გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> დაგეგმილი და მაგარი გასვლის რეპორტი, 4 დეკემბერი 2011 წელი, მაგრა ცივა...
ja_ja
პოსტი Dec 10 2011, 06:31 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს აურზაური დაიწყო
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მოვედით მის ლოგიკურ დასკვნამდე



პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ დოკუმენტალურ მასალას 2 ფოტოგრაფი აფიქსირებდა (ვიდეო გადაღებიანად), მე რა მასალებიც მაქვს დავდებ, მეორე კამერის მასალები ჩემთან არაა ასე რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დავდებ იმას რაც არ მაქვს, თუ მომაწვდის მისტერ იუზა, ან ჯორჯიკა ჩემი თავი ენაცვალოთ თუ არა და იქნებ მერე თვითონ მიამატონ.

მაშ ასე როგორ დაიგეგმა ეს გასვლა პირველი გვერდიდან ირკვევა, აგერ მე-11 გვერდზე მოვრჩით ლაყბობას და გავედით კიდევ 2 გვერდის მერე რავარც იქნა ვწერ ამ რეპორტს.

მაშ ასე გასვლა სტანდარტულად დილის 8 საათზე, სპორტის სასახლის მარჯვენა კუთხიდან, თუმცა გააჩნია საიდან დგეხართ და როგორ უყურებთ სპორტის სასახლეს, ვინც არ იცის და შემდგომისთვის რომ იცოდეს, უყურებთ სპორტის სასახლეს რომელიც თქვენს წინ დგას, წევთ მაღლა მარჯვენა ხელს და ამ ხელის მხარეს სპორტის სასახლეს კუთხე სადაც აქვს იქეთ მიამართებით smile.gif მიაგენით? ძალიან კარგი. თუ მაინც ვერ მიაგენით კიდევ ერთ ჰინტს გეტყვით, ფოთოლა ხომ იცით სადაცაა და ყოფილი მორკინალი, მოკლედ მაგ მხარეს არა მაკდონალდი საითაცაა იმ მხარეს.

ამჯერად მე შეხვედრის ადგილზე არ ვყყოფილვარ, პირდაპირ სახლში გამომიარეს სოხამ და კოკნარამ, მე დავემატე და ერთად გავედით კაკასთან, აეროპორტიდან კი გავეკიდეთ მთავარ ჯგუფს, რომელიც უკვე დაძრული იყო რუსთავისკენ.


რუსთავში ჩასვლა... დიდი მოსაყოლი არაფერია, ჩვეულებრივი საუბრები, ძირითად ჯგუფთან გადარეკვა და ბოლოს საყვარელ და სტანდარტულ მინდორზე მისვლა.





მოკლედ მივედით ჩვენს მონიშნულ ადგილზე (უკვე ბევრმა მოისაქმა გვერდზე ბუჩქებში და ხეებზე, ასე რომ ყველა ძაღლმა იცის, ჩვენი ადგილია biggrin.gif ) და დავიწყეთ ჩვენი რაღაცეების გაშლა. ამჯერად უმეტესი ინსტრუმენტარიუმი ილარიონას ახლად შეძენილ ”პრიცეპში” იყო განთავსებული, რომელიც თაზოს მანქანაზე იყო ჩაბმული. ასე იყო თუ ისე დავიწყეთ გაშლა მინდორზე და პოზიციების მომზადება.







ისე კი უნდა ვთქვათ, გემრიელად ციოდა. მთელი მინდორი მოყინული იყო და თრთვილით იყო დაფარული. თუმცა მერე ნელ-ნელა მოდნა ყველაფერი. ამინდი კი გადასარევი დაგვემთხვა, ყოველ შემთხვევაში დილიდან.

ამ თვითმარქვია პრეზიდენტს ხომ უყურებთ? ჰოოდა ხელში თუ იცით რა უჭირავს? მოკლედ ამ კუკუობას ატრუალებ, ატრუალებ და ის კიდო ჰაერს უბერავს და უბერავს.... ტექნოლოგიური ცეცხლის გამაჩაღებელია, აღარაა საჭირო სულის შებერვა და გაზეტების ქნევა იმისათვსი რომ ცეცხლი გააჩაღო



ცოტახანში შემოგვიეერთდა მთავარი კაცი, ორგანიზატორი და სულის ჩამბერი... თან მოიყვანა ახალგაზრდა სპორცმენი (მამამისი არ ითვლება, ახალგაზრდა აღარაა biggrin.gif ) და რა თქმა უნდა სექსი ბოი.







სულ ცოტა დაგვჭირდა, უცემ დავდგით მაგიდები, ჩვენი ნაყიდი სამზერი მილი და წავიდა შეჯიბრი.







შეჯიბრში მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

1) Norica_dragon
2) soxa
3) koknara
4) kaka8079
5) Name
6) Devil
7) Geojorjika
8) Grigol
9) Ilariona
10) CZ80
11) Iorama
12) Ja_ja
13) Grigorich - აკა nika
14) Iuza
15) Tazo
Lekso და მგონი amon-მა ბოლომდე სროლა არ დაამთავრეს ასე რომ ქულები ვერ მივიღეთ და ამოვაგდე სიიდან. ეს ამ ხალხის პირველი შეხება იყო PCP-სთან, და ოპტიკასთან არც არის გასაკვირი რომ თავიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა რომ ორივე დანებდა დროზე ადრე შეჯიბრს. მოკლედ ასე იყო თუ ისე შეჯიბრი მიმდინარეობდა.

კარგი კი ის იყო რომ ნიავი არ იძროდა თავიდან, სანამ მაგიდასთან Iorama არ დაჯდა... ოო აი ამ მომენტიდან გაიჩითა ქარი და ყველაფერი აურია sad.gif



მოკლედ ყველა თავიდან ცდილობდა დროზე მოეცილებინა შეჯიბრი რომ შესაძლებლობა ჰქონოდა სანადიროდ გაქცეულიყო, ან ლუდი გადაეკრა. პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ რომ Ja_Ja, Kaka8079 და Soxa ცდილობდნენ, ერთერთი დაბრედილი HW100-ის აღდგენას საველე პირობებში.





ანუ სახლიდან წამოვიღე ინსტრუმენტების ნაწილი იმ იმედად რომ მხოლოდ დასაშლელ ასაწყობი იქნებოდა თოფი (როგორც კაკა-მ მითხრა რამდენიმე ტყვია იყო ლულაში ერთად გაჭედილი). აღმოჩნდა რომ ლულაში იყო 7 თუ 8 ტყვია, გადამშვებ მიმწოდებელში 3 ტყვია, გარდა ამისა გაღუნული იყო მიმწოდებლის ბერკეტი და ავოეეე, მოკლედ მარტივი დაშლა აწყობა გარდაიქცა სერიოზულ საჩალიჩო საქმედ რომელსაც წესით სახელესნოში უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ხომ იცით რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები smile.gif, ყინვაში და ტრიალ მინდორზე მოვახერხეთ ყველაფრის დაშლა და აწყობა biggrin.gif





ესეც მინი ვიდეო ჩანაწერი თუ რა პირობებში მიმდინარეობდა ლეგენდარული HW100-ის აღდგენა ტყეში smile.gif, მაგარი სისულელე გავაკეტეთ smile.gif ცხოვრებაში მეორედ ასე აღარ ვიზავ, ამ სახელოსნო ან საერთოდ არ ღირს გაკეთება. ხან ჩაქუჩი არ გაქვს, ხან ბრტყელტუჩა, ხან ღერძი.... მოკლედ სისულელეა ასე ჩალიჩი, თუმცა ამ ჯერზე გაგვიმართლა და თოფმა აწყობის მერე ჩვეულებრივად ისროლა.



ეს კი აწყობის მერე როგორ მუშაობს თოფი.



მოგვიანებით კი მოხდა საშინელება. მთავარმა ორგანიზატორმა დაიწყო ქრთამის აღება, და შემდეგ გადახდილი ქრთამის მიხედვით საპრიზო ადგილების გადათამაშება...





მაგრამ მე რისთვის ვიყავი ადგილზე? ვიწერდი ყველა მონაწილეს და გადავარჩინე ჩვენი ჩემპიონი smile.gif რომელმაც ქრთამი ყველაზე გვიან გადაიხადა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. მაშ ასე სანამ დანარჩენი მონაწილეები, ისე რა პლინკით ერთობოდნენ, ზოგი ნასოს ბერავდა გახეთქვამდე და ზოგის, საჭმელ სანოვაგეს ალაგებდა და ამზადებდა... ჩუმად დავჯექი და ყველას ქულები ჩამოვაჯამე.

სანამ ქულებს დავწერ, მანამდე დავძენ რომ ამ შეჯიბრზე შემოვიღეთ ახალი წესი, მონაწილე რომლის ნასროლშიც იქნებოდა 4 ან 6 ტყვია (ყველაზე ხშირი შეცდომაა შეჯიბრებების დროს), ან მეტი ან ნაკლები, მიიღებდა 30 მილიმეტრს ჯარიმის სახით თითოეულ სამიზნეში. შედეგად დისკვალიფიცირებული ხალხი აღარ იქნებოდა და....

მოკლედ მონაწილეთა სია და გამარჯვებულები:

1) Norica_dragon – 20.5+15.1+24.54+23.30=83.44/4=20.86
2) kaka8079 – 34.2+19.7+20.3+25.1=99.3/4=24.82
3) Ja_ja - 22.4+35.4+23.6+26=108/4=26.85
4) Devil – 21.5+28.5+39.6+19.2=108.8/4=27.2
5) Koknara -27.9+29.5+27.9+29.1=114.4 /4=28.6
6) Geojorjika – 25.3+29.3+27.2+34.5=116.3/4=29.07
7) Iorama – 38.6+31.3+18.9+33.8=122.6/4=30.65
8) Tazo – 38.8+31.4+27.1+45=142.3/4=35.57
9) Grigol – 33.7+36.8+39.6+40.8=150.9/4=37.72
10) Soxa – 37.5+31.6+42.13+40.75=151.98/4=37.99
11) Grigorich – 49.2+28.4+30.3+66.7=174.6/4=43.65
12) CZ80 – 36.9+61.15+55.7+26=179.7/4=44.92
13) Ilariona – 61.3+40.1+34.5+52.5=188.4/4=47.1
14) Iuza – 66.8+60.5+58.9+46=232.2/4=58.05
15) Name – 80.2+66.8+70.4+83.8=301.2/4=75.3

მგონი ცოტა ძნელია ამხელა მასივი ინფორმაციის გადაღეჭვა, მაგრამ იმედია გაარკვევთ. სადღაც 2 საათი იყო რიდესაც ყველაფერი მოვრჩით და გადავედით შეხვედრის მეორე და განსაკუთრებით კი გემრიელ ნაწილზე.

ნაწილი ამ დროს სანადიროდ გაეშურა, ნაწილს უკვე მონადირებული ჰქონდა...









აგუზგუზდა ცეცხლი, და ამჯერად ცეცხლთუხუცობა ილარიონამ იკისრა. გამოეყო ძირითად ჯგუფს და.... თუმცა პერიოდულად ამ საქმეს ჟორჟიკა ართმევდა ხოლმე smile.gif, მაინც პრეზიდენტია კაცი smile.gif



ჰოო მართლა სტანდარტულ მწვადს და ყველი პურს შეემატა ილარიონას და თაზოს მიერ კინკრიყოში ხელის წავლებითა და წამოყვანით მოყვანილი კურდღელი და იხვი. აი ჩაკურდღლული გამოიდა და ხელები ჩაიტკბარუნა ხალხმა, მარა იხვი იწვა იწვა და ბოლოს ვინ შეჭვა და შეჭამა აღარ მახსოვს...





ნუ ახლა სამზარეულო საქმიანობაში ჩვენი გლავნი მზრუნველი ისევ და ისევ იორამა იყო, მაგ კაციას გარეშე რაცხა ვერაფერი ჩადის კუჭში, იცის კაცმა და ჰა smile.gif







ყველაფერი ეს ისე იყო გადახლართული რომ ამის აღწერა ცოტა არის იყო ძნელია, ამიტომაც ისევ და ისევ ვიდეო ჩანაწერს გთავაზობთ.




ამასობაში საქმეში ჩაერთო ჩვენი ჩემპიონი მისტერ ნორიკა, რომელსაც უკვე თავისი ახალი ლულა აღარ აკმაყოფილებს და უფრო და უფრო... მოკლედ უფრო ძლიერი ლულა უნდა smile.gif, მაგრამ მანამდე ექსტრემალიზმმა გაიღვიძა და სურვილმა რომ ყველა დაეჩაგრა შედეგად მოინდომა 150 მეტრზე პინგ-პონგის ბურთის მოკვლა. როგორც ისტორიის მემატიანეს მომიხმო გადასაღებ მოედანზე და....



ამასობაში ხალხში ექსრემალიზმის სხვა წიკებმაც გაიღვიძა, კერძოდ თაზომ მოინდომა გაეტესტა შესძლებდა თუ არა მისი 2 ლულიანი 12 კალიბრიანი თოფი 5 ნომერი საფანტით პროლაითის კატალოგის გახვრეტას.... ჰოოდა დაიწყო ექსტემი smile.gif





მერე ამ საქმეში სოხა ჩაერთო 16 კალიბრიანით და კარტეჩით და.... მოკედ ჯობია ესეც ვიდეოშჳ ვნახოთ smile.gif



მერე უკვე მწვადებმაც მოგვისწრო, სუფრაც გაიშალა, დასალევიც და საჭმელიც ოხრად იყო და წაიდა.....











ესეც ტავარიშჩ ორგანიზატორი, თვითონ ამზადებს, თვითონ ჭამს და თვითონ კაიფობს smile.gif





ზოგიერთმა ვიტამინებს მიყო ხელი, სხვათა შორის მეც. აბა ტყუილა ვყიდე 1,5 კილო სტაფილო smile.gif თევზი მაინც არ ვიყიდეთ და იდეაში ზედმეტიც, იყო, მარა სტაფილოს გაფუჭება უაზრობა იყო, მითუმეტეს რომ დოხრენა ვიტამინი და მინერალია, ასე რომ დიდი სიამოვნებით მივირთვით.



ბოლოს ცეცხლში შემწვარი კარტოფილიც გამზადდა და ყველამ დააგემოვნა, ისევ და ისევ თავიდან თევზისთვის შევიძინეთ, მაგრამ თევზის გარეშეც მშვენივრად წავიდა smile.gif



ამასობაში ჩვენს ექსტრემალ ნორიკას კიდევ ერთხელ მოუარა თავში საკუთარი თოფის უპირატესობის ჩვენება, ამას სოხამაც შეუწყო ხელი smile.gif გამოაძვრინეს ცარიელი არყის ბოთლები და ერთმანეთს აქეზებდნენ აბა მოდი 200 მეტრზე ვინ მოარტყავსო smile.gif



ბოდიში ბატონო ხარისხისთვის, 200 მეტრზე ზუმით გადაღებული თან ხელიდან მეტი უკეთესი არ გამოვიდა smile.gif, ამიტომაც ჯობია ამ ვაი შეჯიბრებას ვიდეოზე შევხედოთ



მოკლედ მე ახლოს მივედი, მაგრამ მსროლელებს ვერაფერს ვაგებინებდი, ამიტომაც KAKA-მ ჭკუა იხმარა და ტელეფონზე დამირეკა, მარა ამ ვაი მსროლელების კორექტირებაშჳ მგონი მთელი ბალანსი დახარჯა smile.gif



პრეზიდენტი და ორგანიზატორი ამასობაში მოუსხდნენ მაყალს და კაი გამოცდილი ამერიკელი ბომჟებივით თბებოდნენ, პრეზინდტი ქაღალდებს არ ინანებდა ცეცხლის გასაჩაღებლად, ორგანიზატორი კი რაღაც ქიმიურ ნაერთს, მარა შედეგად მაინც ორივე იყინებოდნენ smile.gif



საღამოს კოცონთან შემოჯდომა და თავგადასავლების მოყოლა...









ბოლოს კი აშლა და ჩალაგება





თუმცა დამავიწყდა მატრიციდან ნეომ გამოგვიარა კოვზით ხელში biggrin.gif





ბოლოს პრეზიდენტმა დააწყნარა და ხელი ჩამოართვა - კი მჯერავს რომ ნამდვილად ნეო ხარო და ასე დავიშალეთ ბატონო ჩემო...


ჭირი იქა ლხინი აქა...

ახლა კი პრეზიდენტს ველოდებით როდის დაყრის სურათებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Dec 10 2011, 06:59 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



კარქეა... რეპორტიც და გასვლაც...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 10 2011, 07:04 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ხვალიუ ხვალიუ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 10 2011, 07:11 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი Dec 10 2011, 07:12 PM
პოსტი #5


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



კარგია!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 10 2011, 07:20 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 08:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა

+1 biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Dec 10 2011, 07:20 PM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ოო მშვენივრად გაგიტარებიათ დრო smile.gif ძალიან გუუდ smile.gif


ე.ი. ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Dec 10 2011, 08:06 PM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ციტატა(Power_VANO @ 10th December 2011 - 08:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე?

არა ვანიჩკა, ყველა ვერ გადარჩა. 2 ცალი დაიმტვრა და დანარჩენები მაგრად შეშინდნენ. ცოტა ძნელი გამოდგა 200 მეტრზე სროლა, მილდოტები კი არა, ოპტიკებიც არ გვყოფნიდა. 4 გადიდებაზე ბოლომდე ავწიეთ და ძლივს მივაწიეთ ტყვიები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Dec 10 2011, 08:32 PM
პოსტი #9


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



კარგად გაგიტარერბიათ დრო ყოჩაღ ბიჭებო. პრიზიორებს ვულოცავ საპრიზო ადგილებს, განსაკუთრებით ავთოს, საღოლ შენ, მაგრამ მაინტერესებს აკაკის და ჯაჯა შედეგები რა ფიშტოდან იყო გაკეთებული და რა წონის ტყვიებით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Dec 10 2011, 09:25 PM
პოსტი #10


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ისეთი დრო გიტარებიათ მე რომ მიყვარს. აბა მე მაგ დროს კოსტუმით და გალსტუკით ვიწონებდი თავს. ჯაჯა მაგ მონაცემებს თOფები მიაწერა უფრო გასაგები რომ იყოს გამარჯვების მიზეზები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Dec 10 2011, 09:28 PM
პოსტი #11


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



კაია გასვლაც და რეპორტიც და ისიც მომეწონა სატრიალო რომ იყო ილარიონას რომ უჭირავს და ცეცხლს უბერავს biggrin.gif კაი რამეა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 10 2011, 09:39 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ გამიხურეთ რა საქმე smile.gif ის მიაწერე, ეს რითი გააკეთეს... ზოგი რომ კოსტუმით ხართ, ზოგი საქეიფოთ ზოგი ჯარშI და ზოგი უქეიფოთ იმის ბრალია ეგ, წამოსულიყავით და მორჩებოდა საქმე smile.gif არ დაგაქცევდათ 20 ლარი. უუუხ! ამაბუინეს smile.gif

1) Norica_dragon – 20.86 - AA s510 (JSB 15.9)
2) kaka8079 – 24.82 - Marauder (CP 10.5)
3) Ja_ja - 26.85 - Steyr (JSB 10.2)
4) Devil – 27.2 - Marauder (CP 10.5)
5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად
6) Geojorjika – 29.07 - Marauder (CP 10.5) სირცხვილი და თავის მოჭრა ისროდა დევილის თოფით, თავისი ძმამ დაახია smile.gif
7) Iorama – 30.65 - არ მახსოვს რითი ისროდა
8) Tazo – 35.57 - მგონი ილარიონას HW100 (JSB 10.2)
9) Grigol – 37.72 - Discovery (ტყვია არ ვიცი)
10) Soxa – 37.99 - Marauder (CUM 14.3)
11) Grigorich – 43.65 - Discovery (ტყვია არ ვიცი)
12) CZ80 – 44.92 - Marauder (CP 10.5)
13) Ilariona – 47.1 - HW100 (JSB 10.2)
14) Iuza – 58.05 - HW100 (JSB 10.2)
15) Name – 75.3 - Hatsan AT 44-10 (JSB Monster 13.4)

ახლა დაკმაყოფილდით? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Dec 10 2011, 09:46 PM
პოსტი #13


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ახლა დაკმაყოფილდით?


ეს უკვე რეპორტს დაემსგავსა თორემ ქეიფის ამბები უფრო წინა პლანზე იყო ვიდრე შეჯიბრის. 32.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 10 2011, 09:52 PM
პოსტი #14


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად

აი ძმაო კაცი

ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Dec 10 2011, 09:54 PM
პოსტი #15


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(bazuka @ 10th December 2011 - 10:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი ძმაო კაცი

ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო


ეგ მეც უნდა დამეწერა.მართლაც სახეზეა კოკას პროგრესი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 10 2011, 09:59 PM
პოსტი #16


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ეე ერთი Daviti ვერ წამოვიყვანე რა ვერცერთ ეგეთ გასვლაზე, აი მაგის დისკო იზამდა თუ იზამდა.....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Dec 10 2011, 10:04 PM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



გასვლა იყო მშვენიალური wink.gif

ისე, სიაზე იკაიფეთ, გერმანელი ნაშოჩკები რომელ ადგილებზეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
(ხოხოხოო,ეხლა ახტებიან ვერიკოს მფლობელებიი biggrin.gif ;D biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 10 2011, 10:04 PM
პოსტი #18


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
აი მსგავსი მაგალითები რაც მეტი, მითუფრო უკეთესი
რადგანაც ქარხნული და სპორტი მაინცდამაინც არათავსებადი ცნებებია
რაც მეტი მიხვდება მაგას, მითუფრო განვითარდება ქართული პნევმოსივრცე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Dec 10 2011, 10:05 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



მდააასსს....

მოკლედ, მაშინ ხომ ვინანე რომ არ წამოვედი, ეხლა მთლად ჭრილობაში მარილივით მომხვდა ეს რეპორტი.
კი ვიფიქრე არ წავიკითხავ, გული რომ არ დამწყდეს მეთქი, მაგრამ თემის სათაურის გასწვრივ დაწერილ ავტორის ნიკს რომ შევხედე, ვიფიქრე: ჯანდაბას ჩემი თავი, გასვლაზე თუ გული დამწყდება, რეპორტით მაინც ვისიამოვნებ მეთქი... ნუ, ja ja-ს დაწერილი, როგორც ყოველთვის....

ხოო და, როგორც ყოველთვის, რეპორტი მშვენიერია.
მაგარია
არა, ძალიან მაგარია...
გასვლა კიიიი... გასვლა მართლაც რომ ძალიან, ძალიან მაგარი გამოგსვლიათ,
Mr. cz80-მა კი მითხრა, ბევრი დაკარგე და გამოტოვე რომ არ წამოხვედიო, მაგრამ ეხლა ეს რომ წავიკითხე და სურათები ვნახე, მთლად დავრწმუნდი.
ნუ, ყველაზე ძალიან ალბათ იმაზე მწყდება გული, გამარჯვებული ნორიკას ბედნიერი სახის დანახვა რომ გავმაზე, თან სურათებზეც არ ჩანს

მოკლედ, ვინც იყავით, ყველას გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი.
ნორიკას კი განსაკუთრებით ვულოცავ, ყოჩაღ ავთო!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 10 2011, 10:06 PM
პოსტი #20


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



cz80
ეს კიდევერთხელ ამტკიცებს უკვე მრავალჯერ დამტკიცებულს
რომ, გენიოსი იბადება საუკუნეში ერთხელ, დანარჩენი უკვე მუხლჩაუდრეკელი შრომის შედეგია
უბრალოდ ზოგს მეტი შრომა უნდა ზოგს ნაკლები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 12:09 PM
Hosted by Pro-Service