|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 25 2012, 09:54 AM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი. ![]() ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი. იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა 1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს 2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია. 3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა 4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება.... მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...) დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი. ![]() ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა. კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ: Benjamin marauder Bullpup stock Hatsan At44 Bullpup stock HW100 Bullpup stock AA 510 Bullpup stock გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი: ![]() მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ. 1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა. 2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს. 3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად. უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა ![]() შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე ![]() ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან. ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება.... .................... ................................. ....................... ............................. ..................... მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ
| |
| > |
|
|
![]() |
Apr 6 2012, 09:11 AM
პოსტი
#21
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
Davitus მაგის სურათებს არ დავდებ! მეტი საქმე არა მაქვს თქვენი დასაცინი გავხდე tengo არ ვიცი ჯერ, დღეს შეიძლება ვერც მოვიცალო.
| |
| > |
|
|
Apr 6 2012, 09:40 AM
პოსტი
#22
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ციტატა(ilariona @ 5th April 2012 - 03:04 PM) ლულის გარე დიამეტრი 16მმ-ია და ბიგუდების ამბავი ჩემთან არ გამოვა. 16 მმ. არაა პრობლემა ილო თუ შენ ჩალიჩი არ გეზარება, და ბიგუდებიც მშვენივრად გამოვა.(პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობ)
| |
| > |
|
|
Apr 6 2012, 01:37 PM
პოსტი
#23
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
tengo ციტატა(tengo @ 6th April 2012 - 10:40 AM) 16 მმ. არაა პრობლემა ილო თუ შენ ჩალიჩი არ გეზარება, და ბიგუდებიც მშვენივრად გამოვა.( მანდამე მაგას ცოტა სხვა პრობლემაც აქვს რასაც აქ ვერ წერს დანარჩენებს ეს გასართობად
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 05:30 PM
პოსტი
#24
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
აი ასეთი გამომივიდა კონდახი საბოლოო ჯამში ![]() ეს კი რამდენად მოკლეა ვერიკოსთან შედარებით ![]()
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 06:30 PM
პოსტი
#25
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ვა შენ გენაცვალე რა კარგი ბიჭია , მალადეც
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 08:07 PM
პოსტი
#26
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ვააა, ცუდ ვიდზე არაა ნაღდად. თან როგორც მივხვდი რაღაც ელექტრონიკაც იდება კონდახის უკან და ბალანსი ვაბშე ტრაკში იქნება (პირდაპირი მნიშვნელობით) რაც წესით კარგი უნდა იყოს მოქნილობისათვის.
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 09:28 PM
პოსტი
#27
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 |
ilariona ეს რა კაბელები ჩანს ?
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 09:36 PM
პოსტი
#28
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
WARNer brother შიგნით ყავის მადუღარას ვამონტაჟებ! წარმოიდგინე ბუნებაში სიცივეში სანამ სამიზნე გამოჩნდება რა კარგი იქნება ცხელი ყავა
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 10:54 PM
პოსტი
#29
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 |
ilariona მართლა ვერ მივხვდი რამე სიმძლავრის დასარეგლირებელია?
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 11:00 PM
პოსტი
#30
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ilariona @ Apr 13 2012, 10:36 PM) WARNer brother შიგნით ყავის მადუღარას ვამონტაჟებ! წარმოიდგინე ბუნებაში სიცივეში სანამ სამიზნე გამოჩნდება რა კარგი იქნება ცხელი ყავა შენა და კონდახის პადაგრევსაც ხო აყენებ? რაც თემას შეეხება, გამშვები იქნება ელექტრონული? თუ სხვა რამეც?
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 11:06 PM
პოსტი
#31
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
WARNer brother nihontoman ელექტრო რედუქტორის კაბელებია!
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 11:23 PM
პოსტი
#32
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
ilariona წონაში ალბათ სერიოზული იქნება არა? მარტო აკუმულატორი იქნება 500 გრამი.
| |
| > |
|
|
Apr 13 2012, 11:35 PM
პოსტი
#33
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
koknar არა რა 500 გრამი სავარაუდოთ ოპტიკით 4200-4500 გრამამდე ავალ.
| |
| > |
|
|
Apr 17 2012, 05:51 PM
პოსტი
#34
|
||
|
გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
ilariona ვააა ახალი სათამაშოო წარმატებებბბ
| |
| > |
|
|
Apr 17 2012, 07:55 PM
პოსტი
#35
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
bazuka ვახ რა კაცი გაიჩითა
| |
| > |
|
|
Apr 17 2012, 09:58 PM
პოსტი
#36
|
||
|
გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
რაიოო, რაის ბუბლიკებიოოო ???
| |
| > |
|
|
Jun 25 2012, 09:42 AM
პოსტი
#37
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 537 რეგისტრ.: 31-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kukia წევრი №: 1,565 ქალაქი:Tbilisi |
რამდენად გამართლებულია დისკოსგან ბულკას გაკეთება და არის ვინმე მცოდნე ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს? რა თქმა უნდა თოფი ჩემი, ფულიც ჩემი და მითხარით რა დამიჯდება ეგ სიამოვნება?
| |
| > |
|
|
Jun 25 2012, 10:00 AM
პოსტი
#38
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
CHICO30 მხოლოდ ერთ კაცს აქვს დისკო გადაბულკებული, ეგ არის სოხა, მაგრამ მაგან თავისი მუღამისთვის გააკეთა და კომერციულ პოროექტს მოკიდებს თუ არა ხელს არ ვიცი. ისე მე და dawiti-ც ვაპირებთ გადაბულკებას, მარა რავიცი რა გითხრა, ჩვენა ნელი ტემპებით ვმოძრაობთ
| |
| > |
|
|
Jun 25 2012, 11:59 AM
პოსტი
#39
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
CHICO30 დისკოს ბულკათ გადაკეთების აზრი რა არის? რომ სიგრძეში მოიგო და მანქანიდან ინადირო? რატომღაც მგონია, რომ თვითნაკეთი კონდახი ბევრად მძიმე გამოვა და უფრო დაამძიმებ დისკოს ვიდრე არის. რავი ცადე თუ გინდა, მაგრამ დისკო ისეთი კარგია თავისი დაბალი წონით, რომ დღემდე ვფიქრობ მაგის ყიდვას
| |
| > |
|
|
Jun 25 2012, 07:51 PM
პოსტი
#40
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 537 რეგისტრ.: 31-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kukia წევრი №: 1,565 ქალაქი:Tbilisi |
ილო ზუსტად ათიანში გააარტყი. მანქანიდან ვნადირობ ხოლმე და უჭირს ცოტა მოტრიალება სალონში. დიდი სალონი კი აქვს სუბარუ ფორესტერს მაგრამ ოპელ კორსაში რომ ვჯდები მერე ვავა სოხა ბატონო მოკიდებ კომერციულ პროექტს ხელს? მე ყველაფრით დაგეხმარები რასაც დამავალებ.
| |
| > |
|
|
![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 02:30 AM |
| Hosted by Pro-Service |