი, ოღონდ ”ფინსკი, ხაროში, როზენლეფი” არ გეგონოთ, სტანდარტული სამოგზაურო მაცივარი, მაგრამ იმოდენა რომ SUV-ის საბარგულის ნახევარზე მეტს იტევდა, შედეგად დასიცხული ხალხი ეცა ცივ სასმელებს და ამოუწრუპეს ილარიონას 1 წლის ნაგროვები მარაგი. ამიტომაც შემდეგში ილარიონა დააჯდა მაცივარს და მხოლოდ პორცია პორცია გასცემდა ნაპიტოკებს . აი ახლა მაცივარს დააძრობს მანქანიდან და.... .... და გამოსცალა მაცივრის შიგნეულობა ხალხმა ახლაც არ გჯერავთ რომ სულ F*ck-ები აწერია ამ კაცს! მოკლედ წაიდა ჭამა სმა... ვის ახსოვს ნადირობა და ნადავლით გამოკვება, აგერ ღუტუნიას უმშვენიერესი და უგემრიელესი ხორცია და ტილიანი ჩიტები ვის ახსოვს... ღვინო დალოცვა, ავოეეეეეე... რას ილოღნება ეს ცხოველი ბლიაძ! საინტერესოა ან სურათზე რას უყურებთ? იმას რომ მე რაღაცას ხელფეხის ქნევით ვაპირებ ავხსნა თუ სექსი-ბოის უკანა ნალით ტკვევით? ეს ღვინო და ქეიფი დაგვღუპავს ქართველებს . ყველა რომ კარგად გადაკრული იყო მაშინ დაიწყო შეჯიბრების სულის გამოჩენა, გინდა თუ არა დავეჯიბროთ სიზუსტეზეო... სამიზნეები გაიჩითა, ვეირაუხი ასიანი 2 ცალი, 3-4 მარადიორი უნომროდ, აინც შტუკენ AA 510 და შეჯიბრების სული... აი აქ კი მანდრაჟი მივეცი, არც კალიბრი მიწყობს ხელს და არც ტყვიები.. ვეძებ თოფს და ტყვიებს ბლიაძ! ასე იყო თუ ისე დაიწყო ილარიონამ თავისი HW100-ით, მანძილი 49 მეტრი, სამიზნე ჩამოკიდებული ხეზე, პოზიცია ფეხზე დგომით მანქანის კაპოტიდან, მხოლოდ თოფის წინა მხარის დაყრდნობით, ანუ, ან მხოლოდ ბიპოდის წინა ნაწილი და უკანა მხარე საკუთარი მხარის ხარჯზე უნდა გაჩერებულიყო, ან ვისაც ბიპოდი არ ჰქონდა წინა მხარეს ბალიშით ამყარებდა, უკნიდან ისევ საკუთაღი სკილეტის გამოყენება იყო ნებადართული. თავიდან არიქა და 5-5 გასროლაო, მერე ავიდა ილარიონა 10 გასროლაზე და ამტკიცებდა რომ ამოღრუტნა ერთი ადგილი, კაი წავედით სანახავად და რას ვხედავთ იდეალური სმაილი აქვს დახატული ილარიონას თავისი ნასროლით. აქ უნდა დავძინოთ რა ტიპის მიზნები გამოიყენებოდა! მთლიან თაბახის ფურცელზე ერთი დიდი სამიზნე იყო დახატული ერთიანიდან ერთიანამდე შუაში 10-იანი. შავი გული გადაჭიმული იყო 6-დან 6-მდე, მოკლედ ილარიონამ 6-დან 6-მდე სწორი ხაზი გაავლო პატარაზე შუაში ჩამოღუნვით რითაც ლამის 10-12 სანტიმეტრიანი სმაილიკი მიიღო . ჩაერთო, ამ საქმეში ნორიკა ასე თუ ისე რაღაც გამოვიდა, ჯორჯიკა (ვაი), დაწიტი, მე და ბოლოს იორამა... ჰოოოო აი იორამამ ისროლააა... ვინც აწი იტყვის რომ HW 100 ყველაზე მაგარიაო, ნუ არ ვიცი, იორამამ სტანდარტული მარადიორით თავზე დაახურა სანაქებო HW100-ს . აი აქ ნერვებმა უმტყუნა ილარიონას და სასწრაფოდ გადახია თავისი შედეგის ამსახველი ფურცელი, მერე გაიხედა Devil-ის ოპტიკიდან და მიხვდა რაშია საქმე. თავისი თოფი შეიძლება კი კარგია, მაგრამ 50 მეტრზე სამიზნეში სასროლად 9x არანაირად საკმარისია არაა, სამიზნე არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ფურცელი, აი ლიპერსის 16x-ში კი უკვე სამიზნეც ჩანს და მიზანიც, ასევე ნასროლიც. მოკლედ პრეზიდენტი და ილარიონა გადამრევენ, ორივეს ჰაი ენდ ფიშტოები აქვთ და ლოვ ენდ უფრო ლოვ ენდ ოპტიკები უყენიათ, ორივეს სანადირო 9 და 10x-იანი ოპტიკები აქვთ მარა იქაჩებიან არიქა და ვისვრითო. საწყალ დაბოლილ ნორიკას დასცინიან, მართალია ნორიკასაც იაფფასიანი ოპტიკა აქვს, მაგრამ 32x ეგ კი უკვე დიდი პრივილეგია, 9x-თან შედარებით, მიუხედავად იმისა რომ ბნელდება, სუფთა გამოსახულება არა აქვს და ასე შემდეგ. ვაი დედა მოკლედ ამ განცხრომაში ვიყავით რომ მომენტალურად მოიღრუბლა, და წარმოუდგენელი ქარიშხალი ამოვარდა. დავიწყეთ აშლა, მაგრამ ნაწილი შეზარხოშებული სასტავი მაშინ შეუდგა ბურთის თამაშს. ასე იყო თუ ისე სასწრაფოდ ავლაგდით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, სექსი ბოის გადავუღეთ რამდენიმე ნახევრად იმტიმური სურათები და დავადექით გზასაი შინისაი თბილისისაი . ვიცით რომ გენატრებოდათ ეს ბანჯგვლიანი უკანა ნალი, ამიტომაც მე და იორამამ პატარა ფოტო სესია მოვაწყვეთ ეს ბანჯგვლები ახლო რაკურსიდან გზად ნიაღვრები და ტბები ვნახეთ!!!! იმ დღეს ბევრი სოფელი და გზა დაიტბორა, მაგრამ მგონი ჩვენ ყველამ გამოვასწარით. აი ასე მორჩა იმ დიდებული დღის თავგადასავლები. მშვენიერი მწვადებით გასიებული კუჭები, კაი ღვინით გამსკდარი მუცლები, მინი უაზრო შეჯიბრება, რამდენიმე მზეზე დამწვარი ბეჭი, კაი ღლაბუცი და გართობა ... ჭირი იქა, ქესალოც იქით დარჩა, ჩვენ კი კაი მოგონება და დროს ტარება შეგვრჩა.
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 07:25 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
ja_ja შენ მწვადებზე და ღვინოზე არაფერი აღარა თქვა სხვაზე
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 08:31 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
კაი იყო , ვიხალისე კაკ ვსიგდა ვFორმე
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 08:57 PM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
ნორიკას GPS იქნება შემდეგი სამიზნე კინაღამ არ გვახმალავა შუაგულ გარდაბანში იმ უშჯულობთან კაცოო ნორიკ ქალებ.. GPS-ები დაგრუპავენ შენ ყველაფერი კარგი იყო ჯაჯა მარა ეგერებზეც რო დაგეწერა ორი სიტყვა იმათაც კარგად მისწვდებოდი დარწმუნებული ვარ ციტატა(ja_ja @ 9th August 2011 - 08:12 PM) აი ახლა მაცივარს დააძრობს მანქანიდან და.... დააა... გაყიდის რაც ბათუმში მორჩა პლიაჟზე გასაყიდი. ტეხავს სიმინდი აღარ ქონდა და ფახლავა ყვავების ამბავმაც დაგლიჯა ტო. ერთი დუჟინა ხალხი ესროდა და ის საცოდავი კიდევ ხეს წამოგებია იმას მოუკლავს. ქე ვნახეთ ნატოტვარები საერთო ჯამში კიდევ ერთხელ ჯაჯას მალადეცები. ლიტერატურნი პრემიაც უნდა დაწესდეს უეჭველი
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 09:08 PM
პოსტი
#5
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 |
გაიხარე ჯაჯა, რო ვკითხულობდი კიდევ გამიმეორდა ის სიამოვნება რაც მაგ დიდებულ-ჯიგრულ-კურიოზულ გასვლაზე მივიღე
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 09:22 PM
პოსტი
#6
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
აიტ ტი ხულიგანიოო (ეს იორამას ეკუთვნის) ამოდენა პატივი გეცით და შენკიდე ბათუმიო ჯაჯა, მართლაც რომ კარგი რეპორტია, ბოლომდე წავიკითხე და თანაც ორჯერ ყველაფერიც რომ მაგარი იყო იმ დღეს. ისე დაგავიწყდა დაგეწერა, რომ მაგ დღეს პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვედი მანდ ვახ ემოციებით ავივსე ისევ კიდევ მინდა
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 09:44 PM
პოსტი
#7
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
მაგარია, მშვენივრად გაგიტარებიათ დრო ყოჩაღ თქვენ. ნახევარი საათი ვათვალიერებდი სურათებს, მართლა ვისიამოვნე.
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 10:43 PM
პოსტი
#8
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
ციტატა(ilariona @ 9th August 2011 - 10:22 PM) ისე დაგავიწყდა დაგეწერა, რომ მაგ დღეს პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვედი მანდ ნორიკა და პრეზიდენტი ჩუმათელეთთან აგცდნენ არა ? აბა იმდენი ხანი არ ჩანდნენ შენთან რო გამოვიდნენ რო სხვა რა გვეფიქრა?
| |
> |
|
|
Aug 9 2011, 10:50 PM
პოსტი
#9
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი |
ვახ რა გასვლა გამიმაზნია თავიდან რომ შევხედე მეთქი დღეს ხომ არ იყვნენ მეთქი და რატომ არავინ არაფერი გამაგებინა თქო და ერთი დიდი ბოღმიანი და შურიანი სმაილიკი უნდა დამედო მაგრამ რომ მივხვდი ეს ის გასვლა იყო რომელზე არაერთხელ მამცნეს მაგრამ მე თვითონ ვერ შევშელი წამოსვლა გადამიარა კარგიაა კარგიიიი ,ლექსი რომ არის ,,ნეტავი წამით დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზეო'' ეგრე ვარ რა ახლა
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 12:03 AM
პოსტი
#10
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ilariona ციტატა(ilariona @ 9th August 2011 - 10:22 PM) ისე დაგავიწყდა დაგეწერა, რომ მაგ დღეს პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვედი მანდ ნუ ახლა ეგეთი ამბები თქვენ დაამატეთ , არარ მახსენდება ყველაფერი, მართლა ჟUრნალისტივით ხომ არ ვივლი ხოლმე და ბლოკნოტშI ხომ არ ჩავიწერ ვინ რა თქვა, ვინ სად იყო სად გადადგა ნაბიჯი... მესმის არის საყურადღებო ფაქტები, მაგრამ ყოლიფერი რაფრა გინდა ჩაწიხლო მეგაბაიტები მაკლია ტვინში აღარ ეტევა, სულ 2 კილობაიტიანი ვარ ისე ვიდეოებიც გადმომიგნო პრეზიდენტმა 4 ცალი, მაგრამ მე ვერ ავქაჩავ ჩემი ინტერის გადამკიდე არ გამომივა მაი საქმე
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 12:34 AM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
ციტატა(ja_ja @ 10th August 2011 - 01:03 AM) მეგაბაიტები მაკლია ტვინში smile.gif აღარ ეტევა, სულ 2 კილობაიტიანი ვარ წითელი ღვინოოოოოოოოო
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 10:53 AM
პოსტი
#12
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
კარგი გასვლა გაგიკეთებიათ, გუუდ, გუუდ მე კი დავიკარგე სულ, გადავყევი სწავლა-განათლებას ნორიკ, GPS-ს რომ ახალი რუკები უნდა არ იცი შენა?
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 01:22 PM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
ციტატა(Power_VANO @ 10th August 2011 - 11:53 AM) მე კი დავიკარგე სულ, გადავყევი სწავლა-განათლებას sad.gif სწავლის ძირი მწარე არის-კენწეროში გატკბილდების
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 04:56 PM
პოსტი
#14
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
სწორედ მაგ დროს ივრის პირას ახალ თოფებს ვცდიდით. ისეთი მაგარი დრო ვატარეთ მეგონა მაგაზე კაი ადგილას სად უნდა ვყოფილიყავი. თურმე სად ბანაობ? კიდევ ერთხელ გავმაზე თქვენთან ერთად ქეიფის ვარიანტი. ქეიფის თორე სხვა რა ქვია თვენ უმსგავსოებას? ეგეც თქვენი დიდი გასეირნება. ყოჩაღ ბიჭებს. აფუსუს მანდ რომ ვყოფილიყავი ისეთ ადგილას მიგიყვანდით ტყვია არ გვეყოფოდა. მარა ნადირობის სეზონი მოდის და იარაღის ყიდვა გამოცდაზე ვარ გადასული. ჯაჯა ასე არ ჯობია? აშკარად დაგეტყო უმუშევრობა. ისე წერითაც ირჩენ თავს რო მოინდომო.ჟურნალ მონადირეს რედაქტორს ვიცნობ თუ რამეა.
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 09:12 PM
პოსტი
#15
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
ციტატა(iorama @ Aug 9 2011, 09:57 PM) ნორიკას GPS იქნება შემდეგი სამიზნე კინაღამ არ გვახმალავა შუაგულ გარდაბანში იმ უშჯულობთან კაცოო ნორიკ ქალებ.. GPS-ები დაგრუპავენ შენ
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 09:31 PM
პოსტი
#16
|
||
Search Pretty Womans from your town for night ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD |
არა ღიპი კი მაქვ მარა დააკვირდით მწვადების მერე სურათებში რამხელა მაქვს
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 09:46 PM
პოსტი
#17
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ისე აი ამ სურათის დადება დამავიწყდა თავისი კომენტებით ნორიკა - ჭიტაააა ილარიონა - რაშ შობი შე აბდალა მაგ ცივ ლუდს რომ მიადექი!? ბაზუკა - ბლ-ბლ-ბლ ბზ-ბზ-ბზ
| |
> |
|
|
Aug 10 2011, 11:52 PM
პოსტი
#18
|
||
მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 |
გასვლა მართლაც მაგარი იყო, საუცხოოდ გავერთეთ, კიდე კარგი კომბაინი გაფუჭდა თორე ვერ წამოვიდოდი ბაზუკა რომ ზის მაგ სკამზე ტაციაობა იყო
| |
> |
|
|
Aug 11 2011, 09:31 AM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
მალადცი არლი!
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:31 AM |
Hosted by Pro-Service |