გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ჰაერზე გადაყვანილი ცო2 პისტოლეტი
hashtala998
პოსტი Aug 4 2020, 03:50 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით!

ჩემი პნევმატური ცო2 -დან გადავიყვანე ჰაერზე. ცო2 ბალონის მოცულობა არ მყოფნის ერთ გასვლაზე რომ ბოლომდე გავისწორო და მიწევს ბევრჯერ დატენვა
საშუალოდ 23 ბარამდე ვტენი (მეტის საშუალებას არ მაძლევს ნასოსი )

მინდა რომ ვიშოვო ბალონი რომელშიც ჩავტენი ჰაერს სადღაც 40 ბარზე და მექნება.

თქვენც ხომ არ გქონიათ ასეთი გამოცდილება და სად შეიძლება ვიშოვო ასეთი ბალონი? პცპ ბალონი არ მინდა რადგან უაზროდ ძვირი ეღრება ჩემთვის
თან ეგენი ძაან მაღალი წნევისთვისაა და მასეთიც არ მჭირდება



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 4 2020, 04:01 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



hashtala998
ჰმმმმ

და ჰაერზე რატომ.გადაიყვანე მიზეზის გაგება შეიძლება?

პასუხები მზად მაქვს რომ კაი დიდი პროსტინა დავწერო, მაგრამ ჯერ მაინტერესებს მიზეზი რატომ გადადგი ეგეთი ნაბიჯი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
hashtala998
პოსტი Aug 4 2020, 04:10 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



ცო2 რომ ვნახე 15 სროლის მერე უკვე ვეღარ ვიმორჩილებდი იარაღს და ნელნელა ტვიებსაც ვხედავდი (ანუ ნელა ისროდა)
გადავწყვიტე რომ ჰაერზე გადამეყვანა და ვთქვათ 2 ლიტრიანი ბალონი გამევსო და ერთი დატენვით კარგად მეჯერებინა გული


მეორეს მხრივ უბრალოდ გამოწვევაც იყო, ბევრჯერ დავფეილდი, 1 კვირა ვეჩალიჩე. ელექტრონიკის ინჟინერი ვარ მეთვითონ და მაღალ წნევებთან საქმე რომ გამომიჩნდა სიხარულით მოვეკიდე, ნუ თვითგანვითარება...


თუ რამეს მირჩევ ძალიან მადლობელი დაგრჩები. მე 2 ლიტრიან ჟანგბადის ბალონს ვფიქრობდი მაგრამ ვერ ვპოულობ, ნუ მაგაშიც გამოუცდელი ვარ

თან იმის ფუფუნებაც არ მაქვს 15 ნორმალურ გასროლაში 3 ლარი გადავიხადო...

ნუ ჯერჯერობით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 4 2020, 05:56 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ პირველი ის რომ კაია რაღაც ტექნიკასთან რომ გაქვს შეხება, იმედია უფრო იოლად აღიქვავ იმას რასაც ეხლა დავწერ.

ჯერ საერთოდ ვერ მივხვდი რომელ co2 იარაღზეა საუბარი, გინდა თოფი იყოს გინდა პისტოლეტი, როგორც წესი 60-70 გასროლას იძლევა ხოლმე და შენს შემთხვევაში 15 გასროლა ცოტა არ იყოს ... ხომ იცი ის პატრულის ანეგდოტი რომაა - ოპელი ვერ გევიგე smile.gif

ეხლა რატომ გკითხე თავიდან მიზეზი ჰაერზე გადასვლის... საქმე იმაშია რომ ჰაერს და co2-ს აბსოლუტურად სხვადასხვა ფიზიკური თვისებები აქვთ.

გაიხსენე ფიზიკის კურსი, ნივთიერებებს აქვთ ძირითადად 3 აგრეგატული მდგომარეობა, აირადი, თხევადი და მყარი, მეოთხე საკამათო მდგომარეობა პლაზმის სახით ჩვენ არანაირად არ გვაინტერესებს

ასევე ჩვენ არ გვაინტერესებს მყარი მდგომარეობა, მაგალითად გაქვავებული ბეტონი, ან მშრალი ყინულის სტადია რომელიც იდეაში იგივე co2-ია გვრჩება აირადი და თხევადი მდგომარეობა...

იმისათვის რომ ნათლად გაიგო სად დაუშვი შეცდომა, გაიხსენე რა ნივთიერებაა უბრალო დასალევი წყალი, ჩვეულებრივი სითხეა, ვთქვათ და 1 ლიტრი წყალი... მაგრამ საკმარისია ავადუღოთ რომ უკვე წარმოიქმნება მისი აირადი მდგომარეობა რომელიც 1 ლიტრი მოცულობის მაგივრად უკვე იკავებს ორთქლის სახით 1700 ლიტრიც მოცულობას...

რომ ავიღოთ 1700 ლიტრი ჰაერი და შევინახოთ 1 ლიტრიან მოცულობაში გამოვა 1700 ატმოსფერო, ამისთვის დაგვჭირდება ძალიან ძლიერი ჭურჭელი, სქელი კედლები და მთელი უბედურება, მაშინ როდესაც 1 ლიტრი სითხე, ნუ იგივე წყალი, შეიძლება უთხელეს პლასტმასის ბოთლში შევინახოთ...

იმედია ხვდები რომ თხევადი აგრეგატული მდგომარეობა უფრო მომგებიანია შენახვის მხრივ, რაღაც მაგდაგვარივეა co2-ის შემთხვევაში, უფრო დეტალურად ეხლა აგიხსნი

co2 ბალონში ძირითადად არის ნივთიერება 12 გრამის სახით თხევად მდგომარეობაში. მაგრამ ბოლომდე არაა ბალონი გავსებული რაღაც პატარა ნაწილი არის ცარიელი. იმის გამო რომ co2-ს წყლისგან განსხვავებით გააჩნია დაბალი დუღილის ტემპერატურა, კერძოდ -78.46 ანუ მინუს 78 გრადუსზე უკვე დუღს და აირად მდგომარეობაში გადადის. ბალონში არსებული თავისუფალი ადგილი უცებ ივსება co2-ის აირადი მდგომარეობით და რა თქმა უნდა ეს იწვევს წნევის ზრდას, გარემო 25-30 ტემპერატურის დროს ბალონში თავისუფალ ადგილზე აირადი co2-ის წნევა აღწევს 60-70 ატმოსფეროს, ეგ წარმოქმნის ძალას რომელიც აჩერებს დარჩენილი თხევადი ნივთიერების ადუღებას, რის გამოც ნუ ვთქვათ 11.8 გრამი რჩება თხევად მდგომარეობაში, ხოლო 0.2 გრამი გადადის აირად მდგომარეობაში და წარმოქმნის 60-70 ატმოსფერო წნევას

რადგანაც ზემოთ თქმულიდან უკვე ვიცით რომ თხევად მდგომარეობაში ნივთიერების შენახვა უფრო ეფექტურია და ნაკლებ სიმძლავრეს მოითხოვს, გამოდის რომ წნევაც გვაქვს და 60-70 ატმოსფეროს ბალონის ფორმაც, სისქეც და შესაბამისი რბილი წელვადი მასალაც უძლებს... მოკლედ ვიღებთ მოხერხებულ კონტეინერს

ახლა რა ხდება გასროლისას

ის 0.2 გრამი რაც იყო აირად მდგომარეობაში იხარჯება და აწვება ჭურვს, შედეგად გვაქვს გასროლა, მერე იკეტება კლაპანი, ნუ ეს მიკროწამებში ხდება. ამასობაში გამონთავისუფლებულ ადგილში ვარდება წნევა... წნევის ვარდნა იწვევს თხევადი co2-ის დუღილს, რომელიც ისევ გადადის აირად მდგომარეობაში და ისევ 60-70 ატმოსფეროს მიღწევისას აწვება სითხეს და წყვეტს დუღილს, დაგვეხარჯა ისევ 0.2 გრამი სითხე, და დაგვრჩა 11.6 გრამი სითხე..

ციკლი ასე გრძელდება მანამდე სანამ არ დაგვრჩება ბოლო პორცია 0.2 გრამი თხევადი co-2-ის სახით, ანუ ეს არის ბოლოს წინა გასროლის მდგომარეობა, ბოლოსწინა გასროლის მერე ბოლო პორცია დუღდება და გვრჩება მხოლოდ 1 ბალონის მოცულობა აირი, რომელიც მაქსიმუმ გვაკეთებინებს კიდევ 2-3 ზოგიერთ შემთხვევაში 10 მაგრამ ძალიან სუსტ გასროლას, იმიტომ რომ ასადუღებელი სითხე აღარ არის და წნევა აღარ დგება ოპტიმალურ ნიშნულზე, ხოლო ყოველი მომდევნო გასროლისას ბალონის მოცულობიში გამოკეტილ 60-70 ატმოსფეროს სულ უფრო და უფრო აკლდება წნევა, იქნება ეს 60 მერე 50 მერე 40 და ასე შემდეგ სანამ ბოლოს არაფერი არ დაგვრჩება...


გარდა ამისა უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთი გარემოება, co2- არის ძალიან დამოკიდებული ტემპერატურის მიმართ, მაგალითად აქ ნახსენები 60-70 ატმოსფერო მიიღება 25-30 გრადუსი სითბოს დროს, მაგრამ თუ ტემპერატურა მაგალითად 20 გრადუსია უკვე დუღილი წყდება არა 60-70 ატმოსფეროზე, არამედ 56,5 ატმოსფერო

და ასე მიდის უკან უკან:

ტემპერატურა------------------------წნევა
-24-------------------------------------17,2
-22-------------------------------------18,3
-20-------------------------------------20,7
-18-------------------------------------19,45
-16-------------------------------------22
-14-------------------------------------23,3
-12-------------------------------------24,7
-10-------------------------------------26,2
-8---------------------------------------27,7
-6---------------------------------------29,3
-4---------------------------------------30,9
-2---------------------------------------32,6
0----------------------------------------34,4
2----------------------------------------36,3
4---------------------------------------38,2
6---------------------------------------40,2
8---------------------------------------42,3
10-------------------------------------44,4
12-------------------------------------46,7
14-------------------------------------49
16--------------------------------------51,4
18--------------------------------------53,9
20--------------------------------------56,5
22--------------------------------------59,2

ნუ დაგავიწყდება კიდევ ერთი თვისება ნებისმიერი აირის, ბალონის ჩქარი დატენვისას ჭურჭელი თბება, ხოლო დატენილი ბალონის დაცლისას ბალონი ცივდება... ეს ძალიან იგრძნობა co2-ის შემთხვევაში, კერძოდ თუ ჩქარ ჩქარა ისვრი, განსაკუთრებულად ავტომატური პისტოლეტიდან ან თოფიდან, ან ჩქარ ჩქარა გამოკრავ ხელს სასხლეტს, მაშინ ბალონი მომენტალურად ცივდება, შედეგად ყოველ მომდევნო გასროლას უფრო და უფრო ნაკლები წნევით აკეთებ, შედეგად სიჩქარეც ყოველ მომდევნო გასროლაზე ნაკლები გაქვს, ეგ კი ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებს და ყოველი მომდევნო გასროლილი ჭურვი სულ უფრო ახლოს და ახლოს ეცემა

ეს არის აქსიომა რაც უნდა იცოდე co2 იარაღის მუშაობისას

ხოლო შენ თუ ცდილობ co2 ბალონში სითხის მაგივრად ჩატენო ჰაერი, პირდაპირ აირად მდგომარეობაში... როგორც ჩვენ უკვე ვთქვით მიიღებ იგივე მდგომარეობას რაც მიიღება co2-ის ბოლო 0.2 გრამის ადუღებისას, ბოლო პორცია წნევიანი ბალონი რომელიც მხოლოდ 1-ხელ თუ მოგცემს კარგ გასროლას და შემდეგ მკვეთრად ვარდება სიჩქარეც და უცებვე იცლება ბალონი



ახლა რომ ავიღოთ შენს მიერ დაწერილი რომ ნასოსით და წვალებით რაღაცნაირად შესძელი და ჩატვირთე ბალონში 20 ატმოსფერო ჰაერი.... ნუ ძალიან დიდ პატივს გცემ ამდენი წვალებისთვის და მონდომებისთვის, მაგრამ შენ გამოდის რომ ერთხელაც არ მიგიღია რეალურად სამუშაო წნევა რომელზეც წესით მუშაობს შენი იარაღი

რომც მოახერხო და მაგ ბალონში ჩატენო 70 ატმოსფერო ჰაერი, მაინც 1 გასრლას მიიღებ სრულყოფილს, ხოლო თუ მოახერხებ და შლანგებით გადამყვანებით და სხვა უბედურებით მიერთებ ზურგზე ჩამოკიდებულ 2 ლიტრიან ბალონს....

აი უსაფრთხოებაზე აღარაფერს ვამბობ, პროსტა შენთვითონ დაუკვირდი პროსტა ჯინის გასწორებისთვის გინდა რაიმე რომ გამოვიდეს თუ სიამოვნება და კომფორტია მანდ მთავარი?

ასევე გაითვალისწინე თუ თოფი, და co2 ბალონი გათვლილია მაქსიმუმ 60-70 ატმოსფეროზე, შენ რომ „კისლაროდის“ ბალონს ლეწავ თავისი 150 ატმოსფეროთი... გარდა გახარებული ღიმილისა რომ "მოშნი" იქნება გასროლა, ასევე გაითვალისწინე რომ უმეტესობა იარაღები ცო2-ისთვის დამზადებული სილუმიტისგან და პლასტიკატისგან... შემოგეფშვნება ხელში, ან უფრო უარესი.. არ დაგავიწყდეს საკმაოდ ახლოს გაქვს ეგ ყველაფერი სახესთან

უსაფრთხოების მხრივ, ეგრეთწოდებულ წყეულ და ავადსახსენებელ ჟანგბადის 2 ლიტრიან ბალონზე უკვე ნეგატიური რეაქცია მაქვს, ნუ უყურებ ამხელა წნევებს ხელწამოსაკრავად.... ჯერ არ იცი რამდენი ხნის ნახმარია ბალონი, რამდენჯერაა დატენილ დაცლილი, ის რომ ელიავაზე ვიღაც პაპა 10 ლარად გაძლევს და შენ გიხარია აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს

ყველა მაღალი წნევის ჭურჭელს აქვს მაქსიმუმ 1200-1300 დატენვა დაცლის ციკლი, პლიუს ბალონის სიცოცხლე განისაზღვრება რკინის შემთხვევაშI მაქსიმუმ 25 წლით ხოლო კომპოზიტურის ანუ იგივე კარბონის მხოლოდ 15 წლით

გთხოვ მითხარი იმ ბაბუამ ელიავაზე გითხრა ან რამდენჯერ დაიტენ დაიცალა ან როდინდელია ეგ ბალონი? თუ ლამაზად გადაკრასკა ლურჯად და ახლა ტუჩებში პრიმა პაპიროს გარჭობილი გიმტკიცებს და მაიკას იხევს გულმკერდზე რომ ძველი რუსულია და მაგას რა გააფუჭებსო?

აიღე ლურსმანი და გადაღუნ გადმოღუნე ვთქვათ 30-ჯერ რა მოუვა თუ ხვდები? ბალონებიც ეგრეა, რომ კარგად იცვლის ყოველი დატენვისას ბალონი გარე დიამეტრს, პატარა ძალა ხომ არ გგონია რომ აწვება კედლებს, რამდენიმე ათეული ტონა აწვება ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს და რამდენი კვადრატული სანტიმეტრი აქვს მთლიანად ბალონს?!... გინდა შენი გართობა სავალალო აღმოჩნდეს, ან მერე ტელევიზორში ვიღაც უვიცმა ჟურნალისტმა გამოაცხადოს რომ ტერორისტი იყო აქო, ან გაზის აპარატურა ჰქონდა არასწორად დაყენებულიო?

გთხოვ და გემუდარები, შენივე სიამოვნებისთვის გადააგდო ეგ იარაღი და იყიდე ნორმალური PCP აი აურაცხელ სიამოვნებას მიიღებ, გინდა მიზანში სროლაზე, გინდა ნადირობის მხრივ, არც საფრთხეს გიქმნის, არც ზურგით უნდა ათრიო ძველი რუსული ჯღანი ბალონი...


მიუხედავად იმისა რომ შენ არ დაგიწერია რომელი იარაღი გაქვს, დიდი ალბათობით საუბარია co2 პისტოლეტზე, მაგათი დანიშნულება არის მაქსიმუმ 2-3 კვირა მოგანიჭოს სიამოვნება, მერე სროლის ჟინს იკლავ და ნელ-ნელა ეგეთი პისტოლეტი გადადის თაროზე დასადებად ხოლო თუ მერე სხვა რამე მოგინდება როგორც წესი საერთოდ მაი მარკეტზე მიდის...

თოფის შემთხვევაში.. ნუ ეგ არის პლინკი ეგეც დროებითი მოვლენა, ან არის ბავშვების გასართობად, იმიტომ რომ არ აქვს დიდი ძალა, ბევრს ვერ გაისვრის და მალე გაჩერდება, ან ყოველთვის მოიმიზეზებ რომ აი ბალონები გაგითავდა და მორჩა სროლა...

თუ პნევმატიკით გართობა გინდა, ან ითრიე ზამბარ დგუშიანი და ეგ მოგცემს დამოუკიდებლობას, ანუ გადატეხე ლულა ჩადე ტყვია ისროლე და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება, ან ითრიე PCP გინდა თოფი გინდა პისტოლეტი, იღებ აურაცხელ სიამოვნებას და გარანტიას გაძლევ თუ შენს ცხოვრებაში პნევმატიკა დროებითი მოვლენა არაა ძალიან დიდხანს დარჩები მაგ სისტემაზე, პროსტა ერთი დიდი დისკომფორტი აქვს PCP-ს, არ აქვს ავტონომიურობა. დატენილი რეზერვუარი გაძლევს რაღაც რაოდენობა გასროლებს, ნუ იქნება ეს 20 თუ 150 გასროლა მნიშვნელობა არ აქვს, რის მერეც გიწევს თოფის დატენვა და როგორც წესი ეს არის 200 ატმოსფერო, შედეგად გჭირდება ან მაღალი წნევის ნასოსი, ან მაღალი წნევის ბალონი, და ამ შემთხვევაში ძველ "კისლაროდის" ბალონს არ ვგულისხმობ რომლის მაქსიმალური სამუშაო წნევა არის 150 ატმოსფერო, გთხოვ არ მიხსენო რომ ხედ ასევე 225 ატმოსფეროც არის ამოტვიფრული, ეგ არის მხოლოდ 5-10 წუთისთვის და ისიც 5 წელიწადში ერთხელ ეგ არ არის მუდმივი მოხმარების წნევა...

ყველა მაღალი წნევის ბალონს აქვს 2 აღნიშვნა, - სამუშაო წნევა და სატესტო წნევა, სამუშაო წნევა არის წნევა რომელზეც ბალონი შეიძლება ხანგრძლივი დროით იყოს შენახული, ხოლო სატესტო წნევა არის სამუშაო წნევა გამრავლებული 1.5-ჯერ და განკუთვნილია 5 წელიწადში ერთხელ 5-10 წუთით სითხის ჩასატუმბად. სითხე იმიტომ რომ სითხე არ ფართოვდება და თუ რაიმე "ფეილს" გააკეთებს ბალონი, მაქსიმუმ 1-2 წვეთ წყალს შეგასხავს, ჰაერის შემთხვევაში კი ყუმბარაა, იმიტომ რომ აირი ჩქარა და უკონტროლოდ ფართოვდება... მარტივი მაგალითი

ხელყუმბარაში არის 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც აფეთქებისას ფართოვდება 100-ჯერ, ანუ 0.05 ლიტრი მოცულობა გამრავლებული 100 მივიღებთ 5 ლიტრ ჰაერის მოცულობას. რას აკეთებს 5 ლიტრი ჰაერი ხელყუმბარის შემთხვევაში მემგონი დიდი ახსნა არაა საჭირო, ახლა წარმოიდგინე თუნდაც 2 ლიტრიანი ბალონი 150 ატმოსფეროზე, ეგ უკვე გამოვიდა 300 ლიტრი ჰაერის მოცულობა... კიდევ ერთხელ გაიხსენე რა ქნა 5 ლიტრმა და ახლა წარმოიდგინე რას იზამს 300 ლიტრი ჰაერი... ასე რომ მაღალ წნევებს ნუ ეთამაშები!

გახადე ეს საქმე შენი გართობა, მაგრამ არა სიკვდილ სიცოცხლის გადალახვა, არამედ სიამოვნების და კარგი მოგონებების გართობად აქციე


P.S ასევე გადაიკითხე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


და კარგი შემეცნებითი იქნება თუ გადაიკითხავ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
hashtala998
პოსტი Aug 4 2020, 09:30 PM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი




დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის


თერმოდინამიკა მიყვარს ძალიან და რეალრუად ვიცოდი რაც დაწერე და კი, გეთანხმები.

მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა რომ სწორად ვერ გამიგე რა მინდა


ჯერ ელიავაზე საერთოდ ვერც კი ვნახე ბალონი...
არ ვაპირბე არაფფრის 150 ბარზე დატენვას.

ნასოსით ავიყვანე 23ზე და ეს მეყო 4-5 კარგ გასროლაზე, მინდა რომ შლანგით გადავიყვანო ბალონიდან პისტოეტში

ისე ეს სისტემა უკვე გაკეთებულია და 60$ ღირს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



მე მინდა ბალონი რომელშიც ჩავტენი სადღაც 20-30 ატმოსფეროს,

თუ იცი და შეგიძლია უბრალოდ მითხარი მსგავს ბალონს სად ვიპოვი.

ცო2 15 გასროლაზე კი იმას გეტყვი რომ მერე ძაან ეცემოდა წნევა და უკვე ძაან ახლოს ისროდა და ძაან ნელა, თვალით ვხედავდი ტრაექტორიას ჭურვის
თან რომ მიაყრი აზრი არააქვს ისე მალე ეცემა წნევა. 10-15 წამი ლოდინიც დისკომფორტს ქმნის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 4 2020, 10:37 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჯერ სანამ რამეს გავაგრძელებ, იქნებ ერთი სურათი მაინც დადო რაზე ვსაუბრობთ...

მეორე ამიხსენი შენს გახარებას რა ნასოს იყენებ რომ 23 ატმოსფეროზე ზემოთ ვერ ადიხარ?

მესამე, ამდენს ვწერთ და ეგევ ერთხელ დაასახელო მოდელი რაზე გვაქვს საუბარი?,

შენ რა სისტემაც დადე მაგი ყველაზე არ მუშაობს, ეგეთი რაღაცეები რამდენიმე მაქვს გაკეთებული როდეააც დაზიანებული პისტოლეტი მოაქვთ და არ მინდა ხოლმე 5 ნ 10 ბალონი დავცალო სანამ დაზიანების ადგილს და.მიზეზს ვიპოვი, მაგრამ ეხლავე მინდა გითხრა ყველა თოფს თავისებური რეზბა, ჩასმის და მიწოდების სისტემა აქვს... ენივეი ეგეთს გასაყიდათ აქ ვერ იყიდი... გაკეთებით არანაკლები დაჯდება....

და ბოლოს რომ მეუბნები 23 ატმოსფეროზე დავტენეო და 4-5 გასროლაზე მეყოო, რაფერ გაიგე კაი გასროლები იყო თუ არა, ან 4 იყო კარგი 1 იტო თუ 10?... ქრონოგრაფი გააქვს? სიჩქარე რითი გაზომე თუ პროსტა თვლი რომ კაი იყო რადგან შენ გააკეთე?, ცუდი მაგაში არაფერია, კაია როცა გისწორდება აღაც მაგრამ ხანდახან არასასიამოვნო ფაქტევს პირდაპირ თვალებში უნდა ჩავხედოთ



ციტატა(hashtala998 @ 4th August 2020 - 10:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა რომ სწორად ვერ გამიგე რა მინდა

ნუ არც დაგიწერია რას ელოდები, პროსტა გავიგე რომ მიგაჩნია 23 ატმოსფერომდე დატენვა კაი ვარიანტად, მაგრამ საკითხი ძალიან ზედაპირულად გაქვა შესწავლილი მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
hashtala998
პოსტი Aug 5 2020, 07:57 PM
პოსტი #7


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



გამარჯობა


1.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ესაა ჩემი პისტოლეტი, არადა დავდე პირველ პოსტში არ ვიცი რატომ არ ჩანს

2.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესაა ნასოსი, 20 ბარი აწერია მაქსიმუმ მაგრამ ისარი მაგაზე შორს მიმაქვს და სადღაც 23 უწევს, კაი იყოს 21 ყველაზე ცუდ შემთვევაში, მეტით აღარ ვაკეთებ ნაოსის გაფუჭება არ მინდა.
ზოგადად ეს გამოიყენება ველოსიპედის ვილკის და უკანა შოკის დასაბერად და ზუსტად აყენებ წნევას წონის მიხედვით


3. კარგ სროლას ვეძახი რომ 10 მეტრზე ქილას ვარტყავ ზუსტად და ხვრეტს იაფფასიანი ტყვიით, ანუ 150 ბარს და 300 ბარებს არ ვეძებ, რომც ვქნა შუაზე გასკდება ეს პისტოლეტი.
შენ თუ 1000$ პსპ პისტოლეტს ისვრი 1200$ იანი ბალონით ძაან მაგარია მაგრამ ხომ ხვდები რომ 50$იანი პისტოლეტით უბრალოდ ვისწორებს ჩემსას და აი 20-30 ბარი როგორც დავასკვენი მყონის. მაგას მაინც ნუ გამიზომავ მე მომწონს თუ არ აძალინა გთხოვ.


4. მგონია რომ გინდა ჩამჭრა და ვითომ გატყუებ და მაგიტომ მეკითხები და არა იმიტომ რომ გაინტერესბს, ყველა დეტალს გეტყვი თუ გაინტერესებს როგორ გადავაკეთE და ა.შ

5. თავადაც ახსენე რომ თურმე იყენებდი ასეთ სისტემებს (ბალონის დაცლის ეპიზოდი) და მაინცდამაინც მე რატო გამოვედი კამიკაზე და აგრესია რატომ დავიმსახურე?

6. ჩემს გაკეთებულს ვეკიდები ყველზე კრიტიკულად თორე რომ ვყიდულობ ნებისმიერ რამეს და შესაბამის ფასს ვიხდი იმას არ ჭირდება ექმეპირენტები და ბევრი თვლა, გაკეთებულია უკვე. ცუდი რაცააქ დავწერე მალე იცლებათქო და კიდე შლანგით მომიწევს, 20-30 ბარი არაა ისეთი წნევა რო სასწაულები მოხდეს.


7. ძაან მისახედია საიტი, არის ჰტტპ და არა ჰტტპს, არის ძაან ძველ ბაზაზე, ამიტომ გმაილი-დან ვერ დავრეგისტრირდი (ბლოკავს ყველა ჰტტპ-ს) უნდა იყოს ჰტტპს !
სამსახურიდანაც ვერ შემოვედი, ზუსტად იგივე მიზეზის გამო



8. გთხოვ თუ იცი სად ვიშოვო ეგეთი ბალონი მე რომ გამომადგეს უბრალოდ მითხარი, გ თ ხ ო ვ

9. სულ აღარ მიჩნდება აქ შემოსვლის სურვილი ასეთი აგრესიის მერე, ძაან კარგია თუ ასე გესმის მაგრამ ხომ ხვდები არა

10. ქრონოგრაფით დგომა ჩემნაირისთვის სისულელეა რა. მაგას გამოვიყენებ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მომინდა ჩემით აწყობა ქრონოგრაფის. არცისე ძნელი იქნება ყველაზე შტერი პროცესორის გაქაჩAვს და კი მიყრია სახლში ალაგ-ალაგ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Aug 10 2020, 09:28 PM
პოსტი #8


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 486
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



hashtala998
გამარჯობა მეგობარო, ბალონზე რჩევას მგონი ვერავინ მოგცემს იმიტო რო საშიში თემაა, გინდ 20 ბარი იყოს გინდაც 10 ბარი არ არის უსაბრთხო და გაუაზრებლად გამოსაყენებელი, პატარა სახლის კომპრესორები ხომ იცი 8 ბარზე რომ ტენის რეზერვუარებს?კიბის ქვეშ ედგათ გაუსკდათ და ამხელა წონის კიბე აალაგა იქიდან, ზემო კომენტარები არ არის აგრესიული პირიქით ინტერესით არის პასუხი გაცემული და კარგად არის ახსნილი ცეოს და ჰაერის უსაბრთხოება ჰაერი ბომბაჩკაა რა გაუაზრებლად მისი გამოყენებაა არ შეიძლება მოკლედ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 10 2020, 11:31 PM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



hashtala998
მდაა ვკითხულობ შენს კომენტარებს 3-4 დღეა და ვერაფრით ვერ მოვიცალე რომ გიპასუხო, ხან რაიონში ვიყავი და არ მეცალა ხან სამსახურის საქმეებმა გადამიყოლა... მოკლედ რატომღაც ჩათვალე რომ აი შენი იდეების მოპარვა მინდა და რატომღაც მე გჩაგრავ და ძალით გწიხლავ... ნამეტანი ცდები და შევეცდები დაგილაგო ყველაფერი თაროებზე. აქ ყველაფერს რასაც ვწერ შენივე უსაფრთხოებისთვის ვწერ და არა იმიტომ რომ ვიღაც ბოროტი ბიძია ბაბუა ვარ და აი ნათელი გონება მოვიდა და ვჩაგრავ....

1) რევოლვერი ვნახე, მაგრამ მოდი ორივე შევთანხმდეთ ძალიან სუსტი რევოლვერია და უმეტესობა ნაწილი პლასტმასის აქვს, პლიუს მთლიანი ბარაბანი არ აქვს და აირის დაკარგვის ბევრი ადგილი აქვს, მე გასროლას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და არა ჰაერის გაპარებას, კიდევ კაი რომ ნასოს გაქვს ისეთი რომელიც მაღალ წნევას არ გაქაჩინებს, მაგ თოფზე მე ექსპერიმენტებისგან თავს შევიკავებდი

2) ნასოსიც ვნახე... პრობლემა ისაა რომ შენ ჩემი ნაწერი რაც წაიკითხე გაღიზიანდი და პირად შეურაწყოფად მიიღე, თითქოს და მე ვცდილობდე პროგრესის გაჩერებას, რეალში კი უბრალოდ არ მისმენ... ძალიან კაია რომ ელექტრონშიკი ხარ მეთქი ესე იგი მუშაობს გონება მეთქი, მაგრამ რატომღაც ჩემს ნათქვამების მიმართ აიღე და გონება ჩაკეტე... საქმე იმაშია რომ მაგ თოფმა ნორმალურად რომ იფუნქციონიროს საჭიროა 50-დან 70 ატმოსფერომდე აირი და მაგას ვერ მიიღებ ველოსიპედის ან მანქანის ნასოსით, ვერც მანქანის ან ველოსიპედის კომპრესორით, საჭიროა ან მაღალი წნევის ნასოსი, ან კომპრესორი...

ნუ მიიღებ რაიმე მკაცრ და მკვახე შენიშვნად, თუ დამიჯერებ ისევ შენვე გამოიყენებ იმას რასაც აქ ვწერ, იმისათვის რომ შენმა პისტოლეტმა იმუშაო გჭირდება მინიმუმ 3-ჯერ მეტი წნევა, არაფრად არ გადგება 20 და 23 ატმოსფერო. საყიდელი, ან დასათრევი გაქვს ნამდვილი PCP ნასოსი და არა ეგ ბაიკის ნასოსი... დეტალურად მაქვს გადაღეჭილი ნასოსების თემა,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, ფორმულებიცაა და იდეებიც ახსნილი, თუ ჩათვლი რომ თავს ვიწონებ და საზიზღარი ვიღაც ვარ ნუ წაიკითხავ, არავინ გაძალებს

3) ვაბშეტა მე 1000$-იანი კი არა 5000%-იანიც მაქვს, მაგრამ გაგეცინება და 70$-იანი PCP პისტოლეტიც მაქვს და ვერ ველევი, ისევე როგორც მაქვს 40-50$-იანი co2 პისტოლეტები, აქ პიპისკების დატოლებაზე არაა საქმე, და შენ აშკარად რატომღაც ჩათვალე რომ მე შენი წყენინება და ჭკუის სწავლება მინდოდა და ახლა ცდილობ პირადზე გადმოსვლას, თან თემასთან არამართებულ შენიშვნების მოცემას, როგორიც გაქვს მე-4 პუნქტში მე 5 გინდაც მეექვსე და მეშვიდე ხომ....ვააბშე რა შუაშია... ნუ მაგაზე ცალკე

იმაზე კი არაა საქმე რომ ვისწორებ და არიქა ნუ გამიტრაკე საქმეო,. გაისწორე, პირიქით რომ გაისწორო და მეტი სიამოვნება მიიღო გინდა ჩხირკედელაობიდან და გინდა სროლიდან მაგიტომ ვწერ ამდენს და ვცდილობ აგიხსნა სწორე მიმართულება... მერე უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ შენივე გაკეთებული კონსტრუქციით

10 მეტრზე ქილის გარტყმა დამიჯერე არაა მაჩვენებელი, ამით რაიმეს დაკნინებას და გაშავებას კი არ ვცდილობ, არამედ მინდა რომ იმ 10 მეტრზე ბევრჯერ და ძლიერად გაარტყა და არა პროსტა რაცხა მოხვდეს და მაგით მორჩეს მთელი შენი ჩალიჩი, co2 რომ თავდება ბალონში მაშინაც შეგიძლია ქილას გაარტყა, მარა ყოველი გასროლა უფრო და უფრო სუსტია, როდესაც მხოლოდ აირია დარჩენილი ბალონში ის უცებ იცლება და მისი შევსება თუ არ ხდება განწირულია სისტემა... რამდენადაც ეფექტური ჩანს დაჭირხნული აირი თუ სწორედ არ მიუდექი ეფექტურობას უცებ კარგავ

4) არავინ არაფერში არ გჭრის კაცო... თუ გინდა მომატყუე, მე სულ არ მადარდებს... ეგ ჩემი საქმე არაა, მე იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ვერ მომატყუებ, არც ის მაინტერესებ როგორ აკეთებ (არანაირი იდეის მოპარვას არ ვლამობ, თუ გინდა ჩასწორება რაიმესი კიბატონო დადე ინფო და მიგითითებ რა და როგორ უნდა იყოს, მაგრამ ისევ დაძაბვები და ისევ თავს დაჩაგრულად ნუ გამოაცხადებ, დაჩაგვრა არავის არ აქვს იდეა ფიქსად), არანაირი შენი იდეის მოპარვა არ მინდა და ნუ მიწყენ მარა აი ეგ ყველაფერი კაი 15 წლის წინ გავლილი საკითხებია და თუ გინდა გწერ რაღაც აზრებს, მაგრამ შენ შეურაწყოფად იღებ, თუ არ გინდა და არასწორედ გესმის. ჩვეულებრივად შენც შეგიძლია 15 წლიანი გამოცდილების მერე მიხვიდე იმ აზრებამდე რასაც ეხლა მე გიზიარებ, გადახედე 10-15 წლის მერე შენს თემას და ...

შეკაცო მე ბავშობაში ხისგან მაქვს გამოთლილი ნაგანი, ოტ ი დო დეტალები, რამდენ ჟურნალში ვეძებდი ზომებს ეს იყო 80-იანების დასაწყისი, სად იყო მაშინ უცხოური ჟურნალ გაზეთები და ინტერნეტი... ხან სამხედრო კათედრიდან ზომების წამოღება ხან მორგება.... გავაკეთე და მიხაროდა, დღესაც მიხარია, მარა აზრად არ მომსვლია რომ შიგნით საბრძოლო ჰილზა ან თუნდაც გასროლილი გილზა ხელახლა დატენილი ჩამედო.....

პუგაჩები რაც მე მიკეთებია ჩემს მტერს, გენრის მექანიზმი იყო, თუ მუყაოს ფენებისგან აწყობილი ვინჩესტერის მექანიზმი, მაგრამ ერთია მოდელი და მეორეა რეალური გამოყენება... არავინ გიკარგავს მიღწევას, ჩალიჩს.... მარა.... რა შუაშია აქ აგრესია ან მოტყუება, ინფორმაციის გამოძალვა.... ნუ გამიგებ არასწორად, არანაირი შენი ინფო არ მჭირდება, გაცილებით მეტს ვაკეთებ, მეტი იდეები მაქვს და ფიზიკურად დრო არ მაქვს თორე იმდენი რაღაც მაქვს გასაკეთებელი რომ....

მოკლედ არავინ გეჩხუბება, არამედ ჩქარჩქარა გაყრით ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შეგიძლია, ან შეგიძლია თავი ნაწყენად და დაჩაგრულად ჩათვალო და მოკლედ არ ვიცი აი ადეკვატურ ტექსტებს ვერ ვნახულობ, რა ეხლა დავდგე თავი ვიმართლო იმაზე რაც არ მიქნია? biggrin.gif

5) კაცოუ ეგეთ მექანიზმებს ვიყენებდი კი არა დღემდე ვიყენებ, მილიონნაირს, მაგრამ, და რატომ ჩათვალე რომ აი აგრესია დაიმსახურე და სულ კამიკაძე გეძახე... ერთის მხრივ მინდა დაშინება, იმიტომ რომ ბევრი ამ ფორუმის წევრი თავიდან ლამის კანალიზაციის ტრუბების გამოყენებას ცდილობდა ამ საქმეში, მხოლოდ დაშინების და რეალური საფრთხის ახსნის მერე მოხდა ხალხის აზრების დალაგება, ბოდიში და ბოლო 15 წელია მერამდენე წევრი ხარ რომელიც თავიდან იგივეს იწყებ და აი დიდი ბოდიში მოწიწებით და ვაი შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეს გარეშე პირდაპირ ინფორმაცია მოგაყარე... შენც გარკვევის გარეშე ეგრევე თავი შეურაწყოფილად და დაჩაგრულად გამოაცხადე....

რაც შეეხება მექანიზმებს, დღემდე ვიყენებ მეთქი, ჩემით ვჩარხავ და ვიყენებ როდესაც მოაქვთ დაზიანებული co2 პისტოლეტი, მაგალითად 4 დღის წინ ერთს გავატანე პისტოლეტი რომელიც ჯერ თვითონ დაშალა და რომელიღაც ვიდეო ყურების მეშვეობით გაძლიერება სცადა და ამასობაში დააზიანა კლაპნის მექანიზმი, პლიუს რეზინები, შედეგად სანამ გავასწორე აღვადგინე ლამის 15-20-ჯერ დავცალე და დავშალ ავაწყვე, ახლა დათვალე 20-ჯერ 3 ლარი რამდენია, არც პატრონს უღირს ეგეთი რემონტი და არც მე...

ამიტომაც, მაქვს გაკეთებული ბალონის ფორმის დეტალი და შიგნით წვრილი ხვრელი, ბალონიდან ვაწვდი ჰაერს ვნახულობ სად აპარებს და ვასწორევბ მერე მეორე კვანძი ან იგივე კვანძი თუ არ გასწორდა და ასე შედმეგ...

განსხვავება ისაა რომ არ ვიყენებ თხელკედლიან კონსტრუქციას, არ ვიყენებ 20 ბარს იმიტომ რომ მაგ წნევაზე შეიძლება არ გააპაროს აირი მარა 60-ზე უკვე .... ასე რომ კი ვიყენებ ოღონდ მართებულად, ანუ შესამოწმებლად, მაგრამ არა სროლისთვის და გასართობად. დავტენე, შევამოწმე, 1-2 გამოვკარი რომ ვნახო მექანიზმი მუშაობს თუ არა, დაეცა წნევა? ისევ ავქაჩავ 60-70 ატმოსფეროზე და ასე შედმეგ....

თან ამ დროს არანაირად არ ვესვრი ქილებს და არ ვიძახი რომ სრულყოფილ 10 გასროლას აკეთებს... შენ გგონია ჩაგაცივდი და მინდა შენი გამოჭერა ამ წყეულ 20 ბარზე და 10 გასროლაზე, რეალურად კი მინდა გაჩვენო რომ სცდები და საკუთარი ტავი შეგყავს შეცდომაში, მე არაფერი მაკლდება მაგით, თუ გჯერავს გააგრძელე, პროსტა რომ წერ ამ ფორუმზე აკეთებს 10 გასროლაზე, გაითვალისწინე ვიწრო პროფილური საიტია, ბევრს გამოცდილება აქვს და არ დაგიჯერებს ახალბედებს კი უსაფუძვლო იმედს აძლევ... რა ვქნათ არ ვახსენოთ რომ ხარვეზებია მაგ სისტემაში?

6) არის 20-23 ბარი სასწაული წნევა, აგერ ზემოდან დაგიწერა ერთმა რომ 8 ატმოსფერომ კიბეები გადაალაგა, გაიხსენე რას შვება მანქანის ბორბალი გახეთქვისას და შიგნით სულ რაღაც 2 ატმოსფეროა, სატვირთოში 3-დან 12 ატმოსფერომდეა და თუ გასკდა საერთოდ რამდენი გასულა მარილზე, შენ კი ეგ წნევა ხელში გიჭირავს, პირდაპირ სახესთან...

კი არ გიშლი გაკეთებას და კი არ გლანძღავ, უბრალოდ სახიფათოა და ფრთხილად იყავი მეთქი

7) აი ეს Http და HTTPS-ი რა შუაში იყო ვააბშე ამ თემასთან? კი საიტი ძველია და ძველი ბირთვია, ვცადეთ რამდენჯერმე ახალზე გადასვლა, მაგრამ გაცილებით ნელა მუშაობს, რაიმე სტრატეგიული ინფორმაცია აქ არ დევს ასე რომ რაის HTTPS-ი.... გამეცინა... გაბრაზებულზე აქეთ ვითომ რაღაც წუნი მინახე? smile.gif აქვს მაგას თავისი ახსნა რაც შეეხება გუგლს და ქრომს... ნუ ჯერესერთი მე ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე და არცერთხელ პრობლემა არ დაფიქსირებულა, გარდა იმისა რომ გუგლი ცალ თითს იყოფს ერთ ადგილზე და ლამის ინტერნეტის პრივატიზაციას მიადგა.. ვინ კითხავს მაგას რა ბირთვზეა საიტი და რატომ არაა HTTPS-ზე? ისიც მაქსიმუმ გაფრთხილება გამოდის და შეგიძლაი იგნორირება გაუკეთო....

და მეორეც მოიცა და გუგლით და ქრომით მორჩა ცხოვრება? არც ოპერა არსებობს არც ფაირ ფოქსი, თუ აი ეს საზიზღარი და აყროლებული ინტერნეტ ექსპლორერს და ედჯს ჩემს კომპიუტერზე რაფერ დავაყენებო ეგეთ სტილში მიდის საუბარი

კაი რა ეს იმენნა თითიდან გამოწოვილი თემა იყო და საერთოდ არ ეხებოდა აქ განხილულ საკითხს

8) შეკაცო ეგრე იოლი არაა მეთქი მაგას ვწერ ამდენი ხანი, შენ გგონია აქ ცუდი ბიძიები არიან და ინფოს გიმალავენ? არაა ეგრე იოლი ის რასაც შენ უყურებ და მხოლოდ გარეკანს ხედავ, მილიონნაირი რეზბაა დამაგრების მექანიზმი და სხვა, შენ ერთს უყურებ და გგონია ყველაზე მუშაობს, არა ჩემო ბატონო



შენი ფიშტო არის ეგეთი, აი ჩასვი ეგ ბალონი და ვთქვათ გაქვს ის რეზბიანი ქვიქ დისკონექტი. მიაერთე და გგონია ვსიო? კიმაგრამ ბალონს რაფერ მიაჭერ ზემოთ? სად გაქვს ბალონის მისაჭერი მექანიზმი?

მაგ ლამაზ სურათებს რომ უყურებ და დალშე არ ფიქრობ.... სწორედ მაგის ამოძრავებას ვცდილობ შენში და არა რაღაც აგრესიებს, იქ გატისკვას და სხვა რაღაც უბედურებებს



ამ სურათს რომ უყურებ, რატომ არ ფიქრობ როგორაა მოწყობილი? იმ ეგრეთ წოდებულ აბოიმიან პისტოლეტებს აქვს ქვემოდან დიდი რეზბა რომელშიც კაკრაზ ეგ შტუცერი ეხრახნება და შედეგად 3-მაგ როლს ასრულებს თან მისაეთებელია, თან მიმჭერის როლს ასრულებს, თან შავი პრაკლადკა რომ აგდია მაგი არის ბალონსა და მაგ მისაერთებელს შორის, რითაც აბტურაციაა უზრუნველყოფილი რომ ჰაერი არ გამოდიოდეს...

ახლა ასე რომ გვტისკავ და გამოგვაცხადე ყველა შენს მტრად, იქნებ შეხედო შენს პისტოლეტს და დააკვირდე კარგად რომ ბალონის მომჭერი გაქვს წვრილ რეზბიანი დეტალი და თან პლასტმასშია ეგ დეტალი ჩახრახნილი, ან პრასტავკა გიყენია დამატებითი ბოლტის სახით, იცი რატომ? იმიტომ რომ ის აბოიმები ლითონისაა და რეზბაზეა გათვლილი, შენი პისტოლეტი კი პლასტმასია და ეგეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებს

რატომ არცერთ სარეკლამო სურათზე შენნაირი პისტოლეტი, უფრო სწორედ კი რევოლვერი არაა ნაჩვენები?

სწორედ ეგეთ წვილმანებზე მინდა აგიხილო თვალი და შენ მაგ მცდელობას შეურაწყოფად და აგრესიად აღიქვავ...

არ ვიცი ეგეთი ბალონი სად არის, თან შენი პისტოლეტისთვის და როგორც ვხვდები თან 10-15 ლარი უნდა ღირდეს შენი წარმოდგენით, არაა ეგეთი რაღაცეები იაფად და ყველგან, არავინ არ გიმალავს ინფორმაციას, უბრალოდ არ არის, გადადი მაშინ სხვა პისტოლეტზე და მორჩება პრობლემა, მაგრამ ან ის 60$-იანი უნდა იყიდო, ან მცოდნეს გააკეთებინო ის კი ისევ კაი ფასს მოითხოვს და არა 10-15 ლარს

9) სურვილი თუ არ გიჩნდება ეგ შენი საქმეა, მაგრამ აშკარად არ გიჩნდება სურვილი იმიტომ რომ ისევ და ისევ თავს წამებულად თვლი, არა და არავინ არც გაწამებდა და არც ზედმეტად აჩოკების დაწერას არ ცდილობდა იმაზე რომ აი ახალბედა გამოვიჭირე და ახლა მე ამაზე გავილაშქრებ და მე მაგარი გამოვჩნდები... ეგეთი ბავშური მიდგომა არის forum.ge-ზე, დედის გინებაა ყველაფერზე... აქ ვიწრო სპეციალობის ფორუმია და როდესაც ვხედავთ რომ კაცმა შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდოს ვერევით... ვიღაც მიიღებს, ვიღაც კი ჩათვლის რომ ჩაგრავენ და ამათი დედაცო.. ნუ რავიცი რა უნდა გითხრა, ქვეყანაში დემოკრატია არ გვაქვს, მაგრამ აქ გარკვეული თავისუფლება გაქვს როგორც გინდა ისე მოიქეცი, როგორც ჩათვლი საჭიროდ

10) ქრონოგრაფი სისულელე არაა... მაგას გამოუცდელობა გალაპარაკებს. ქრონოგრაფი გაჩვენებდა რომ შენს მიერ მე-3 პუნქტში ნახსენები 10 კაი გასროლა, სულად არაა კაი გასროლა და პირველი გასროლისას თუ პირობითაც 150 მეტრ წამი გქონდა, მეორე გასროლაზე 130-ი გექნებოდა (რეალში გაცილებით ნაკლები), მესამეზე 110 და ასე შედმეგ, ეგ უკვე გიჩვენებდა რომ შეიძლება ტყვია ჯერ კიდევ ასატანად მიდის მიზნამდე (co2 პისტოლეტები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა და არც მწარმოებელი ცდილობს, მითუმეტეს BB ვერსიაზე) აი ძალას დაინახავდი რომ სულ უფრო და უფრო სუსტია... და პირველ ტყვიას თუ ქილის დაღუნვა შეუძლია მეორე წააქცევს მესამე კი დაეჯახება და გული წაუვა ეს რას მივარტყი თავიო

კიდევ ერთხელ გიხსნი, ჩაკეტილი სისტემა გაქვს, ანუ გაქვს რაღაც ავზი რომელშიც ფიქსირებული 20 ატმოსფერო გაქვს ,ახალი არც ჰაერი და არც წნევა არ გემატება, გასროლისას კი კლაპანი იხსნება და ნაწილი აირი გამოდის.... რაც არ უნდა მიმტკიცო ვერ იქნება იგივე 20-23 ატმოსფერო მეორე გასროლისას, გექნება 10 ატმოსფერო, მერე 5 და ბოლოს პროსტა პუკ-პუკ-ს აკეთებს... ხმა არის და მეტი არაფერი

ის კი არა რომ გლანძღავთ, გერჩით, ძალით აგრესიული ტიპი ვარ და შენზე ვისწორებ ჩემს გაუწონასწორებელ კომპლექსებს, არამედ უსიამოვნო სიმაღთლის დანახვა არ გინდა და შენსავე თავს იტყუებ, მე კი არ მატყუებ, მე ისედაც ვიცი რა და როგორ მუშაობს

მოკლედ აგერაა ერთი ვიდეო რომელიც 1 კვირაზე მეტი ხნის წინ ჩავწერე, უბრალოდ დადება ვერ მოვასწარი, შენ კი კუდები გამოაბი რომ აქ სატანისტები გჩაგრავენ smile.gifარანაირად არ ჩათვალო რომ აი ეხლა გადავიღე თავის მართლების პონტში, მინიმუმ 4-5 დღე მაგისთვის საერთოდ არც კი მეცხელა რომ გადამეღო, ჯერ რაიონში ვიყავი, მეორეც ესერთი ახალი 3D პრინტერი ჩამომივიდა და იმას ვაკონფიგურიებდი და აი ნაღდად არ მეცალა ამ კვირაში ეს ვიდეო ჩამეწერა, ანუ ვიდეოში ტემბრზეც, თხრობაზეც იმედია მიხვდები რომ 1 კვირის წინაც კი აზრადაც არ მქონია რაიმე გამოლანძღვა და გამოთათხვა, მიწასთან გასწორება და სხვა ვცდილობდი ამეხსნა პრინციპები ნათლად, შემოვედი 3-4 დღის წინ აქ და ნუ აი პოსტია გამოცხობილი იმის ჭე


მჩაგრავეენ, ველურები... კანიბალები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი რა....




მემგონი ვიდეოდან იმისაც მიხვდები რომ ჯერ შენი პოსტები წაკითხულიც კი არ მაქვს, წნევებზე გებაასები, რომელიც როგორც ჩანს შენ საერთოდ არ გაინტერესებს და 20-23 ატმოსფერო მისაღებად მიგაჩნია... დააკვირდი ვიდეოში, 60 ატმოსფეროდან 6 გასროლაში ჩამოვედი 20 ატმოსფერომდე, ანუ თითო გასროლაზე მეხარჯება სადღაც 6.5 ატმოსფერო, ხოლო 20 ატმოსფეროზე როცა ვარ ანუ შენ რომ ამტკიცებ კაი 10 გასროლა მივიღეო, ამ 20 ატმოსფეროს ნიშნულზე რომ ვარ კარგად ჩანს 4 წუთზე და 35 წამზე... აბა დათვალე რამდენ გასროლაში დაიხარჯა ჰაერი 20 ატმოსფეროდან მეშვიდე გასროლის მერე 10 ატმოსფერო მაქვს და მერვე გასროლაზე ცარიელი ვარ

ანუ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყო შენთვის შენც იგივე სიტუაცი გაქვს მიუხედავად იმისა რომ ამბობ 10 კაი გასროლა გავაკეთეო, 20-23 ატმოსფეროდან პირველი გასროლა ჯერ ისედაც ხომ სუსტია, იმიტომ რომ 3-ჯერ მეტი წნევა გჭირდება, მაგრამ რომც იყოს კაი 20 ატმოსფერო, პირველივე გასროლის მერე გრჩება სისტემაში 10 ატმოსფერო, ანუ მეორე გასროლას გექნება ნახევარი ძალით, ხოლო მესამე და შემდგომი გასროლები, პროსტა პუკი-პუკია პრაქტიკულად ცარიელ სისტემაზე კლაპნის გახსნისას გამოსული ჰაერის ნაწილის ხმა გვესმის და მაგას თუ გასროლად მივიჩნევთ არ ვიცი...

მოკლედ ეს ვიდეო ჯერ იყოს, იმედია ნახავ და რაღაცაში მაინც გამოგადგება, მერე კი მივაშლი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
hashtala998
პოსტი Aug 23 2020, 02:21 PM
პოსტი #10


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



აუ ვაფშე მაგარი, ეგ ბალონზე რო მიამაგრე და ესე კარგად აიტანა 60 ატმოსფერო მაგას სად ვიყიდი ? და როგორ გაქვს გახვრეტილი ბალონი? რეზბაც გაქვს ჩაჭრილი შიგნით?

აი მაგას თუ მეტყვი ჩათვალე უფრო მეტი გავიგე ვიდრე თავიდნ ვეძებდი, ან ასე უბრალოდ ჩასმით რანაირად დაიკავა ისე ამდენი წნევა რომ არ გააპარა საინტერესოა.
ალბათ პცპ ნაწილია ხო ??? ნუ რაც არ უნდა იყოს მითხარი სად ვიყიდი რა და მოვარგებ ჩემს ბალონსაც, ოღნდ ქვემოდან მირჩევნია და 6იანი რეზბა აქვს ჩემს პისტოლეტს.



სანამ რაიონში ვიყავი მეც ვიფიქრე რო ავდგები და რახან ჰაერის გადატენვა მოვახერხე ცო2საც ჩავტენითქო რადგან ცეცხლმაქრის ბალონებში ეგ ასხია და მაქვს კდიეც და მანდედან გადავტენი . მარა ანუ მაინც მთავარი ეგ ნაიწლია რა, რეზბაზე წავა? ან სად ვიყიდი და მიახლოებით რა ღირს ??/

დანარცნი დაივკიდთ რა ასე ონლაინ აზრი არ აქვს რაღცებში ვერ ვუგებთ რას ვულიგსმობთ მარა ნუ არა უშავს. მადლობა ვიდეოსთვის რომ იწვალე ასევე! ძაან მომეწონა ეს პატარა რო ჩაჯდა და ვსიო არც არაპერბდა არაერი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 26 2020, 09:56 AM
პოსტი #11


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



აუ ამნდენი რაღაც ვწერე და მხოლოს აღფრთოვანების თვალების დაჭყეტაა შენგან smile.gif... კაცოუ, ოდნავ მაინც აწონ დაწონე რაც დავწერე თუ გადაახტი ყველაფერს და მხოლოდ ვიდეოს უყურე

სად ვიყიდო სად ვიყიდო.... არ არსებობს მეთქი... ყველა პისტოლეტისთვის ინდივიდუალურია მეთქი, მე რაც მჭირდებოდა ჩემით გამოვთალე, ტყუილა ვატრიალე კადრში კიდევ დამატებით 2 განსხვავებული გადამყვანი?

თუ ძალიან გინდა გადაიხადე და გაგიმზადებ, მაგრამ არის ერთი დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი... თუ გადაიკითხე მე-8 პუნქტში რა მიწერია შენი პისტოლეტის წვრილ რეზბაზე და ბალონის მიმჭერზე? ეგაა მთავარი პრობლემა, პლასტმასის სახელურია და ამოდენა ხვრელის გაკეთებისას შეიძLება სულ გამოგინგრიოს ყოლიფერი გარეთ

ციტატა(hashtala998 @ 23rd August 2020 - 03:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ან ასე უბრალოდ ჩასმით რანაირად დაიკავა ისე ამდენი წნევა რომ არ გააპარა საინტერესოა. ალბათ პცპ ნაწილია ხო ???


იცი რა ხდება smile.gif მე ისტერიული სიცილი მაქვს და ჩემს საკუთარ თავს ვლანძღავ რომ აი ვერაფრით ვერ მიგახვედრე რაც უკვე მინიმუმ 10-ჯერ მაინც ვახსენე....

co2 ბალონშიც არის 60 ატმოსფერო წნევა მეთქი... შედეგად რა მნიშვნელობა აქვს co2-ის აირი იქნება თუ უბრალო ჰაერი, წნევა წნევაა და 60 ატმოსფერო 60 ატმოსფეროა, რა შუაშია PCP... ჩვეულებრივ ბალონს თუ დებ და არ აპარებს იგივე 60 ატმოსფეროზე, ჰაერზე რაიმე სპეც შელოცვა რატომ უნდა დასჭირდეს იგივე წნევა არაა?

მოკლედ იმედია 1 რამ, გაირკვა რომ არავინ გემტერება, მაგრამ ნუ მიწყენ და აი ძალიან ძალიან ბევრი გაქვს ჯერ კიდევ თავში გასაანალიზებელი რა როგორ მუშაობს, კარგად თუ არ აწონ დაწონე, საკმაოდ საფრთხის შემცველ რაღაცას კიდებ ხელს და მე მაგის მეშინია რაიმე არ მოიწიო თორემ აკეთე კაცო რაც გინდა... პროსტა მართლა კარგად წარმოიდგინე პროცესები თორე ხელყუმბარაც პატარაა და სულ რაღაც 5 ლიტრ ჰაერს წარმოქმნის და ქე აბუხუნებს იმის ჭე... შენ თუ რაღაცეები ვერ გათვალე შარში ხარ შენც და ჩვენც...

მხოლოდ ეგ საშარო საქმე მალაპარაკებს ამდენს სიფრთხილეზე და არა ის რომ რაღაცას აკეთებ ან არ აკეთებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
hashtala998
პოსტი Aug 27 2020, 10:07 PM
პოსტი #12


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-August 20
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,524
ქალაქი:თბილისი



არ გადავახტი არაფერს უბრალოდ ისაა ცუდი რომ იმ იმფორმაციას მაწვდი რაც ვიცი უკვე და უბრალოდ აღარ ვამახვილებ ყურადღებას მაგეებზე და არ ვპასუხობ თუ როგორც ჩანს.

ვიცი რო 60 ატმოსფერო გინდა ცო2 იყოს გინდ ჯანგბადი მაინც იგივეა მაგრამ სულ სხვა რამე მაიტნერესებს.

მე ის პატარა დეტალი მაინტერესებს სად იყიდე გახვრეტილ ბალონს რომ უერთებ და არა სხვა რამე, ყველას რომ სხვადასხვანაირად აქვს ეეგენი კაი ხანია გარკვეული მაქვს იმდენი სტატია წავიკითხე და ვიდეოებს ვუყურე, გამიკვირდა რომ არ გააპარა ესე უცებ ჩასმულმა.

მე ის მიჭირდა რომ ჰერმეტულად ვერ ვაკეთებდი და დრო დამჭირდა რომ ჰაერიც ასე ჰერმეტულად ჩამეტენა და არ გაეპარებინა რა.

ნუ თუ კიდევ ვერ გამიგებ არაა პრობლემა მაინც ინტერნეტია და არა რეალური საუბარი.

ვნახე რაღაც მაღაზია მაღალი წნევითვის ჰერმეტულ კლაპნებს, პიპკებს და კაბელებს რომ ყიდიან და იქ ვნახავ ბოლოსდაბოლოს.

უბრალოდ აქ გაბნევ და ვერ გახვედრებ რა მინდა რეალურად. მეცხრე კლასელი აღარ ვარ ესე რამეს რო ვეტაკო გაუაზრებლად და ასე თუ ისე ვიცი რას ვაკეთებ

დიდი ბიჭი ვარ smile.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Aug 28 2020, 09:35 PM
პოსტი #13


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 486
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



hashtala998
რაც შენ გინდა მაგეებს ამზადებს ჯაჯა მეგობარო, მგონი ჯობია პირადად შეხვდე და გაესაუბრო თორე აქ შეიძლება გაჭირდეს დიალოგი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 31 2020, 04:03 PM
პოსტი #14


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,300
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



hashtala998
ციტატა(hashtala998 @ 27th August 2020 - 11:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ის პატარა დეტალი მაინტერესებს სად იყიდე გახვრეტილ ბალონს რომ უერთებ და არა სხვა რამე,

ვააჰ smile.gif მერე ისევ მომდგები წიხლებით სხვა რამე მაინტერესებსო და ერთი და იგივეზე ვტრიალებთ, აკი დავწერე ზემოთ:
ციტატა(ja_ja @ 26th August 2020 - 10:56 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ ძალიან გინდა გადაიხადე და გაგიმზადებ,


მთელი ვიდეო იმაზეა რომ როცა ჩემთან მოაქვთ გასაკეთებლად მეთქი, რომ არ დავხარჯო ბალონები მეთქი და ისა და ესა მეთქი და აი გავაკეთეთქო და უკვე მერამდენედ მიტრიალებ მაგ კითხვას სად იყიდე და სად იყიდე

არსად არ მიყიდია ჩემია და მე გავაკეთე, როგორც იმ ვიდეოდანაც ჩანს და გამგები გაიგებს და ამ ფორომის გადამკითხავი წაიკითხავს რომ კაიხანია ამ სფეროში ასევთქვათ რაღაც რაღაცეებს ვაკეთებ, მაქვს გამოცდილებაც, ხელსაწყოებიც და ვროდე სწორი ადგილიდან მეზრდება ხელებიც...

კიდევ ერთხელ თუ მკითხავ სად იყიდეო აღარ ვიცი რა გიპასუხი smile.gif რაიმე რებუსს დავხატავ და გამოგიგზავნი smile.gif... დავიჯერო ამ დასკვნის გაკეთება ძნელია იყო ჩემი ზედა პოსტებიდან თუ ძნელი იყო და წარმოუდგენელი იყო რაიმე ნახსენები იმ ზედა ვიდეოში?

გინდ დაიჯერე გინდ არა, არ კითხულობ იმას რასაც ვწერ, მხოლოდ შენს გონებას რაც უნდა იმას თუ ამოწევს წინა პლანზე იმას ეძებ სხვას არ უკვირდები, არადა ყველაფერია უკვე ნახსენები აქ...

ციტატა(hashtala998 @ 27th August 2020 - 11:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იცი რო 60 ატმოსფერო გინდა ცო2 იყოს გინდ ჯანგბადი მაინც იგივეა

ეს კი სერიოზული შეცდომა გაქვს თუ მართლა თვლი რომ ჟანგბადიც იგივეა, არ მიქარო ჟანგბადი სუფთა სახით პნევმატიკაშI არ გაუშვა, არაერთს შემოადნა თოფი ხელში და ნუ შეავსებ სტატისტიკას. ჟანგბადი და ზეთი ერთმანეთთან არ მეგობრობენ

ციტატა(hashtala998 @ 27th August 2020 - 11:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვნახე რაღაც მაღაზია მაღალი წნევითვის ჰერმეტულ კლაპნებს, პიპკებს და კაბელებს რომ ყიდიან და იქ ვნახავ ბოლოსდაბოლოს.

სად კაბელი სად პიპკა... ვაიჰ....

ისე ერთხელ არ გინდა დადო სურათი ნორმალურად რა გაქვს გაკეთებული, თორემ უკვე რაღაც ფრანკენშტეინი მაქვს წარმოდგენილი... აი რაღაც ასეთი (ნუ ხუმრობით იასნია smile.gif )





P.S. 9 კლასს და 25 ბაკალავრის წოდებას ნამდვილად არ ვუყურებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Sep 19 2020, 06:30 PM
პოსტი #15


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(hashtala998 @ Aug 23 2020, 03:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აუ ვაფშე მაგარი, ეგ ბალონზე რო მიამაგრე და ესე კარგად აიტანა 60 ატმოსფერო მაგას სად ვიყიდი ? და როგორ გაქვს გახვრეტილი ბალონი? რეზბაც გაქვს ჩაჭრილი შიგნით?

აი მაგას თუ მეტყვი ჩათვალე უფრო მეტი გავიგე ვიდრე თავიდნ ვეძებდი, ან ასე უბრალოდ ჩასმით რანაირად დაიკავა ისე ამდენი წნევა რომ არ გააპარა საინტერესოა.
ალბათ პცპ ნაწილია ხო ??? ნუ რაც არ უნდა იყოს მითხარი სად ვიყიდი რა და მოვარგებ ჩემს ბალონსაც, ოღნდ ქვემოდან მირჩევნია და 6იანი რეზბა აქვს ჩემს პისტოლეტს.



სანამ რაიონში ვიყავი მეც ვიფიქრე რო ავდგები და რახან ჰაერის გადატენვა მოვახერხე ცო2საც ჩავტენითქო რადგან ცეცხლმაქრის ბალონებში ეგ ასხია და მაქვს კდიეც და მანდედან გადავტენი . მარა ანუ მაინც მთავარი ეგ ნაიწლია რა, რეზბაზე წავა? ან სად ვიყიდი და მიახლოებით რა ღირს ??/

დანარცნი დაივკიდთ რა ასე ონლაინ აზრი არ აქვს რაღცებში ვერ ვუგებთ რას ვულიგსმობთ მარა ნუ არა უშავს. მადლობა ვიდეოსთვის რომ იწვალე ასევე! ძაან მომეწონა ეს პატარა რო ჩაჯდა და ვსიო არც არაპერბდა არაერი


smile.gif ეგ პატარა რაც ჩაჯდა მაგას ჰქვია "შტუცერი" მაგრამ ჩვეულებრივი ცო2-ის ბალონი რომ გახვრიტო მაგას ვერ ჩასვამ ისე რომ ჰაერი არ გაუვიდეს. არის ცო2 ბალონების ყელის გადაკეთების ვარიანტები ინტერნეტში და ყოუთუბზე და შეგიძლია შემდეგ მრავალჯერადად გამოყენება და ცო2-ით დატენვა. ჰაერიტ დატენვა არაფრის მომცემი არ არის. ცო2 თევადი სახით დაახოებით ( 56 ატმოსფეროზე) რაც არის ჩატვირთული არის 12 გრამი მაგ პატარა ბალონში. რაც გადადის აირად მდგომარეობაში და ერთჯერადად აირად მდგომარეობაში ანუ მთლიანად რო აორთქლდეს და ერთხელ გაავსოს რაღაც რეზერვუარი მოცემულ 56 ატმოსფეროზე, არის დაახლოებით 0,270 კუბი. ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ შენ ამ პატარა 12 გრამიან (პირობითად 0, 012 კუბი რადგან გრამს თუ გავუთანაბრებოთ 0.01 კუბს,ზედმეტი გადათვლების თავიდან აასაცილებლად) ცო2 ბალონში იმდენივე აირი გაქვს რაც იგივე 56 ატმ დატენილ 0,270 კუბიან ბალონში. ამ დროს იმის მცდელობა რომ ცო2 ადექვატური შედეგი მიიღო 0,012 კუბ ბალონშI ჰაერის დაჭირხვნით ნუ თეორიულ-პრაქტიკულ-ლოგიკურ-ვერანირად ვერ გამოვა. smile.gif აი ეს არის ამ ცო2 პლიუსი..მაგრამ მინუსი ის არის რომ წნევა მაინც დაახლოებით 56 ატმ არის და თან აგრესიული აირია- ანუ ნახშირმჟავას მეგობარია და განსაკუთრებით ტენიან გარემოში ადვილად აფუჭებს რკინის დეტალებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th September 2020 - 06:17 AM
Hosted by Pro-Service