გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მეორე შეჯიბრი BR25 (EURO), 2013 წლის 15 სექტემბერი მაისი
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 01:43 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დიდი მოლოდინის და მონატრების შემდეგ დადგა დრო დავწეროთ და შემდგომ მოწიწებით გადავიკითხოთ თბილ სახლში იმ თბილი დღის შესახებ რომელიც იყო არც თუ ისე შორეულ 15 სექტემბერს. ამ მშვენიერ თბილ სექტემბრის დღეს საქართველოში ჩატარდა მეორე შეჯიბრი პნევმატიური იარაღიდან სროლაში, კერძოდ BR25-ში.





მეორე შეჯიბრი ჩატარდა ჩვენს მიერ მომზადებულ ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია ჩვენი სასროლი მაგიდა. მაგიდის გამზადებაში თითქმის მთელი ფორუმის ბირთვი იღებდა მონაწილეობას. ასე იყო თუ ისე, დიდი ლოდინისა და ბევრჯერ გადადების შემდეგ მოხერხდა ფინანსების აკუმულირება, წვიმების ციდან მოცილება და შედეგად გავეშურეთ სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.

თავდაპირველად რა თქმა უნდა მუდმივ და უკვე უცვლელ ადგილზე შეკრება - ძალიან-ძალიან დილა უთენია, აი მზე რომ ახალი ამოსულია, ასე შუადღის 10 საათისთვის ...



ხასიათი ყველას მშვენიერი აქვს, შემართებას ვიდეო ჩანაწერში იხილავთ



ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად, გზად ხალხის აყვანა, სურსათ სანოვაგის აკრეფა და შორი გზა ქალაქიდან შორს....





უკვე წესად გვაქვს რუსთაველელებს დაველოდოთ ხოლმე ერთ სტანდარტულ ადგილზე smile.gif, ისე როდის იქნება რომ დასავლეთის ხალხიც შემოგვიერთდება ხოლმე... KAKA არ ითვლება დასავლელად, პრაქტიკულად აღმოსავლეთში ცხოვრობს smile.gif, უბრალოდ გვატყუებს ხოლმე სამეგრელოში ვიყავიო smile.gif





ისევე როგროც წინა წელს, წელსაც შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25, რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე (წესები შარშანდელიდან არ შეცვლილა).





წელს ისევე როგორც შარშან არ გვქონდა თოფების მისაყუდებელი მოწყობილობა, ამიტომაც მსროლელების იარაღები ჩვენს ვეებერთელა მაგიდაზე განთავსდნენ, ხოლო სროლას აწარმოებდა მხოლოდ 2 მსროლელი, მაგიდის მარცხენა კუთხიდან.



უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ წელს გამოიყენებოდა ბეტონის ჩამოსხმული და საკმაოდ გამყარებული მაგიდა, მაინც მთლიანი კონსტრუქციის გამო პატარა ხარვეზები გადაეცემოდა ერთი მსროლელიდან მეორე მსროლელს. გასათვალისწინებელია ევროპულ ამერიკული გამოცდილება და პერსონალური მაგიდებია გასამზადებელი თითოეული მსროლელისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგროც ტერიტორიის წინასწარ შეძენით, ასევე მისი მოწყობით და სხვა ტექნიკური პროცესებით, მოკლედ ჯერჯერობით ასეთი ჩანაფიქრი არის, მაგრამ უაზროდ გაკეთება და ფინანსების მობილიზაციის გარეშე არ გამოვა.


შეჯიბრის წინ შედგა გამომსვლელთა სია, ამჯერად არ მომხდარა ბრმა მეთოდით ამორჩევა, არამედ ჯენტლემენური მეთოდით მოხდა ხალხის სიაში ჩაწერა იმის და მიხედვით ვინ მოისურვა პირველი სროლა ვინ მოისურვა სიაში ჩაწერა და იყო საერთოდ უცნაური თხოვნებით, მაგალითად - თუ შეიძლება მე სულ ბოლო ჩამწერეთ სიაში....



სია შედგა და სროლაც დავიწყეთ, ყველა მსროლელს ჰქონდა გამოყოფილი 20 წუთი თავისი სერიის დასასრულებლად. რატომ 20 წუთი და არა სტანდარტული 30 წუთი? იმიტომ რომ შეჯიბრის დღეს ზოგიერთმა ელემენტმა გვიან გაიღვიძა, ზოგს გლუვლულიანიდან თეფშებზე სროლა მოუნდა, ზოგს ჭამა მოუნდა და შედეგად შეჯიბრი დავიწყეთ 14:00 წუთზე, ამასობაში მონაწილეთა რაოდენობა 20-ს აჭარბებდა. ამიტომაც მოგვიწია რაღაც-რაღაც შეზღუდვების შემოტანა.







სტანდარტულად მისროლის დრო ყველას ჰქონდა შეჯიბრის დაწყების დროს, ინსტრუქტაჟი ყველას ცალ-ცალკე ჩაუტარდა და ამის შემდეგ დავიწყეთ თვითონ სროლა





არ ჩაიარა წლევანდელმა შეჯიბრებამ გასაჩივრებების გარეშე, ასე მაგალითად ზემოთ მოყვანილ სურათში (სია და ქულები რომელშიც ჩანს) ვხედავთ რომ 203 და 204 ქულად 3 კაცმა მიაღწია თავიდან კი პირველი დათვლით სამივეს ჰქონდა 203 ქულა. რაც რა თქმა უნდა ვერ გადაიტანა თავდაპირველად norika-მ, შემდეგ აყვა ilariona და ამ კამათ კამათში თითო-თითო ქულა ქე გამოჩიჩქნეს თავიანთ სასარგებლოდ smile.gif







სხვათა შორის წელს შედარებით კარგი მოსაცდელი ზონა გვქონდა მოწყობილი, ხალხს შეეძლო ნორმალურად დაჯდომა დასვენება, გასაუბრება, თუმცა მსროლელების უკან დასასვენებელი ზონა ხანდახან იმას იწვევდა რომ ხმამაღალი საუბარი მსროლელებს ხელს უშლიდა smile.gif







ნუ იყო ჩვენი საყვარელი მზარეულის მიერ საოცარი პოზების შექმნაც, იყო მონადირეების გლუვლულიანით სიარულიც.... ისე შემდეგში პირადად ავკრძალავ ნებისმიერ გლუვლულიანის გამოჩენას პნევმო შეჯიბრზე, ვერცერთი ვერ ითბენდა და ყველას დიდი სურვილი ჰქონდა გლუვლულიანიდან გაესროლა შედეგად ბევრი 2 გზად იხლიჩებოდა, ანუ სერიოზულად ესროლა თუ გლუვლულიანიდან თეფშების სროლას გადაყოლოდა smile.gif





მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს smile.gif





რა თქმა უნდა გამოვლინდა გამარჯვებულებიც და გადაეცათ ჩვენი პრიზებიც, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომწონს ჩვენი მედლები და პრიზი, სხვა არცერთ სპორტულ ფორუმზე ამდაგვარი პრიზი და მედალი არ მინახია, როგორც წესი მაღაზიებში ნაყიდი 5 ლარიანი მედლები რიგდება ხოლმე, მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენს სახელობით მედლებს ვიყენებთ, იაფი არ ჯდება, სამაგიეროდ მოგებულისთვის აშკარად აქვს სიამაყის და ღირებულის შეგრძნება smile.gif

სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ მოდით ჩამოვწეროთ ყველას სია და ვინ რა ქულა აიღო რამდენი X აიღო და რომელ ადგილზე გავიდა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მგონი ყველაფერი ჩანს



როგორც ცხრილში ჩანს მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებმა 204-204 ქულა აიღეს, მაგრამ ნორიკამ 3 X აიღო მაშინ როდესაც ილარიონამ მხოლოდ 2 X აიღო, შედეგად პრიზიორის ბედი X-ებმა განსაზღვრა. და ეს უკვე მესამედ ხდება ჩვენთან როდესაც ქულების დამთხვევა ხდება და X-ების მეშვეობით ხდება შესაძლებელი პრიზიორის გამოვლენა. ასე რომ ნელ-ნელა რთულდება შეჯიბრი რაც რა თქმა უნდა საინტერესოს ხდის შეჯიბრს.

მას ასე დაჯილდოება.... დიდი წამყვანი მე არ ვარ მაგრამ მე მომიწია პრიზიორებისთვის მედლების გადაცემა. ყველაფერი კი იყო აი ასე:



ბოლოს რა თქმა უნდა ეგრეთწოდებული "ბანკეტი". ჩვენ ევროპისკენ კი მივიწევთ, მაგრამ სუფრა ქართული ვიცით შეჯიბრების დროსაც, მართალია შემწვარი გოჭი ბოლოკით პირში არ იყო სუფრაზე, მაგრამ მწვადი, ხაჭაპური და ღვინო ნუ ეს მინიმუმია smile.gif





რა თქმა უნდა ბოლოს ღამეც შემოგვეპარა, ზოგი დაიღალა, ზოგსაც ეძინებოდა, ზოგიც მხიარულად იყო და .... მოკლედ მოგონებები ბევრი დარჩა, იმედია კეთილი და ლამაზი









ეს რაც შეეხებოდა თვითონ მიმოხილვას, ახლა კი გთავაზობთ თვითონ ნასროლ სამიზნეებს, ზოგს გადახედვა მოუნდება, ზოგს გადამოწმება, მოკლედ რავიცი ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ.


მაშ ასე პრიზიოპრები:

Okela - Monadire - Norika




დანარჩენები:


Irlariona - Dawiti - Dave



Devil - Beqa - Geogorjika


Davitus - Power_wano - Ja_Ja


CZ80 - Bazuka - Lexo


Soxa - iorama - Marukha


Ikaa - irakli


ასე მორჩა საკმაოდ თბილი და ლამაზი 15 სექტემბერი. გამოვლინდა მოულოდნელი პრიზიორები, წინა წლის ჩემპიონი საერთოდ ჩაიკარგა და პირველ სამეულშიც კი არ მოხდა, იმიტომ რომ არც თოფს მიხედა, ოპტიკაც დაავიწყდა და ზერელედ ისროლა smile.gif აქედან მორალი, ბედი უღიმის მხოლოდ მათ ვინც მომზადებულია და შემართებით ეკიდება საქმეს.

ველით მომავალი წლის შეჯიბრებას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მეორე შეჯიბრი BR25 (EURO)   Dec 22 2013, 01:43 PM
- - ilariona   აი მალადეც იფ იფ იფ...   Dec 22 2013, 02:07 PM
- - geojorjika   ამას რას ვეღირსეთ ...   Dec 22 2013, 03:02 PM
- - davil   ძაან კარგი დღის ჯი...   Dec 22 2013, 03:41 PM
- - ilariona   davil მერე მივცხოთ ერ...   Dec 22 2013, 04:21 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 22nd ...   Dec 22 2013, 05:03 PM
- - okela84   სგ ჯაჯა მშვენიერი ...   Dec 22 2013, 06:48 PM
- - iorama   okela84 აი ეხლა კი გილო...   Dec 22 2013, 06:49 PM
- - bazuka   ციტატამოკლედ ასე ი...   Dec 22 2013, 07:57 PM
- - Dave   ციტატა(bazuka @ 22nd December 201...   Dec 22 2013, 08:44 PM
- - okela84   ilariona მაგარი თოფია ძ...   Dec 22 2013, 09:01 PM
- - beqa   მშვენიერი ჯაჯა ბიძ...   Dec 22 2013, 09:03 PM
- - gregory   okela84 გილოცავ უპეტენ...   Dec 22 2013, 09:30 PM
- - ilo   დიდი მადლობა ჯაჯა ...   Dec 22 2013, 09:36 PM
- - okela84   gregory ციტატა(gregory @ 22nd De...   Dec 22 2013, 09:47 PM
- - ja_ja   ilo ციტატა(iglait @ 22nd Decembe...   Dec 22 2013, 09:53 PM
- - ilo   4-16 და 10-40 არფრის მომც...   Dec 22 2013, 10:20 PM
- - cz80   ვაახ ჯაჯინსკი რეპო...   Dec 22 2013, 10:27 PM
- - iorama   ja_ja ორჯელ ჩემი სურა...   Dec 22 2013, 10:42 PM
- - bazuka   iorama მეორეში შამფურ...   Dec 22 2013, 10:51 PM
|- - iorama   ციტატა(bazuka @ Dec 22 2013, 11...   Dec 22 2013, 10:55 PM
- - ja_ja   ilo ციტატა(iglait @ 22nd Decembe...   Dec 22 2013, 11:08 PM
- - ilo   ja_ja რადგან მაგის შე...   Dec 22 2013, 11:19 PM
- - iorama   ციტატა(ja_ja @ 23rd December 2013...   Dec 22 2013, 11:20 PM
- - ja_ja   ilo ციტატა(iglait @ 23rd Decembe...   Dec 22 2013, 11:34 PM
- - monadire.   თეთრი წვერი და ულვ...   Dec 22 2013, 11:35 PM
- - ilo   ბათუმში ვცხოვრობ დ...   Dec 23 2013, 12:14 AM
- - ikaaa   დაუვიწყარი დღე იყ...   Dec 23 2013, 04:06 PM
- - norica_dragon   ეეე ბიჯო გამიხარდა...   Dec 23 2013, 09:42 PM
- - ilariona   norica_dragon მოვაწყოთ შენ...   Dec 24 2013, 12:26 AM
- - norica_dragon   ციტატა(ilariona @ Dec 24 2013, 01...   Dec 25 2013, 08:55 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 01:09 AM
Hosted by Pro-Service