|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jun 15 2009, 01:34 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ეს თემა გავხსენი ჩემი ახალი ოპტიკის გამო. შევეცდები განვიხილო, მოკლე აღწერაც მოვაყოლო და ბოლოს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. ასე თუ ისე შევიძინე Vector Optics 6-25x56 FFP, დეტალური ინფო შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე, დღეისათვის მგონი ტრანსპორტირების გამო ფასი გაიზარდა, მაგრამ ამას უკვე JAH-ი გეტყვით იმის და მიხედვით დაუკვეთავთ ჩქარი ჩამოტანით თუ ნელი ჩამოტანით. ![]() მოკლედ ეს არის სამხედრო ოპტიკა, რომელიც წესით მწარმოებლის განმარტებით შეიძლება დაყენდეს ცეცხლსასროლ 0.50-იან კალიბრზეც. თუ მაგხელა კალიბრს უძლებს და არ იშლება PCP-ზე ეს ნიშნავს რომ ცხოვრების ბოლომდე არაფერი მოუვა ჯერ დავიწყოთ ძირითადი მახასიათებლებით: 1) ჯერადობა 6-25 2) გამომავალი ლინზის ხომა 56 მმ 3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 405მმ 4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ) 5) წონა 1 კგ 6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 9 მეტრიდან (JAH-ის განმარტებით მინიმალურ ჯერადობაზე, ანუ 6-ზე პარალაქსი სწორდება 6.5 მეტრიდან) 7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი 8) 5 დონიანი ილუმინაციის სისტემა მწვანე და წითელი ფერით 9) წყალგაუმტარი 10) ნისლისგან დამცავი (ბოლომდე ჯერ ვერ გავიგე რა არის, ჩვენთან ნისლი იშვიათია თან რაც ჩამომივიდა ეს ოპტიკა იმის მერე ნისლში ჯერ არ მოვხვედრილვარ 11) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული) 12) მილდოტის ბადე 13) წინა ფოკალში განთავსებული ბადე რის გამოც ჯერადობის ცვლილებისას არ იცვლება რეალური მილის მაჩვენებელი, სამაგიეროდ თვითონ ბადე იზრდება და პატარავდება, მოკლედ ყველა ჯერადობაზე ინარჩუნებს ფორმულას (მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში), პნევმატიკის სფეროში რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი, ეს მომავლის საქმეა, ინარჩუნებს სუფთა ხედვას, და იდეალურად ჩანს გამოსახულება, 1\"-იანი ბიუჯეტური მოდელებივით ბლურის ეფექტი და დაბნელება ვერ შევამჩნიე მაქსიმალური გადიდებისას. დამატებით მოყვა თვალისთვის რეზინის ჩამოსაცმელი, წესით რამდენადაც მახსოვს არ უნდა მოყოლოდა, რადგან თავდაპირველ კონფიგურაციაში არ ეწერა, მაგრამ რატომღაც მოყვა, მემგონი ეს JAH-ის საჩუქარია (ასევთქვათ პრესენტ), არ მიყვარს ხოლმე როდესაც რაღაც ზედმეტ საჩუქრებს ვიღებ ხოლმე (მიტყდებასავით), მაგრამ ეს რეზინის თვალზე მისამაგრებელი იმდენად მინდოდა და მომეწონა რომ უარი ვერ ვთქვი. მოკლედ ბიძია JAH-ს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, გადამეხადოს 10-მაგად. ახლა გადავხედოთ თვითონ ოპტიკის სურათებს (ზოგიერთი დავაპატარავე, რადგან მაინც მობილით არის გადაღებული და დიდ განსაკუთრებულ ხარისხს არ იძლევა, ჩემი ფოტოაპარატი ჩამოვა ამ ხუთშაბათს და მერე კიდევ დავდებ ხარისხიან სურათებს თუ იქნება მოთხოვნა) თვითონ ოპტიკის ხედი თავისი რინგებითურთ, სხვათაშორის კომპლექტში მოყვება მაღალი რინგები, საიტზე წერია რომ შეიძლება იყოს Weaver-ზე ან dovetail-ზე, მე მჭირდებოდა dovetail-ზე და JAH-მა სწორედ ეგეთი ჩამოიტანა. ![]() აქვე დავძენ რინგები ნამეტანი მჭიდროდ ჯდება ოპტიკაზე, თავიდან მეგონა რომ საერთოდ არ ჩამოეცმებოდა ზედა ნაწილი, რადგან უბრალოდ ზემოდან ჩამოდებისას მისი დიამეტრი აშკარად პატარა იყო, მაგრამ ოდნავი დაწოლა და რინგი მშვენივრად ჩამოეცვა ოპტიკას. ეს შეიძლება ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ეს პირველი ოპტიკური სამიზნეა თავისი რინგებიანად რომელიც მე ჩამოვარდა და ზოგიერთი ახალი აღმოჩენების გაკეთება მომიწია, ერთერთი შეიძლება ამ რინგების ამბავიც იყო. ![]() თავიდან ოპტიკა გასწორებული იყო მაქსიმალურ ჯერადობაზე, მაგრამ თოფზე დაყენებისას მიჰქონდა 20 სანტიმეტრით მარცხნივ და 15-20 სანტიმეტრით ქვევით, სადღაც 15 გასროლა და საჭირო ცენტრი გასწორებულია, ტაქტიკური ბარაბნები ასწორებს, წკაპ-წკაპ-წკაპ და ნელნელა მიდიხარ სასურველ მაჩვენებლებზე. ესეც ტაქტიკური ბარაბნები. ტრიალისას საკმაოდ მკვეთრად ისმის წკაპ-წკაპ-წკაპ და ხელშიც იგრძნობა რომ ერთი ბიჯით გადაწიე ბარაბანი, მოკლედ თუ ძალით არ გაერთე აზრებში შანსი არაა აგერიოს რამდენი ბიჯით გადაატრიალე ბარაბანი ![]() ესეც ილუმინაციის ბუდე სადაც ჯდება ელემენტი, გამოიყენება სტანდარტული კომპის BIOS-ის ელემენტი, აქვე ჩანს როგორ ეხურება თავზე ხუფი. ![]() ![]() ილუმინაციის განათების დონეები, როდესაც თეთრი წერტილის გასწვრივ გაჩერებულია სიმბოლო B მაშინ ილუმინაცია გამორთულია ![]() ეს კი მთლიანი ხედი, ცოტა ბანძი სურათი გამოვიდა, მერე შევცვლი და უკეთესს დავდებ, მოკლედ ხელში სპეციალურად მიჭირავს რომ საორიენტაციო ზომები გამოჩნდეს ![]() ეს კი ბადე ილუმინაციით, მზიან ამინდში ძლივს ჩანს ილუმინაცია მაქსიმალურ მე-5 დონეზეც კი, იდეაში ეგრეც უნდა იყოს, ილუმინაცია არის ბინდისთვის და არა მზიანი ამინდისთვის როდესაც ისედაც ყველაფერი მშვენივრად ჩანს (გადაღებისას ხელი მოძრაობდა და ცოტა გადღაბნილი სურათები გამოვიდა). ![]() ![]() ეს კი ოპტიკის ძირს განთავსებული წარწერები. ამ სურათით პრაქტიკულად თვითონ ოპტიკის სურათები თავდება, მაგრამ დარჩა რამდენიმე დამატებითი დეტალი ![]() წინა და უკანა ჩამოსაფარებელი დამცველი ხუფები, პლიუს თვალზე რეზინის წამოსაცმელი ![]() რეზინის წამოსაცმელი ცალკე ![]() მზის ანარეკლისგან დასაცავი კეპი. ![]() ![]() ამ კეპზე მთელი თავგადასავლები დამემართა, თავიდან ვერაფრიც ვერ შევძელი მისი მიმაგრება, ninja-სთვის რომ ჩამოვიდა ოპტიკა, იმის დოკუმენტაციაში ნანახი მქონდა რომ წინა მხარეს რაღაც უნდა მოსძვრეს და ამის შემდეგ შეიძლებოდა კეპის მიმაგრება. ჩემს ოპტიკაზე ვერაფრით ვერ მივაგენი წინა ობიექტივის მხრიდან მოსახსნელ დეტალს. ყველაფერი იმდენაც ზუსტად და მიკრონებში იყო მიმჯდარი რომ 1.5 დღე ვთვლიდი მთლიანი ლითონია და რეზბა გათვლილი კეპისთვის არ არის მეთქი. ![]() ვიფიქრე ყველაფერი 100 ქულაზეა გაკეთებული და რაღაც ჩინურად არ გაეკეთებინათ ჩინელებს მეთქი ისე როგორ შეიძლებოდათქო ისმის კითხვა რას ვერჩოდი ამ ჩინელებს ეს კი მე-5 გასვლაზე გადაღებული ჩემი დისკავერი აქ მოყვანილი ოპტიკით. ოპტიკაზე ჩამოცმულია მაქსიმალურად ყველაფერი, მზის კეპიც, რეზინის თვალის სამაგრიც და წინა დამცავი ხუფიც. ![]() ეს კი პირველი სისხლი. უხეში გასწორების შემდეგ 30 მეტრში მოხსნილი ხვლიკენცია ![]() საკუთარი გამოცდილება აზრები ჩემი შეფასებით ოპტიკა ღირს, ამაში დამერწმუნება ალბათ მე-5 გასვლის მონაწილეები. გასწორების შემთხვევაში მუშაობს გადასარევად, 70 მერტზე შესაძლებელია კოკაკოლის და ბორჯომის პლასტმასის ბოთლების თავსახურავების მოხსნა, ეს კი მაქსმიმუმ 20 მილიმეტრიანი ჯგუფია 70 მეტრზე(ეს არ არის შემტხვევითი გარტყმები, პირადად 3 ხუფი მოვხსენი 3 გასროლით). რა თქმა უნდა, თოფიც შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ოპტიკის გარეშე 70 მეტრში ამ პატარა დეტალის დანახვა შეუძლებელია. მინუსები 1) ჩემის აზრით ცოტა მოუხერხებელია იმათთვის ვინც მიზანში სროლას არ აპირებს და სურს ნადირობა, ამ შემთხვევაში ოპტიკა ნამეტანი დიდია, ჯერესერთი ნადირობისას ამხელა გარჩევადობა საჭირო არ არის, მეორეცესერთი წონა - წონა იმას ჩალიჩობს რომ ხელიდან დამიზნება-გასროლისას მაქსიმუმ 3-ჯერ შესძლებ ნორმალურად შორ დისტანციაზე გასროლას, შემდეგ ხელი იღლება და ყველაფერი იქეთ აქეთ დადის, შესაბამისად მყარი საყრდენის გარეშე ამ ოპტიკის გამოყენება ჭირს. 2) ჯერადობის ცვლილებისას საჭიროა პარალაქსის გასწორება, ანუ ვთქვათ და ოპტიკაზე პარალაქსი გასწორებულია 6-ის ჯერადობაზე 50 მეტრზე, თუ ჯერადობას გაზრდი იმავე 50 მერისთვის 9-ზე ზევით, პარალაქსი გასასწორებელი იქნება, რადგან გამოსახულება ბლურდება. 3) გაბარიტები , საგრძნობია გაბარიტები აქვს, მთელი კომპლექტი სადღაც 53-55 სანტიმეტრს აღწევს ჩემის აზრით მინუსები აქ თავდება პლიუსები 1) კარგი მკვეთრი ხედვა, ნათელი გამოსახულება 2) მაღალი ჯერადობა და ამასთანავე მინიმალური პარალაქსიდან გასწორება. ყველაზე ნომინალური მინახია 5 იარდიდადან გასწორება, ჩემს ოპტიკას კი დოკუმენტალურად უწერია 10 იარდი, თუმცა 5-6 მეტრიდან უკვე შესაძლებელია პარალაქსის გასწორება მინიმალურ ჯერადობაზე 3) კარგი კომპლექტაცია, პრაქტიკულად იყიდე, დაამაგრე თოფზე და დაიწყე სროლა, ერთადერთი 6 კუთხა გასაღები სჭირდება რინგებს, თვითონ ოპტიკაზე ნებისმიერი დეტალის დამატება მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს. 4) მოხერხებული ოფციები, ანუ ბარაბნები, სულ არის 4 ბარაბანი, ზემოთ-ქვემოთ გასასწორებელი, მარცხნივ-მარჯვნივ გასასწორებელი, პარალექსის გასასწორებელი და ილუმინაციის ბარაბანი 5) ტაქტიკური ბარაბნები, ბუიჯეტური მოდელებივით არ არის საჭირო დამცავი ხუფების მოხსნა ბარაბნებზე და შიგნით არსებული რეგულატორით გასწორება, პირდაპირ ბარაბნების ტრიალით ხდება სასურველი პარამეტრების გასწორება, 1 MOA დაყოფილია 4 კლიკად ანუ თითო კლიკი არის ¼ MOA რაც მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს გასწორებისას. არის კიდევ რამდენიმე წვრილმანი რაც ამ ოპტიკას საკმაოდ მაღალ საფეხურზე აყენებს, დეტალურად ყველა მათგან ნელნელა დავწერ. ბოლო ბოლო მეთვითონ ვაკეთებ აღმოჩენებს, საკმაოდ ძლიერი ოპტიკაა, ქაღალდზე სროლისთვის მართალი გითხრათ მეტს არ ავიღებ, წესით 50 მეტრიან დისტანციაზე 25-იანი ჯერადობა საკმარისი უნდა იყოს. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.
| |
| > |
|
|
ja_ja Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით Jun 15 2009, 01:34 PM
parna გუშინდელი სენსაცი... Jun 15 2009, 02:20 PM
ninja ja_ja
მოკლედ მადლობა ... Jun 15 2009, 03:04 PM
Power_VANO ნამდვილად მაგარი ო... Jun 15 2009, 03:50 PM
nihontoman გილოცავ, იმენა მაგ... Jun 15 2009, 04:43 PM
geojorjika ja_ja
კიდევ ერთხელ გი... Jun 15 2009, 06:34 PM
Jah Ja_Ja, პირველ რიგში მა... Jun 15 2009, 07:31 PM
Der Rote Baron ja_ja, კიდევ და კიდევ გ... Jun 15 2009, 08:01 PM
ja_ja Jah
ციტატა(Jah @ 15th June 2009 ... Jun 15 2009, 08:20 PM
Davitus ამომწურავი რეპორტ... Jun 15 2009, 08:41 PM
Jah ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 ... Jun 15 2009, 08:42 PM
ja_ja Jah
ციტატა(Jah @ 15th June 2009 ... Jun 15 2009, 08:44 PM
parna ციტატა(ja_ja @ Jun 15 2009, 05... Jun 15 2009, 09:02 PM
ja_ja parna
ციტატა(parna @ 15th June 2... Jun 15 2009, 09:35 PM
Jah ასევე 1 რჩევა მოგცე... Jun 15 2009, 09:49 PM
ja_ja Jah
ციტატა(Jah @ 15th June 2009 ... Jun 15 2009, 09:57 PM
Jah ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 ... Jun 15 2009, 10:11 PM
Jah თუმცა დახატვაც არ ... Jun 15 2009, 10:15 PM
ja_ja მდააა, საკმაოდ დიდ... Jun 15 2009, 10:27 PM
bazuka მშვენიერი რამაა, მ... Jun 16 2009, 12:13 AM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 16th June... Jun 16 2009, 06:59 AM
geojorjika მდააა, საინტერესო ... Jun 17 2009, 07:58 AM
sekurifa კარგია კარგი ასე ა... Oct 22 2012, 06:48 PM
geojorjika sekurifa
ნადვილი არქეოლ... Oct 23 2012, 08:03 AM
sekurifa ციტატა(giorgi @ 23rd October 2012... Oct 23 2012, 12:32 PM
ja_ja sekurifa
ნუ ვიდეო დაზუმ... Oct 23 2012, 02:42 PM
vexam თითქმის 10 წელიც გავ... Feb 14 2019, 11:04 AM
ja_ja ჩემის აზრით კარგი ... Feb 14 2019, 07:35 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 10:03 AM |
| Hosted by Pro-Service |