გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა
gregory
პოსტი Dec 2 2015, 10:15 AM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker .





ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ...
იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.



ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც.






პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი.




იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე.
ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო.





რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“.
სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც.





მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა.



კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! biggrin.gif



ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა:
1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება
2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო.
3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ...

გადავიდეთ საველე გამოცდებზე.
ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც:



1 277
2 277
3 277
4 277
5 277
6 277
7 277
8 275
9 276
10 275
11 276
12 276
13 276
14 275
15 274
16 274
17 275
18 273
19 274
20 273
21 272
22 273
23 274
24 271
45 274
26 273
27 274
28 274
29 271
30 272
31 271
32 270
33 271
34 270
35 268
36 269
37 268
38 269
39 268
40 268
41 267
42 267
43 267
44 267
45 265
46 265
47 264
48 264
49 263
50 264
51 262
52 261
53 261
54 261
55 261
56 261
57 260
58 258
59 258
60 256

მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია!
შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე



1 278
2 278
3 279
4 279
5 279
6 279
7 277
8 279
9 277
10 278
11 277
12 279
13 278
14 278
15 278
16 277
17 279
18 277
19 277
20 277
21 276
22 276
23 277
24 277
45 276
26 276
27 274
28 275
29 275
30 276
31 276

მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ:
JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა)
1 265
2 265
3 265
4 265
5 264
6 266
7 266
8 265
9 264
10 265


JSB 0.54gr
1 299
2 298
3 297
4 298


1 277
2 278
3 278
4 277
5 277

ესეც ნასროლი სამიზნეები:
JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე




JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე


ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას.
ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია.
შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
23 გვერდი V  « < 21 22 23  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (440 - 453)
gregory
პოსტი Jun 21 2017, 02:37 PM
პოსტი #441


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



კი რგაა. ეგ დასბორილია(თავისი რეზინებით)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Jun 21 2017, 02:46 PM
პოსტი #442


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



gregory
ძალიან კარგი. მეგობარს ვთხოვ და შემოგივლის და წამომიღებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Jun 25 2017, 03:17 PM
პოსტი #443


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



აი ამ კლაპანმა გამიშრო სისხლი.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მეორე ახალია რომელიც გრიგოლმა მომცა. ეგ უკვე თოფში ზის და შესანიშნავად მუშაობს. სიგრძე ვიზუალურად თითქოს ახალს მეტი აქვს, მაგრამ დიდი არაფერი 4,47 მმ ით არის ამოწეული. ძველი 4,2 მმ ით იყო ამოწეული.
ახალი მჭიდიც კარგია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 25 2017, 06:12 PM
პოსტი #444


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



koba1973
ნუ მიწყენ მაგრამ აი იმ ზედაზე სარკაზმით ვიტყოდი რომ იდეალური ნამუშევარია, ქარხნულს ჯობია....

ვინ გააკეთა ეგ უბედურება.... რა იყო, ვალი გქონდა მაგის, თუ ვერ გიტანდა??

და კიდევ გიკვირდა რატომ არ მუშაობსო? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Jun 25 2017, 07:26 PM
პოსტი #445


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



ასეთები არიან მოწინავე "ტოკრები" აქამდე რამის გაკეთება რომ მჭირდებოდა ხელსაწყოს ვყიდულობდი და ჩემით ვაკეთებდი. ვატყობ ჩარხის ყიდვაც მომიწევს.

არ მახსოვს ვისზე მითხრეს დრელეთი და ბალგარკით გაჩარხაო, ამაზე უარესი არ იქნებოდა ალბათ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 26 2017, 08:03 AM
პოსტი #446


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



koba1973
მარტივ რაღაცას გასწავლი... ეგეთი ღერძების გაჩარხვა არ ღირს, პროსტა მიდიხარ და ელიავაზე შესაბამისი ზომის სვერლოს ყიდულობ. ატრიალებ უკანა მხრით და არის იდეალური შტოკისთვის smile.gif

მოაჭრი პროსტა წინა მხარეს (ნუ შესაბამისი სიგრძე უნდა დაგრჩეს), და უნდა გაუკეთო სწორი რეზბა (ზოგს მოტანილი აქვს გადაღრეცილი რეზბით და მერე იძახიან არ იკეტება კლაპანიო), ვსიო, არაერთი კრალის კლაპანი გამიკეთებია და მუშაობს ვირივით.

ნუ ახლა ღარი რეზინისთვის დაჟე ბანძური მეთოდით შეგიძლია გააკეთო, რკინის ხერხის პირი აიღე და ამოჭრი, საქმის გამარტივებისთვის შეგიძLია ეგ თერძი დრელში ჩაამაგრო და ატრიალო ხერხის პირი კი ზემოდან დაადო, მორჩა მთელი ტოკრობა smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Jun 26 2017, 10:01 PM
პოსტი #447


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



ja_ja
კარგი მეთოდია, მადლობა!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
lev
პოსტი Aug 17 2017, 10:28 PM
პოსტი #448


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 23-November 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,215
ქალაქი:თბილისი



კრალის რეგულატორი ზუსტად შუაზე რომ არის დაყენებული რამდენი მეტრი წამით ისვრის?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Aug 18 2017, 07:14 AM
პოსტი #449


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(lev @ 17th August 2017 - 11:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კრალის რეგულატორი ზუსტად შუაზე რომ არის დაყენებული რამდენი მეტრი წამით ისვრის?

lev
ეგეთი უნივერსალური მიდგომა არ არსებობს.
საშუალოდ, ქარხნულად 10.34 ჯსბ-ებს 280 მ/წმ-ით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
lev
პოსტი Aug 18 2017, 09:07 AM
პოსტი #450


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 23-November 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,215
ქალაქი:თბილისი



gregory
რაც გამატანე იგივე გრეგ. არც დამიშლია. 8.44 ჯსბ ს ვისვრი ეხლა. სხვა არ მაქვს,
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Aug 19 2017, 09:16 AM
პოსტი #451


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



lev
ციტატა(lev @ 17th August 2017 - 11:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კრალის რეგულატორი ზუსტად შუაზე რომ არის დაყენებული რამდენი მეტრი წამით ისვრის?


8.44-იანს გაისვრის 275 დან 290 მ/წმ-ამდე სიჩქარით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Aug 27 2017, 02:07 PM
პოსტი #452


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



სალამი მეგობრებო. ესეთ საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი, მაინტერესებს თქვენი აზრი,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Aug 27 2017, 11:59 PM
პოსტი #453


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



giga2010

მაგის მაგვარი მაქ გაკეთებული მარადაზე,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.
სადღაც 6-7 გასროლა მოუმატა.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Aug 28 2017, 09:44 AM
პოსტი #454


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



ციტატა(pilotina @ Aug 28 2017, 12:59 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
giga2010

მაგის მაგვარი მაქ გაკეთებული მარადაზე,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.
სადღაც 6-7 გასროლა მოუმატა.

მადლობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

23 გვერდი V  « < 21 22 23
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 05:16 PM
Hosted by Pro-Service