ელექტროშოკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ელექტროშოკი |
Oct 24 2014, 11:58 AM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 0 რეგისტრ.: 19-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,895 ქალაქი:თბილისი |
მეგობრებო, მაინტერესებს, საქართველოში ელექტროშოკის ტარება აკრძალულია თუ არა? წავიკითხე ,,იარაღის შესახებ" კანონი, საიდანაც მივიღე შემდეგი ინფორმაცია: მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები 2. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; მუხლი 5. თავდაცვის იარაღი 1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. 2. თავდაცვის იარაღის სახეებია: დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. ხოლო ტარების შეზღუდვაში ელექტროშოკი მოხსენიებული არ არის. მივწერე შინაგან საქმეთა სამინისტროს: ,,,გამარჯობა, ვაპირებ ელექტროშოკის შეძენას თავდაცვის მიზნით. წავიკითხე საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, სადაც აღნიშნული ტიპის იარაღი განეკუთვნება თავდაცვითი ტიპის იარაღს და მისი შენახვა შესაძლებელია. მაინტერესებს, ყიდვის შემდეგ სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში მისი დარეგისტრირებგა და მექნება თუ არა ტარების უფლება. გმადლობთ" პასუხი: მოგესალმებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომსახურების სააგენტოს: 2 41 91 91 პატივისცემით, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იმავე კითხვით მივმართე მომსახურების სააგენტოს პასუხი: მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ ელექტროშოკის რეგისტრაცია ან/და შეძენაზე ნებართვა არ გაიცემა ვუთხარი, რომ ეგ გასაგებია, რომ ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ტარების უფლება თუ მაქვს-მეთქი და აღარ მიპასუხეს. ვინმემ ზუსტად იცით შეიძლება თუ არა ტარება?
| |
> |
|
|
Oct 24 2014, 12:39 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
t0rnike შეიძლება გითხრან რომ დაშვებულია და პატრული რო გაგაჩერებს რაღაცა კანონს აგაფარებენ რომელიც ორი დღის მერეა მიღებული და წინა კანონს აბათილებს და გაგშტრაფავენმაინც. ჯობია იკაჩავო და მუშტების იმედზე იყო
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:14 PM |
Hosted by Pro-Service |