გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Norica Killer, ვავა ეს რა დავინახე
ja_ja
პოსტი Feb 28 2010, 12:38 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკელდ ტყვია არის რაცხა საინტერესო, ნუ ენით აუწერელი საინტერესო biggrin.gif

ტყვიები მომცა გასასინჯად ჩვენმა ფორუმელმა norica_dragon-მა, რომელმაც აღნიშული ტყვიები შეიძინა თავისი ახალი თოფისთვის მაღაზიაში "ქარავანი"

რამდენადაც ვიცი კოლოფი დაჯდა 8 ლარი, სამწუხაროდ არ მახსოვს რაოდენობა, წესით მწარმოებლის საიტის მიხედვით კოლოფში 500 ცალი უნდა იყოს.

ჯერ გაცნობისთვის საუბარია აი ამ ტყვიებზე



დიდი მიმოხილვა ამ ტყვიაზე არ გვექნება biggrin.gif მოკლე განაჩენი იქნება, რეალში ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



საკმაოდ კარგი ფორმა აქვს, ბევრს ნერწყვებიც კი წამოუვა, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ ტყვიის კედლები ძალიან, ძალიან თხელია, JSB-ს რბილი ლითონი ამასთან შედარებით ფოლადია. მაგრამ ამას თავისი პლიუსიც უნდა ჰქონდეს, კერძოდ იოლად უნდე დეფორმირდებოდეს რაც მის სასიკვდილო შესაძლებლობებს ზრდის.

სამწუხაროდ ტყვიას აქვს ძალიან პატარა წონა, კროსმან-ის მსუბუქი ტყვია თუ იწონის 7.9 გრანს და ითვლება ერთერთ ყველაზე მსუბუქ ტყვიად, ეს ჩვენი დღევანდელი კანდიდატი საშუალოდ იწონის 6.8-7 გრანს, ესეც დამადასტურებელი საბუთი.



ავტომატურად გასაგები ხდება რომ ამ ტყვიას დიდ მანძილზე სწორხაზოვნად გაფრენის პრაქტიკულად არანაირი შანსი არა აქვს. მაგრამ ამაზე ცოოტა მოგვიანებით. მანამდე რაც შეეხება შეღწევადობას და სიჩქარეს.

ტყვია ჩემი მარადიორიდან გაფრინდა 305-310 მეტრ წამით (ჩემი თოფი მძიმე 10.5 გრანიან ტყვიაზეა დარეგულირებული 270 მეტრ წამით სასროლად), ნუ წესით 310 მეტრ წამი საშუალოდ 7 გრანზე გვაძლევს 21.8 ჯოულს, არც თუ ისე ცოტაა ჩვენში რომ დარჩეს. წესით შეიძლება მარადიორის ისე დარეგულირება რომ სიჩქარე საერთოდ ზებგერითი გახდეს, მაგრამ ამ მსუბუქ ტყვიას ეგ ნამდვილად არანაირად არ მოუხდება.

შემდეგი იყო გამჭოლი ჭრილობის თუ რავიცი რა დავარქვა, შეღწევადობის ტესტი, ჩემს დახვრეტილ გაზეტების გროვაში ძლივს ვნახე ერთი შედარებით მთელი კუთხე და წავიდა ბახა-ბუხი, ამოღებული ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



დაჭყლეტილი აშკარად არის, დეფორმირებულია, მაგრამ რაიმე გახსნაზე და სუპერ გადაფურჩქნაზე საუბარი არაა. არ ვიცი რატომ არ გაიშალა თავი, ვერ ვხვდები, წესით ფორმა სპეციალურად მაგისთვის აქვს, მაგრამ.... რავიცი რავიცი...

სამაგიეროდ საინტერესოა შეღწევადობა. ტყვიას აქვს ძალიან მინმალური შეღწევადობა, ნუ გაზეთების მიხედვით თუ დავთვლით სადღაც 4-5 სიტყვა და საქმე, ეს ყველაზე მინიმალური შეღწევადობაა რაც მე მინახავს ყველაზე რბილი ტყვიაც კი მინიმუმ 10 გაზეთს ხვრიტავს. მაგრამ თუ გახვრეტობანას არ გავეკიდებით ეს მინიმალური შეღწევადობა რეალურად ნიშნავს შემდეგს

შევიდა ტყვია სხეულში 2-3 სანტიმეტრზე (ჩიტების შემთხვევაში - მტრედი, ყვავზე- ნიშნავს შიგნეულობას მიაღწია და გაჩერდა) და მთელს ენერგიას მსხვერპლს გადასცემს, შედეგი მხოლოდ ერთია, ადგილზე ინფაქტი და ხე იქნება კორპუსი თუ სხვა საჯდომი ადგილი იქედან იმ პოზაშივე გადმოვარდნა რა პოზაშიც აღნიშნულ საჯრომზე იჯდა ჩვენი მსხვერპლი.

ანუ სანადირო თვალსაზრისით არის უნიკალური ტყვია, ტყუილა ენერგიას არ ხარჯავს, არ გვაქვს საქმე CP-სნაირ სიქაჯერთან, ანუ გახვრიტა გაფრინდა და მსხვერპლი მერე მიხვდება რომ რაცხა ჰიდრავლიკური სისტემა ვერ მუშაობს. ამის მაგალითი წინა გასვლაზე გვქონდა, როდესაც ლისზე ყვავს მოხვდა CP, გაყარა ბუმბულები, მოახერხა თანამეგობრებთან ერთად აფრენა, მაგრამ სადღაც 20-30 მეტრზე მატორი გაუჩერდა და ცეცხლმოკიდებული შმაისერივით ნაწილთან დაერჭო. Norica Killer-ის შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდებოდა, ყვანჩალა ადგილზე დარჩებოდა და იქვე გაფშიკავდა ფეხებს.

მაგრამ გვაქვს წყეული სიტყვა მაგრამ.... თუ ყვანჩალას აღნიშნული ტყვია ფრთაში მოხვდება... ყვანჩალა ვერაფერს ვერ გაიგებს... მისი სქელი ფრთების ბუმბული ტყვიას სხეულამდე არ მიუშვებს!

თუმცა სხეულამდე მისვლისთვის კიდევ რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნება. კერძოდ ჩემი გასწორებული მარადიორით რომელიც ზუსტად 61-62 მეტრზე მაქვს გასწორებული და სამიზნის ჯვარში უტყაპუნებს ტყვიებს ნორიკა საერთოდ ვერ დავინახე სამიზნეში სად მოხვდა. ანუ 60-62 მეტრზე ან იმდენად მაღლა მიდის, ან იმდენად დაბლა რომ 10.5 გრანიანი ტყვიის მიზანზე გასწორებულ ოპტიკაში საერთოდ არ ჩანს. გამოსავალი არსებობს

ამისათვის თოფს ცას უმიზნებ (დღეს ბედად გადასარევი ამინდია და მოწმენდილი ცაა რაც ამ ექსპერიმენტისთვის იდეალურია), და ისვრი ტყვიას ცაში, თან მარადიორი იძლევა საშუალებას კლიპში მორიგეობით ჩააწყო ტყვიები და დააკვირდე პირველი ტყვია მიახლოებით სად მიდის და მეორე სად მიდის. დავინახე მიახლოებით აი ასეთი სურათი:



სურათში რაიმე პროპორციები დაცული არაა, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რომ 310 მეტრით გაფრენილი ტყვია თავისი დაბალი წონის გამო უფრო მალე კარგავს ძალას და ეცემა ძირს, ვიდრე მძიმე ტყვია 270 მეტრ/წამზე. საოცარია მაგრამ ფაქრია. სადღაც 62 მეტრზე ტყვია წავიდა 1-1.2 მეტრით დაბლა, ცოტა არ იყოს და შოკის მომგვრელია.

მაგრამ არის უარესი ამბავიც, ანუ მიზანში სროლა. მე შევეცადე დამეხაზა ტყვიის ტრაექტორია რაც წმინდა ცის ფონზე დავინახე და პირი დამაღებინა:



სამწუხაროდ 2 განზუმილებაში ვერ გადმოგცემთ იმ ენით აუწერელ აკრობატულ ილეთებს რომელსაც ტყვია ჰაერში აკეთებს. ზემოთ-ქვემოთ, გვერდებზე, ბორცვაკებზე სირბილი, უცებ მარჯვნივ, უცებ მარცხნივ, მერე ძირს, მერე ზემოთ.... თან საუბარი არაა 1-2 სანტიმეტრზე, მთელი ოპტიკის მილის დიამეტრზე ხედავ რომ ტყვია ოპტიკის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მიდის, თან ზემოთ ქვემოთ მოძრაობს. რამდენი მილიანი გადახრები გამოდის, მიჭირს ვთქვა, პირადად საერთოდ მიკვირს, როგორ მოვახერხე 62 მეტრზე თუნდაც იმ 1 მეტრით ქვევით ტყვიის მოხვედრა. არ ვიცი ან ცოტა ტყვია მაქვს ნანახი ცხოვრებაში, ან ეს მართლაც უნიკალური ტყვიაა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ტყვია ფარულ მანევრებს აკეთებს რომ მსხვერპლი მოატყუოს და ჩუმად მიეპაროს უკნიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. არ ვიცი ასეთი ტყვიით თქვენ თუ რაიმეს მოარტყავთ.... თუმცა თუ მოარტყავთ გარანტირებულად ადგილზე დატოვებთ smile.gif

კარგი მოდი დავაჯამოთ:

ტყვია ძალიან მსუბუქია
არასტაბილური წონაა ტყვიიდან ტყვიამდე კოლოფში (მერყეობს 6.5 გრამიდან 7.4 გრანამდე, ძირითადი მასა ამოდის 6.8-7 გრანი)
ტყვია იაფია
ტყვია მაღალ სიჩქარეებზე მიფრინავს
მალე კარგავს სიჩქარეს და ტრაექტორიას
აქვს ექსპანსიურობის ეფექტი, მაგრამ არა ისეთი როგორიც ერთი შეხედვით უნდა ჰქონდეს
აქვს დაბალი შეღწევადობა (ერთის მხრივ კარგია, მეორემხრივ ცუდია)
მიზანში სროლა შეუძლებელია
ფრენისას სპეციფიკური ფორმის გამო ტყვია ჰაერში აკრობატულ ილეთებს აკეთებს, ეს უნდა ნახოთ საკუთარი თვალით მისი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია

განაჩენი - მძიმეა ასეთი რამის დაწერა, მითუმეტეს რომ ადრე ასეთი დაბოლოება მიმოხილვისთვის არ მიმიცია.

მოკლედ იმედია არ მიწყენენ ესპანელები და ქარავანის მესვეურები, მაგრამ ტყვია არ ღირს და არ ამართლებს თავის 8 ლარს. მე რომ მკითხოთ 1 ლარსაც არ მივცემდი ასეთ ტყვიებში, ზოგიერთ შემთხვევაში უფასოდაც არავის არ უნდა, მაგალითად ჩვენმა ფორუმელმა მომცა ოხრად ტყვიები, სადღაც 100-130 ცალი ზუსტად არ დამითვლია, ტესტირებაში მაქსიმუმ დაიხარჯა 40-50 ტყვია დანარჩენს რა ვუყო არ ვიცი. გადაგდება მენანება (თან ბუნებაც უნდა დააბინძურო), თან დარწმუნებული ვარ ვერასდროს ვერ გამოვიყენებ, და ალბათ მჩუქებელიც არავინ იქნება....

თუმცა გამახსენდა მივცემ ჩემს მეგობარს რომელსაც აქვს იჟ-22-ი მისი ზამბარა მაინც დამჯდარია, თოფი მიზანს მაინც ვერ არტყავს... მოკლედ ხომ გაისვრის და გულს გაახარებს, მერე რა რომ ვერაფერს გაარტყავს ეგ უბედური იჯ-იკო ნორმალური ტყვიებითაც ვერაფერს არტყავს...

მოკლედ თუ ფული გადასაგდები გაქვთ ან ფორმის გულისთვის გსურთ რომ ტყვია კოლექცაში გქონდეს მაშინ შეიძინეთ აღნიშნული ტყვიები, ხოლო თუ ნორმალური სროლა, ან ნადირობა გინდათ ტყუილა გადაყრით ფულს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
3 გვერდი V  < 1 2 3  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (40 - 59)
norica_dragon
პოსტი Mar 4 2010, 03:49 PM
პოსტი #41


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



კაი მაშინ ეგ უეჯინები სად ვიყიდო?? biggrin.gif
მოსკოვში სად ვიყიდო ვაფშე კაი ტყვიები არ იცით?? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Mar 4 2010, 04:05 PM
პოსტი #42


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



norica_dragon
ამაზონზე wink.gif
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 4 2010, 05:54 PM
პოსტი #43


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 4th March 2010 - 04:08 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ ეუჯინები მინდა

ეგეც 5 ცალი თუ მთელი კოლოფი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Mar 4 2010, 06:19 PM
პოსტი #44


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
5 ცალს შენ გამოგართმევ, ვიცი რომ მოგრჩა smile.gif. მთელი კოლოფი მინდა :ჭუხბახბუხ:

ხო შეცდომაში შევიყვანე ზოგიერთები "ეუჯინი" კიარა "ეუნჯინი" მე სორი sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Mar 16 2010, 12:03 AM
პოსტი #45


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



მეც ეგ KILLEრI თუ რაცაა რუსული პნევმოსთვის ვიყიდე მერე ნიტროთI ვცადე 30 მეტრამდე ასე თუ ისე რაგაცას გავარტყი მერე კიდევ სად მიფრინავს ღმერთმა იცის.ისე ახლო მანძილიდან ულტრა მაგნუმსა და ჰოლოუ პოინტზე მეტად შევიდა 4 -მმ იან ფიცარში ზოგ სჰემტხვევაში სკვაზნოიზეც გავიდა და რავი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Sep 12 2011, 06:03 PM
პოსტი #46


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ესეიგი დღეც ვიყიდე ეგ ქილერები ინტერესის გამო.არსად არიყო დარჩენილი და ბოლოს გლდანში ვნახე მაღაზია ამაზონში.ას-ას ცალობით ქონდათ დაფასოებული (რატო არვიცი ისედაც იაფი ღირს) 3-ლარი მივეცი 100 ცალში.შორ მანძილზე ჯერ არ გამიტესტავს.პატარა ცდა ჩავატარე სახლში.ავიღე 2-სანტიმეტრიანი ფიცარი დავდე პლასმასის ვედროზე და ჩავაფინე შიგ ნაჭერი რომ ტყვია არ დამეკარგა და მენეხა როგორ გამოვიდოდა გარეთ(ან თუ გამოვიდოდა საერთოდ)ვესროლე ერთი მეტრიდან და ფიცარი კიარა ვედროც კინაღამ გამიხვრიტა.გარეთ გამივიდა დაჭეჭყილი ანუ არ გადაშლილა ტყვია მკვრივ სხეულთან შეჯახებისას.მერე ვესროლე პლასტელინს და ტყვია ვარდივით გადაიფურჩქნა.ესეიგი კბილებს შლის როცა რბილ სხეულში ხვდება.ანუ ფრინველს თუ მოხვდა კორპუსში უეჭველი ინფაქტია და თუ ფეხში მოხვდა გადახერხავს ალბათ biggrin.gif ახლა მაინტერესებს მანძილი და მალე გავტესტავ.იქნებ ჩემს ფიშტოს მოეწონოს.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Sep 12 2011, 07:40 PM
პოსტი #47


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



ეგ ტყვიები ექსპანსიურობით ალბათ ყველა სხვა დანარჩენი ტყვიისაგან განსხვავდება მაგრამ კიდევ გიმეორებ მტავრია რა მანძილზე აქვს ასე თუ ისე მიზანში მიატანა ამ ტყვიას არ ვიცი მე როგორც მახსოვს ჩემი ნიტროთი 20 მეტრზე აუცდენლად ვყრიდი ჩიტუნებს და გვრიტებს თან შანსი არ რჩებოდათ გაქცევის.რაგრამ აი ფასი რარაცაა მეძვირება მე როგორცმახსოვს 8 ლარად შევიძინე 500ცალი ქარავანში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Sep 12 2011, 07:45 PM
პოსტი #48


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ეს თემა რატომღაც ავთოს ეხებოდა მეგონა biggrin.gif


რაც შეეხება ექსპანსიურობას, პლასტელინი უფრო დიდი ზინაღობის არის, ვიდრე საშუალო ფრინველის სხეული, ამიტომ მთლად დირაკოლი არ იქნება, მაგრამ სუპერ ექსპანსიური ეფექტი მაინც ვერ ექნება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Sep 12 2011, 07:59 PM
პოსტი #49


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



Davitus
გისროლია მაგ ტყვიით დავიტ?მე მისროლია და ბარაკუდა ჰანტერზე ბევრად ექსპანსიურია ოღონდ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ბარაკუდათი ნადირობა 50ზე მეტ დისტანციაზე შეიძლება ხოლო ამ ტყვიით ეგ შეუძლებელია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Sep 12 2011, 08:40 PM
პოსტი #50


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



kaka8079

ნასროლი ფრიბველი გაყინე, მერე საგიტალური კვეთა გაუკეთე ტყვიიისშესვლის ადგილას და მერე მიმტკიცე, ისე მხოლოდ ვარაუდებია, 1-2 ჩიტს რომ გასკვანჩავს და ეგრევე აგდებს, ეგ სუპერექსპანსიურობაზე არ მეტყველებს wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Sep 12 2011, 09:57 PM
პოსტი #51


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



Davitus
შენ წარმოიდგინე 2 კოლოფი ვისროლე ეს ტყვია და რამდენი მომინადირებია ასე ვტქვათ,სულ ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ ტყვიის მოხვედრის ხმით მივხვდებიტ თუ რამდენად ექსპანსიურია ტყვია და შენ როგორც მონადირეს ეგ არ შეგეშლება,აბა როდესაც cp ხვდება ჩიტუნას რაღაცა ყრუ ხხმა ისმის მეტი არაფერი,აბა ესროლე იგივე მანძილიდან ბარაკუდა ჰანტერი ბევრად დიდ ხმას გაიგებ მოხვედრისას,ნორიკა კილერის ხმა კი ბარაკუდას ხმას ბევრად ცილდება ფაქტიურად აფეთქების ხმას მოგამონებს და ეს ალბათ იმიტომ რომ კილლერი,ჰანტერისგან განსხვავებით ბევრად მსუბუქია და თავისთავად უფრო დიდი სიჩქარით მიფრინავს და თავისი ფორმის წყალობით ამ სიჩქარეზე ბევრად მეტად დეფორმირდება ვიდრე ჰანთერი,მიუხედავად ამ ყველაფრისა ჰანტერს მე ვანიჭებ დიდ უპირატესობას ფრინველსე სანადიროდ ასე რომ ახალბედებმა არამც და არ გაიფიქროთ ნორიკა კილლერის შეძენა სანადიროთ და საერთოდ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Sep 13 2011, 01:57 AM
პოსტი #52


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ისე ეგ ტყვია რომ დამძიმდეს მგონი კარგ შედეგს მოგვცემს.მე ვამძიმებდი ძველ რუსულ კალპაჩოკებს 0-ნომერი საფანტით,შიგ ვაგნისავდი და შედეგი კარგი ქონდა.ამაზეც მინდა ეს ცდა ჩავატარო იქნებ გაამართლოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Sep 13 2011, 02:27 PM
პოსტი #53


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ესეიგი დღეს წავიექსპერიმენტე პატარა.ავიღე 5-ნომერი საქანტი და ჩავტენე ქილერში.დავდე პლასტელინი და ზემოდან კარტოფილი.ანუ ჯერ მოხვდებოდა კარტოფილს და ტყვია შერჩებოდა პლასტელინში.გასროლისას კართოფილი გასკდა ნაწილაკებად,ტყვია კი შემდეგნაირად მოიქცა: მოხვედრისას გაშალა კბილები და მერე ტყვიის შუაგულიდან გამოვარდა საფანტი და მათი გზები გაიყო ორად,პლასტელინზე ჩანსsmile.gif ესეიგი ქილერი გადაიქცა ბიგ-ქილერად,ანუ ფრინველს რომ მოხვდეს კუჭში ტყვია საფანტი დაუხვრიტავს ელენთას biggrin.gif ხოლო როცა საფანტი ერთჯერადი წეპოთი ჩავაწეპე აღარ გავოვარდა და ტყვიაში დარჩა.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Sep 13 2011, 02:36 PM
პოსტი #54


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



sekurifa
ვააა. მაგ ტყვიას დიდი მომავალი აქ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 13 2011, 02:36 PM
პოსტი #55


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ერთი ეგაა რომ ალბათ საერთოდ არაზუსტი გახდება ეგ "გიბრიდი"
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Sep 13 2011, 02:36 PM
პოსტი #56


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



gregory
ათ მეტრამდე ჩასაფრებით სანადიროდ გამოდგება ბატონო გრიგოლ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 13 2011, 02:42 PM
პოსტი #57


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(jjjjkki @ 13th September 2011 - 03:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
gregory
ათ მეტრამდე ჩასაფრებით სანადიროდ გამოდგება ბატონო გრიგოლ.

10 მეტრზე ჩასაფრებით რაზე ნადირობ? მაგას ჯობს მშვილდისარი ან შურდული იხმარო ჩმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 13 2011, 02:46 PM
პოსტი #58


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
თხოვნა მაქვს, შენთან. ამ სურათების ლინკს ერთ აბზაცად ანუ ერთ ხაზად ნუ მიაყრი ხოლმე....

თორემ სანამ სურათები იხსნება, პოსტი არის ხოლმე სიგრძე სიგანეში გასული, მერე ფორუმის ბირთვი ჩალიჩიბს ზომებში მოყვანაზე... მოდი ნუ დაიზარებ და ყოველი ახალი სურათის ბმული ახალ სტრიქონზე, ახალ აბზაცზე, ახალ ხაზზე დააგდე და ნუ მიაყოლებ ერთი მეორეს, ოკ?


ახლა რაც შეეხება ხეს პლასტენილს რეალურ ცხოველს და ხორცს....

ხალხნო გთხოვთ გაითვალისიწნოთ ხე რამსისქეც რა მასალისგანაც არ უნდა იყოს არ არის სხეულის ვარიანის გამთამაშებელი. სხეული გინდა ცხოველის, გინდა ფრინველის უმეტესწილად შედგება სითხისგან, სითხე კი როგორც ვიცით არ იკუმშება (ნუ ის მინიმალური შეკუმშვა რაც აქვს პრაქტიკულად უგულველსაყოფია). ხე რაც არ უნდა მკვრივი იყოს, შედგება ისეთი ბოჭკოებისგან რომელიც ნებისმიერ ვარიანტში დეფორმირდება.

აქედან შემდეგი ფიზიკური ვარიანტი... სხეულში მოხვედრისას ტყვიას ყოველთვის მეტი დეფორმაცია ექნება, პლიუს მოხვედრის მერე იწყება ჰიდრო დარტყმა, ფართოვდება ქსოვილები, ტყვიას ირგვლის ძალა აღარ აწვება და დარტყმისგამ მიღებული იმპულსის შედეგად იწყებს დაშლას, შემდეგ დაფლეთილი აგრძელებს გზას და თავისმხრივ სხეულს ფლითავს.

ფიცრის შემთხვევაში (თან ძIრითადად იღებთ ყველა ფიჭვს, ნაძვს და ეგეთ ხეს), ახასიათებს სხვა მოქმედება. ყუვიის მოხვერდისას დეფორმირდება, იწევა ბოჭკოები ზანტად და ტყვიას ირგვლივ მყარ მასად ერტყმის, ყველა მხრიდან, ფიზიკურად არ აძლევს გაშლისა და დახლეჩვის შესაძLებლობას. ამიტომაც ფიცრის შედეგს ვერასდროს ვერ შეადარებთ რეალურ სხეულს.

სხეულის იმიტაცია უფრო შეიძLება პლასტენილით მიიღოთ, მართალია პლასტენილი უფრო მკვრივი მასაა ვიდრე სხეული, მაგრამ საკმაოდ წააგავს და ხის ბოჭკოებისგან განსხვავებით პრაქტიკულად სხეულის თვისებები ახასიათებს, ანუ ჰიდრო დარტყმის ხვრელი, გვერდზე გაწევს, არ იკუმშება და ასე შემდეგ.

რა ტქმა უნდა ყველაზე კარგი შედეგი მიირება ბალისტიკური გელით, მაგრამ არ გვაქვს ეგ შობელძაღლი. სხვატაშორის არანაკლებად მიახლოებულ შედეგებს იძლევა თხელი საძერწი თიხაც, ოღონდ ჩვეულებრივ თიხას ნუ ეცემით, ჩვენთან ეგეთი რამ არც მინახია და ძვირიც ღირს. იდეაში ძალიან დოყლაპის სუბსტანციაა უბრალოდ ფორმას ინარჩუნებს, როგორც წესი კუბიკის ან ბურთის ფორმას აძლევენ ხოლმე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Sep 13 2011, 03:07 PM
პოსტი #59


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



gregory
არის ხოლმე ბატონო გრიგოლ მსგავსი ვარიანტები. მე უმეტესად ეგრე მიწევს ხოლმე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Sep 13 2011, 03:58 PM
პოსტი #60


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(jjjjkki @ Sep 13 2011, 03:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
gregory
ათ მეტრამდე ჩასაფრებით სანადიროდ გამოდგება ბატონო გრიგოლ.

10 მეტრში დამძიმება არ ჭირდება ამ ტყვიას.მაგ მანძილზე სიზუსტე დიდი აქვს.ტყვია ტყვიაში მიდის.ახლა ქარია და შორს ვერ ვისვრი რომ გავტესტო.ისე იჟ-61-ს მგონი მოეწონება ეგ ტყვია რადგან მჩატეა და თოფიც არც ისე ძლიერია რომ აფარფატოს ჰაერში. 30-40 მეტრში თუ მომცა კარგი შედეგი კმაყოფილი ვიქნები რადგან მე ნადირობისას მაგ მანძილზე მიწევს უმეტესად სროლა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V  < 1 2 3
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 10:41 AM
Hosted by Pro-Service