ვაკანსია ფორუმზე, მოდერატორია საჭირო რამდენიმე განყოფილებაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ვაკანსია ფორუმზე, მოდერატორია საჭირო რამდენიმე განყოფილებაში |
Jun 8 2011, 06:07 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ასეა თუ ისეა პატარა ცვლილებები მოხდა ფორუმზე. ახლახანს გადავხედე განყოფილებებს და ვნახე რომ ოპტიკურ სამიზნეებში და ყიდვა გაყიდვაში მოდერები არ გვყავს აქედან გამომდინარე ვაცხადებ ვაკანსიას ამ ორი განყოფილების მოდერატორობაზე. საჭიროა მოდერი აკმაყოფილებდეს შემდეგკრიტერიუმებს: 1) ფორუმზე აქტიურობა და არა თვეში ერთხელ შემოსვლა, ეს ერთერთი აუცილებელი პირობაა,რადგან მოდერი შესაბამისი თემების საქმის კურსში უნდა იყოს. 2) მართვის ნიჭი,მინიმალურ დონეზე. ანუ შეეძლოს გადაწყვეტის მიღება და ფორუმის საერთო დაწერილი თუ დაუწერელი კანონების მიხედვით მოქმედება, გადაწყვეტილების მიღება 3) მოდერატორის ვაკანსიაზე განიხილება ფორუმის წევრი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება შესაბამის თემაში, უბრალოდ ფლუდერობა და კაი ბიჭი ვარ, ან მინდა და მორჩა, არ განიხილება 4) ფორუმელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 500 პოსტი დაწერილი და უმეტესობა წონანი პოსტები უნდა იყოს და არა ფლუდი და სიცილაკები. 5) ვაკანსიის მსურველი ან პირადად უნდა იყოს ფორუმელებთან შეხვედრაზე ნამყოფი (ვიზუალურად უნდა იცნობდეს მას ხალხი და არა მხოლოდ ვირტუალურად), თუ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მოდერატორის ან ადმინისტრატორობის დადებითი დახასიათება და შუამდგომლობაა საჭირო. მესმის პირობები მკაცრია, მაგრამ ამით ვკვეთავ ზედმეტ კითხვებს რომ ყოველმა მეორემ არ დაწეროს მე მინდა მე მინდა. ვიცი რომ საქართველოში მოდერობა ყველას უნდა, მაგრამ მხოლოდ სურვილი ხშირად საკმარისი არაა.
| |
> |
|
|
Jun 8 2011, 07:08 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
ოპტიკურ სამიზნეებში შემიძლია მოდერობა ყიდვა-გაყიდვა ნამეტანი საწმენდი თემა, წამდაუწუმ იხსნება და მაგის ნერვი არ მაქვს სივი გამოვაგზავნო?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 04:44 PM |
Hosted by Pro-Service |