გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> წონის შემცირება
ჩერო
პოსტი Jan 12 2021, 08:32 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 2-January 19
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,389
ქალაქი:თელავი



მოგესალმებით ფორუმელებო,გილოცავთ ახალწელს!
თემას რაც შეეხება ასეთია:: ჩემს არტემის M16A ზე მინდა რეზერვუარი ბალონის კარბონის ბალონით ჩანაცვლება.რათქმაუნდა სიმსუბუქის გამო,რადგან ძალიან მაწუხებს თავის რეზერვუარის წონა.
მაინტერესებს ვინემ თუ იცით სად შეიძლება ყიდვა?ან ვინმეს თუ შეუძლია ჩამოტანა? ღირებულება? და რათქმაუნდა თუ არის შესაძლებელი ამ პსპიზე ამ სახის ცვლიების განხორციელება??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 13 2021, 09:05 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,338
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ბალონის შეცვლა შეგიძლია პრობლემა მაგაში არაა

ჩამოტანაა პრობლემა, რადგან ამერიკის გავლით ბალონს ჩვენი გადამზიდავები არაფრის დიდებით არ ჩამოგიტანენ, გინდა იყოს ცარიელი გინდა დატენილი, ნუ ეგეთი წიკი აქვთ მე დაჟე თოფიდან მომიხსნეს არ შეიძლებაო, თოფი ჩამომიტანეს ბალონის გარეშე ლამის გადავდგი იქაურობა.

ვერცერთ გადამზიდავს ვერ ჩამოვატანინე ბალონი, ნუ U2G-ზე საუბარიც არაა, მარა ვითომ და ლოიალური კამექსი, გზავნილი, ბარამი, ფოსტალონი და ასე შედმეგ, თუ რაიმე არსებობს ყველასთან გადავამოწმე და არაო

ადრე ჩამომქონდა პირდაპირ ალიექსპრესიდან, მაგრამ რაც პანდემია დაიწყო მაქედან ამანათები პირდაპირ საქართველოში პრაქტიკულად აღარ ჩამოდის, უმეტესობა გზაში ქრება, სად ჭირში მიდის არ ვიცი...

ასე რომ ჩათვალე პრობლემაა ამ მომენტისთვის კარბონის ბალონის გაჩითვა...

რაც შეეხება წონას

ჯერ ნახე შენი ბალონი რა წონისაა, იმიტომ რომ მაქვს გამოცდილება ერთმა ჩვენიანმა ეგრე ჰაცანზე მოხსნა ალუმინის ბალონი და დააყენა კარბონის ბალონი შედეგად თოფი 60 გრამით დამძიმდა smile.gif


საქმე იმაშია რომ ჩინური ბალონები არ გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიურობით, იმის გამო რომ ტექნოპროცესის დაცვა და მართებული მასალების გამოყენება მანდ არ ხდება, იძულებული არიან თავის დაცვის მიზნით ალუმინის ლაინერიც სქელი ჩასვან და კარბონის ძაფიც სქლად დაახვიონ, რადგან სქელ ხვიას აკეთებენ მოცულობაში რომ არ წააგონ, ცოტა გრძელ ბალონებს აკეთებენ (სადღაც 4-5 სანტიმეტრით გრძელია ხარისხიან კორეულ ბალონთან შედარებით ), მაგრამ შედარებით იაფია ჩინური კარბონის ბალონები, ითრევ ასე 120-150$-ის დიაპაზონში...

ხარისხიანი და რეალურად მსუბუქი კარბონის ბალონი თუ გინდა უკვე უნდა დაიადო კორეული ბალონები, რომელსაც ამ ბოლოს დროს პრაქტიკულად ყველა პნევმო მწარმოებელი იყენებს, კორეული ბალონები მოკლეცაა და მსუბუქიცაა, მაგრამ ცუდი ისაა რომ ფასი 350-400$-დან იწყება


საერთო დასკვნა ასეთია - კი შეიძლება შემსუბუქება, მაგრამ მაქსიმუმ გექნება 150-200 გრამის ეკონომია ისიც იმ შემთხვევაში თუ კორეულ ბალონს გამოიყენებ, მაგრამ ფასი ისეთია რომ მაგ შენს M16a-ზე მეტი ღირს მგონი, ხოლო ჩინურს თუ დააყენებ მხოლოდ სხვის თვალში თუ გაამარიაჟებ რომ კარბონის ბალონი გიყენია რეალში წონაში უფრო მეტი გექნება ვიდრე ალუმინის შემთხვევაში - ნუ ამას 100%-ით ვერ გეტყვი, რადგან ჩემი გამოცდილება ჰაცანის ალუმინის ბალონს ემყარება რომელიც 200 ატმოსფეროზე იყო გათვლილი, ხოლო M16a-ს უყენია 300 ატმოსფეროაინი სქელკედლიანი ალუმინის ბალონი... ნუ წესით ეგ მართლა ნამეტანი მძიმეა....

მოკლედ თუ შესძლებ ცარიელი ბალონის წონის გაგებას მე მაქვს ჩინური კარბონის ბალონი 0,5 ლიტრიანი, შემიძლია ავწონო და გითხრა ის რას იწონის, მერე გამოთვლი რაიმე წონის ეკონომია გექნება თუ არა, თუ ჩათვლი რომ ეკონომია გაქვს და ფასი სადღაც 120-150$-ის დიაპაზონში მისაღებია, მერე უნდა დადგე და რაიმე გზა იპოვო რომ ეგ ბალონი იყიდო და თბილისამდე ჩამოიტანო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ჩერო
პოსტი Jan 14 2021, 08:35 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 2-January 19
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,389
ქალაქი:თელავი



მადლობა ჯაჯა ამომწურავი პასუხისთვისლ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd December 2021 - 10:55 AM
Hosted by Pro-Service