გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ელექტროშოკი
t0rnike
პოსტი Oct 24 2014, 11:58 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 19-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,895
ქალაქი:თბილისი



მეგობრებო, მაინტერესებს, საქართველოში ელექტროშოკის ტარება აკრძალულია თუ არა? წავიკითხე ,,იარაღის შესახებ" კანონი, საიდანაც მივიღე შემდეგი ინფორმაცია:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებ
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის;

მუხლი 5. თავდაცვის იარაღი
1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

ხოლო ტარების შეზღუდვაში ელექტროშოკი მოხსენიებული არ არის. მივწერე შინაგან საქმეთა სამინისტროს:

,,,გამარჯობა,

ვაპირებ ელექტროშოკის შეძენას თავდაცვის მიზნით. წავიკითხე საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, სადაც აღნიშნული ტიპის იარაღი განეკუთვნება თავდაცვითი ტიპის იარაღს და მისი შენახვა შესაძლებელია. მაინტერესებს, ყიდვის შემდეგ სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში მისი დარეგისტრირებგა და მექნება თუ არა ტარების უფლება.

გმადლობთ"

პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომსახურების სააგენტოს: 2 41 91 91

პატივისცემით,

შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

იმავე კითხვით მივმართე მომსახურების სააგენტოს

პასუხი:
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ ელექტროშოკის რეგისტრაცია ან/და შეძენაზე ნებართვა არ გაიცემა

ვუთხარი, რომ ეგ გასაგებია, რომ ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ტარების უფლება თუ მაქვს-მეთქი და აღარ მიპასუხეს. ვინმემ ზუსტად იცით შეიძლება თუ არა ტარება? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 05:57 PM
Hosted by Pro-Service