გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Field Target - FT, პნევმატური იარაღიდან საველე სროლა...
Jah
პოსტი Feb 17 2009, 01:11 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



განმარტება
ფილდ ტარგეთი (პნევმატური შაშხანიდან, სავარდნ მიზნებზე, საველე სროლა) - სპორტული სროლის ახალი სახეობა, პნევმატური იარაღით ნადირობის მოდელირება.
მიმაგრებული ფაილი  8.jpg ( 51.39 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14
მიმაგრებული ფაილი  10.jpg ( 55.53 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7
მიმაგრებული ფაილი  5.jpg ( 61.44 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12

მიმაგრებული ფაილი  13.jpg ( 63.81 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7
მიმაგრებული ფაილი  12.jpg ( 56.1 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11
მიმაგრებული ფაილი  23.jpg ( 60.29 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7

მიმაგრებული ფაილი  21.jpg ( 79.3 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12
მიმაგრებული ფაილი  2.jpg ( 76.3 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14


სასროლე წესები

1. პნევმატური იარაღი
A) ყველა პნევმატური იარაღი, ყველა კატეგორიაში უნდა იყოს ერთდამტენიანი.
B) პნევმატური იარაღი, რომელიც არ გაივლის შემოწმებას, ან არ შეესაბამება წესებს, შეჯიბრებებზე არ დაეშვება.
С) იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის, მსროლელის ან გარშემომყოფი ხალხის ჯანმრთელობას, შეჯიბრებებზე არ დაეშვება.

შაშხანების კლასიფიცირება

სტანდარტული კლასი
А) PCP შაშხანები სიმძლავრით 7,5 J - მდე
Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 7,5 J - მდე
საერთაშორისო კლასი
А) PCP შაშხანები სიმძლავრით 16 J - მდე
Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 16 J - მდე
სანადირო კლასი
А) PCP შაშხანები სიმძლავრით 25 J - მდე
Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 25 J - მდე

იარაღის შემოწმება

ორგანიზატორი ვალდებულია შეამოწმოს ყველა შაშხანა ქრონოგრაფით, რომ გარანტირებულიქნას, წესები და გამოვლინდეს შაშხანის კლასი.
საერთაშორისო და სანადირო კლასისთვის, მონაწილეები წარადგენენ საბუთებს, იარაღის შენახვა-ტარებაზე.
მიმაგრებული ფაილი  gas2.jpg ( 278.59 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 8
მიმაგრებული ფაილი  gas3.jpg ( 283.46 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 13
მიმაგრებული ფაილი  gas1.jpg ( 247.24 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14


მანძილი

სტანდარტული კლასი
მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 25მ.-მდე.
საერთაშორისო კლასი
მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 50მ.-მდე.
სანადირო კლასი
მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 50მ.-მდე.

2. ოპტიკა
A) დაშვებულია, ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნეები. დაშვებულია, ოპტიკური სამიზნის მეშვეობით, მისნამდე მანძილის გაზომვა.
B) აკრზალულია: მანძილის საზომი დამატებითი მოწყობილობები, ასევე ნებისმიერი ტიპის მანძილმზომები. აკრზალულია ცეცხლის ხაზზე დურბინდის გამოყენება.
3. ტყვიები
დაშვებულია ნებისმიერი ტიპის ტყვიების გამოყენება, რომლებიც სედგებიან ტყვიისგან ან ცინკის და მაგის შენაერტებიდან.

4. მიზნები
ოფიციალურ შეჯიბრებებზე გამოიყენება მიზნები, რომლებიც ვარდებიან მხოლოდ სასიკვდილო ზონაში გარტყმისას. როდესაც ტყვია ხვდება სასიკვდილო ზონის გარეთ მიზანი არ უნდა დავარდეს.
სასიკვდილო ზონა უნდა იყოს მრგვალი ფორმის და დაფერილი იყოს, საერთო მიზანტან შედარებით კონტრასტულ ფერში.
მიზნები ყენდება 9 დან 50 მეტრში სასროლე პოზიციიდან. ცეცხლის ხაზზე უსაფრთხოების უზრუნვეყოფის მიზნით მიზანი უნდა იყოს მკვეთრად მონიშნული. მიზნის სასიკვდილო ზონა არ უნდა იყოს რამით დაფარული, და უნდა მკვეთრად ჩანდე, ერთ ერთი სასროლე პოზიციიდან მაინც.
მიზანის მუშაობის ხარვეზების გასწორება ხდება შემდეგნაირად:
A) ყველა გუნდის მსროლელები აწარმოებენ, საკამათო მიზანში, თითო გასროლას.
B) პროტესტი არ მიიღება, მიზნის თუნაც ერთი დავარდნის შემთხვევაში.
C) თუ მიზნის სილუეტი არ ვარდება -
მსაჯი ვალდებულია მოიქცეს შემდეგნაირად:
1) შეამოწმოს მიზნის ტექნიკური მდგომარეობა, განლაგების დონე და საერთო შესახედაობა.
2) გაასწოროს მექანიზმის მუშაობა.
3) შეცვალოს მიზანი ახლით, იდენტური სასიკვდილო ზონით.
4) არ დააყმაყოფილოს პროტესტი, მიზნის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში.
5) ამოიღოს მიზანი შეჯიბრებიდან, აშკარა გაფუჭების ან სხვადასხვა გუნდის 5 ჩივილის შემთხვევაში.
დასაბრუნებელი ბაწრის გაწყვეტის გასასწორებლად, საჭიროა გამოვიძახოთ მსაჯი.
მსროლელს შეუძლია დააპროტესტოს, თუ იგი დარწმუნებულია, რომ მიზანი იყო "მოკლული" მაგრამ არ დავარდა გარკვეული მიზეზების გამო.
მიმაგრებული ფაილი  3.jpg ( 14.46 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  detail_squirrel_trap.jpg ( 26.86 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  hunter_rabbit_front.jpg ( 29.87 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3


5. ქულებია დათვლა.
A) ირიცხება 1 ქულა დაგდებულ მიზანში და 0 ქულა აცილებაზე, (შედეგი იწერება მონაწილის ბარათში). მიზანში მოხვედრა, რომლის შედეგად მიზანი არ დავარდნილა (არასასიკვდილო ზონაში გარტყმისას), ითვლება აცილებად.
B) ქულები ირიცხება მხოლოდ მიზნებზე, რომლებიც დავარდა, სასიკვდილო ზონაში მოხვედრის შედეგად, მიზნის დავარდნის სხვა მიზეზები არ ითვლება გარტყმათ და არ იძლევიან ქულებს.
C) ცეცხლის ხაზზე, დაშვებულია მხოლოდ მიზანში სროლა, ყველა სხვა გასროლა აკრძალულია, მაგალითად იარაღის საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა. ასეთი გასროლა შეიძლება გაკეთდეს, მხოლოდ მსაჯის თანხმობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გასროლა ჩაითვლება აცილებად.

ქულების დამთხვევა
ერთნაირი ქულების შემთხვევაში - საუკეთესო მსროლელი გამოვლინდება დამატებითი სროლით. ხაზები და მიზნების რაოდენობას ამტკიცებს მთავარი მსაჯი.

გადაუწყვეტელი საკამათო საკითხები
გადაუწყვეტელი საკამათო საკითხები, უნდა განხილულიქნან მთავარი მსაჯის მიერ, მსროლელის მიზნების შეცვლამდე.


6. სროლების თადარიგი
A) მთავარი მსაჯი წყვიტავს, მიზნების დაგდების თადარიგს, და აწარმოებს მათ დანომრვას.
B) თადარიგის დარღვევით ჩატარებული გასროლა ითვლება აცილებად.

დრო გასროლისთვის

А) მთავარი მსაჯი წყვიტავს, მიზანზე გასროლის ცატარების დროს.
B) როგორც კი მონაწილე ჩაიხედავს ოპტიკაში - იწყება დროს ათვლა.
C) გასროლები, ჩატარებული განკუთვნილი დროს დამთავრების მერე, ჩაითვლება აცილებად.

სროლის მდგომარეობები:

а) მჯდომარე - შაშხანა ეყრდნობა მხოლოდ, მსროლელის ხელებზე და ტანზე. მსროლელს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი მოწყობილობები, რომლებიც დაეყრდნობა მხოლოდ მსროლელის ტანზე. აკრზალულია, სასროლე პოზიციის სტაბილირებისთვის, ქამრების გამოყენება.
B) მდგომარეობა "დამდგარი", გასროლების რაოდენობა არ აღემატება 10% სრული მიზნების რაოდენობის. დამდგარ მდგომარეობაში გასროლა უნდა იყოს ჩატარებული, დამატებითი დაყრდნობის გარესე.
c) მდგომარეობა "მუხლიდან", გასროლების რაოდენობა არ აღემატება 10% სრული მიზნების რაოდენობის.
"მუხლიდან" სროლისას, დაშვებულია, მიწასთან კონტაქტის მხოლოდ 3 წერტილი: მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხის მუხლი და ფეხის წვერი (მუხლი არ უნდა ედებოდეს მიწას).
მიმაგრებული ფაილი  p1.jpg ( 146.6 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 9
მიმაგრებული ფაილი  p4.jpg ( 81.92 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 13
მიმაგრებული ფაილი  p2.jpg ( 153.04 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11

მიმაგრებული ფაილი  p3.jpg ( 111.07 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11

ასევე სასროლე პოზიციების შესახებ ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


სპეც. სკამი

ნებისმიერი სპეც. სკამის მაქსიმალური სიმაღლე 75მმ, იზომება მჯდომარე მსროლელთან ერთად. სპეც. სკამი შეიძლება გამოყენებულიქნას, როგორ შაშხანის მისაყრდნობი მოწყობილობა, ნებისმიერი სასროლე მდგომარეობაში. მსროლელის ფიზიკური შეზღუდვების შემთხვევაში, მთავარ მსაჯს შეუძლია დაუშვას გამონაკლისები, თუ ისინი არ იქნებიან უსამართლო უპირატესობად. მსროლელის ფიზიკური შეზღუდვების შემთხვევაში, მთავარ მსაჯს შეუძლია დაუშვას გამონაკლისები, თუ ისინი არ აძლევს მსროლელს უსამართლო უპირატესობას.

სროლის წერტილი

სროლის წერტილი - წერტილი სროლის ხაზზე, მონიშნულია 2 ჯოხით (მაჩვენებლით) მინიმალური სიმაღლით 80სმ, რომლებიც დაყენებულია ერთმანეთისგან 1 მეტრის მანძილზე. სასროლე ხაზები და მიზნები, უნდა იყოს დანომრილი.

სროლის წერტილის დატოვება

მსროლელს შეუძლია დატოვოს სროლის წერტილი შემდეგი მიზეზების გამო:
a. გასროლაზე ან საერთოდ საერთოდ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე, ნებაყოფლობითი უარის თქმა.
b. შაშხანის ან სხვა მოწყობილობების რემონტი, რომელიც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს. ეს არ ეხება ოპტიკური სამიზნის რეგულირებას.
c. ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომელიც მიღებულია მთავარი მსაჯის მიერ.
მითითება: b. შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია შეცვალოს გაფუჭებული ნაწილი, მთავარი მსაჯის თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც წყვიტავენ, სასროლე პოზიციაზე დაბრუნების დროს.

მისროლის ხაზი

მთავარ დისტანციასთან დამატებით, მონაწილეებს უნდა ქონდეთ საშუალება, შაშხანების მისროლისთვის. რეკომენდირებულია 10 დან 50 მეტრომდე, ყოველი 10 მეტრში მიზნების დაყენება. მისროლისთვის მიზნების რაოდენობა ირცევა იმ პრინციპით, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს დაამტავროს მისროლა, შეჯიბრებამდე 30 წ. ადრე. დეტალებს წყვიტავს მთავარი მსაჯი.

სასროლე შეკრება

შეკრება ტარდება შეჯიბრებების წინ, საჭირო ინფორმაციის გამოცხადებამდე. შეკრება - არის კარგი საშუალება მონაწილეების მისალმებისთვის და ხელმძღვანელის და სხვა პერსონალის წარდგენისთვის.
კრება ტარდება მაქსიმუმ 10-20 წუთი და შეიცავს:
1) სპეციალური, კლუბის წესების და პროცედურების შეხსენება.
2) მსაჯობის წესების, ქულების დათვლის, და ჩათვლის ბარათების შევზების განხილვა.
3) კლუბის შენობების და საყოფაცხოვრებო წერტილების განლაგებაზე შეხსენება.
4) სასროლე მარშრუტის გასვლის სქემა.
5) მიზანზე გასროლების რაოდენობა.
6) სასროლე ხაზების რაოდენობა.
7) სასროლე ბარათების შევსების სისტემა.
8) გუნდების მოძრაობის და განლაგების მარშრუტები.
9) სტარტის დრო.

სადისციპლინო დასჯა

ნებისმიერი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და ტყულზე - დისკვალიფიცირება. მსროლელი, რომელიც წინასწარგანძრახვით, უშლის მოწინააღმდეგის სროლასთან მომზადებისას, იქნება დაშტრაფული ან დისკვალიფიცირებული. შეჯიბრებებზე პასუხისმგებლებ პირებს შეუძლიათ გადაწყვიტონ შემდეგ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე ან შტრაფებზე.

7. მსაჯები შეჯიბრებებზე და მათი მოვალეობები
ყველა შეჯიბრებისთვის, ორგანიზატორებმა უნდა ამოირჩიონ მთავარი მსაჯი და საჭიროების შემთხვევაში მთავარი მსაჯის მოადგილეს. ყველა საკითხი და პრობლემა, რომელიც სრულად და ნათლად არ არის განხილული, ეხება მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, და მაგის გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე. მსაჯი სასროლე ხაზზე არ ითვლება შეჯიბრებების მონაწილეთ. სასროლ ადგილებზე მსაჯებს ევალებათ, წესების და უსაფრთხოების დაცვა. ისინი აწარმოებენ ქულების დათვლას, ნიშნავენ გარტყმების რაოდენობას და გამოყავთ საბოლოო შედეგები. აქვთ უფლება გადაწყვეტილებების მიღებისთვის, უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში. საეჭვო შემთხვევებში ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს, დადასტურებული, მთავარი მსაჯის მიერ.

უსაფრთხოების ტექნიკის წესები
1) ყველა იარაღი, სასროლე პოზიციაზე გასვლამდე, იმყოფება დაუტენავ მდგომარეობაში, და ლულა მიმართულია ქვევით.
2) შაშხანის ლულა, ყოველთვის მიმართულია, ხალხის მდებარეობიდან საპირისპირო მიმართულებით.
3) სასროლე პოზიციაზე, უნდა დაიცვას შემდეგი უსაფრთხოების წესები:
A) სანამ გაიჟღერს შეჯიბრებების დაწყების კამანდა, არ შეიძლება იარაღის გადატენვა და საბრძოლო მდგომარეობაში მიყვანა.
B) როდესაც იარაღი გადატენილია, უსაფრთხოება დაცულია, მხოლოდ მაშინ როდესაც იარაღის ლულა მიმართულია მიზნების მხარეს და მსროლელი არის მზად გასროლისთვის.
С) მსროლელებ შორის უსაფრთხო მანძილი, სასროლე ხაზზე, ირჩევა თავისუფლად.
D) ყველა მსროლელი პასუხისმგებელია, ცეცხლის გახსნის თავის სექტორზე, და ასევე უსაფრთხოებაზე, სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით.
F) იმ შემთხვევაში, თუ გასროლა რაიმე მიზეზის გამო არ იქნება ჩატარებული, მსაჯი ხაზზე უნდა გამოაცხადოს "შეწყვიტეთ ცეცხლი". და იარაღი უნდა იქნას მოხსნილიო საბრძოლო მდგომარეობიდან და ტყვია უნდა იქნას ამოღებული.
G) გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია მსაჯების მიერ, მიიღება ქამათის გარეშე, და უნდა იყოს შესრულებული დაუყოვნებლივ.
4) მიესალმება ყველა ზომა მიღებულია უსაფრთხოების დასაცავად. მნიშვნელოვანია რომ მსროლელებმა ატარებდნენ უსაფრთხო სტილს, იარაღთან მობყრობისას. საჭიროა, რომ მონაწილეებმა შეახსენონ ერთმანეთს წესები და საჭიროების შემთხვევაში აცნობონ მსაჯს.
5) აკრძალულია, ცეცხლის ხაზზე, პატარა ბავშვების ყოფნა.
6) მონაწილეები, რომლებიც არიან კატეგორიაში "ყმაწვილი" (18 წლამდე), მიიღება "სტანდარტულ კლასში" მონაწილეობისთვის, მხოლოდ უსაფრთხოები ინსტრუქტირების გავლის შემდეგ.
7) აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების დალევა, როგორც სასროლე პოზიციაზე, ასევე მაყურებლების ადგილებზე.
აღნიშნული წესები არის უმკაცრესად დასაცავი. დამნაშავეები იქნებიან გადევნილები სასროლე პოზიციიდან ან გარიცხულები შეჯიბრებებიდან.

შეჯიბრებების თერმინოლოგია
- ცეცხლი - გადატენო იარაღი და დაიწყო სროლა.
- ცეცხლის შეწყვეტა - სროლის შეწყვეტა, და ყველა იარაღის საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა.
- სასროლო კრება - დრო, როდესაც შეჯიბრებების ორგანიზატორი, მიმარტავს მონაწილეებს, უხსნის წესებს, საჭირო პროცედურებს, სროლის დროს, გასროლების რაოდენობას და სხვა ინფორმაციას.
- სასროლე ადგილი - ადგილი მოძრაობის მარშრუტზე, საიდანაც ტარდება მიზანზე სროლა.
- ხაზის მაჩვენებელი - ორი მაჩვენებელი (ჯოხი), რომლების მიხედვით უნდა განლაგდეს მსროლელი.
- მსაჯი ხაზზე - მოხალისე, რომელიც უთვალთვალებს, წესების დაცვას, შეჯიბრებების სვლის დროს.
- მთავარი მსაჯი - პასუხისმგებელი პირი, შეჯიბრების ჩატარებაზე და ყველა წესი დაცვაზე, რომელიც აძლევს, სროლის დაწყები და დამტავრების კამანდას, და ასევე წყვიტავს საკამათო მომენტებს.
- COP - ჩამთვლელი კომისია, რომლის მოვალეობებში შედის:
а) მონაწილეების რეგისტრაცია
б) "ჯრების ჩატარება"- 3 ადამიანამდე, მონაწილეების ჯგუფებზე გაყოფა.
в) შეჯიბრებების შედეგების პროტოკოლის წაყვანა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
3 გვერდი V  < 1 2 3  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (40 - 49)
Jah
პოსტი Apr 20 2010, 10:17 AM
პოსტი #41


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მშვენიერი აზრია, კუსტბის მიდამოები. მაგრამ მე რამოდენიმეჯერ ავედი სასროლად... და სად არ მივედი ავედი შევედი, ყველგანა ან ეგრევე ან ცოტახანში მოტურისტო ხალხი გამეჩითა...

ხო და უსაფრთხოებას რა უყოთ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Apr 20 2010, 10:31 AM
პოსტი #42


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(ja_ja @ 19th April 2010 - 12:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოჟნო, სად რა როდის.

რა ვიცი სადაც გაწყობთ, მე კვირას მცალია.
შევხვდეთ დღის პირველ ნახევარში, და ვილაპარაკოთ კონკრეტულად.
ამ სეზონში 1-2 შეჯიბრის ჩატარება მაინც რომ შევძლოთ...
ორგანიზება არის საჭირო.
1-2 კაცი ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებენ.
ამიტომ არის საჭირო, გარკვეული ვალდებულებები დავიკისროთ ყველამ.
მაგალითად ერთი დარბის მიზნების ხელოსანტან, ფასებს ადგენს, მეორე ზის წესებს არგებს ჩვენს რეალობაზე.
მესამე ივალებს წავიდეს დინამოსთან და რამე საპრიზო კუბოკის ან მედლებისსაძებნად და ადგენს მაგის ფასს...
ნუ დაახლოებით ვამბობ მე როგორ წარმომიდგენია.
შემდეგ კი ყველაფერს ვკრიბავთ და ვადგენთ ბიუჯეტს, რა სახსრები არის საჭირო, და ა.შ.
უამრავი საკითხი არის გადასაწყვეტი, და ამისთვის საჭიროა, ხალხის რესურსი.
ყველას გვაქვს სამსახური, უამრავის სხვა პრობლემა... და ასე ყველამ რომ გავინაწილოთ სასირბილო და საფიქრალი, მგონი გამოვა რაცხა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 10:45 AM
პოსტი #43


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვაგზალზე პრიზის არჩევა ცოტა მურტალია, ყველაფერი ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებს, სხვა სპორტი ამ ქვეყანაში მგონი არ იციან და ეგ სპორტიც არ გამოსდით ვეჩნა აგებენ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Apr 20 2010, 10:52 AM
პოსტი #44


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(ja_ja @ 20th April 2010 - 10:45 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გზალზე პრიზის არჩევა ცოტა მურტალია, ყველაფერი ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებს, სხვა სპორტი ამ ქვეყანაში მგონი არ იციან და ეგ სპორტიც არ გამოსდით ვეჩნა აგებენ.

ნუ ეს ყველაფერი მე ზალიან ზოგადად ვთქვი... არსებობს კიდე დაზგა.ჯე, სადაც შეიძლება რამე დავამზადებინოთ ისეთი, რომ ლამაზი იყოს და სახლში არ გაგიტყდეს დადება "ნა ვიდნომ მესტე" ასე ვთქვათ...
ეს ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია, შევადგინოთ გეგმა, ვინ რას ვაკეთებთ, და შეუდგეთ საქმეს. რაც მალე მით უკეთესი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 20 2010, 10:52 AM
პოსტი #45


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
აქვე ვარ და იქნებ ვნახო რამე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Apr 20 2010, 11:21 AM
პოსტი #46


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



პრიზს ვნახავთ რამე სიგელებიც შეიძლება დამზადდეს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება კარგია ადგილების მხრივ, მაგრამ მანდ მუდმივი მოძრაობაა და უსაფრთხოება ძნელი დასაცავი იქნება, ჩემი აზრით შეიძLება პირველი შეჯიბრი არც იყოს იდეალური სხვა რამეებში, მაგრამ უსაფრთხოების საკითხები უნდა იყოს პირველ ადგილზე, ნელ ნელა დაიხვეწება თუ არ დავიწყეთ არც არასდროს განვითარდება, მე ვფიქრობ ინტერესი იქნება საკმაო, "კისტები" ბევრს აქვს და სუფთა ჰაერზე შეჯიბრის ჟინი ყველა ადამიანში დევს, მაგრამ წესები უნდა იყოს მკაცრი და იქ მოსეირნე მსროლელები და ტერიტორიაზე გასართობი სროლები არ უნდა იქნას დაშვებული მოსაფიქრებელია ყველაფერი. უსაფრთხოება არა აქვს მნიშვნელობა ცეცხლსასროლია თუ პნევმატიკა ყველგან დასაცავია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Apr 20 2010, 11:24 AM
პოსტი #47


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



მე საერთოდ ვფიქრობ პირველი შეჯიბრი დახურული იყოს ანუ მხოლოდ ჩვენი აირგანერების წრე, ვისაც შეგნებული ექნება ყველაფერი ეს სიტუაცია და არ მოგვიწევს რაღაცის გამო მაგ ღირშესანიშნავ დღეში დისკომფორტის შეტანა. თან ღონიშძიება დაგვანახებს რა არის გამოსაწორებელი, რომ მომავალში ახლ მოსულ ადამისნ რეალური ინტერესი გაუჩნდეს ამისადმი, ანუ ჩვენს შიგნით მოიხარშება და გაანალიზდება ყველაფერი, რავიცი ჩემი აზრი ასეთია თუ ვცდები მითხარით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Apr 20 2010, 11:39 AM
პოსტი #48


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მოდით, ახალ განყოფილებას გავხსნი, ამ განყოფილებაშივე.
და იქ გადავენაცვლოდ.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Apr 20 2010, 03:53 PM
პოსტი #49


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



გლდანისკენ არის კარგი ადგილები და არც ხალხი დადის. თუ არ გეშორებათ შეიძლება დათვალიერება და რამის შერჩევა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Apr 20 2010, 04:15 PM
პოსტი #50


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ჰო, ისე გლდანისკენ კია საკმაოდ აუთვისებელი ტერიტორიები, მაგ ადგილების ნახვაც შეიძლება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V  < 1 2 3
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 08:31 AM
Hosted by Pro-Service