"ფრანკენშტეინი", ოპტიკური სამიზნე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
"ფრანკენშტეინი", ოპტიკური სამიზნე |
Apr 16 2019, 03:06 AM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
"ოპტიკური ფრანკენშტეინი" carl zeiss 6-24x50 AOE sightron 3,5-10x50 -რა საერთო უნდა ქონდეს ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ოპტიკურ სამიზნეს?: პირველი კითხვა, რომელიც დამებადა მას შემდეგ რაც ორივე ერთად დავდე სამუშაო მაგიდაზე. დღეს მქონდა ოპტიკური სამიზნეების გადარჩევის დღე შეჯიბრი ახლოვდება და მეც ჩემებურად ვემზადებოდი აღმოვაჩნე, რომ ოპტიკათა ნაირსახეობა მქონია, მაგრამ ფაქტიურად არაფერიც არ მქონია როცა 5 მმ-იანი სამიზნის ძებნა დავიწყე 50 მეტრზე და ვერ ვიპოვე. მრავალთაგან ამოვარჩიე ორი ცალი: ერთი ყველაზე მაღალჯერადიანი რომელშიც სქელი ბადე და ბუნდოვანი გამოსახულებაა, მეორე ყველაზე ხარისხიანი გამოსახულებით რომელსაც ოკულარის და ობიექტივის ლინზები დაზიანებული აქვს, ეს ორი არის ზემოთხსენებული ოპტიკები. სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რის გაკეთებაც დავუპირე ამ საწ*ლებს პირველრიგში რა თქმა უნდა დავშალე ორივე და შიგნეულობაში ჩავიჭყიტე. მარჯვნივ არის sightron-ის დეტალები მარცხნივ carl zeiss-ს ცეიზი დაშლის დროს დავაზიანე ადგან ფოკუსის ბარაბანი კორპუსზე იყო ჩასიკვდილებული და არაფრით არ მოეშვა, ჩატყდა თუ არა ეგრევე ახალი აზრი გაჩნდა ტვინში ნამდვილი ფრანკენშტეინის შექმნისა ოღონდ ოპტიკურის. ესეიგი ცეიზის კორპუსის ოკულარის მხარე გამოუსადეგარი გახდა და აღარც კლიკები მჭირდებოდა, მისი მხოლოდ 50 მმ-იანი ობიექტივი და გრძელი მილი მჭირდებოდა ასე რომ ბენზოხერხი ვერ ვნახე და ისევ ჩარხი გამოვიყენე შემდეგი ეტაპი იყო ცოტა საეჭვო რადგან გადიდების ლინზები უნდა გადამეცვალა ერთიდან მეორეში, საიტრონის ხარისხიანი ლინზები უნდა გადამეტანა ცეიზის ზუმის ბუდეში და როგორც მოველოდი სხვადასხვა ზომის აღმოჩნდა, არ მინდოდა ლინზების ამოყრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო ამოვყარე და გადავიტანე მეორეში, ლინზებს ეგრევე ეტყობა ხარისხი ცეიზის ლინზები არის გახუნებული და ყვითელი საიტრონის კი ბზინავს და გვერდებიც კი გამჭვირვალეა მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ავაწყე ბოლომდე ზუმიც მუშაობს მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო (ამ მიზეზს სხვა დროს ავხსნი) დიაპაზონი შეიზღუდა დაბალის მხარეს თუ ცეისზე იყო პირობითად 6-24 ეხლა ჰიბრიდზე ექნება დაახლოებით 10-24. ამ ექსპერიმენტმა ზუმის მომატების თეორიული შანსც გააჩინა. ექსპერიმენტმა გაამართლა 100%-ით და ჩემი ვარაუდიც ასევე. მივიღე მაღალი ხარისხის გამოსახულება მაღალ ჯერადობაზე, ესეც ჩემი მახინჯი შედეგი ასეთია: ღამის ფონზე კიდევ არაუშავს სურათი ვერ გამოვიდა. ხო, ამ ჰიბრიდს მესამე ოპტიკის დეტალიც ექნება, მაგრამ ჯერ არ ვარეპორტებ რადგან იმ დეტალის გადმონერგვა ძალიან რთულია და სახიფათო
| |
> |
|
|
Apr 24 2019, 03:38 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
ისე ამ თემას შეიძლება სახელი შეეცვალოს და ოპტიკის ჩხირკედელობასთან დაკავშირებული ყველა პოსტი აქ დაიდოს თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩთვლის, რადგან ამ პოსტის მერე თვალი გადავავლე სხვა თემებს ოპტიკის მიშლა-მოშლასთან დაკავშირებით და ვიღაცვიღაცეებს რაღაცეები უჩალიჩიათ თან ამ თემაში კონკრეტულად კორპუსის გაერთიანებაზე არ იქნება საუბარი ზოგადად ყველა დეტალს შეიძლება შეეხოს და ასევე ეს თემა არ იქნება კომერციული და რაღაც ზეცოდნაზე დამყარებული, აქ მხოლოდ იქნება უსაქმურობის დროს ჩატარებული სამოყვარულო ერქსპერიმენტები. დღეს ზუმთან დაკავშირებით რამოდენიმე ცდა ჩავატარე ძრითადად ოკულარის ლინზებს ვადარებდი, ერთ ძველმან ტელესკოპზე და ფრანკოზე (ფრანკენშტეინზე), თემაში ორიგინალ ოპტიკებზე გამოვიყენებ ინგლისურ დასახელებებს ხოლო რაღაც გაურკვევლობებზე ქართულად დავწერ რაც აწერია. ამ ცდებმა აჩვენა ის რომ ოკულარის ლინზით შესაძლოა შეიცვალოს ზუმიც და ხედვის არეალიც ასევე დისტანცია თვალსა და ოკულარს შორის ერთერთზე რომელზეც არეალიც და ზუმიც მაქსიმალურად გაიზარდა თვალი თითქმის ოპტიკაზე მქონდა მიდებული და ეს მე ბულპაპისთვის ძალიან მოსახერხებლად მომეჩვენა. რაც შეეხება გამოსახულების ხარისხს: აქ ხარისხზე კრიტიკას არც შევეხები რადგან არც ლინზებია ნორმალური და სურათებიც სამაგრის გარეშე გარტყმით არის გადაღებული. 1. ტელესკოპი თავისივე ოკულარით 2. ტელესკოპი ცეიზის ოკულარით 3. ტესკოპი sightron-ის ოკულით 4. ტელსკოპი centepoint-ის ერთ ლინზინი ოკულართ 5. ფრანკო ცეიზის ოკულარით 6. ფრანკო რაღაცის ოკულარით, აღარ მახსოვს რა დავაყენე 7. და ბოლოს ფრანკოს დავუყენე ცეიზის და centerpoint-ის ლინზები ერთად ანუ ოკულარში სამი ლინზა ზის, ამ შემთხვევაში იყო გამოსაყენებლად ჩემთვის ყველაზე კომფორტული მითუმეტეს ბულპაპზე ნებისმიერი ოპტიკა რო ტანკის ლულასავით აჯდება ისედაც
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 11:51 AM |
Hosted by Pro-Service |