გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> American Weigh AMW-100 სასწორი, მიმოხილვა
Power_VANO
პოსტი Aug 5 2010, 08:16 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



როგორც იცით, ამასწინათ მე, ჩეზემ და სოხამ შევიძინეთ American Weigh AMW-100 Silver Precision Digital Pocket Scale სასწორები, ამაზონიდან.

საქართველომდე ჩამოტანის ხარჯებიანად თითო სასწორი დაჯდა 19.08$, საკმაოდ მისაღები ფასია (თუ, რა თქმა უნდა, სასწორი მუშაა და კარგად წონის).
შეძენის დეტალები შეგიძლიათ ამ თემაში ნახოთ.

ამანათი დღეს ჩამოვიდა და გამოვიტანე, ჩემს კუთვნილ სასწორსაც გავუსინჯე უკვე გემო, დავტესტე და, შესაბამისად, მცირე მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ smile.gif

მოკლედ, მივყვეთ ნელ-ნელა.

სასწორის ტექნიკური მახასიათებლები:

  • აწონვა შესაძლებელია მაქსისმუმ - 100 გრამი / 3.528 უნცია / 500 კარატი / 1543 გრანი
  • ცდომილება - 0.01 გრამი
  • ასაწონი პლატფორმის ზომები 2.5"" x 3""
  • სასწორის ზომები 5"" x 3"" x 0.75"""
  • იკვებება 2 X AAA ბატარეით (მოყვება)
  • 10 წლიანი გარანტია


ასე გამოიყურება სასწორი ყუთში, 100 გრამიან კალიბრაციის გირაგთან ერთად, რომელიც ასევე დამატებით მოყვა ჩვენს სასწორებს:



ამოვიღოთ სასწორი ყუთიდან:



ჰმ... თქვენც შეამჩნიეთ არა? smile.gif
დიახ, დიახ, საიტზეც და ყუთზეც სასწორი აშკარად შავი ფერისაა, რეალურად კი ვერცხლისფერი აღმოჩნდა. არ ვიცი რა ფერისაა ჩეზესა და სოხას სასწორები, მაგრამ ალბათ ისინიც იგივე იქნება.
გარედან სასწორი პლასტმასისაა. უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული თეფში.

დამატებით სასწორის უკან დევს ინსტრუქცია, საგარანტიო ტალონი და გარანტიის პირობები რამდენიმე ენაზე.

ხედი "უკნიდან":



ზემოთ შავი "გუბკა" რომ დევს, არის გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი... უკაცრავად, დამატებითი ბატარეების შესანახი სივრცეა smile.gif

გავხსენით სასწორი და ვცდილობთ ჩართვას (ინსტრუქცია როგორც ხედავთ, სასწორის შიგნითაცაა აღწერილი):



ბლინ... ვაჭერ ON/OFF-ს, არ ირთვება... ვიფიქრე, გაფუჭებული ხომ არაა მეთქი, მაგრამ უცბად მოვტვინე, ბატარეები უკუღმა იქნებოდა ჩალაგებული!
მოვხსენი უკანა ხუფი და ეგრეც აღმოჩნდა, თან არამარტო შებრუნებული იყო ბატარეები, არამედ დამცავი ცელოფანიც კი შემოკრული ჰქონდათ!
აი სურათიც:



მოკლედ, ჩავრთეთ სასწორი და ესეც პირველი აწონვა:



როგორც ჩანს, ცოტა კალიბრაცია არ აწყენდა smile.gif
გავუკეთე კიდეც კალიბრაცია და მას შემდეგ მკაცრად 100 გრამის ჩვენება დაიწყო.

გადავედით ჩვენს საქმეზეც, ავწონოთ რამდენიმე ტყვია.
ჰო მართლა, რეალურად კიდევ რამდენიმე ტყვიაც ავწონე, მაგრამ სურათებში ვერ მოხვდნენ ისინი, ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ.
ახლა კი წარმოგიდგენთ CP 10.5 გრანიანის აწონვის შედეგებს:



10.5-იო, ამბობს სასწორი. ვნახოთ რა ხდება 10 ტყვიის შემთხვევაში:



105.3 გრანიო smile.gif კარგად წონის მგონი ეს სასწორი biggrin.gif (ჰო, კარგით, ვაღიარებ რომ 3 ცალი CP გვერდით გადავდე და სხვები ამოვარჩიე, 10.4-იანი იყო 1 და 10.6-იანი დანარჩენი 2)


მოკლედ, ესეც ჩვენი ახალი სასწორის მიმოხილვა.
დასკვნის სახით, ვიტყვი, რომ სასწორი ფასს ნამდვილად ამართლებს, ძვირი არაა, ზუსტია, ნორმალურად მუშაობს.
რამდენად გაუძლებს გამოყენებას, ამას დრო გვიჩვენებს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 5 2010, 08:43 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
კაია, ისევ კომპინფოელები თუ ვიხსნით ამ მიძინებულ ფორუმს biggrin.gif

ახლა შეჯიბრზე მხოლოდ აწონილი ტყვიებით წამოცუნცულდი ხოლმე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 10:12 PM
Hosted by Pro-Service