![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩვენთან ამ ფორუმზე, საკმაოდ არიან ენთუზიაზმით განმსჭვალული ეარგანერები. ძირითადი ნაწილი პნევმო მონადირეა (ან უნდა რომ მონადირე იყოს), პესტ კონტროლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ამოწყვიტეს რაც ყვავი იყო ამ საქართველოში ![]() ![]() ![]() თურმე რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ პნევმატური სათამაშოები... თუმცა ერთი რამ გვავიწყდება - პლინკი. დიახ, პლინკი. ზოგიერთმა შეიძლება არც იცოდეს რას ნიშნავს ეს პლინკი, იმიტომ რომ უცხოური სიტყვაა და ახალბედას არც მოეთხოვება მისი ცოდნა. ამიტომაც ავხსნი, თუ რა არის პლინკი და ამ მიზნებისათვის, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ვიკიპედიის სიბრძნეს: პლინკინგი- აღნიშნავს არაოფიციალურ მიზანში სროლას, სადაც სამიზნე შეიძლება იყოს სხვადასხვა არატრადიციული ობიექტი, როგორებიცაა კონსერვის ქილები, მინის ბოთლები, ჩამოყრილი გირჩები, კვერცხი, პომიდორი - ფაქტიურად ყველაფერი, თუ კანონს არ დაარღვევთ.... სიტყვა პლინკი ასახავს ტყვიის ხმას, რომელიც მეტალის ობიექტზე (კონსერვის ქილა) შეჯახებისას გამოიცემა. პლინკი ყველანაირი ტიპის და კალიბრის იარაღით შეიძლება, იქნება ეს პნევმატური 4.5მმ თუ 50 კალიბრიანი ბარეტი ![]() ![]() თემას აღარ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ პლინქისათვის ძირითადად გამოიყენება ეგრეთწოდებული გეკო .22 LR ან პნევმატური იარაღები. მიზეზი ამისი მარტივია - პლინკი რაც უფრო იაფი ჯდება, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს პლინკერს, გეკოს და პნევმატიკას კი სიიაფეში ვერაფერი შეედრება (თუმცა აქ, გურჯისტანში, გეკოთი პლინკი მაინც ძვირი დაჯდება...). ამასთან, პნევმატური იარაღი გაცილებით უსაფრთხოა მისი ბალისტიკური მაჩვენებლების გამო, შესაბამისად პნევმატურით პლინკიც უსაფრთხოა, რაც უპირველსი უნდა იყოს მსგავსი სახის გართობის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლინკისთვის სასურველია ისეთი ფიშტოები, რომელიც არ დაღლის მსროლელს. ჰიპერ-მაგნუმ ზ.დ.პ.-ები ამ შემთხვევაში ცუდი კანდიდატია საპლინკაო ფიშტიოებისათვის, რადგან მათ გადატენვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება და ამის რამდენჯერმე გაკეთება პლინკით მიღებულ სიამოვნებას უცბად გაანულებს ![]() ![]() ![]() რაში მდგომარეობს პლინკის მომხიბვლელობა? ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია. თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ. გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს. ![]() პლინკის უკეთ გასაგებად, შეძლებისდაგვარად განვავრცობ თვითოეულ შემადგენელს... ფასი - პნევმატური იარაღის ტყვიები საკმაოდ იაფი ღირს. დაწყებული ნაგავი თურქული ენცე (თუ რაც ქვია) და დამტავრებული ხარისხიანი და გამოცდილი JSB, H&N და Crosman-ის ტყვიებით. ყველაზე იაფები რაღა თქმა უნდა თურქული ნაგავი ღირს. თუმცა, მიუხედავად პლინკის ბუნებისა, მე მაინც არ გირჩევდით თქვენი თოფი და პირველ რიგში საკუთარი თავი გაიმეტოთ ამ ტყვიებისათვის. ზ.დ.პ.-ების მფლობელებს განსაკუთრებით არ ვურჩევ მათს გამოყენებას, რადგან ეს ტყვიები არ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას ლულაში. მათი კაბები დეფორმირებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს კაბა და ზოგიერთი საერთოდ სიგრძეზეა გახვრეტილი. დიახ, დირკები ადევს თავში რომელიც კაბისკენ გადის და ფაქტიურად არაა ჰერმეტული. ზ.დ.პ.-ში ასეთი ტყვიის ჩადებით რისკავთ რომ გახეთქოთ მანჟეტი შუაზე, გატეხოთ ზამბარა და თუ არ გაგიმართლათ, დააზიანოთ დგუში და კომპრესორის კამერა. სიზუსტეზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ..... მოკლედ ქაქია და არ გაეკაროთ ![]() შემდეგ მოდის რაღაც გაუგებარი ტყვიების კატეგორია ოზიტაი, რომელიც მაკვირვებს და გულს მწყვეტს ერთდროულად. ტყვიები მშვენივრადაა ფორმირებული, თუმცა მსუბუქებია ძაან და ზუსტებიც არაა. პრინციპში ამ ტყვიები ჩადება კიდევ შეიძლება ზ.დ.პ.-ში, სულ რომ არაფერი, ჰერმეტულია. თუმცა, შემხვედრია ოპზიტაის რამდენიმე კოლოფი, რომლებიც დიამეტრში დიდი და პატარები იყო. ნუ პლინკისათვის ყველაზე მინიმუმია.... ამის შემდეგ მოდის კიდევ ერთი გაუგებარი კატეგორია - ჰაცანის ტყვიები, რომლებიც საკმაოდ ძვირები რირს, თითქმის კროსმანის და ჯსბ-ს ფასი და ამ დროს რავი, არაა ისეთი რაც უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანის, "ტორპედოს" განხილვა ამჟამად პორტალზეც არის და შეგიძლიატ წაიკითხოტ დაწვრილებით. თუმცა დასკვნას მოკლედ აქვე გეტყვით - არ ღირს მაგ ტყვიების ყიდვა. აი 5-6 ლარი რომ ღირდეს კოლოფი, კიდევ შეიძლება თუმცა ახლა, როცა ერთი კოლოფი 30 ლარი ღირს.... მივადექით ნორმალურ ტყვიებს. პრინციპში ეს ნორმალური ტყვიები უკვე საუკეთესო ტყვიებია, ამაზე უკეთესები არც არსებობს. კროსმან პრემიერები, ჯსბ ეკზაკტები და გერმანული ტყვიები საუკეთესოებია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ქართველებსაც წილად გვხვდა ბედნიერება გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება იფიქროთ, პლინკისათვის საუკეთესო ტყვიები რატომ ავირჩიოო, მარა მერწმუნეთ - რაც უფრო ზუსტად ისვრის ფიშტო, მით უფრო სასიამოვნოა პლინკი და თვითო გასროლა რომ 5 თეთრი ღირს სადღაც, ეგეც კი გავიწყდება კაცს ![]() თავისუფლება - არანაირი შეზღუდვები! მთავარია დაიცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დანარჩენი კი მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიზღუდება. შეგიძლიათ ესროლოთ ყველაფერს და ყველგან. ეზოში, აივნიდან (უსაფრთხოების წესების დაცვით), სოფელში სადაც გინდათ. ესროლეთ რასაც გინდათ - აქაც მხოლოდ კანონი, უსაფრთხოების ზომები და ფანტაზია გზღუდავთ. აი მაგალითიც: მიხვდით ალბათ რაზეცაა საუბარი ![]() გართობა - გართობა რომ უმაღლეს დონეზეა, მგონი ამას ახსნაც არ უნდა. რა სჯობია რაღაცის დამსხვრევას, გატეხვას, გაჩვრეტას და ა.შ. ![]() ნუ მგონი საკმარისია და მიხვდით რაზეა საუბარი ![]() პლინკი კარგია, თუმცა არის ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც პლინკს უნდა მოყვეს - დასუფთავება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ბუნებას და ჩვენი დამსხვრეული ბოთლები და თუნუქის ქილები ადგილზევე არ უნდა დავყაროთ. აუცილებელია დალაგება. მიბაძეთ ამათ: დააიკვირდით, ის რასაც ესვრიან, პარკში უდევთ, რომ შემდგომ აკურატნად აიღონ და წესის მიხედვიტ გადაყარონ ნაგავში!!! პლინკი ამავდროულად მიგაჩვევთ იარაღს და 50 მეტრზე ქაღალდზე უკეთესი შედეგების მიღებაშიც დაგეხმარებათ (ვისაც გაინტერესებთ). პლინკი შესანიშნავი გზაა ასწავლოთ ბავშვებს სროლა ხალისიანად და შედარებით უსაფრთხოდ. მოკლედ კაი რამეა ეს პლინკი და ნერვები მეშლება, რომ პლინკის თემაში კაციშვილი არ პოსტავს, ბოლო პოსტი დენიკინის დროსაა დადებული და ისიც პლინკს საერთოდ არ ეხება. იაქტიურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენგანი პნევმოსთან ურთიერთობის 90 %-ს პლინკში ატარებთ. არ მოგერიდოთ დაწერეთ ვის როგორ გევასებათ და რანაირად. ![]() ბედნიერ პლინკს გისურვებთ და გახსოვდეთ - დაიცავით უსაფრთხოების წესები, არ დაანაგვიანოთ ბუნება და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 ![]() |
მაგარია nihontoman ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ძალიან ჩამოყალიბებული სტატიაა. მომეწონა! ![]() განსაკუთრებით მომეწონა პლინკის განმარტება, ნამდვილად გეთანხმები. ციტატა(nihontoman @ 13th March 2011 - 01:39 AM) ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია. თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ. გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს. პლინკი ჩემი აზრით, მშვენიერი დროს ტარების საშუალება მთელი ოჯახისთვის.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
nihontoman ოო აი რესპექტ შენ ჩამგა, კარგი სტატიაა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman ძალიან კარგად დაწერე! საღოლ! 100% ვეთანხმები ყველაფერს! მაგალითად, გრიგოლიჩს საერთოდ არ უყვარს ქაღალდზე სროლა: უინტერესოა მისთვის, არაფერი ვარდება, არაფერი ხმაურობს, ეფექტი - 0. მხოლოდ ოპტიკის გასასწორებლად ისვრის ქაღალდში. მგონი გასაგებიცაა რატომ: დღეს 11 წელი შეუსრულდა ![]() ძალიან უყვარს ჩინურ მაღაზიაში 50 თეთრად ნაყიდი რეზინის სათამაშოების(ციყვი, კუ, ნიანგი,ქათამი და ასშ) ხოცვა. ჯერ ერთი საკმაოდ გამძლეებია( ტყვია კი ხვრიტავს თავისუფლად, მაგრამ რეზინის რომაა ნახვრეტი ისევ იკუმშება), მეორეც ლამაზად ვარდებიან მოხვედრის შემდეგ, მესამეც ნამსხვრევები არ აქვს და ასალაგებელიც არაფერი რჩება, მეოთხეც ცხოველების უზარმაზარი არჩევანია ![]() ეს რეზინის სათამაშოები, დისტანციიდან გამომდინარე, სხვადსხვა ზომის შეიძლება შეიძინო: დაწყებული 1-2 სმ-დან, დამთავრებული 15 სმ-თი. პლინკი ნადირობის ჟინსაც კლავს და კარგ სროლასაც ასწავლის კაცს! Jah მოუხდა რა ამ კაცს თავისი მოვალეობების შეხსენება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
gregory ციტატა(gregory @ 13th March 2011 - 11:29 AM) დღეს 11 წელი შეუსრულდა გრიგოლ გილოცავ ვაჟკაცის დაბადების დღეს, ღმერთმა ჯამრთელი და ბენიერი კაცი გაგიზარდოს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
gregory მეც ვულოცავ გრიგოლიჩს ![]() nihontoman მშვენივრადაა ჩამოყალიბებული ყველაფერი, ძალიან კარგი თემაა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
gregory ვაა ვულოცავ პატარა სნაიპერს ![]() ![]() nihontoman აბა ბოტიაო ესაო ისაო, ნახე რავარი მისცა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 ![]() |
gregory გილოცავ შვილის დაბ. დღეს. მიულოცე ჩემგან nihontoman კარგი თემაა, მაგრამ ის ემცე ები საპლინკაოდ ნორმალურია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
gregory გრიგოლიჩს ვულოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდოს ![]() ყველას - მადლობა შექებისათვის. იმედია ეს თემა ასევე არ ჩამთავრდება და დაემატება ფორუმელების პლინკ ვიდეოები და სურათები. ციტატა მოუხდა რა ამ კაცს თავისი მოვალეობების შეხსენება აბაა, შენ ეგა თქვი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
პ.ს. საპლინკაოდ ტყვიები მისწრებაა მოკლე მანძილზე,პახოდუ იაფიცაა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
cz80 ბოტი ვარ, ხელოვნური ინტელექტით.... ![]() ReMiNgToN ნორმალური კი არა, უვარგისია ნებისმიერი მიზნებისათვის!!! მაგ ტყვიის გადადნობა ვცადე და ნახევარი დაიწვა.... cz80 ეგ ჰაცანი 200 ცალი ღირს 5 ლარი (200 არაა თან, უფრო 160-170-ია, დავითვალე) ხოდა მარტივი მათემტიკით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიდად არ განსხვავდება მსუბუქი ჯსბ-ს ფასისაგან. ეგ ჰაცანის 500 ცალი ტყვია ჯდება დაახლოებით 15 ლარი. მე მაგალიტად მირჩევნია ლულის გასვრას დავამატო ეგ 2 ლარიც და ჯსბ ვისროლო.....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 600 რეგისტრ.: 31-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zimbabve წევრი №: 755 ![]() |
კარგათ არი ჩამოყალიბებული პლინკის მნიშვნელობა მომეწონა მალადეც ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველასგან გადავეცი მილოცვა, მადლობა ![]() ეხლა ნუღარ გავუოფებთ ამ კაცს ამ პატიოსან თემას ![]() ის კი მახსოვს ბექა აპირებდა ციყვების კეთებას საპლინკაოდ და მოკვდა ეს ამბავი?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(buybuya @ 13th March 2011 - 12:31 PM) კარგი თემაა, მაგრამ ის ემცე ები საპლინკაოდ ნორმალურია ფასიდან გამომდინარე რა, 20-20 ნაბიჯზე ბოთლებზე წავა რა, მე მქონდა უბრალოდ ლულას ანაგვიანებს და საზიზღრობაა რა. აი იჟ-38 ზე კი მისწრებაა ჯგუფებსაც კი აკეთებს :დ აი ერთი მცდარი აზრი რომ პლინკი - არის მორე ხარისხოვანი და მაგას ნაგავი ტყვიებიც ეყოფა და იჟ 38. ეს გააჩნია რისგან იღებ სიამოვნებას. 100-150 მეტრზე გახეთქილი ბოთლი ბევრად სასიამოვნოა და მაგას უკვე ცოტა სხვა რამე უნდა. ანუ ბევრს გონია რომ პლინკი არის 20 მეტრზე დალაგებული ბოთლების და ლუდის ქილების განადგურება. ამ დროს 90% გასვლებისა რა ჩატარებულია ფორუმელების მიერ არის სუფტა წყლის პლინკი. მე ვთვლი რომ პლინკს, არანაკლები ხარისხი სჭირდება და სერიოზული იარაღი ვიდრე სპორტს თუ ნადირობას... რათა ის ნამდვილი სიამოვნება მოგანიჭოს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(Jah @ 13th March 2011 - 01:18 PM) 100-150 მეტრზე გახეთქილი ბოთლი ბევრად სასიამოვნოა და მაგას უკვე ცოტა სხვა რამე უნდა. ეგ რა თქმა უნდა გიო,მაგრამ ჩვენთან ძირითადი მომხმარებლები 30-40 მანძილზე პლინკაობენ, ბოლო - ბოლო იაფფასიანი ზდპ-თი მეტ მანძილზე რა უნდა გაქაჩო,ხოოდა კაკრაზ მაგ შემთხვევისთვის იგივე თურქული იაფიანი ტყვიები მისწრებაა... ჩმა ![]() მიუხედავად იმისა რომ დიდ მანძილზე ბოთლების "ტეხავიკობა" ( ![]() ძირითადად მაინც 50 მეტრამდე მანძილში მიწევს მაგ საქმის კეთება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
იდეალური საპლინკაო ფიშტო ჩემთვის
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ესეც გრიგოლიჩის საპლინკაო ობიექტები(ხალისისათვის) ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
კარგია რომ ეს თემა გამოაცოცხლე თუ გააცოცხლე,nihontoman. ჩემთვის პირადად ეგ პლინკაობა,ტლინკაობის ტოლფასია. მიზეზი? ელემენტარულად დროის ფუჭი ხარჯვა. პლინკით ძირითადად კავდება მოზარდი თაობა და ნაკლებ ბიუჯეტიანი იარაღის მფლობელთა ურიცხვი არმია. რაც შეეხება შენს მოსაზრებას ფრინველ ცხოველთა უაზრო ხოცვაზე,გეთანხმები სრულიად.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(gregory @ 13th March 2011 - 01:32 PM) ესეც გრიგოლიჩის საპლინკაო ობიექტები(ხალისისათვის) არადა რა საყვარლად გამოიყურებიან ![]() ![]() ![]() პ.ს. ჩემთვის უნდა ვიყიდო სადმე იაფიანი სათამაშო ყვავები ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 05:43 PM |
Hosted by Pro-Service |