გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Norica Killer, ვავა ეს რა დავინახე
ja_ja
პოსტი Feb 28 2010, 12:38 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკელდ ტყვია არის რაცხა საინტერესო, ნუ ენით აუწერელი საინტერესო biggrin.gif

ტყვიები მომცა გასასინჯად ჩვენმა ფორუმელმა norica_dragon-მა, რომელმაც აღნიშული ტყვიები შეიძინა თავისი ახალი თოფისთვის მაღაზიაში "ქარავანი"

რამდენადაც ვიცი კოლოფი დაჯდა 8 ლარი, სამწუხაროდ არ მახსოვს რაოდენობა, წესით მწარმოებლის საიტის მიხედვით კოლოფში 500 ცალი უნდა იყოს.

ჯერ გაცნობისთვის საუბარია აი ამ ტყვიებზე



დიდი მიმოხილვა ამ ტყვიაზე არ გვექნება biggrin.gif მოკლე განაჩენი იქნება, რეალში ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



საკმაოდ კარგი ფორმა აქვს, ბევრს ნერწყვებიც კი წამოუვა, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ ტყვიის კედლები ძალიან, ძალიან თხელია, JSB-ს რბილი ლითონი ამასთან შედარებით ფოლადია. მაგრამ ამას თავისი პლიუსიც უნდა ჰქონდეს, კერძოდ იოლად უნდე დეფორმირდებოდეს რაც მის სასიკვდილო შესაძლებლობებს ზრდის.

სამწუხაროდ ტყვიას აქვს ძალიან პატარა წონა, კროსმან-ის მსუბუქი ტყვია თუ იწონის 7.9 გრანს და ითვლება ერთერთ ყველაზე მსუბუქ ტყვიად, ეს ჩვენი დღევანდელი კანდიდატი საშუალოდ იწონის 6.8-7 გრანს, ესეც დამადასტურებელი საბუთი.



ავტომატურად გასაგები ხდება რომ ამ ტყვიას დიდ მანძილზე სწორხაზოვნად გაფრენის პრაქტიკულად არანაირი შანსი არა აქვს. მაგრამ ამაზე ცოოტა მოგვიანებით. მანამდე რაც შეეხება შეღწევადობას და სიჩქარეს.

ტყვია ჩემი მარადიორიდან გაფრინდა 305-310 მეტრ წამით (ჩემი თოფი მძიმე 10.5 გრანიან ტყვიაზეა დარეგულირებული 270 მეტრ წამით სასროლად), ნუ წესით 310 მეტრ წამი საშუალოდ 7 გრანზე გვაძლევს 21.8 ჯოულს, არც თუ ისე ცოტაა ჩვენში რომ დარჩეს. წესით შეიძლება მარადიორის ისე დარეგულირება რომ სიჩქარე საერთოდ ზებგერითი გახდეს, მაგრამ ამ მსუბუქ ტყვიას ეგ ნამდვილად არანაირად არ მოუხდება.

შემდეგი იყო გამჭოლი ჭრილობის თუ რავიცი რა დავარქვა, შეღწევადობის ტესტი, ჩემს დახვრეტილ გაზეტების გროვაში ძლივს ვნახე ერთი შედარებით მთელი კუთხე და წავიდა ბახა-ბუხი, ამოღებული ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



დაჭყლეტილი აშკარად არის, დეფორმირებულია, მაგრამ რაიმე გახსნაზე და სუპერ გადაფურჩქნაზე საუბარი არაა. არ ვიცი რატომ არ გაიშალა თავი, ვერ ვხვდები, წესით ფორმა სპეციალურად მაგისთვის აქვს, მაგრამ.... რავიცი რავიცი...

სამაგიეროდ საინტერესოა შეღწევადობა. ტყვიას აქვს ძალიან მინმალური შეღწევადობა, ნუ გაზეთების მიხედვით თუ დავთვლით სადღაც 4-5 სიტყვა და საქმე, ეს ყველაზე მინიმალური შეღწევადობაა რაც მე მინახავს ყველაზე რბილი ტყვიაც კი მინიმუმ 10 გაზეთს ხვრიტავს. მაგრამ თუ გახვრეტობანას არ გავეკიდებით ეს მინიმალური შეღწევადობა რეალურად ნიშნავს შემდეგს

შევიდა ტყვია სხეულში 2-3 სანტიმეტრზე (ჩიტების შემთხვევაში - მტრედი, ყვავზე- ნიშნავს შიგნეულობას მიაღწია და გაჩერდა) და მთელს ენერგიას მსხვერპლს გადასცემს, შედეგი მხოლოდ ერთია, ადგილზე ინფაქტი და ხე იქნება კორპუსი თუ სხვა საჯდომი ადგილი იქედან იმ პოზაშივე გადმოვარდნა რა პოზაშიც აღნიშნულ საჯრომზე იჯდა ჩვენი მსხვერპლი.

ანუ სანადირო თვალსაზრისით არის უნიკალური ტყვია, ტყუილა ენერგიას არ ხარჯავს, არ გვაქვს საქმე CP-სნაირ სიქაჯერთან, ანუ გახვრიტა გაფრინდა და მსხვერპლი მერე მიხვდება რომ რაცხა ჰიდრავლიკური სისტემა ვერ მუშაობს. ამის მაგალითი წინა გასვლაზე გვქონდა, როდესაც ლისზე ყვავს მოხვდა CP, გაყარა ბუმბულები, მოახერხა თანამეგობრებთან ერთად აფრენა, მაგრამ სადღაც 20-30 მეტრზე მატორი გაუჩერდა და ცეცხლმოკიდებული შმაისერივით ნაწილთან დაერჭო. Norica Killer-ის შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდებოდა, ყვანჩალა ადგილზე დარჩებოდა და იქვე გაფშიკავდა ფეხებს.

მაგრამ გვაქვს წყეული სიტყვა მაგრამ.... თუ ყვანჩალას აღნიშნული ტყვია ფრთაში მოხვდება... ყვანჩალა ვერაფერს ვერ გაიგებს... მისი სქელი ფრთების ბუმბული ტყვიას სხეულამდე არ მიუშვებს!

თუმცა სხეულამდე მისვლისთვის კიდევ რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნება. კერძოდ ჩემი გასწორებული მარადიორით რომელიც ზუსტად 61-62 მეტრზე მაქვს გასწორებული და სამიზნის ჯვარში უტყაპუნებს ტყვიებს ნორიკა საერთოდ ვერ დავინახე სამიზნეში სად მოხვდა. ანუ 60-62 მეტრზე ან იმდენად მაღლა მიდის, ან იმდენად დაბლა რომ 10.5 გრანიანი ტყვიის მიზანზე გასწორებულ ოპტიკაში საერთოდ არ ჩანს. გამოსავალი არსებობს

ამისათვის თოფს ცას უმიზნებ (დღეს ბედად გადასარევი ამინდია და მოწმენდილი ცაა რაც ამ ექსპერიმენტისთვის იდეალურია), და ისვრი ტყვიას ცაში, თან მარადიორი იძლევა საშუალებას კლიპში მორიგეობით ჩააწყო ტყვიები და დააკვირდე პირველი ტყვია მიახლოებით სად მიდის და მეორე სად მიდის. დავინახე მიახლოებით აი ასეთი სურათი:



სურათში რაიმე პროპორციები დაცული არაა, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რომ 310 მეტრით გაფრენილი ტყვია თავისი დაბალი წონის გამო უფრო მალე კარგავს ძალას და ეცემა ძირს, ვიდრე მძიმე ტყვია 270 მეტრ/წამზე. საოცარია მაგრამ ფაქრია. სადღაც 62 მეტრზე ტყვია წავიდა 1-1.2 მეტრით დაბლა, ცოტა არ იყოს და შოკის მომგვრელია.

მაგრამ არის უარესი ამბავიც, ანუ მიზანში სროლა. მე შევეცადე დამეხაზა ტყვიის ტრაექტორია რაც წმინდა ცის ფონზე დავინახე და პირი დამაღებინა:



სამწუხაროდ 2 განზუმილებაში ვერ გადმოგცემთ იმ ენით აუწერელ აკრობატულ ილეთებს რომელსაც ტყვია ჰაერში აკეთებს. ზემოთ-ქვემოთ, გვერდებზე, ბორცვაკებზე სირბილი, უცებ მარჯვნივ, უცებ მარცხნივ, მერე ძირს, მერე ზემოთ.... თან საუბარი არაა 1-2 სანტიმეტრზე, მთელი ოპტიკის მილის დიამეტრზე ხედავ რომ ტყვია ოპტიკის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მიდის, თან ზემოთ ქვემოთ მოძრაობს. რამდენი მილიანი გადახრები გამოდის, მიჭირს ვთქვა, პირადად საერთოდ მიკვირს, როგორ მოვახერხე 62 მეტრზე თუნდაც იმ 1 მეტრით ქვევით ტყვიის მოხვედრა. არ ვიცი ან ცოტა ტყვია მაქვს ნანახი ცხოვრებაში, ან ეს მართლაც უნიკალური ტყვიაა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ტყვია ფარულ მანევრებს აკეთებს რომ მსხვერპლი მოატყუოს და ჩუმად მიეპაროს უკნიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. არ ვიცი ასეთი ტყვიით თქვენ თუ რაიმეს მოარტყავთ.... თუმცა თუ მოარტყავთ გარანტირებულად ადგილზე დატოვებთ smile.gif

კარგი მოდი დავაჯამოთ:

ტყვია ძალიან მსუბუქია
არასტაბილური წონაა ტყვიიდან ტყვიამდე კოლოფში (მერყეობს 6.5 გრამიდან 7.4 გრანამდე, ძირითადი მასა ამოდის 6.8-7 გრანი)
ტყვია იაფია
ტყვია მაღალ სიჩქარეებზე მიფრინავს
მალე კარგავს სიჩქარეს და ტრაექტორიას
აქვს ექსპანსიურობის ეფექტი, მაგრამ არა ისეთი როგორიც ერთი შეხედვით უნდა ჰქონდეს
აქვს დაბალი შეღწევადობა (ერთის მხრივ კარგია, მეორემხრივ ცუდია)
მიზანში სროლა შეუძლებელია
ფრენისას სპეციფიკური ფორმის გამო ტყვია ჰაერში აკრობატულ ილეთებს აკეთებს, ეს უნდა ნახოთ საკუთარი თვალით მისი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია

განაჩენი - მძიმეა ასეთი რამის დაწერა, მითუმეტეს რომ ადრე ასეთი დაბოლოება მიმოხილვისთვის არ მიმიცია.

მოკლედ იმედია არ მიწყენენ ესპანელები და ქარავანის მესვეურები, მაგრამ ტყვია არ ღირს და არ ამართლებს თავის 8 ლარს. მე რომ მკითხოთ 1 ლარსაც არ მივცემდი ასეთ ტყვიებში, ზოგიერთ შემთხვევაში უფასოდაც არავის არ უნდა, მაგალითად ჩვენმა ფორუმელმა მომცა ოხრად ტყვიები, სადღაც 100-130 ცალი ზუსტად არ დამითვლია, ტესტირებაში მაქსიმუმ დაიხარჯა 40-50 ტყვია დანარჩენს რა ვუყო არ ვიცი. გადაგდება მენანება (თან ბუნებაც უნდა დააბინძურო), თან დარწმუნებული ვარ ვერასდროს ვერ გამოვიყენებ, და ალბათ მჩუქებელიც არავინ იქნება....

თუმცა გამახსენდა მივცემ ჩემს მეგობარს რომელსაც აქვს იჟ-22-ი მისი ზამბარა მაინც დამჯდარია, თოფი მიზანს მაინც ვერ არტყავს... მოკლედ ხომ გაისვრის და გულს გაახარებს, მერე რა რომ ვერაფერს გაარტყავს ეგ უბედური იჯ-იკო ნორმალური ტყვიებითაც ვერაფერს არტყავს...

მოკლედ თუ ფული გადასაგდები გაქვთ ან ფორმის გულისთვის გსურთ რომ ტყვია კოლექცაში გქონდეს მაშინ შეიძინეთ აღნიშნული ტყვიები, ხოლო თუ ნორმალური სროლა, ან ნადირობა გინდათ ტყუილა გადაყრით ფულს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Feb 28 2010, 01:42 PM
პოსტი #2


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



მდაა, ალბათ ამ ტყვიებს ქატრხანაში სპეციალურად წვრთნიან, რათა მტერს უკნიდან მიეპაროს და ნინძასავით მოკლას...


მარა ამ ტრაექტორიის მიზეზი მე მაინც სიჩქარე მგინია. ვინმემ ცადეთ დაბალ სიჩქარეზე მისი გასროპლა, ან შენ თვითონვე სცადე დამჯდარ ჰაერზე გაისროლე ან რამე და თუ დაბალი სიჩქარით კარგი ტრაექტორია ექნება, ზნაჩიტ მართლა სიჩქარის ბრალი იქნება. იმ მოვლენას ვგულისხმობ, ბგერის სიჩქარესთან მიახლოვებულ ტყვიებს, ატრასწორი აეროდუინამიული ფორმის გამო გარშემორტყმული ჰაერის ნაკადები უფრო სწრაფად რომ მოძრაობს (ანუ ბგერის სიჩქარეს აჭარბებს.) და ტყვიის დესტაბილიზაციას იწვევს...

რა იცი ჯაჯა, შეიძლება შედარებით სუსტი თოფისთვის ძალიან მაგარი სანადირო ტყვია იყოს...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Feb 28 2010, 07:34 PM
პოსტი #3


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(ja_ja @ 28th February 2010 - 01:38 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შევიდა ტყვია სხეულში 2-3 სანტიმეტრზე (ჩიტების შემთხვევაში - მტრედი, ყვავზე- ნიშნავს შიგნეულობას მიაღწია და გაჩერდა) და მთელს ენერგიას მსხვერპს გადასცემს, შედეგი მხოლოდ ერთია, ადგილზე ინფაქტი და ხე იქნება კორპუსი თუ სხვა საცდომი ადგილი იქედან იმ პოზაშივე გადმოვარდნა რა პოზაშიც აღნიშნულ საჯრომზე იჯდა ჩვენი მსხვერპლი.

ამ ტყვიებს ვისვრი 6 დღეა.ყუთში 500 ცალია. სულ მოვხსენი 3 ქედანი. აქედან მხოლოდ ერთი დარჩა ადგილზე.
დანარჩენ ორს დაჭირდა კანტროლკა.მაგრამ იქამდე იფრინეს ასე 30 მეტრი.ასერომ მხოლოდ ჰოლოვ პოინტი ტოვებს ადგილზე.ისიც გააჩნია
რა ფრინველს ესვრით.ჩემი დასკვნით ტყვიები არის სანადიროდ მხოლოდ 30 მეტრის რადიუსში.იაფი ვარიანტია მაგრამმ არვარგა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 28 2010, 07:57 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



foxi
ნუ რავი გინდა ისე თქვი გინდა ასე, სროლა მაგ ტყვიებით ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

განაჩენი უკვე 2-მა კაცმა ერთი და იგივე გამოვუტანეთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Feb 28 2010, 08:00 PM
პოსტი #5


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(ja_ja @ 28th February 2010 - 08:57 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
განაჩენი უკვე 2-მა კაცმა ერთი და იგივე გამოვუტანეთ.

ორმა და მერე რა ორმა? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Feb 28 2010, 08:44 PM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ja_ja
ეგეთი საშინელი ტრაეკტორია ტყვიის თავზე წამოწეული ბუსუსების ბრალია, ვარსკვლავებივით რომ არის,

იდეაში მწარმოებელს უნდოდა ექსპანსიური ტყვიის გაკეთება, როგორიც არის გლუევბში ჰექსოლიტი, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ როცა ტყვიას არა აქვს გარსედინი (წვეთის) ფორმა, ის გათვლიალია იმაზე, რომ თავისი სწორი ან ჩაღრმავებული ზედაპირით უნდა შეჭირხნოს ჰაერის დიდი მოცულობა,

ეს დიდი შეჭირხნული მოცულობის ჰაერი კი იმ ღარებში იპარება, და ეს გაპარვა არაპროპორციულად ხდება, ამიტომ ეს ყველაფერი ტყვიის დესტაბილიზაციას ახდენს, და შესაბამისად ვხედავთ ჩვენთვის გამოუსადეგარ ქაოტურ ტრაეკტორიას...

დას ისტ მაინე უბიჟდენიე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Feb 28 2010, 10:41 PM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(ja_ja @ Feb 28 2010, 01:38 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ სანადირო თვალსაზრისით არის უნიკალური ტყვია,

აი ეს რომ წავიკითხე... ვიფიქრე რა მოუვიდა ამას რატო წერს მეთქი biggrin.gif მარა აი შემდეგ ქვემოთ რომ გავაგრძელე კითხვა ისევ დავრწმუნდი შენს კომპედენტურობაში i-m_so_happy.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Feb 28 2010, 11:54 PM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვინც 8 ლარი ტყუილად გადაყარა, რაღა თქმა უნდა აქ ფულზე არ არის ლაპარაკი, გახსნისთანავე მივხვდი რომ ჩემი შენაძენი არაფერში გამომადგებოდა. მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ასეთი საქონელი რატომ ჩამოაქვთ საქართველოში, ვითომ ასეთი ბანძები ვართ რომ ვერაფერს გავიგებთ ხარისხის შესახებ? თუ ესპანელები მაგით კმაყოფილები არიან, ღმერთმა გაუმარჯოთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Mar 1 2010, 12:49 AM
პოსტი #9


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(soxa @ Mar 1 2010, 12:54 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვინც 8 ლარი ტყუილად გადაყარა, რაღა თქმა უნდა აქ ფულზე არ არის ლაპარაკი, გახსნისთანავე მივხვდი რომ ჩემი შენაძენი არაფერში გამომადგებოდა. მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ასეთი საქონელი რატომ ჩამოაქვთ საქართველოში, ვითომ ასეთი ბანძები ვართ რომ ვერაფერს გავიგებთ ხარისხის შესახებ? თუ ესპანელები მაგით კმაყოფილები არიან, ღმერთმა გაუმარჯოთ smile.gif

იმიტომ ჩამოაქვთ რომ თვითონაც აზრზე არ არიან და + მოსახლეობის ნაზევარზე მეტი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Mar 1 2010, 12:50 AM
პოსტი #10


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(nihontoman @ Feb 28 2010, 02:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მდაა, ალბათ ამ ტყვიებს ქატრხანაში სპეციალურად წვრთნიან, რათა მტერს უკნიდან მიეპაროს და ნინძასავით მოკლას...


მარა ამ ტრაექტორიის მიზეზი მე მაინც სიჩქარე მგინია. ვინმემ ცადეთ დაბალ სიჩქარეზე მისი გასროპლა, ან შენ თვითონვე სცადე დამჯდარ ჰაერზე გაისროლე ან რამე და თუ დაბალი სიჩქარით კარგი ტრაექტორია ექნება, ზნაჩიტ მართლა სიჩქარის ბრალი იქნება. იმ მოვლენას ვგულისხმობ, ბგერის სიჩქარესთან მიახლოვებულ ტყვიებს, ატრასწორი აეროდუინამიული ფორმის გამო გარშემორტყმული ჰაერის ნაკადები უფრო სწრაფად რომ მოძრაობს (ანუ ბგერის სიჩქარეს აჭარბებს.) და ტყვიის დესტაბილიზაციას იწვევს...

რა იცი ჯაჯა, შეიძლება შედარებით სუსტი თოფისთვის ძალიან მაგარი სანადირო ტყვია იყოს...

ნინჰო მაშინ გამოდის იჟიდან უნდა ისროლო რა biggrin.gif მაგას ნებისმიერი ფიშტო (რაც ფორუმელებს აქვთ) მაღალი სიჩქარით ისვრის თუნდაც ფანტომი, სტოგერი, ნიტრო და ა.შ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 1 2010, 08:05 AM
პოსტი #11


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



Der Rote Baron
აბა მე ეგ არ ვთქვი, მარა ეს "თუნდაც ფანტომი, შტოგერი, ნიტრო და ა.შ." ხელწამოსაკრავი სიმძლავრე არცერთს არააქ. ჰაჰა, შტოგერ X5 იყოს უფრო სუსუტი, თოტრრე დანარჩენი ნმაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ებია, შენ კიდე დაამცირე მოკლედ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 1 2010, 09:41 AM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



soxa
ციტატა(lasha_74 @ 1st March 2010 - 12:54 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვინც 8 ლარი ტყუილად გადაყარა, რაღა თქმა უნდა აქ ფულზე არ არის ლაპარაკი, გახსნისთანავე მივხვდი რომ ჩემი შენაძენი არაფერში გამომადგებოდა. მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ასეთი საქონელი რატომ ჩამოაქვთ საქართველოში, ვითომ ასეთი ბანძები ვართ რომ ვერაფერს გავიგებთ ხარისხის შესახებ? თუ ესპანელები მაგით კმაყოფილები არიან, ღმერთმა გაუმარჯოთ

შენ დისკოსთვის იყიდე???

დისკოს მაგაზე გული აერეოდა biggrin.gif, საქართველოში კი ჩამოაქვთ ბევრი მიზეზით:

1) რავარც ბარონამ თქვა თვითონაც არ იციან რა ჩამოაქვთ
2) თვითონ გამყიდველი აღფრთოვანებულია რომ უცხოური და ასეთი ლამაზი საქონელი აქვს
3) მსყიდველების უმიტესობა გაგებაში არაა როგორ ისვრის პნევმო და საერთოდ რა კალიბრის აქვს
4) მყიდველი რომ ხედავს უცხოურია და სუფთაა პირველივე ვარიანტზე ხელი უცდება, მერე კი ხვდება რომ მიქარა, მაგრამ მაღაზიამ უკვე იხეირა
5) მწარმოებელიც აზრზე არაა რას აწარმოებს, დააკოპირა გერმანული საქონელი და რას შტამპავს გაგებაში არაა
6) ოფიციალური წარმოადგენელია და იძულებულია საქონელთან ერთად სახარჯი მასალაც ჩამოიტანოს
7) ერთი კანალი გაჭრეს ასევთქვათ იაფიანი და ურჩევნიათ იმაზე იჯდნენ ვიდრე ახალზე იჩალიჩონ და ძვირიანი შემოიტანონ
8) მყიდველების უმეტესობა იაფიან საქონელს მისდევს, ურჩევნიათ 200 ლარი გადაიხადონ რადგან პნევმატიკა ჩვენთა საბჭოთაკავშირის გამო ისევ რაღაც სათამაშოსთან ასოცირდება, ანუ არ არის ნორმალური იარაღი, არ აქვს ძალა და ვაბშე რა ტილაობაა და საბავში იარაღია, მაგაში ბევრი როგორ უნდა გადაიხადო.


და კიდევ სხვა მრავალი. ნუ რამდენიმე კაცი, მაქსიმუმ 2-3 ათეული აზრზე ვართ მაგრამ დანარჩენი პოტენციური მყიდველები გაგებაში არ არიან. ჰოოდა კაკრაზ დონფხალი ხდება რა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 1 2010, 12:51 PM
პოსტი #13


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან სწორედ ის მერვე პუნქტით აღნიშნული მიზეზია - ეგაა ყველაფრის თავი და თავი...

რო ვამბობ პნევმატიკაზე რამეს და რომ ვთქვა რომ 300 ლარზე მეტი ღირს, ყველა დაცინვას იწყებს. არაა სასველი, რაც არ უნდა უხსნა არ გიჯერებს, უნდა თვითონ გამოსცადოს და ეგ იქნება ერთადერთი გზა გადარწმუნების.....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Mar 1 2010, 06:24 PM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ja_ja
მაგ ნაგავს ჩემს დისკოს როგორ გავაკარებ, რუსულისთვის ვიყიდე გასართობად, იქნებ ჰატსანშიც გამომადგესთქო და რომ გავხსენი კოლოფი ეგრევე გადავიფიქრე, სასწორზე რომ შევყარე ეგრევე იჟისთვის გადავდე. გასართობად იაფი ვარიანტია და მაგარ ვიდზეც დგას გოიმებისთვის biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Mar 1 2010, 07:34 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



არვიცი მე სიამოვნებით გამოვიყენებ ესეთ ტყვიებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Mar 1 2010, 07:34 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ჯაჯა პლასტილინზე ცადე ექსპანსიურობის გაგება კვირის პალიტრა სხვაა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 1 2010, 07:46 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



parna
ციტატა(parna @ 1st March 2010 - 08:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა პლასტილინზე ცადე ექსპანსიურობის გაგება კვირის პალიტრა სხვაა

მაგდენი პლასტენილი არ მაქვს sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Mar 1 2010, 08:01 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ციტატა(ja_ja @ Mar 1 2010, 05:46 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
parna

მაგდენი პლასტენილი არ მაქვს sad.gif


აეგ იქნებოდა საინტერესო pleasantry.gif smile.gif მარა ისე პლასტილიშიც არდეფორმირდება მაინცდამაინც ტყვია პრედატორები და ჰოლოუ პოინტები და დიდი არაფერი არგახსნილა :|მილიმეტრზე მეტ გაგანიერებას ვერმივახწიე ყველაზე ექსპენსიური არის INCE R
ის ტყვიას რომ გაუჭრი თავს ჯვარედინად ისე რომ ჩამოცდეს თავის ხაზს და მერე გადაფურჩქნი ვარდივით მოკლედ ეგ რომ ვესროლე პლასტილინს 5 დირკა დაადოო aggressive.gif pleasantry.gif 4 პატარა და ერთიც შუანაწილმა შუა ნაწილი პირდაპირ მიდის და ხვრიტავს დანარჩენი ოთხი კიდე დიაგონალზე ყველა თავის მხარეს ეგრო ყვავს გაარტყა biggrin.gif იმენა სახე გაეხევა thank_you2.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Mar 1 2010, 11:23 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(nihontoman @ Mar 1 2010, 09:05 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Der Rote Baron
აბა მე ეგ არ ვთქვი, მარა ეს "თუნდაც ფანტომი, შტოგერი, ნიტრო და ა.შ." ხელწამოსაკრავი სიმძლავრე არცერთს არააქ. ჰაჰა, შტოგერ X5 იყოს უფრო სუსუტი, თოტრრე დანარჩენი ნმაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ებია, შენ კიდე დაამცირე მოკლედ...

ვაახ არასწორედ გაიგე რა! მე კი არ დავამცირე მე ის ვიგულსიხმე რო თუნდაც სტოგერით, ფანტომით ან ნიტროთი რო ისროლო მაინც მაღალი სიჩქარით გაისვრის და ისევ ისე ყ...რი ტრაექტორია ექნება მეთქი ტყვიას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Mar 1 2010, 11:26 PM
პოსტი #20


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ყველაზე რეალური ტყვიის გამოცდა ხდება ხორცზე.ესროლეთ ღორის რბილ ხორცს და მიიღებთ ყველაზე რეალურ შედეგს.
რატილაობაა გაზეთები,პლასტელინი,ჟელატინი
.თუ ტესტია ტესტი ესარი.თუარადა მიახლოებულს რააზრიაქ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V   1 2 3 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:18 PM
Hosted by Pro-Service