ესეიგი ბოლო ორი კვირა შვებულება მქონდა და დასავენებლად წავედი წაღვერში.იქ დილიდან ტყეში გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი სახლში ღამის გათევის მიზნით

ანუ ჩემს საკვებს მოვიპოვებდი ტყეში მარტო.მომქონდა მარტო თოფი,დანა და ასანთი.ერთხელაც ისევ ჩვეულებრის რეისის დროს გავჩითე ტყეში მაყვლები სადაც ბლომად იყო საკვები.ბლომად მაყვალი და ის ფრინველები ასეთ ადგილებს რომ ეტანებიან

დავდექი გადანაჭრელ კუნძზე ზემოდან კარგად რომ დამელივერებინა სიტუაცია და უცებ მესმის მაყვლებიდან ბოჩოლასნაირი ხმა.მეთქი აქ ბოჩოლას რაუნდა ღორი ხომარარისთქო მარა უცებ გავშრი ადგილზე.გამახსენდა ადე ბავშვობაში სახლში გვგქონდა სათამაშო დათვი და რომ გადმოაბრუნებდი სწორედ ასეთი ხმა ქონდა

ხოდა აგიხდა ყველაფერი გამეჩითა დათვის ბელი მაყვალს თოხლაობდა.ცივმა ოფლმა დამასხა უცებ.თვალებით დავიწყე არემარეს თვალიერება დედამისი ხომარიყო სადმე.გაქცევითაც ვერ გავიქცეოდი მარტო ერთი გზა იყო.დაღმართისკენ ბელი იყო ხოლო უკან ძალიან აღმართი იყო ან სადღაც 10 მეტრიდან უნდა გადავმხტარიყავი ხეზე რემბოსავით დედა რომ დაჩითულიყო.ხრამივით იყო და კიდეზე ვიყავი.ძუსტად 45 წუთი ვიდექი გაუნძრევლად და ხმა რომაღარ მესმოდა ჩუმად გამოვიპარე იქედან.დედამისი რომ გაჩითულიყო რაუნდა მექნა ამ დროს?
|