გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ვისაც ქრონი არ გაქვთ
sekurifa
პოსტი Sep 29 2011, 01:47 AM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ვისაც ქრონი არ გაქვთ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი მოწყობილობა.არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა კორპუსისთვის.სურათებზე ოპტიკის კარდონის ყუთიდანაა გაკეთებული,ასევე შეიძლება იყოს ხის ან
პლასმასის.შიგნით ყრიან საფანტს წონის მისაცემად და მერე აგნისავენ პლასტელინს.შეიძლება საფანტი და პლასტელინი ერთად აგნისოთ და ისე ამოავსოთ კორპუსი.ამას იმიტომ აკეთებენ რომ ტყვია მოხვედრისას შიგ ჩარჩეს და ენერგია გადაცეს მასას.წონა სასურველია იყოს 300 იდან 500 გრამამდე.შემდეგ ოთხივე მხარეს გაუკეთებთ სამაგრებს ძაფისთვის (გაუყრით ლურსმნებს და დაუტოვებთ თავებს გამოწეულს)დაკიდებთ ისე როგორც სურათზეა მითითებული კარების ჭრილში,სიგრძე 1,80 ან 2 მეტრი მეტი არა.დაკიდების მერე სიმძიმე იატაკიდან ოდნავ მაღლა იქნება და შეუდეთ რამე ქვემოდან (ფიცარი,წიგნები)ისე რომ სიმძიმეს ბოლომდე არ მიედოს და დარჩეს ზაზორი პატარა თავისუფლად რომ იქანაოს.შემდეგ სიმძიმეს დაუდეთ ქვეშ სახაზავი და მიადეთ ცარიელი ასანთის კოლოფი.ანუ მგონი ყველაფერს მიხვდებით პრინციპი ასეთია:ერთი მეტრიდან ესვრით სიმძიმეს (ეცადეთ არ ააცილოთ biggrin.gif )ტყვია მოხვდება მკვრივ მასას, დაკიდებული სიმძიმე გაქანდება,მიაწვება ასანთის კოლოფს და გაწევს რამოდენიმე სანტიმეტრით,ამას კი სახაზავი აჩვენებს თუ რამდენით გაწევს. აი აქ კი ნახავთ მერე იმ კალკულატორს (Вычисление скорости)-ასე აწერია
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შეავსებთ გაფებს და მიიღებთ ტყვიის სიჩქარეს.ზუსტად დაუკვირდით შესავსებ გრაფებს,იქ უნდა ჩაწეროთ ზუსტად 1-ტყვიის წონა 2-დაკიდებული სიმძიმის წონა 3-რამდენი სანტიმეტრით გაიწია ასანთის კოლოფი 4-დაკიდების სიგრძე (სიმძიმიდან ზემოთ მიმაგრების წერტილამდე 1,80 ან 2 მეტრი)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

(სანთელიც შეგიძლიათ ჩაასხათ პლასტელინის ნაცვლად,მთავარია ტყვია მიეკრას აუცილებლად სიმძიმეს)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 29 2011, 08:50 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
იყო უკვე ფორუმზე მაგის განხილვა და ხალხმა ცხვირი აიპრიხა!.

ქართველებს რატომღაც ურჩევნიათ ჰქონდეთ ძვირიანი, მაგრამ ნორმალურად აწყობილი ქრონოგრაფი, ვიდრე ქანქარას მეთოდით იჩალიჩონ. ასევთქვათ პროგრესული ხალხი ვართ biggrin.gif

გაგიკვირდება რატომო? ნუ მაგალითად გავიხსენოთ აბა... არსებობს ვიდეო ფილმები VHS კასეტებზე (ან კომპიუტერის შემთხვევაში CD-ზე 650 მეგაბაიტზე რომ იყო ხოლმე ჩაწერილი MPG4 ფორმატში დაკუჭული დაღეჭილი ფილმები), და არსებობს HDTV ხარისხის ფილმებს, რომელს უყურებ ხოლმე biggrin.gif პასუხს როგორც კი გასცემ დანარჩენს შენთვითონ გაიგებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Sep 29 2011, 12:01 PM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



იქნებ გამოთვლა არ იცოდა ვინმემ შEდეგის ახლა კი კალკულატორი არის მაგისთვის.ახლა ბევრი ახალგაზრდა შეემატა ფორუმს იაფიან ფიშტოებს რომ ეძებენ და იმათ გამოადგებათ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Sep 30 2011, 12:43 AM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



sekurifa

იაფიანი ფიშტოს მყიდველებს, იაფიანი და მარტივი გართობა უნდათ, მარტივი გართობისთვის სიჩქარეების ზუსტ მეტრწამებში ცოდნა სულაც არ არის სავალდებულო და საჭირო wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Oct 1 2011, 09:02 PM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



გამარჯობათ, თუ ნებას დამრთავთ მეც ვიტყვი ორ სიტყვას ამ თემაზე. ეს ხელსაწყო რომელიც სეკურიფამ ზემოთ აჩვენა,ჩემთვის კარგადაა ცნობილი, საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია, სხვათა შორის ბელორუსიაში ბევრიხმარობს მას. ჩემი პირველი ქრონიც მაგ იყო. მართალია მისი ზემოთ აღწერილი პრინციპი განსხვავდება რელურობისგან რადგან ასანთის კოლოფი ინერციით უფრო შორს გადაადგილდება ვიდრე მაიატნიკი, ამიტომ საჭიროა ან ვინმეს დამატებითი თვალი, ან ვიდეოკამერის გამოყენება. რაც შეეხება ასანთის კოლოფის დამძიმებას - არა სასურველია, რადგან გამოიწვევს მაიატნიკის დამუხრუჭებას. ასევე საჭიროა ყველა გასროლის შემდეგ ტყვიის წონა დამატებული იქნას მაიატნიკის წონაზე. და თუ ამ ნიუანსებს [ და შეიძლება არა მარტო ამას, რადგან ყველაფერს უცებ ვერ გავიხსენებ] გადავწყვეტთ, ხელსაწყო საკმაოდ ზუსტ შედეგებს იძლევა. რაც შეეხება რამოჩნი ქრონებს, ისინი უფრო თანამედროვენი არიან, გაცილებით ეფექტური შესახედაობის, უფრო მოხერხებული ტრანსპორტირებისათვის ვიდრე მაიატნიკი, [რადგან, მას ძირითადად კარების ჩარჩოში კიდებენ, და ჩარჩოს თან ტარება საკმაოდ მოუხერხებელია], და ძუსტი. მხოლოდ ზუსტი გარკვეულ შემთხვევაში, მაშინ როცა ლულა დაფიქსირებულია ელექტრო-მაგნიტური ფარდის [ან დატჩიკების ფარდის] პერპენდიკულარულად. ქრონი ელექტრო-მაგნიტური ფარდებით უყენიათ მინსკში, რესპუბლიკურ საექსპერტო-კრიმინალისტურ ცენტრში, მაგრამ არა მარტო ქრონი არამედ დანადგარი, რომელშიაც გარდა ქრონისა დამონტაჟებულია ლულის მყარი საყრდენი [სამაგრი], რომელშიაც ხდება ლულის ორიენტაცია [და საჭიროების შემთხვევაში მყარად დამაგრება] ელექტრო-მაგნიტური ფარდების პერპენდიკულარულად, რადგან თუ ტყვია გაივლის ამ ფარდებს არაპერპენდიკულარულად, არამედ დიაგონალურად, ცდომილებამ შეიძლება 25 % -ს მიაღწიოს,[300 მ/წ -ის 25% -- 75 მ/წ -ია], [პრაქტიკულად მაქვს შემოწმებული იმ ზემოთ ნახსენებ ცენტრში]. ამიტომ ამ ქრონის [ელექტრო-მაგნიტური ფარდებით] სიზუსტე ლულის საყრდენის გამოყენების გარეშე ,ბევრად ვერ აღემატება სეკურიფას მაიატნიკს. ამიტომ სეკურიფას წინადადება იმსახურებს გარკვეულ ყურადღებას. IMHO.








'
'
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Oct 1 2011, 09:31 PM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



minchanin-კი მართალია რომ ასანთის კოლოფი შეიზლება უფრო შორს დადახტეს მაგრამ ეს იმ სემტხვევაში თუ სიმძიმე მჩატეა.ამიტომ ჯობს 500 გრამზე ნაკლები არ იყოს სიმძიმე.მინახავს კილოიანებიც სხვა ფორუმზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Oct 1 2011, 10:59 PM
პოსტი #7


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



sekurifa
ზუსტად 500გრამზეა ლაპარაკი. ეს წონა ყველაზე ოპტიმალურია. რა თქმა უნდა 2 კილოიანიც შეიძლება, მაგრამ გადახრა იქნება ნაკლები და ცდომილება მეტი, და პირიქით, რაც გადახრა მეტია ცდომილება ნაკლებია. "ლაუაზიეს კანონია".
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Oct 1 2011, 11:11 PM
პოსტი #8


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ვააბშე, პაპიტკა ნე პიტკა!. თუ გაინტერესებთ ანეკდოტს მოგიყვებით ამ ფრაზაზე. ყველას მიმართ პატივისცემით, მოკითხვა ბელორუსიიდან.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2025 - 07:08 AM
Hosted by Pro-Service