გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები, არ განვიხილოთ?
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ.

ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს.

ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ.

ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე.



ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას.

შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ.

ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder:

მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Benjamin
იარაღის კლასი: PCP
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3.4 კგ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
წინა სამიზნე: არა
უკანა სამიზნე: არა
ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail
სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი
სასხლეტის რეგულირება: არის
ჩახმახის ტიპი: Bolt
ტყვიების რაოდენობა: 10
კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი
გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2

ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით.



როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა.



პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო smile.gif. ბევრი ახსნის მერე დავაჯერე თუმცა ბოლომდე დაიჯერა თუ არა არ ვიცი. ის, რომ მარადიორი ძალაინ ჰგავს ცეცხლსასროლ შაშხანას ეს ფაქტია, პირველი ქართველი მფლობელი და ჩვენი აქტიური ფორუმელი Beqa-ც საბაჟოზე ლამის შარში გაეხვა, თუ არა ვცდები მოსთხოვეს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არააო. თუმცა იქაც საკითხი მალე და უმტკივნეულოდ გადაწყდა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა.

კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს.



დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს.





რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს.





ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს biggrin.gif, რა თქმა უნდა უფრო მეტის დაკვეთაც შეიძ,ება, მაგრამ 2 ყველაზე ოპტიმალურია, თავიდან ორივე დატენილი გაქვს, პირველს ცვლი და მეორეს არჭობ თოფში, პირველს კი ამასობაში ტენი, თუ უცებ რაიმე სამიზნე გაჩნდა, მეორე კლიპიდან შეგიძლია ისროლო. მოკლედ მე პირადად მიმაჩნია რომ 2 კლიპი აუცილებელია, რადგან თოფი ძირითადად კლიპზეა გათვლილი და თითო ტყვიის ჩატენვა ხელით ცოტა არ იყოს მოუხერხებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ....

თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას.













რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა.









სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა.



მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ....



ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან biggrin.gif, რა თქმა უნდა ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იდეაში ჭკვიანურიც კი არის, ზამთარში თითი ცივი ლითონის გარემოცვაში არ იქნება, ერთი ლითონის სასხლეტიც ეყოფა თითს biggrin.gif.

რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.



რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება biggrin.gif







ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია biggrin.gif. ჩახმახის მოქმედების პრინციპი მარტივია, ამოწიე ზემოთ (იხსნება საკეტი), გამოწიე უკან ბოლომდე სანამ დამრტყმელი არ დადგება საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, კლიპიდან გამოსული ჩახმახის ცხვირი ანთავისუფლებს ტყვიისთვის ადგილს. კლიპი თავის მხრივ ზამბარის ზემოქმედებით მუშაობს, როდესაც კლიპში აღარც გასროლილი ტყვიაა და აღარც ჩახმახის ცხვირი, იგი ავტომატურად ტრიალდება და ჩახმახის ცხვირის წინ ახალ ტყვიას აყენებს. თქვენ ამას ვერც კი გრძნობთ ჩახმახი უკან გამოწიეთ და მილიწამებში ახალი ტყვიაა ჩახმახის წინ გამზადებული, მომენტალურად ჩახმახი წინ მიგაქვთ და ჩახმახის ცხვირი თვითონ იტაცებს ახალ ტყვიას, რომელსაც თქვენი ხელის მოძრაობასთან ერთაც ლულაში მიათრევს. ბოლო პოზიციაში მისვლისას ჩახმახს ძირს ჩამოწევთ და ჩაკეტავთ.







მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო.

თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა.

რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით biggrin.gif. ნელნელა პრაქტიკაზე მოდის გამოცდილება და ასეთი შეცდომები ქრება. თუმცა მაინც არის რის გამო შემთხვევები როდესაც ვერ იგებ დატენილი გაქვს თოფი თუ არა, სულ იმის ფიქრში ხარ ახლა რომ გადავტენო და თუ უკვე საბრძოლო მდგომარეობაშია თოფი ესეიგი მეორე ტყვიას ჩავტენი ლულაში...

თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება:
1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ.

2) თუ პირველად გაგისხლტათ ჩახმახი ხელიდან და პირველი ტყვია შეიტანა ლულაში, მაშინ ჩახმახი უკან მიგაქვთ, აყენებთ საბრძოლო მდგომარეობაში და აძრობთ კლიპს, კეტავთ ჩახმახს და ისვრით პირველ ტყვიას. შემდგომი გადატენვისას კლიპს თავის ადგილზე აყენებთ და აგრძელებთ სროლას.


მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება.

კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება.

კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ.



მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა.



სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ





დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა biggrin.gif, სხვათაშორის ეს ჩახმახია რომ ხალხს აგიჟებს. მეზობელი, გამვლელი, ნათესავი თუ ახლობელი, ყველა ქლიავდება მარადიორის დანახვაზე, პატარა შესავალია ყველსათვის გასაკეთებელი რომ ეს პნევმატიკაა და არა ცეცხლსასროლი, ზოგიერთი ამის შემდეგ მარადიორზე ხელს იქნევს, ასევთქვათ იმედგაცრუებას ხედავს, მითუმეტეს საერთოდ ეცინებათ როდესაც მარადიორის ხმას იგებენ საერთოდ სათამაშო ჰგონიათ, ვერ ხვდებიან რომ ეს სიჩუმე ოქროს ფასი ღირს.

ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება biggrin.gif.

მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს.



პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა biggrin.gif

ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა.

აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს biggrin.gif. რა თქმა უნდა საუბარია ღია სივრცეზე და არა ჩაკეტილ ოთახზე, ოთახში ცოტაოდენ სროლის ხმა ისმის. ნუ შეეცდებით ხმა გაიგოთ რაიმე ვიდეო კლიპის ჩანაწერის მეშვეობით, ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გექნებათ, ჩანაწერსე ყოველთვია არის ხმა, ეს გამოწვეულია მიკრაფონის მიერ ექოს და სხვა ტალღების დაჭერის შედეგად, ვერცერთი ჩანაწერი ვერ მოგცემთ მარადიორის რეალურ ხმას.

ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის.

ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს.



ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....).



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
80 გვერდი V  « < 21 22 23 24 25 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (440 - 459)
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 30 2010, 04:31 PM
პოსტი #441


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ja_ja
ეხლა გავედი, დავტენე ისევ 3000-ზე, 2.5-3 ბრუნით მოვუშვი ზამბარა, დამრტყმელამდე კი ჩემი კლუჩით ვერ ჩავწვდი, როგორც მივხვდი გრძელტარიანი უნდა...
აივანზე დავდე ქრონი, ვისროლე და პირველ გასროლაზე 297 მ/წმ სიჩქარე მომცა, დანარჩენები რატომღაც ვეღარ გავზომე, ალბათ სინათლის გამო, აღარ ეყო ქრონოგრაფს sad.gif
2 კლიპი დავცალე და 2500-ზეც კი არ ჩამოვიდა, ცოტა დააკლდა.
მგონი ეფექტი აქვს.
ასე, რომ, სანამ გრიგოლი ნაწილს ჩამომიტანს, მაგ ორი პარამეტრის რეგულირებით მაინც ცოტა დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევ ალბათ. (ამას ხუთშაბათ-პარასკევს წავეჩალიჩები, თან იქნებ გრძელი ექვსკუთხაც ვნახო დიდ ელიავაზე biggrin.gif )

cz80
ციტატა(cz80 @ 30th November 2010 - 04:40 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი მერე ქრონთან რო მოვხვდები,მერე ვაპირებ წესივრად დარეგულირებას


ხო და, ვინაიდან და რადგანაც
ციტატა(cz80 @ 30th November 2010 - 04:40 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვეძებ სამსახურს...ბლიად!
, შემიძლია ვიმედოვნო რომ ხუთშაბათს ან პარასკევს სავარაუდოდ გეცლება მაგ საქმისათვის, მეც ცოტა ვისვენებ და თუ სურვილი და კარგი ექვსკუთხა კლუჩები გექნება, ავიდეთ ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ კლუჩები არ გაქვს, ისე შეამოწმე ქრონზე...

ამაღამ ფოთისკენ მივდივარ და ხვალ სსაღამომდე სამწუხაროდ აქ არ ვიქნები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Nov 30 2010, 05:10 PM
პოსტი #442


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gioxashuri @ 30th November 2010 - 05:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შემიძლია ვიმედოვნო რომ ხუთშაბათს ან პარასკევს სავარაუდოდ გეცლება მაგ საქმისათვის

ალბათ უფრო პარასკევს,ხვალ სოფელში მივდივარ და
თუ ხვალვე ჩამოვედი მაშინ ხუთშაბათსაც მოსულა wink.gif

ციტატა(gioxashuri @ 30th November 2010 - 05:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეც ცოტა ვისვენებ და თუ სურვილი და კარგი ექვსკუთხა კლუჩები გექნება, ავიდეთ ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ კლუჩები არ გაქვს, ისე შეამოწმე ქრონზე...

სურვილიც მაქვს და ექვსკუთხა კლუჩებიც wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ochopintre
პოსტი Nov 30 2010, 05:17 PM
პოსტი #443


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 654
რეგისტრ.: 11-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 14



კლუჩები არ მაქვს მაგრამ თურქ ოლიმპიელს თუ იკადრებთ მეც წამოვალ.
რაღაცეები ვუჩხიკინე ჩემ თოფს და მაინტერესებს რა გამოვიდა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 30 2010, 05:22 PM
პოსტი #444


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(koba @ 30th November 2010 - 06:17 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კლუჩები არ მაქვს მაგრამ თურქ ოლიმპიელს თუ იკადრებთ მეც წამოვალ.


ნოყ პრობლემ smile.gif

ჯერ ჩამოვიდე ...
ხვალ ღამით მომიპიემეთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 3 2010, 09:24 PM
პოსტი #445


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ვერ ვნახე სად დამეწერა და თემაც არ გავხსენი ახალი.ვფიქრობ რთული არ იქნება მოგვარება და ამიტომ აქ ვწერ smile.gif

კაკომ მთხოვა,ქალაქ გარეთაა და ინტერნეტის საშუალება არ აქვს.

პრობლემა აქვს მარადიორზე.თოფის მანომეტრიდან აპარებს საკმაოდ კარგადო.რისი ბრალ;ი შეიძლება იყოსო? ხელთ არსებული საშუალებებმა ვერ უშველაო.ჩვეულებრივი და კანაფის პაკლმა და ეგეთმა რაღაცეებმა.

რას ურჩევთ რით შეიძლება,რომ გააჩეროს ჰაერის გაპარება და რისი ბრალი იქნება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 3 2010, 09:30 PM
პოსტი #446


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



iorama
ციტატა(iorama @ 3rd December 2010 - 10:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რას ურჩევთ რით შეიძლება,რომ გააჩეროს ჰაერის გაპარება და რისი ბრალი იქნება?

კონდენსატის გამო შეიძლება ალუმინის დეტალებზე ოქსიდის ნალიოტია.

ან რეზინა აპარებს. მაგრამ რეზინა თვისით არ ზიანდება, სავარაუდოდ ოქსიდის ბრალია, ნუ სადღაც 90%-ით დარწმუნებული ვარ რომ რეზინის ბრალი არაა.

მოკლედ უთხარი გამოიოტანოს დატოვოს 1-2 დრე და ჩავახუტებ საწყის მდგომარეობაში

P.S. თემა შესაბამისი კი არის PCP იარათებში Marauder-ის თემა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 3 2010, 09:36 PM
პოსტი #447


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(ja_ja @ Dec 3 2010, 10:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კონდენსატის გამო შეიძლება ალუმინის დეტალებზე ოქსიდის ნალიოტია.

ან რეზინა აპარებს. მაგრამ რეზინა თვისით არ ზიანდება, სავარაუდოდ ოქსიდის ბრალია, ნუ სადღაც 90%-ით დარწმუნებული ვარ რომ რეზინის ბრალი არაა.

მოკლედ უთხარი გამოიოტანოს დატოვოს 1-2 დრე და ჩავახუტებ საწყის მდგომარეობაში

P.S. თემა შესაბამისი კი არის PCP იარათებში Marauder-ის თემა biggrin.gif



ჯაჯა არა მგონია მოახერხოს მოტანა.კაკო ზუგდიდშია biggrin.gif

რეზინაზე კი თქვა ერთ მხარეს ცოტა მოწეწკვილივით იყოვო,მაგრამ იმ რეზინას რა უქნა არ ვიცი.გადააგდო თუ შეინახა ანუ.თვითონაც არაფერს უზავდა.რაც იყიდა მანომეტრისთვის ხელი არ მოუკიდია კაცმა როთქვა გადაჭერაში გაფუჭდებოდაო.

თუ რამე სპეციფიკური სამუშაო არ არის ჩასატარებელი დამიწერე და გადავცემ.იქნებ თვითონ მოახერხოს.თუ ვერა და რო ჩამოვა ჩამოიყოლებს აბა რა გზა აქვს სხვა

P.S. იზვინაიუს ზა წემუ ნე ტუდა ნაპისანნუიუ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 3 2010, 09:52 PM
პოსტი #448


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



iorama
ციტატა(iorama @ 3rd December 2010 - 10:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
P.S. იზვინაიუს ზა წემუ ნე ტუდა ნაპისანნუიუ

ეგ არაფერი ახლა გადავაცუნცულებ ამ თემებს "პა ნაზნაჩენიუ " smile.gif

სპეციფიური... ნუ მოკლედ:

1) დასაცლელია რეზერვუარი
2) მოსაძრობია წინა დამტენი კლაპანი
3) მოსაძრობია მანომეტრის ექვსკუთხედი პორტი რეზერვუარიდან
4) ამოსაღებია დეტალი როემლშიც ის მანომეტრიანი ექვსკუთხედი იყო ჩახრახნილი

ახლა უნდა დააკვირდეს მაგ შტუკას, მაგას აქვს ორი წრე ირგვლივ და მაგ წრეებში ზის რეზინები. თუ ეგ წრეები ალუმინის ოქსიდითაა დაფარული (ანუ თეთრი ფხვნილივითაა), მაშინ ეგ ადგილი ამოსაწმენდია, მაგრამ მაგას სჭIრდება სტანოკი ან რაიმე წრიულად მომუშავე მოწყობილობა და მერე მაგ ღარში ფრთხილად უნდა შეყოლა რომ ამოიფხინოს ოქსიდი და თან გაპრიალდეს ზედაპირი რომ რეზინას კარგი მიჭერა ჰქონდეს ალუმინის ზედაპირთან.

ამასობაში ზედმეტი არ უნდა მოუცვიდეს, საუბარია მიკრომების ამოწმენდა გაპრიალებზე. ზედმეტი თუ მოუვა რეზინა იფანფალებს მაგ ღარებში და ვეღარ დაიჭერს ჰაერს.

გაწმენდის მერე რეზინებს წაუსვას ტაოტი ან სილიკონის ზეთი და ჩასვას უკან, ნუ დალშე ჩვეულებრივად ააწყობს. თუ ოქსიდი არ არის და რეზინას აბრალებს...

მაშინ... მოკლედ დააკვირდეს მაგ რეზინებს ამოკვნეტილი არ ჰქონდეს, ან ღრმა ნაკაწრები არ ჰქონდეს, თუ ეგეთი აღენიშნება მაშინ რეზინის რგოლის გამოცვლის მეტი გამოსავალი მანდ არ არის. მაგრამ დიდი რეზინა არ შეიძლება (ვერ ჩატენის), პატარა იასნია აბტურაციას არ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა ჩადებისას ფრთხილად იყოს მანომეტრის პორტის ხვრელთან, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, უცებ მაგ დეტალის ჩასრიალება, შედეგად ხვრელზე რეზინა უცებ გადაივლის და კუსოკი ამოეჭმევა. მოკელდ მთელი მეცნიერებაა ეგ რეზინა ფრთხილად როგორ ჩააცურო თავის აგრილზე, ძალიან ნელა უნდა ჩალიჩი და დამხმარე ინსტრუმენტი გინდა რომ თუ თავს ამოწევს რეზინა, ნელნელა ჩააყოფინო და შეტენო შიგნით ისე რომ არაფერი წაეკვნიტოს.

P.S. თუ ოქსიდი დაფიქსირდა, მაშIნ კლაპანიც ამოსაღები იქნება, მანდ თუ გადავიდა ეგ მტვერი... კაროჩე კლაპანი აღარ დაიხურება პროტნად და იასნია გამოაპარებს ჰაერს., შესაბამისად ეგეც დასაშლელია, ამოსაღებია, გასაწმენდია დასამუშავებელია. ოღონდ მაგის რეზინაზეც ფრთხილად იყოს არ დააზიანოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 3 2010, 10:01 PM
პოსტი #449


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(ja_ja @ Dec 3 2010, 10:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სპეციფიური... ნუ მოკლედ:

1) დასაცლელია რეზერვუარი
2) მოსაძრობია წინა დამტენი კლაპანი
3) მოსაძრობია მანომეტრის ექვსკუთხედი პორტი რეზერვუარიდან
4) ამოსაღებია დეტალი როემლშიც ის მანომეტრიანი ექვსკუთხედი იყო ჩახრახნილი

ახლა უნდა დააკვირდეს მაგ შტუკას, მაგას აქვს ორი წრე ირგვლივ და მაგ წრეებში ზის რეზინები. თუ ეგ წრეები ალუმინის ოქსიდითაა დაფარული (ანუ თეთრი ფხვნილივითაა), მაშინ ეგ ადგილი ამოსაწმენდია, მაგრამ მაგას სჭIრდება სტანოკი ან რაიმე წრიულად მომუშავე მოწყობილობა და მერე მაგ ღარში ფრთხილად უნდა შეყოლა რომ ამოიფხინოს ოქსიდი და თან გაპრიალდეს ზედაპირი რომ რეზინას კარგი მიჭერა ჰქონდეს ალუმინის ზედაპირთან.

ამასობაში ზედმეტი არ უნდა მოუცვიდეს, საუბარია მიკრომების ამოწმენდა გაპრიალებზე. ზედმეტი თუ მოუვა რეზინა იფანფალებს მაგ ღარებში და ვეღარ დაიჭერს ჰაერს.

გაწმენდის მერე რეზინებს წაუსვას ტაოტი ან სილიკონის ზეთი და ჩასვას უკან, ნუ დალშე ჩვეულებრივად ააწყობს. თუ ოქსიდი არ არის და რეზინას აბრალებს...

მაშინ... მოკლედ დააკვირდეს მაგ რეზინებს ამოკვნეტილი არ ჰქონდეს, ან ღრმა ნაკაწრები არ ჰქონდეს, თუ ეგეთი აღენიშნება მაშინ რეზინის რგოლის გამოცვლის მეტი გამოსავალი მანდ არ არის. მაგრამ დიდი რეზინა არ შეიძლება (ვერ ჩატენის), პატარა იასნია აბტურაციას არ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა ჩადებისას ფრთხილად იყოს მანომეტრის პორტის ხვრელთან, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, უცებ მაგ დეტალის ჩასრიალება, შედეგად ხვრელზე რეზინა უცებ გადაივლის და კუსოკი ამოეჭმევა. მოკელდ მთელი მეცნიერებაა ეგ რეზინა ფრთხილად როგორ ჩააცურო თავის აგრილზე, ძალიან ნელა უნდა ჩალიჩი და დამხმარე ინსტრუმენტი გინდა რომ თუ თავს ამოწევს რეზინა, ნელნელა ჩააყოფინო და შეტენო შიგნით ისე რომ არაფერი წაეკვნიტოს.

P.S. თუ ოქსიდი დაფიქსირდა, მაშIნ კლაპანიც ამოსაღები იქნება, მანდ თუ გადავიდა ეგ მტვერი... კაროჩე კლაპანი აღარ დაიხურება პროტნად და იასნია გამოაპარებს ჰაერს., შესაბამისად ეგეც დასაშლელია, ამოსაღებია, გასაწმენდია დასამუშავებელია. ოღონდ მაგის რეზინაზეც ფრთხილად იყოს არ დააზიანოს.



ოი ბლიიიინნნნნ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა ძმაო,ვენაცვალე ზ.დ.პ-ს გადატენა ოსრილააა,გადატენა ისროლა biggrin.gif

მგონი ჯობია ჩამოიტანოს.მე გადავცემ ყველაფერს ზემოთ ხსენებულს და დალშე თვითონ იცის. მადლობა დაუღალავი პასუხისთვის wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Dec 5 2010, 07:10 PM
პოსტი #450


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ისევ ვეჩალიჩე ჩემს მარადიორს...

ამ ორი დღის წინ, მე და CZ80 ვიყავით გასული ზღვისკენ და ჩვენი მარადები გავქრონ-გამოვქრონეთ.

ცოტ-ცოტა ვარეგულირე დამრტყმელი და მიმჭერის ზამბაარა. რა თქმა უნდა, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში მოვიყვანე, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა.
მანამდე დღის საბოლოო შედეგებს დავდებ:

სროლა დავიწყე 3000 PSI-დან და დავამთავრე 2000-ზე, გავაკეთე 50 გასროლა ქროსმანის 10.5 გრანიანი ტყვიებით.

აი გრაფიკიც:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მანომეტრის ჩვენება სროლის დაწყების წინ:



10 გასროლის შემდეგ:



20 გასროლის შემდეგ:



30 გასროლის შემდეგ:



40 გასროლის შემდეგ:



50 გასროლის შემდეგ:



თუ რა არის პრობლემა,მგონი ნათელია გრაფიკიდან გამომდინარე. არის სიჩქარის ძალიან მკვეთრი ვარდნები როგორც ზევით, ასევე ქვევით.

რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი, ან რითი შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 5 2010, 07:22 PM
პოსტი #451


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



giorgi-RW1k77X2
გადახარჯვა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Dec 5 2010, 07:22 PM
პოსტი #452


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



გრაფიკის კუზის გასწორებაზე ვრცლად არ არის საჭირო მგონი საუბარი, ეს ნათელია - კლაპანში უფრო ბოროტი ზამბარა, და დამრტყმელის ზამბარა უფრო ბოროტი, მერე კიდე ცეკვა ბუბნით პლატოს დასაჭერად.
აი რაც შეეხება გრაფიკის ზერხისებურობას, აქ არის მისახედი 2 მომენტი:
1. ხშირად ტყვიების წონის სხვაობა იძლევა საკმაოდ დიდ განსხვავებას გასროლიდან გასროლამდე, ასე რომ, ჯობია ტესტები გადაწონილ-გადახარისხებული ტყვიებით გააკეთო, ეს მომენტი რომ გამორიცხო.
2. დამრტყმელი ის ადგილი სადაც ის სრიალებს და დამშვები მექანიზმი. ხერხის სხვა მიზეზები აქ ვერ იქნება ვინაიდან რედუქტორი აქ არ არის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Quick
პოსტი Dec 9 2010, 07:14 PM
პოსტი #453


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 250
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 136



JaJa
ჩვენ რო ვაპირებდით ჩემი მარადის გაქრონვას და ნასტროიკების გაზომვას, ხო არ გადაგიფიქრებია?
ამ შაბათ-კვირას როგორ ხარ დროის ამბავში? მე ნებისმიერ დროს შემიძლია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 9 2010, 07:49 PM
პოსტი #454


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Quick
ციტატა(Quick @ 9th December 2010 - 08:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩვენ რო ვაპირებდით ჩემი მარადის გაქრონვას და ნასტროიკების გაზომვას, ხო არ გადაგიფიქრებია?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გაგახსენდა რა 3 თვის წინანდელი ამბავი biggrin.gif

ნუ ვნახოთ დროში რა როგორ იქნება, მაგრამ ერთი ვიცი, რამდენჯერაც აიწია გაქრონვის თემა, კაციშვილი მაგ საკითხს სერიოზულა დარ ეკიდება და ყოველთვის დაიყვანება 2-3 გასროლა ქრონიდან, აჰა ვსიო გავასწორეო და მორჩა მაგით საქმე, ჰა-ჰა მაქსიმუმ 1 რეზერვუარი იყოს გაქრონილი, მერე რა როგორ უნდა გაასწორო ცდები რამე რულე არასდროს არ ხდება, ეგრევე 2-3 გასროლა და გარბის ხალხი ტყეში სასროლასდ და გასართობად.

დამიჯერეთ გაქრონვისა და თოფის გამართვის პროცესი არის, მაგარი ნუდნი საქმე, სჭირდება საათობით ერთი და იგივე პროცესის გაჩალიჩება სანამ არ იქნება მიღებული სასურველი შედეგი. დაიყვანება გულის ამრევ პრეცედურამდე, აიღე ნასოსი ოფლის დენამდე იჩალიჩე დატენე, დადე სტენდზე და დაიწყე გაქრონვა, სასურველია მეორე ამ დროს გეხმარებოდეს და იწერდეს.

მერე ირჩევ რა სიჩქარე გჭირდება, ხელახლა ტენი თოფს, და ცდილობ საშუალო სამუშაო წნევაზე მიიღო სასურველი შედეგი, ამ დროს მოგიწევს კიდევ 4-5-ჯერ თოფის დატენვა, ჩაწერა, დატრიალება, და მოკელდ რა.... არის მაგარი დროის ხარჯი არანაირი ბედნიერება და ხალისი მანდ არ მოიძებნება. არ უნდა ხალხს მაგის დაჯერება, ამ ნუდნი საქმეში არ შეიძლება 2-3 კაცზე მეტის მონაწილეობა, რაც არ უნდა სურვილი იყოს, ხდება ყოველთვის ერთი და იგივე, კერძოდ კი ერთი ქრონავს, მეორე იწერს, ამასობაში მესამე და მეოთხე უსაქმურობენ შედეგად ეწყებათ რაღაც ხელების ფხანა, დგებიან და იწყებენ ჭორაობას, მერე სირბილი იქეთ აქეთ და ბოლოს მთელი პროცესი ჩაშლილია.

მოკლედ ყველა ვინც გადაწყვიტავთ თოფის გაქრონვას და მის გამართვას, გაითვალისწინეთ არ არის მანდ ხალისი, არაფერია მანდ გასართობი, მოწყენილობისგან ყმუილს დაიწყებ, ეგ არის სამუშაო რომელიც ყველას ეზიზღება, ასე რომ შესაბამისი შემართებაა მაგ საქმისთვის თავიდანვე საჭირო.

მიჭIრს სიტყვებით ახსნა, მაგრამ რავისი, ყოველთვის არის პასუხი, არა არა მე მესმის და ბოლოს მაინც ერთი და იგივეთი მთავრდება საქმე. sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Dec 9 2010, 08:01 PM
პოსტი #455


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(ja_ja @ 9th December 2010 - 08:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გაქრონვისა და თოფის გამართვის პროცესი არის, მაგარი ნუდნი საქმე


ვეთანხმები ამხანაგის გამოსვლას !

ციტატა(ja_ja @ 9th December 2010 - 08:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამ ნუდნი საქმეში არ შეიძლება 2-3 კაცზე მეტის მონაწილეობა,


третие лишние. ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ 2, მესამე საქმის პოტენციური ჩამშლელია, სამს ისევ მარტო ყოფნა და სამ სტრელიაი, სამ პიში, სამ კაჩაი ნასოს ჯობია. (ჩმა)

ციტატა(ja_ja @ 9th December 2010 - 08:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აიღე ნასოსი ოფლის დენამდე იჩალიჩე დატენე, დადე სტენდზე და დაიწყე გაქრონვა


და ეს მეორდება 1000-ჯერ, მაგრამ ჩემი საშველი მაინც არ არის. კლაპნის სარეგულირო ვინტი მინდააააააააააა!!!!!!! smile.gif smile.gif smile.gif (ვეღარ ვითმენ როდის ჩამოვა)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 9 2010, 08:06 PM
პოსტი #456


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ა კაცი იცის, რაზეა საუბარი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Quick
პოსტი Dec 9 2010, 08:30 PM
პოსტი #457


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 250
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 136



ja_ja
შენს პოსტს რო ვკითხულობდი უკვე დამიფორმირდასავით პასუხი, მაგრამ აი ამის მერე:
ციტატა
ყოველთვის არის პასუხი, არა არა მე მესმის და ბოლოს მაინც ერთი და იგივეთი მთავრდება საქმე.

აღარ დავწერ biggrin.gif

ხოდა მართლა წარმომიდგენია, რაც იქნება და მართლა არ ვაპირებ არსად გაქცევას. მესმის რომ სულ მინიმუმ 4-5 ჯერ იქნება საჭირო რეზიკის დატენვა/დაცლა. მოკლედ მე მორალურად ვზად ვარ ამისთვის და მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი კაცის დახმარება მჭირდება (ნუ ქრონიც რა თქმა უნდა).
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 9 2010, 08:58 PM
პოსტი #458


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Quick
ციტატა(Quick @ 9th December 2010 - 09:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხოდა მართლა წარმომიდგენია, რაც იქნება და მართლა არ ვაპირებ არსად გაქცევას. მესმის რომ სულ მინიმუმ 4-5 ჯერ იქნება საჭირო რეზიკის დატენვა/დაცლა. მოკლედ მე მორალურად ვზად ვარ ამისთვის და მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი კაცის დახმარება მჭირდება (ნუ ქრონიც რა თქმა უნდა).

შემართება მომწონს, მართალი გითხრა მე დრემდე ვატარებ ჩემს თოფზე ექსპერიმენტებს და საბოლოო პასუხი ვერ მიმიღია biggrin.gif, მეც მინდა ამ დღეებში წყნარად დაჯდომა და გაქრონვა, აი რამდენად მოიძებნება დრო, ჯერ არ ვიცი. ვნახოთ თუ იქნა დრო აქვე დავწერ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 9 2010, 09:32 PM
პოსტი #459


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gioxashuri @ 9th December 2010 - 09:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კლაპნის სარეგულირო ვინტი მინდააააააააააა!!!!!!! (ვეღარ ვითმენ როდის ჩამოვა)

giorgi-RW1k77X2
ჩაგახუტებ საახალწლოდ biggrin.gif:D biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Dec 25 2010, 06:08 PM
პოსტი #460


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



აქაც დავბრუნდიიიი....

ციტატა(gregory @ 9th December 2010 - 10:32 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩაგახუტებ საახალწლოდ


ჩავიხუტე biggrin.gif , დიდი მადლობა !

ვასრულებ ჩემს პირობას იმის თაობაზე, თუ რა გამოვიდოდა ჩემი მარადიორისაგან, როდესაც ავაწყობდი.
როგორც უკვე იცით, ბატონ გრიგოლს ჩამოუვიდა ბიძია ქროსმანისაგან გამოგზავნილი ზიზია რაღაც-რუღაცეები და მათ შორის იყო ჩემთვის განკუთვნილი კლაპანზე არსებული სიჩქარის მარეგულირებელი ვინტი. მე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაქვს აღწერილი რა სჭირდა ჩემსას.

ვინაიდან და რადგანაც, მიჭირდა იმ თავმოცვეთილი ვინტის კლაპნიდან ამოღება, ამაზონიდან გამოვიწერე რამოდენიმე სახის Damaged Screw Remover. რომლებიც ჩამოვიდა, ყველა იყო მსხვილი.... sad.gif .... არ ჩადიოდა... 4 მილიმეტრიანზე ნაკლები არ იყო... გუშინ გრიგოლს გამოვართვი ჩემი ვინტი და ვფიქრობდი თუ როგორ ამომეღო ძველი თავმოცვეთილი ვინტი. მეილი შევამოწმე და... ბოლო ერთი ჩამოვიდა დაგვიანებით, გავიქეც და გამოვიტანე, რომელმაც გამიმართლა, იმაში იყო იმ ზომის ამომღები, რომელიც მე მაწყობდა. ყველაზე იაფიანმა გაამართლა, დანარჩენებში 20-25 $ მივეცი smile.gif. აი ისიც
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

უმარტივესი რამეა, არის ფოლადის ღერო, რომელზეც უკუღმა მიმართულებით არის ხრახნი მოჭრილი და ნელ-ნელა მატულობს სისქე. ამას უჭერ - ის ეშვება biggrin.gif.

ხო და შევუდექი დაშლას და სულ რამოდენიმე წუთში, უპრობლემოდ და ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ამოვაძვრინე ის ძველი ვინტი.

აი სურათებიც:

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



იმის შემდეგ, რაც ჩავსვი ახალი ვინტი, შევუდექი მარადას დარეგულირებას.
რამოდენიმე ასეული ტყვიის გასროლისა და არანაკლები ნასოსთან ბუქნაობის შემდეგ, მივიღე ასეთი შედეგი:


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


24 გასროლა 5 მ/წმ დერეფანში;
33 გასროლა 10 მ/წმ დერეფანში;
45 გასროლა 15 მ/წმ დერეფანში;
56 გასროლა 20 მ/წმ დერეფანში;

ეს კი სურათები ყოველი 10 გასროლის შემდეგ:

პირველი სურათი 3000 PSI-ზე არ მაქვს გადაღებული (3000-ს ოდნავ, შეუმჩნევლად იყო გადაცილებული)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მოკლედ, იმას ნამდვილად ჯობია, რაც აქამდე იყო smile.gif , მაგრამ მე ისევ ის მადარდებს, რომ როგორც გრაფიკზე ჩანს, ალაგ-ალაგ სიჩქარე ხტუნაობს.
ხომ ვერ მეტყვით როგორ შეიძლება ამას ვუშველო?

და კიდევ, დღეს უბრალოდ სიბნელემ მომისწრო და სახლში კი არავინ დამაცდიდა რომ საქმიანობა გამეგრძელებინა, ასე რომ, კიდევ ვაპირებ რომ ვეჩალიჩო და გამოცდილ ხალხს კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ, რომ თქვენი აზრი მომაშველოთ, თუ როგორ დავარეგულირო უკეთესად, ისე რომ მინიმალური ხარჯი მქონდეს და სიჩქარეც სტაბილური იყოს. არ მაქვს გართულება მაინც და მაინც 325-300 მ/წმ სიჩქარეზე smile.gif , ასევე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ამ მომენტისათვის ჩემი თოფის არსებულ მდგომარეობაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

80 გვერდი V  « < 21 22 23 24 25 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 01:19 PM
Hosted by Pro-Service