გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სანადირო აღჭურვილობა, ბილოკლი, კამუფლაჟი და...
ja_ja
პოსტი Jul 1 2010, 01:59 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ გამოვიწერე რაღაც ნივთები და მინდა გაგაცნოთ მათი შესაძლებლობები.

გამოვიწერე 2 ნივთი ერთი ბინოკლი, მეორე კომუფლაჟის ფირი "ლენტა", დეტალურად მივყვეთ ყველაფერს.

პირველი ბინოკლი, მინდოდა რაღაც მარტივი ასე 6, 8 მაქსიმუმ 10 ჯერადობის ბინოკლი, პატარა და მსუბუქი. სუფთა სანადირო თვალსაზრისით. ხანდახან გინდა ხე ან ბუჩქი შეათვალიერო და ოპტიკიდან ობიექტის ძებნა ყოველთვის მოსახერხებელი არაა. ასე იყო თუ ისე შევაჩერე არჩევანი იაფიან მოდელზე, თან აღმოვაჩინე რომ ცვალებადი ჯერადობა აქვს, 7-21. მოკლედ ეს არის Barska-ს მოდელი ამერიკაში ღირს 29.99$, ტრანსპორტირების წონა გამოვიდა 1.1 კილო ანუ უხეშად კიდევ 8-9$ დაამატეთ და გამოდის 38-39$.

ახლა მოვყვეთ რა მივიღე ამ ფასად:

ეს არის კოლოფი, სხვათაშორის საკმაოდ პატარაა ასე რომ შიშები იმის შესახებ რომ დიდია გაქრა კოლოფის დანახვისთანავე.



ეს კი დეტალური მარკა, მოდელი, თაობა თუ კლასი და ასე შემდეგ.



ბილოკლი გამოიყურება აი ასე:



მოყველა წინა და უკანა ოკულარების ხუფები, თუმცა დასამაგრებელი არ აქვს, ასე რომ თუ მოხსენი სავალე პირობებში, ან სადრაც შორს უნდა შეინახო, ან უნდა გადაყარო. საველე პირობებში სადღაც ჯიბეში ძრომიალი და ხუფების მოძებნა ცოტა არ იყოს და მაგარი მოუხერხებელია.

წინა ობიექტივები წითელი საფარველით გამოირჩევა, ანუ მზის სხივმა რომ არ მოჭრას ხედი



რამდენად ხარისხიანადაა საფარველი დატანილი ამას დრო გვიჩვენებს

ეს კი სამუშაოდ გამზადებული ბინოკლი



როგორც წესი აქვს ცენტრალური ფოკუსის გასასწორებელი სამოძრაო რგოლი, აქვს მარჯვენა თვალის რეგულირების დამოუკიდებელი შესაძლებლობა, ანუ თუ თვალებში შაშუბეში გაქვს, შეგიძლია მარჯვენა თვალი დახურო, გაასწორო მარცხენაზე სასურველი ხედი, შემდეგ დახურავ მარცხენა თვალს და გაახელ მარჯვენას, ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ოკულარს გაასწორებ ისე რომ მკაფიოდ ჩანდეს ყველაფერი და მორჩა შეგიძლია ორივე თვალი გამოიყენო, გამოსახულება ფოკუსში იქნება.

პლიუს აქვს კიდევ ერთი დანამატი, დააკვირდით მარჯვენა ოკულართან პატარა ამოშვერილი "რიჩაგია", მისი მოძრაობით შეიძლება ჯერადობის მომატება დაკლება, ანუ შიგნით ლინზების ნაკრები ცალკე კაფსულაში ზის და ამ "რიჩაგის" გადაადგილებით ხდება კაფსულის მიწევა დაწილება, შედეგად გერადობა იცვლება. საკმაოდ კაი რაღაცა smile.gif

აი ახლოდან ჯერადობის ვარიაციები (მინიმალური და მაქსიმალური ჯერადობა):





ხელში საკმაოდ მოსახერხებელი დასაჭერია, პატარაა და არც თუ ისე მძიმე, მოკლედ კოხტა შტუკაა. სხვათაშორის მოყვა კიდევ ჩამოსაკიდებელი ქამარი (შესაბამისი ყურები აქვს ბინოკლს) და მოყვა ტავისი ჩასადები ჩანთაც. აგერაა მთელი კომპლექტაცია რაც კოლოფში დევს:



ესეც ჩასადები ჩანთის ხედები:





მართალია რაღაც მინი სიამოვნება არის რომ მწარმოებელი რაღაცას გაძლევს, მაგრამ რეალურად ეს ჩანთა მემგონი გამოუდეგარი დეტალია, იაფიანი მოდელია რათ უნდა ახლა ამას კიდევ ჩანთა და ასე შემდეგ, ჩააგდე ზურგჩანთაში და მორჩა რა საქმე, მე შენ გეტყვი დიდიად დაიცავს თუ რა, მტვერი და ნაგავი საველე პორობებში მაინც მოხვდება ლინზებზე... მოკელდ არის რა smile.gif, მარა რისთვისაა... it's a big, big question.

ჰო ახლა რამდენად ამართლებს თაცვის საქმეს? ნუ რადგან იაფიანი მოდელია ავტომატურად იგულისხმება რომ დიდი ვერაფერი ვერ უნდა იყოს და ეგრეც არის. ანუ 7 ჯერადობაზე ყველაფერი კარგად ჩანს, ვერ ვიტყვი უმაგრესი ხედია, მეთქი, მაგრამ სუფთა კარგი ლინზებია ყველაფერი ჩანს, აი აწევისას კი პრობლემები ჩნდება, 14-15 ჯერადობამდე ყველაფერი ნორმალურადაა ჩემის აზრით 16 ჯერადობა ასევთქვათ "პატალოკია" ამ ბინოკლისთვის, მერე იწყება Blur-ვიზიონ.

რაც არ უნდა ეჩალიჩო, სუფთა ხედს ვერ მიიღებ, ვერც წინა რეგულირებით ვერც სხვა ვერაფრით. თუ გინდა ცალ ოკულარში გაიხედე, მაინც არ არის სუფთა ხედი. ვერ ვიტყვი თვალებს დაგთხრისთქო, მაგრამ 2-3 წუთი დაჟინებული ყურების მერე ხვდები რომ თვალები დაძაბულია და იღლება.

მე რა მიჭირს ასე თუ ისე მაქვს ოპრიკასთან შეხება, ძველი რუსული სამხედრო ბინოკლიც მაქვს სახლში, მაგრამ აი თანამშრომლებმა გუშინ პირვალეად დაიჭერეს ხელში 21-ჯერადობა (ვაბშეტა ეგ ცალკე თემაა არის კია რეალური 21???), ესეიგი აღფრთოვანების ზღვა გადმოინთხა, სიხარულის წივილი, თვალების დათხრამდე ხალხის თვალიერება და გოგოების ფეხებზე პრიშიკების თვალიერება biggrin.gif, მხოლოდ ერთი მიხვდა სადღაც 40 წუთი ჩაშტერებული ყურების მერე რომ რაღაც ნიტოა და თვალები ეტკინა smile.gif

დასკვნა:
იაფიანი ვარიანტია, ასე რომ ბევრს არც ველოდი, მინდოდა მაქსიმუმ 10-ის ჯერადი, და გამოვიდა რომ სადღაც 15-16 ჯერადი მაქვს, smile.gif რეალურად კი 14-ის ჯერადი. ასე რომ ნორმალური შენაძენია. 1-2 კვირა მოვუწყობ საველე ტესტირებებს თუ არ გაამართლა ჩანაფიქრი და... კარგად მიყოლოს mymarket-ის ადმინისტარცია, მანდ ისეთ ხალხს ვნახავ რომ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ახლა კი გადავერთოთ კომუფლაჟის ლენტაზე. არ დავმალავ Davitus-ის იდეა მომეწონა, ანუ ტავის დისკოს რომ ნაჭერი შემოახვია, მაგრამ ცოტა უფრო ცივილური ფორმის მიცემა მინდოდა ამ საქმისთვის. ამიტომაც ვიყიდე აი ასეთი კომუფლაჟის ლენტა:



საკმაოდ ფართე რაღაც აღმოჩნდა თითქმის 5 სანტიმეტრია, სიგანეში და 20 იარდი, ანუ 18 მეტრი... კაი სიგრძეა smile.gif



დაჯდა ეს ბედნიერება 10$ ნუ პლიუს ჩამოტანის თანხა 400 გრამიმ უხეშად 4$ სულ 14$, იდეაში მე ჩემს შეცდომას აღარ გავიმეორებ, რადგან იგივე ფორმის ლენტა გუში აღმოვაჩიე "მაგნუმ"-ის საიტზე და მაგდაგვარი ლენტა არის 2 ცალი, 1 ღირს 12 ლარი, ემორე 17 ლარი. მართალია ციგრძე სიგანე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ლენტა უხესად დამიჯდა 25-26 ლარი, ამშინ როდესაც 2-ჯერ იაფად აქაც არის smile.gif იშვიათი შემთხვევაა...



გახსნილი ლენტა წააგავს ნაჭრის იზოლენტას, პროსტა ნახატია სხვა smile.gif, ხედაპირი რაღაც სტრანნია, წვრილად მოქსოვილ ბინტს წააგავს



ზედაპირეზე დატანა შემდეგნაირია, უნდა აიღოთ და დაახვიოთ იმ ზედაპირზე რომელზეც გინდათ მისი დატანა. ცალი მხარე წებოვანია, და როგორც მწარმოებელი და მთელი იუტუბი ამბობს არ ეწეპება თოფის ზედაპირს და მოხსნისას არ ტოვებს კვალს.. ხრენ ივო ზნაიტ ეგ გასასინჯია.



იდეაში მე ცოტა სხვანაირ ლენტას ველოდებიდი, ეს რაღაც ნამეტანი გეომეტრული ფორმისაა და რაღაც ძონძების და ნაჩალიჩარის ეფექტს არ იძლევა. მემგონი ნაჭერი ჯობია ისევ, მაგრამ რა ნაჭერი უნდა გამოვიყენო ჯერ არ ვიცი, ამ ლენტას ჯერ დავიტოვებ, გაყიდვით ამას mymarket-ზ ეალბათ ვეღარ გავყიდი რადგანაც უკვე გავხსენი. ნუ კაროჩე ვახოთ რა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   სანადირო აღჭურვილობა   Jul 1 2010, 01:59 PM
- - koknar   ხოო კარგათ გივაჭრი...   Jul 1 2010, 02:32 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 1st July 20...   Jul 1 2010, 02:37 PM
- - cz80   მშვენიერი შენაძენ...   Jul 1 2010, 02:42 PM
- - koknar   დაძონძვილებში იქნ...   Jul 1 2010, 02:58 PM
- - Power_VANO   ციტატა(koka @ 1st July 2010 ...   Jul 1 2010, 03:45 PM
- - ja_ja   Power_VANO აი ეგეთი კოსტუ...   Jul 1 2010, 03:56 PM
- - geojorjika   ja_ja გილოცამ შენადა...   Jul 1 2010, 08:06 PM
- - foxi   ისე დაძონძილი კამო...   Jul 1 2010, 08:13 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(foxi @ Jul 1 2010, 10...   Jul 1 2010, 11:35 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 1st J...   Jul 1 2010, 08:17 PM
- - Davitus   რა გაჭირვებაა ეს კ...   Jul 2 2010, 12:16 AM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 2nd Jul...   Jul 2 2010, 08:43 AM
- - Power_VANO   ცალკე თემას არ გავ...   Aug 5 2010, 10:08 PM
- - geojorjika   Power_VANO გილოცავ , საკე...   Aug 5 2010, 10:52 PM
- - cz80   Power_VANO მშვიდობაში...კ...   Aug 5 2010, 11:00 PM
- - ja_ja   კაი საჭირო ნივთია. ...   Aug 6 2010, 12:15 PM
- - Power_VANO   geojorjika cz80 ja_ja თექნს-თენ...   Aug 6 2010, 12:48 PM
- - daviti   გილოცავ!!! მეც ...   Aug 6 2010, 06:10 PM
- - ja_ja   daviti ციტატა(daviti @ 6th Augus...   Aug 6 2010, 06:14 PM
- - Power_VANO   daviti მადლობა Gator II და...   Aug 6 2010, 09:09 PM
- - soxa   Power_VANO ვაა მაგარია ვა...   Aug 6 2010, 09:37 PM
- - foxi   Power_VANO გილოცავ. საინ...   Aug 6 2010, 11:34 PM
- - Power_VANO   soxa foxi გმადლობთ ჩამ...   Aug 7 2010, 07:25 AM
- - Davitus   Power_VANO ცოტა მეძვირებ...   Aug 7 2010, 06:13 PM
- - Power_VANO   Davitus ციტატა(Davitus @ 7th Aug...   Aug 7 2010, 08:58 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(Power_VANO @ Aug 7 2010, 1...   Aug 9 2010, 03:48 AM
- - geojorjika   თქვენი არ ვიცი და მ...   Aug 7 2010, 09:53 PM
- - Davitus   ციტატა(Power_VANO @ 7th August 20...   Aug 7 2010, 11:28 PM
- - geojorjika   Davitus რა ფოლადია?   Aug 7 2010, 11:31 PM
- - Power_VANO   geojorjika Kershaw G10 Hawk - http://www.knifecen...   Aug 8 2010, 11:36 AM
- - Davitus   Power_VANO მალადეს, სურა...   Aug 8 2010, 05:14 PM
- - Power_VANO   Davitus მე მქონდეს ზ.დ.პ....   Aug 9 2010, 12:56 AM
- - Hellados   ხალხო საძილე ტომარ...   Aug 9 2010, 07:51 PM
- - Power_VANO   ჩამოტანაში (მოცულო...   Aug 9 2010, 07:59 PM
- - Hellados   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 9...   Aug 9 2010, 08:56 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(Hellados @ Aug 9 2010, 10...   Aug 9 2010, 09:06 PM
- - Power_VANO   Hellados ჰოდა თუ აქ უკეთ...   Aug 9 2010, 09:32 PM
- - Hellados   გასაბერ პარალონებ...   Aug 10 2010, 08:15 AM
- - Power_VANO   Hellados გასაბერი? ეგეთ...   Aug 10 2010, 08:21 AM
- - foxi   http://a-tacs.com/ ასეთი ფორმ...   Feb 24 2011, 07:32 PM
|- - Hellados   ციტატა(foxi @ Feb 24 2011, 08...   Feb 25 2011, 03:46 PM
- - sekurifa   ორი დღის წინ გუდვი...   Aug 3 2012, 12:58 PM
- - ja_ja   sekurifa კაი კომუფლაჟია...   Aug 3 2012, 03:42 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 3rd August 2012 ...   Aug 3 2012, 03:56 PM
- - ja_ja   sekurifa რავიცი რა გითხ...   Aug 3 2012, 04:15 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:47 AM
Hosted by Pro-Service