გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 10.07.2010-ის გასვლა, ანუ - ისვრის არ ისვრის, საკითხავი აი ესაა
ja_ja
პოსტი Jul 14 2010, 10:43 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს მიმოხილვაც ისევე როგორც სხვა მიმოხილვებით რამდენიმე დღის წინ უნდა დამეწერა, მემგონი ეს ტექსტი ჩემი საფირმო ლოზუნგი გახდა biggrin.gif

რა ვქნა ბატონო, შაბათს გვიან მოვედით კვირას ტირის მოლოდინში ვიყავით და ჩაიშალა, მერე ისე დაცხა კონდიციონერი არ მშველოდა.. მერე სამსახური ლამის 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით და.... ასეა თუ ისეა მოვედი კომპიუტერამდე და ვწერ ამ მიმოხილვას.

მგონი გახსოვთ ჩვენი ფორუმელი Tengo სხვადასხვა თემებში წერდა რომ მისი დისკო აშკარად ვერ ისროდა, იყო ერთი პრობლემა CUM-ებზე, რომელიც აი ამ გასვლაზე გავარჩიეთ. როგროც მაშინ გაირკვა თენგოს CUM-ები მართლაც არ მიფრინავდა, მაშინ როდესაც სხვა ტყვიები CP და BHP შესაშურ ჯგუფებს აკეთებდა. დავიწუნეთ ტყვიები და წამოვედით წყნარად იმ იმედად რომ საქმე მოგვარებულია.

რამდენიმე დღეში ისევ იგივე პრობლემა გაიჩითა, ამჯერად tengo ამტკიცებდა რომ CP-ც არ მიფრინავდა მისი თოფიდან. სხვა რა გზა იყო, კიდევ ერთი გასვლა იყო საჭირო. სწორედ ამ მიზნით ავიკრიბეთ რამდენიმე კაცი, წამოვიღეთ ჩვენ ჩვენი ფიშტოები, ზოგს თავისი მოდერის გასინჯვა უნდოდა, ზოგს მიზანში სროლა.. მოკლედ ავიკრიფეთ და ბევრი ბოდიალისა და თავმოუბმელობის შემდეგ რავარც იქნება 5 საათზე შევიკრიბეთ ჩემს სახლთან და დავწექით ქალაქგარეთ.

ბევრი უაზრო მოსახვევებისა და გადახვევების შემდეგ რავარც იქნება 6 საათისთვის სადღაც კიკეთის მისადგომებთან მივადებით ბოსტანც... ნუ მთლად ბოსტანი არ იყო. რაღაც გაუგებარი ადგილი ვნახეთ. გზიდან გადასახვევი პატარა მოედანია დამტვრეული ნაასფალტები. იქვე ძირს ჭალასავითაა და ვიღაცის მაგიდა დაგვხვდა, მოპირდაპირე მხარეს ვიღაცის ბუნაგი იყო ამოთხრილი კატაკომბების სტილში და რა თქმა უნდა ქართული ბუნების სიამაყე... პენოპლასტის, ქაღალდების, პლასტიკატისა და ჟესტის ნაგავი. მოკლედ თავი საკუთარ სამყაროში შევიგრძნეთ, სასწრაფოდ მოვნიშნეთ სასროლი ადგილი, ამოვიტანეთ მაგიდა, ქაღალდის ნაგავში აღმოვაჩინეთ ნოუთბუქის მუყაოს კოლოფი, რომელიც სამიზნედ გამოვიყენეთ და....


დავიწყეთ ფოტო მიმოხილვა...

მივედით და ადგილს ვზომავთ, მშვენიერი მოყუჩებულია დგილია, წინ პატარა ბორცვაკია და ყველა ტყვია მიწაში წავა ისე რომ არავის შეაწუხებს...



მაშინ რაღაც ველოდებით დავტენოთ ნასოსები, უკაცრავად დავანასოსოთ თოფები და ...









მიზანში სროლის წინ სანამ მზე არის, მოდით და ქრონში გავარკვიოთ რომელი თოფი რა სიჩქარეებით ისვრის... სასწრაფოდ აწყობა და ქრონის განხილვა







გაქრონვის მერე მოხდა საოცრება... ყველა დაისაქსა, თავის მიმართულებით ისვრის და ვერ გაიგებ რა ხდება..







ზოგმა მოასწრო დაცლა და მეორედ ტენის



ზოგი კი შემეცნებით საქმიანობას ეწევა, იმპროვიზირებულ კათედრაზე smile.gif (მიმდინარეობს მოდერების განხილვა)



ზოგს მცდელობა აქვს სამიზნე გაასწოროს მომავალი მიზანში სროლის წინ





ვერ გავაგებინე ამ ხალხს, მანქანა არ არის მყარი საყრდენი, მიუხედავად იმისა რომ მასიურად გამოიყურება და მძიმეა, ამორტიზატორების გამო მისი მოცულობა და წონა არანაირ პლიუსს არ იძლევა, მარა რათ გინდა... გიჯერებს ვინმე???

რავარც იქნა გაიშალა პარალონი დალაგდა Caldwell-ის ბალიშები და



რა ტრაკებია ბიჯო რა ტრაკები....

ისე პირველი Caldwell -ის ბალიში მე ჩამოვიტანე და რამდენი ხანია სხვას არავის არ ჩამოუტანია, აგერ მეორე ჭკვიანი კაცი Tengo გაიჩითა (სხვებისგან განსხვავებით ახალია ამ ფორუმზე და უკვე მიხვდა კაცი ამ ბალიშების საჭიროებას), დანარჩენები რას აპირებთ... ტირში ისევ ქვიშით გავსებული ნასკებიდან სროლას აპირებთ????



მოკლედ ბატონი პრეზიდენტი შეუდგა მიზნის გასწორებას, თან ტკბება ახალი მოდერის შესაძლებლობებით. მე კიდევ მომკალით და ეგ მოდერი არ მომწონს, ნამეტანი დიდი ოყნაა biggrin.gif



მე კიდო დავიჭირე ჩემი მარადიორი და შევუდექი Tengo-ს მიერ დაწუნებული ტყვიებით სროლას მაინტერესებდა რა გამოვიდოდა. თან აღმოჩნდა რომ Bazuka-ს წამოღებული ჰქონდა პირველი პარტიის CP-ები, რომელიც ამერიკიდან ჩამოუვიდა საქართველოში პირველ დისკოსთან ერთად. აშკარად განსხვავდება ბაზუკას ტყვიები და Tengo-ს ტყვიები, ფერითაც და ფორმითაც... საინტერესოა... მე ჩემთვის წამოღებული მქონდა CUM-ები, არ ვუჩივივარ, ისვრის ხოშიანად.

ამ პროცესს თავისი თოფებიდან აკვირდებოდა სხვადასხვა დამკვირვებელი, ასევთქვათ ენ-ჯე-ო biggrin.gif ვო!!!









ჩემმა თოფმა ერთი მოწყვეტილი ტყვიით გააკეთა 20 მილიმეტრიანი ჯგუფი, მოწყვეტილის გარეშე 17 მილიმეტრი.

ავიღე Tengo-ს ტყვიები და იგივე მანძილზე მეორე სამიზნეში ვისროლე, მოწყვეტილიანად გამომივიდა 27 მილიმეტრი, მოწყვეტის გარეშე 18 მილიმეტრი. ანუ თითქმის ერთნაირად ისვრის.





სხვა რა გზა იყო დავიჭირე ხელში Tengo-ს დისკო და იგივე ტყვიები ვსინჯე...

ჯგუფი არ არის, ყველაზე კაი შემთხვევაში 49-50 მილიმეტრია... ჰოოო რაცხა ვერაა საქმე. მაშინ გადავწყვიტეთ ბაზუკას ჩინებული CP-ებით გვესინჯა სროლა, გამოვიყენეთ მოდერი ეგრეთწოდებული ჯგუფი გამოვიდა 48 მილიმეტრი, არ მოგვეწონა ჩავთვალეთ რომ მოდერი რაცხას ურევს, ამიტომაც მოდერის გარეშეც ვსინჯეთ, შედეგი ვააბშე მაგარი მივიღეთ 61 მილიმეტრი, ანუ ჯგუფზე საუბარი საერთოდ არაა. გინდა მოდერი, გინდა კაი ტყვიები.. ნუ არ არის და მოკვდი თუ გინდა biggrin.gif

აგერაა დამადასტურებელი სურათები: უკაცრავად სახაზავისა და შტანგელის გარეშეა





სხვა რა გზა იყო დავაძრე ჩემი დისკო და მივაყოლე 8 ტყვია... მოწყვეტილით გამოვიდა 31 მილიმეტრი, მოწყვეტის გარეშე 28 მილიმეტრი. ფაქტია Tengo-ს დისკო ურევს... ჩემი დისკო იძლევა შედარებით ცუდს შედეგს რამდენიმე მიზეზის გამო:



1) პირველად ვისროლე ჩემი დისკოდან და მიუმუშავებელი თოფისთვის აშკარად ჯერ ნაადრევია რაიმე ჯგუფის მოთხოვნა
2) ცდომილება ვერტილაკზეა შედეგად ეს მიგვითითებს იმაზე რომ სიჩქარეების ცვლილების გამო ტყვია ნელნელა ქვევით იწევს, ესეც მიმუშავებაზეა დამოკიდებული

ჰო მართლა ესეც ვიდეო ამსახველი მასალა, ხარისხი ცოტა კოტრაწეს, მარა...



სანამ ჩვენ შექმნილ სიტუაციას განვიხილავთ ბატონი პრეზიდენტი მიეპარა ჩემს მარადიორს და Tengo-ს დაწუნებული CP-ებიდან მიუშვა 10 ტყვია ერთერთ სამიზნეში... მდააა პრეზიდენტმა ყველას მოგვიჯოკრა biggrin.gif მიიღო 13 მილიმეტრიანი ჯგუფი.



ფაქტი ერთი იყო, Tengo-ს თოფს რაცხა ნიტო სჭირს, ამიტომაც პირველი ოპერაციისთვის ჩემს დისკოს მოვხსენით ლულა თავისი კოლოფიანად და გადავიტანეთ Tengo-ს რეზერვუარზე. ჩავსვით კონდახში და... სამწუხაროდ ისტორიას არ შემორჩა დამადასტურებელი სურათი, მიახლოებით ჯგუფი გამოვიდა 20 მილიმეტრის რაიონში. თან ეს დაწუნებულია CP-ებით, მიახლოებით იგივე გამოვიდა CUM-ებითაც...



გასაგები გახდა რომ საქმე ან ლულაში, ან კოლოფშია, ამიტომაც Tengo-მ დააძრო მეორე ლულა რომელიც წინდახედულად ჰქონდა ჩამოტანილი და.... მოკლედ გადააწყო თავისი დისკო ტავის კოლოფზე და ახალ ლულაზე



შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა, მართალია კაი სურათი ვერ დავაფიქსირეთ, იმიტომ რომ სადღაც 10 ნასროლი ტყვიიდან 6 წავიდა მუყაოს კოლოფში, შემდეგ ცოტათი გავასწორე ოპტიკა (ზემოთ ამოვწიე) და კიდევ დარჩენილი 3 ტყვიაც მივუშვი.

მართალია 3 ტყვიიდან დასკვნის გაკეთება ჭირს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჯგუფი არის 12.38 მილიმეტრი, მაქსიმუმ კიდევ 2 ტყვია რომ მიმეყოლებინა 13-დან 15 მილიმეტრში ჩავეტეოდი.



პირველი 6 ტყვია ლამის ერთმანეთში იყო ჩამჯდარი, უბრალოდ კოლოფი კიკეთში დავტოვეთ და არავის გაგვახსენდა გადაღება sad.gif

ასეა თუ ისეა, მემგონი ამ მომენტისთვის თენგოს თავგადასავლები გარკვეულია. სავარაუდოდ ლულის პრობლემა გამოწვეული იყო ფასკით რომელიც Tengo-მ თვითონ გააკეთა. ლულა შემდეგ მე დამიტოვა ჩამოსაჭრელად, უბრალოდ მეც კაი ტორმუზი ვარ არ გამახსენდა გადაღება თუ როგორი იყო თავიდან ლულა sad.gif

ასე იყო თუ ისე, ერთი საქმე გასწორდა, მაგრამ მეორე პრობლემაც გვქონდა, კერძოდ რატომ ისვრის Norica-ს დისკო 220-230 მეტრ წამით მაშინ როდესაც სხვა ყველას დისკო 255-270-ით ისვრის...

ბევრი ფიქრისა და საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ ზამბარის მიკუმშვა, ამოვაგდეთ ზამბარა და... Bazuka ვენებს იჭრის წვრილი მეჩვენებაო, დავაძრეთ შტანგელი, გავზომეთ ჩემი და Tengo-ს დისკოს ზამბარის მავთულის სისქე, აღმოჩნდა 0.96-0.97 მილიემტრი, აი Norica-სი კი იყო 0.87 მილიმეტრი.. ესეც მთელი საიდუმლო smile.gif. რატომღაც ზოგიერთ დისკოში კროსმანი წვრილი მავთულიდან გაკეთებულ ზამბარას დებს, შეიძლება ეს საყვარელი ჩინელების ბრალია რომლებიც ხარისხიანად ვერ მუშაობენ sad.gif



ასე იყო თუ ისე, იქვე არსებული ნაგვიდან, ვნახეთ პლასტიკატის დეტალი რომელიც Koknara-მ გათალა, ჩავდეთ დამრტყმელში და ამის შედეგად ზამბარას მივჭიმეთ.

Norica-ს სიხარულს ზღვარი არ ჰქონდა როდესაც მისმა თოფმა მომენტალურად 250 მეტრ წამიდან დაიწყო სროლა და მაქსიმუმს მიაღწია 288 მეტრ წამს... მოგვიჯოკრა ყველა დისკო მენს smile.gif შიში იყო გადახარჯვის, მაგრამ გამოვიდა 35-36 სრულყოფილი გასროლა, ანუ იგივე რაოდენობა გასროლები, მაგრამ გაცილებით ჯანიანი smile.gif

ასეთ ტკბილ ნოტაზე დავიშალეთ ყველანი იმ იმედად რომ მინიუმ 2 პრობლემა გადავწყვიტეთ, კაი დროს გავატარეთ, მიზანშიც ვისროლეთ და... მოკლედ ერთმანეთიც ვნახეთ და ფორუმის ტექსტების მაგივრად ლაივში ავუხსენით ერთმანეთს დაგროვებული ინფორმაცია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   10.07.2010-ის გასვლა   Jul 14 2010, 10:43 AM
- - cz80   ე მასტე ბიჯო...ძლივა...   Jul 14 2010, 12:08 PM
- - Power_VANO   მშვენიერი გასვლა გ...   Jul 14 2010, 12:10 PM
- - cz80   ციტატა(Power_VANO @ 14th July 201...   Jul 14 2010, 12:13 PM
- - Power_VANO   ნუ ახლა ჯორჯიკას ფ...   Jul 14 2010, 12:25 PM
- - foxi   ესეიგი მაგ გასვლას...   Jul 14 2010, 01:02 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 14th July 20...   Jul 14 2010, 01:22 PM
- - Davitus   ყოჩაღსთ, შედეგიანი...   Jul 14 2010, 10:56 PM
- - foxi   ja_ja მადლობა.   Jul 15 2010, 08:47 AM
- - tengo   Davitus ციტატა(Davitus @ 14th Ju...   Jul 15 2010, 08:54 AM
- - Jah   მშვენიერია შეიძლე...   Jul 15 2010, 09:27 AM
- - foxi   ციტატა(tengo @ 15th July 2010 ...   Jul 15 2010, 09:45 AM
- - Jah   ციტატა(tengo @ 15th July 2010 ...   Jul 15 2010, 10:13 AM
- - bazuka   Jah ციტატა(Jah @ 15th July 2010 ...   Jul 15 2010, 12:08 PM
- - tengo   foxi ციტატა(kakha @ 15th July 20...   Jul 15 2010, 04:47 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 15th July 2...   Jul 15 2010, 04:53 PM
- - tengo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 15th July 2...   Jul 15 2010, 05:14 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 15th July 2...   Jul 15 2010, 05:26 PM
- - tengo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 15th July 2...   Jul 15 2010, 05:45 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:58 PM
Hosted by Pro-Service