გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები, არ განვიხილოთ?
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ.

ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს.

ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ.

ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე.



ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას.

შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ.

ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder:

მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Benjamin
იარაღის კლასი: PCP
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3.4 კგ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
წინა სამიზნე: არა
უკანა სამიზნე: არა
ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail
სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი
სასხლეტის რეგულირება: არის
ჩახმახის ტიპი: Bolt
ტყვიების რაოდენობა: 10
კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი
გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2

ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით.



როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა.



პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო smile.gif. ბევრი ახსნის მერე დავაჯერე თუმცა ბოლომდე დაიჯერა თუ არა არ ვიცი. ის, რომ მარადიორი ძალაინ ჰგავს ცეცხლსასროლ შაშხანას ეს ფაქტია, პირველი ქართველი მფლობელი და ჩვენი აქტიური ფორუმელი Beqa-ც საბაჟოზე ლამის შარში გაეხვა, თუ არა ვცდები მოსთხოვეს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არააო. თუმცა იქაც საკითხი მალე და უმტკივნეულოდ გადაწყდა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა.

კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს.



დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს.





რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს.





ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს biggrin.gif, რა თქმა უნდა უფრო მეტის დაკვეთაც შეიძ,ება, მაგრამ 2 ყველაზე ოპტიმალურია, თავიდან ორივე დატენილი გაქვს, პირველს ცვლი და მეორეს არჭობ თოფში, პირველს კი ამასობაში ტენი, თუ უცებ რაიმე სამიზნე გაჩნდა, მეორე კლიპიდან შეგიძლია ისროლო. მოკლედ მე პირადად მიმაჩნია რომ 2 კლიპი აუცილებელია, რადგან თოფი ძირითადად კლიპზეა გათვლილი და თითო ტყვიის ჩატენვა ხელით ცოტა არ იყოს მოუხერხებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ....

თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას.













რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა.









სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა.



მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ....



ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან biggrin.gif, რა თქმა უნდა ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იდეაში ჭკვიანურიც კი არის, ზამთარში თითი ცივი ლითონის გარემოცვაში არ იქნება, ერთი ლითონის სასხლეტიც ეყოფა თითს biggrin.gif.

რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.



რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება biggrin.gif







ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია biggrin.gif. ჩახმახის მოქმედების პრინციპი მარტივია, ამოწიე ზემოთ (იხსნება საკეტი), გამოწიე უკან ბოლომდე სანამ დამრტყმელი არ დადგება საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, კლიპიდან გამოსული ჩახმახის ცხვირი ანთავისუფლებს ტყვიისთვის ადგილს. კლიპი თავის მხრივ ზამბარის ზემოქმედებით მუშაობს, როდესაც კლიპში აღარც გასროლილი ტყვიაა და აღარც ჩახმახის ცხვირი, იგი ავტომატურად ტრიალდება და ჩახმახის ცხვირის წინ ახალ ტყვიას აყენებს. თქვენ ამას ვერც კი გრძნობთ ჩახმახი უკან გამოწიეთ და მილიწამებში ახალი ტყვიაა ჩახმახის წინ გამზადებული, მომენტალურად ჩახმახი წინ მიგაქვთ და ჩახმახის ცხვირი თვითონ იტაცებს ახალ ტყვიას, რომელსაც თქვენი ხელის მოძრაობასთან ერთაც ლულაში მიათრევს. ბოლო პოზიციაში მისვლისას ჩახმახს ძირს ჩამოწევთ და ჩაკეტავთ.







მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო.

თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა.

რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით biggrin.gif. ნელნელა პრაქტიკაზე მოდის გამოცდილება და ასეთი შეცდომები ქრება. თუმცა მაინც არის რის გამო შემთხვევები როდესაც ვერ იგებ დატენილი გაქვს თოფი თუ არა, სულ იმის ფიქრში ხარ ახლა რომ გადავტენო და თუ უკვე საბრძოლო მდგომარეობაშია თოფი ესეიგი მეორე ტყვიას ჩავტენი ლულაში...

თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება:
1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ.

2) თუ პირველად გაგისხლტათ ჩახმახი ხელიდან და პირველი ტყვია შეიტანა ლულაში, მაშინ ჩახმახი უკან მიგაქვთ, აყენებთ საბრძოლო მდგომარეობაში და აძრობთ კლიპს, კეტავთ ჩახმახს და ისვრით პირველ ტყვიას. შემდგომი გადატენვისას კლიპს თავის ადგილზე აყენებთ და აგრძელებთ სროლას.


მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება.

კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება.

კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ.



მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა.



სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ





დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა biggrin.gif, სხვათაშორის ეს ჩახმახია რომ ხალხს აგიჟებს. მეზობელი, გამვლელი, ნათესავი თუ ახლობელი, ყველა ქლიავდება მარადიორის დანახვაზე, პატარა შესავალია ყველსათვის გასაკეთებელი რომ ეს პნევმატიკაა და არა ცეცხლსასროლი, ზოგიერთი ამის შემდეგ მარადიორზე ხელს იქნევს, ასევთქვათ იმედგაცრუებას ხედავს, მითუმეტეს საერთოდ ეცინებათ როდესაც მარადიორის ხმას იგებენ საერთოდ სათამაშო ჰგონიათ, ვერ ხვდებიან რომ ეს სიჩუმე ოქროს ფასი ღირს.

ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება biggrin.gif.

მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს.



პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა biggrin.gif

ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა.

აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს biggrin.gif. რა თქმა უნდა საუბარია ღია სივრცეზე და არა ჩაკეტილ ოთახზე, ოთახში ცოტაოდენ სროლის ხმა ისმის. ნუ შეეცდებით ხმა გაიგოთ რაიმე ვიდეო კლიპის ჩანაწერის მეშვეობით, ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გექნებათ, ჩანაწერსე ყოველთვია არის ხმა, ეს გამოწვეულია მიკრაფონის მიერ ექოს და სხვა ტალღების დაჭერის შედეგად, ვერცერთი ჩანაწერი ვერ მოგცემთ მარადიორის რეალურ ხმას.

ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის.

ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს.



ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....).



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
80 გვერდი V  « < 33 34 35 36 37 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (680 - 699)
tengo
პოსტი Feb 23 2011, 06:47 PM
პოსტი #681


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
პირველ რიგში რა დარჩა შენს შაშხანაში დისკოდან და რამდენად უკეთესი გახდა დისკოზე?

დარჩა : რეზიკი, დამტენი პორტი,მანომეტრი,საბრძოლო კლაპანი,სასხლეტის კოლოფი და კონდახი.

ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მივედი ტოკართან დავამზადებინე მთელი რიგი ნაწილები, რომლებისგანაც ასევე ვითხოვ ზედაპირის მინიმუმ იმ დონით დამუშავებას
რომ იყოს მინიმუმ დისკოს ხარისხის, რა ფასი დამიჯდება ეს ყველაფერი და ბოლოს რა შედეგი მექნება.

მგონი დავწერე კიდევაც ,სადღაც 100 $-ის ფარგლებში მაქსიმუმი. თუ კარგად მახსოვს 155 ლარი იყო. როდესაც მარტო მოდერზე იხარჯებოდა 50 დან 100 ლარამდე.
შედეგი ისაა რომ ,არის მსუბუქი მასზე რაც იუო, არის კლიპიანი,მოხერხებული , ჩუმი და შედარებით ზუსტითც. გარკვეულ სიტუაციაში სანადიროდ არის ზედგამოჭრილი.

ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ გავუწევთუარა კონკურენციას შესაბამისი კალიბრის ძვირფას სპორტულ ან ნახევრადსპორტულ შაშხანებს. ამიტომაც იყო ეგ დასკვნა მისმიერ გაკეთებული

გააჩნია რას გულისხმობ ძვირფასში, სპორტულ 5000 ათასიანს და 10000-ს ვერ გაუწევ, მაგრამ ნახევრადსპორტულ შაშხანებს არაა გამორიცხული რომ გაუწიოს კონკურენცია ,მხოლოდ სიზუსტეში და არავითარ შემთხვევაში დამზადებისა და მასალის ხარისხზე. ხოლო მე იარაღში უპირატესობას ვანიჭებ სიზუსტეს. ესეიგი ვამბობ იმას რომ იაფფასიანმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს ძვირფასიანს ,მხოლოდ სიზუსტეში.
ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რომ მიიღო სპორტული და ამავდროს სტაბილური შედეგი, საჭიროა იარაღის ყოველი კვანძი იყოს ხარისხიანად მოფიქრებული და დამუშავებული.

მაგაში გეთანხმები, სიზუსტეზე ყველაფერი მოქმედებს,მაგრამ ძირითადი დეტალი რომელიც სიზუსტეს განსაზღვრავს არის ლულა. დანარჩენი ყველაფერი კი არის მასზე დამოკიდებული.
თუ ლულა არ ვარგა იქ უკვე აზრი ეკარგება ყველანაირ ხარისხს და აბგრეიდს, ხოლო ლულა თუ კარგია მაშინ ყველაფერს აქვს აზრი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Feb 23 2011, 06:55 PM
პოსტი #682


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(gioxashuri @ 23rd February 2011 - 06:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც შეეხება აბგრეიდს... დისკო და მარადა რომ შტეერი და ვაირაუხი გახდეს, ალბათ იმდენს დაიხარჯებს ზემოდან, რომ 2 ცალი შტეერი და 3 ცალი ვაირაუხი მოგივა ერთად.. მარადა კი "ის" მაინც არ იქნება (ჩმა)
აქ მგონი უფრო მართებული იქნებოდა, ლაპარაკი რომ მიდიოდეს მხოლოდ გაუმჯობესებაზე და არა გავაირაუხ-გაშტეერებაზე... ამაში ვეთანხმები ბატონ ილარიონს.

რათქმაუნდა დისკო,მარადა,ხაჩიკა, არასდროს გახდება ვაირაუხი და შტეირი, ეს შეუძლებელია.
რათქმაუნდა საუბარი მიდის მხოლოდ გაუმჯობესებაზე,მაგრამ ისეთზე რომ გაუწიოს კონკურენცია მხოლოდ სიზუსტეში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 24 2011, 04:45 PM
პოსტი #683


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(ja_ja @ 22nd February 2011 - 07:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. ჩავსვით ვალტერის ლულა, სიგრძეცოტა მეტი გამოვიდა და ერთი ჭიკა შრაუდერიდან ამოვაგდე. დასჭირდა ერთი რეზინის დამატება და დაჯდა ზუსტად.


მოკლედ, მე ჩემს გონებაში, ვირტუალნო, ჩემს მარადაზე უკვე დავაყენე ვალტერის ლულა biggrin.gif biggrin.gif

ხო და რა მაინტერესებს, ჩემს ვირტუალურ სამყაროში smile.gif ხმა კარგად არ ისმის smile.gif და ვერ ვხვდები რანცხა-რუნცხებს biggrin.gif biggrin.gif
ეგ ერთი ჭიქა რომ ამოაცალეთ, ხმაზე რაიმე შესამჩნევი გავლენა იქონია? ანუ რა, ხმამ მოიმატა?

და კიდევ, ლულის სიგრძეს ჰაერის ხარჯთან რაიმე კავშირი აქვს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 24 2011, 04:50 PM
პოსტი #684


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ოჰ ამაზე ხომ მეც შემიძლია პასუხის გაცემა biggrin.gif ნუ ლულის სიგრძეს ჰაერის ხარჯთან კავშირი არა აქვს და რაც შეეხება ხმას, 8 საათზე გამოცხადდი ჩემთან ოფისში და გავსინჯოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 24 2011, 04:53 PM
პოსტი #685


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(ilariona @ 24th February 2011 - 05:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც შეეხება ხმას, 8 საათზე გამოცხადდი ჩემთან ოფისში და გავსინჯოთ.


4 ჭიქიანის ხმა ხომ ყურში მიზის და ეხლა მაგას რომ გავსინჯავ ხო ეგრევე მივხვდები სხვაობას რააა biggrin.gif biggrin.gif
აქ იმიტომ დავწერე, რომ გამოცდილი უფრო შეამჩნევდა ვიფიქრე და პასუხსაც შესაბამისად ველოდებოდი smile.gif

ხმა ცოტა არ იყოს და მაფიქრებს, მართალია, ის ჩემი ქაღალდები, რომლებსაც მე ვსვრი, ყრუები არიან და ხმა მათზე არ მოქმედებს, მაგრამ მარადას სიმუნჯე ისე დამევასა, რომ ხმის გულისათვის შეიძლება ლულის სიგრძესაც კი შეველიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Feb 24 2011, 05:18 PM
პოსტი #686


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(gioxashuri @ 24th February 2011 - 04:45 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულის სიგრძეს ჰაერის ხარჯთან რაიმე კავშირი აქვს?

რათქმაუნდა, პირდაპირი კავშირი აქვს, რაც უფრო მოკლეა ლულა მით უფრო მეტია ჰაერის ხარჯი , ნაკლებია ტყვიის სიჩქარე და პლატო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 25 2011, 12:18 AM
პოსტი #687


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



tengo
გაიხარე, დიდი მადლობა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 25 2011, 09:58 AM
პოსტი #688


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



giorgi-RW1k77X2
ციტატა(gioxashuri @ 24th February 2011 - 05:45 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეგ ერთი ჭიქა რომ ამოაცალეთ, ხმაზე რაიმე შესამჩნევი გავლენა იქონია? ანუ რა, ხმამ მოიმატა?

ა ხრენ ივო ზნაიტ, მეც მაგას ვეჩალიჩებოდი განმესხვავებინა, ცოტათი თითქოს მეტი აქვს ხმა, მაგრამ არაა გამორიცხული ფსიქოლოგიურად ველოდები და იმიტომ მეჩვენება რომ ცოტათი გაიზარდა ხმა.

ამ კომენტიდან იმედია ხვდები, დიდი განსაკუთრებული ხმის განსხვავება არ არის, წესით და რიგით უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება მეორე გამოსავლის ნახვა, ანუ tengo-ს ვარიანტში ბიგუდების ჩაყრა შრაუდერში და ხმა პირიქით დაიკლებს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 25 2011, 10:10 AM
პოსტი #689


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ja_ja
როგორც ყოველთვის, პასუხი სრულყოფილია smile.gif . მადლობა.

ციტატა(ja_ja @ 25th February 2011 - 10:58 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
წესით და რიგით უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება მეორე გამოსავლის ნახვა, ანუ tengo-ს ვარიანტში ბიგუდების ჩაყრა შრაუდერში და ხმა პირიქით დაიკლებს


მეც ეგ მიტრიალებდა თავში. ბოლოს და ბოლოს, ეგ მაინც არ არის ძნელი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Feb 25 2011, 10:15 AM
პოსტი #690


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 25th February 2011 - 10:58 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ შეიძლება მეორე გამოსავლის ნახვა, ანუ tengo-ს ვარიანტში ბიგუდების ჩაყრა შრაუდერში და ხმა პირიქით დაიკლებს

ნამდვილად ასეა!
გრიგოლიჩის დისკოზე აყენია ბიგუდებიანი და ნამდვილად ჭიქიანზე უფრო ჩუმია smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Feb 26 2011, 10:50 AM
პოსტი #691


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ხალხნო რა ხდება მარადას რედუქტორზე???

და მიზანი რა არის? რამდენი გასროლა, რა ტყვიით, რა სიჩქარით????

ჯაჯა რამდენი დატოვე რედუქტორს მიღმა სივრცე? რამდენ ბარზე აპირებთ რო დააყენოთ? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 28 2011, 09:33 AM
პოსტი #692


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



აი ახლა კი ბატონ გიორგის დიდი თხოვნით გამოაქვეყნოს უკვე შედეგებიიი. ტყუილად ხომ არ მიგვატოვა გუშინ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 28 2011, 10:36 AM
პოსტი #693


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ესეიგი ამ კაცმა ყველგან დაპოსტა და აქ არ შემოდის smile.gif რა იყო კი არ იკბინება მარადიორი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 28 2011, 11:32 AM
პოსტი #694


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
მოვედი აქამდეც smile.gif

ვერ გავაკეთე გუშინ, იმიტომ რომ ბაზუკას მოტანილ HW-ს გადავყები, და მაგის რედუქტორზე მანომეტრის გადამყვანის გაკეთებაზე ვიჩალიჩე, მერე კი ბოდიშით და რეალობაშI სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტრაკი მომეყინა.

ავედი სახლშI გავთბები და ჩავალ მეთქი, მაგრამ რომ გავთბი დამეზარა ცივ გარაჟში დაბრუნება smile.gif. ეგრევე არის დარჩენილი სტანოკი რედუქტორის ზაგატოვკით პირში smile.gif

მოკელდ ჟვარს ვაცვი მარადიორის რედუქტორის მსურველები, დამნაშავევა ვარ ვაღიარებ, პროსტა ჩემი ზომა წონა ყველამ იცით და უნდა გამიგოთ სიცივეშI დიდხანს ჩემნაირი ადამიანი ვერ გაუძლებს, ქონების ნაკლებობა მაწუხებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

norica_dragon
ციტატა(Avto @ 26th February 2011 - 11:50 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მიზანი რა არის? რამდენი გასროლა, რა ტყვიით, რა სიჩქარით????

ოხმოკლედ რა... სავარაუდოდ 280-ით 40-45 გასროლა, ყველაზე კაი შემთხვევაში 50
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 28 2011, 11:48 AM
პოსტი #695


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja

biggrin.gif ერთი დიდი პლიტა ჩემზეა შაბათს biggrin.gif (ვიცი რომ შაბათამდე შენ მაგ გარაჟის კარის გამღებიც კი არ ხარ)

ასე რომ შაბათს მოვდივარ შენთან დიდი დიდი გამათბობელით. ხო თერმული ტანისამოსიც მაქვს და მაგასაც გამოვაყოლებ ხელს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Feb 28 2011, 12:29 PM
პოსტი #696


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



იმედია იქეთა კვირას მაინც გვეღირსება შედეგები.ილარიონ შენ გული არ აგიცრუვდეს გუშინდელი შენი შედეგების ფონზე,არ მოსწონს მარადას jsb დამოსხანი თუ გინდა,ჩამოვა cp-ები და ნახავ თუ კაი შედეგი არ მიიღე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 28 2011, 12:34 PM
პოსტი #697


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 28th February 2011 - 01:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენ გული არ აგიცრუვდეს გუშინდელი შენი შედეგების ფონზე,არ მოსწონს მარადას jsb დამოსხანი თუ გინდა

ანუ ვერ ისროლა მარადამ JSB ხომ sad.gif მდაა პაგალოვნა ყველას ერთი პრობლემა გვაქვს sad.gif

კაროჩე რა მარადიორი თუ გაქვს ზიხარ Crosman-ის ტყვიებზე და ბასტა smile.gif, სატირალია რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ CP-ები JSB-ს გვერდზე დგას ხარისხით, პროსტა ლეგენდას მივსდევთ ყველა და გვინდა რომ ჩვენმა ფიშტომაც ისროლოს JSB.

P.S. ბლინ ilariona-მ ქე იცის შეტენილი მაქვს ერთი პაჩკა JSB რომელ კანალიზაციაში გადავყარო მე მაგის......
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Feb 28 2011, 12:35 PM
პოსტი #698


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(kaka8079 @ 28th February 2011 - 01:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩამოვა cp-ები და ნახავ თუ კაი შედეგი არ მიიღე.

საიდან უნდა ჩამოვიდეს? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Feb 28 2011, 01:03 PM
პოსტი #699


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



შტატებიდან ალბათ.ვერა გიო საერთოდ ვერ ისროლა jsb საშინელი გაფანტვა ქონდა ნუ ენით ვერ ავღწერ 60 მეტრზე ალბათ 10 სანტიმეტრი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Feb 28 2011, 01:08 PM
პოსტი #700


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ 28th February 2011 - 01:35 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ციტატა(kaka8079 @ 28th February 2011 - 01:29 PM)
ჩამოვა cp-ები და ნახავ თუ კაი შედეგი არ მიიღე.

საიდან უნდა ჩამოვიდეს?

ციტატა(kaka8079 @ 28th February 2011 - 02:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შტატებიდან ალბათ

ვა ვინმეს ჩამოაქ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

80 გვერდი V  « < 33 34 35 36 37 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th August 2025 - 03:27 PM
Hosted by Pro-Service