გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A
giga2010
პოსტი Jan 14 2019, 05:15 PM
პოსტი #41


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A.
წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება



ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ.
პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა.
პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th June 2024 - 12:22 PM
Hosted by Pro-Service