|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ. ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს. ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ. ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე. ![]() ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას. შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ. ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder: მწარმოებელი: Crosman ბრენდის მარკა: Benjamin იარაღის კლასი: PCP კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm წონა: 3.4 კგ მთლიანი სიგრძე: 110 სმ წინა სამიზნე: არა უკანა სამიზნე: არა ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი სასხლეტის რეგულირება: არის ჩახმახის ტიპი: Bolt ტყვიების რაოდენობა: 10 კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2 ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით. ![]() როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა. ![]() პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა. კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს. ![]() დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს. ![]() ![]() რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს. ![]() ![]() ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა. ![]() ![]() ![]() ![]() სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა. ![]() მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ.... ![]() ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ![]() რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით. კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება ![]() ![]() ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია ![]() ![]() ![]() მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო. თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა. რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება: 1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ. მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება. კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება. კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ. ![]() მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა. ![]() სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ ![]() ![]() დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს. ![]() პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა. აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის. ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს. ![]() ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა. ![]() რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....). ![]()
| |
| > |
|
|
![]() |
Sep 18 2010, 08:23 PM
პოსტი
#281
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ციტატა(Allstar @ Sep 18 2010, 09:14 PM) ეს თოფი იმდენად ზუსტია რო 10 მეტრში 4x20 იანი ოპტიკით 13 და 11 მილიმეტრიანი ჯგუფები გავაკეთე 10-10 ტყვიით პირველ რიგში გილოცავ ! მარადასთვის 13და11 მმ-იანი ჯგუფები 10 მეტრზე გასაკვირი არაა. აი 50 მეტრეზე ტუ გააკეთებ იგივე ჯგუფებს ,მაშინ საინტერესო იქნება და ეს მაგისთვის არაა მიუღწეველი შედეგი.
| |
| > |
|
|
Sep 18 2010, 08:36 PM
პოსტი
#282
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Allstar ციტატა(Allstar @ 18th September 2010 - 09:14 PM) ეს თოფი იმდენად ზუსტია რო 10 მეტრში 4x20 იანი ოპტიკით 13 და 11 მილიმეტრიანი ჯგუფები გავაკეთე 10-10 ტყვიით არაგრცხვენია
| |
| > |
|
|
Sep 18 2010, 08:45 PM
პოსტი
#283
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 |
ეხლა ჩამომდის 29 ში 10-40x50 ოპტიკა და მანამდე ტვისტერმა ეგ მათხოვა აბა რამექნა? თან მაგ ოპტიკით 40 მეტრში 1/1 გვრიტი დავაგდე თითქმის არ ჩანდა ერთი ვიცი მაგარი ზუსტია რა .
| |
| > |
|
|
Sep 18 2010, 09:33 PM
პოსტი
#284
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ მოდით პაწია შევმატოთ ინფორმაცია ამ თემას. ესეიგი ვიცით რომ tengo-ს აქვს ახალი თოფი და კიდევ კაი ბლომად ახალი თოფის მფლობელები გაჩდნენ, მაგრამ მხოლოდ tengo-ს თოფზე ვნახეთ რომ ახალ ვერსიებს 3000PSI-ზე აქვს დაყენებული პარამეტრები ისე რომ საშუალოდ 295 მ/წ-ზე ისვრის თოფი. ეჭვები გვაქვს რომ ყველა ახალი თოფი ასეა გაკეთებული, ანუ 40 გასროლიანი პლატო ლამის 1 მ/წ-ს ცვლილებით დიაპაზონში 3000-2300PSI. ძველ თოფებს პლატო სადღაც 2500-დან 2000-ის ფარგლებში ჰქონდა 50 გასროლა 270 მ/წ-ით. გასაგებლარია რომ ახლა თენგოს და სხვა ახალ მფლობელს ვერ ეტყვი კაცი მოდი და დამაშლევინე შენი თოფი ან დამატრიალებინე რეგულატორები რომ ვნახო რა პარამეტრები გაქვს დაყენებულიო, ამიტომაც ძებნის პროცესში ვარ დღეს ჩავატარეთ პირველი ექსპერიმენტი, მართალია შედეგები ჯერ სახარბიელო არაა, მაგრამ გააჩნია ვისთვის აი Norika-ს თვალე დასცვივდება გაყიდის ჰაჩიკას და მარადიორს იყიდის ესეიგი მოვასწარი სამჯერ 3000-მდე დატუმბვა და დაცლა, მეტი ვერ მოხერხდა იმის გამო რომ შედარებით გვიან გავედით, პლიუს წვიმამ სადღაც 1 საათი დაგვაკარგინა, შუაში გვიმტყუნა ჰაჩიკას ნასოსმა და მომიწია სახლში წასვლა და ბენჯიკას ნასოსის წამოღება... მოკლედ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო დღეს ყველა ვარიანტი არ იყო გატესტილი, თუმცა როგორც ედისონი ამბობდა სანამ ვოლფრამის ძაფს მიაგნებდა 1000 ექსპერიმეტტის მერე: - მე 1000 წარუმატებელი ცდა კი არ ჩავატარე, მე აღმოვაჩინე 1000 გზა, თუ როგორ არ შეიძლება ნათურის გაკეთებაო. ასე რომ იგივე პრინციპი გამოვიყენოთ და აგერაა დღევანდელი 3 ტესტირების შედეგი. მოკლედ თავიდან რომ ვიცოდეთ რაზეა საუბარი... მარადიორს სიჩქარის რეგულირებისთვის აქვს სამი მექანიზმი: 1) გადამშვები მილის ჭრილის რეგულირება - ანუ რამდენად სწრაფად გადავიდეს რეზერვუარიდან გამოსული ჰაერი ლულაში 2) დამრტყმელის სიგრძის სვლა - ანუ მოკლე მანძილს გადის ძალა არ ყოფნის დასარტყმელად კლაპანზე და ცოტა ჰაერი გამოდის, ან დიდი სვლა აქვს და ინერციის გამო ურახულებს კალპანს და ბევრს ჰაერს აშვებინებს 3) საბრძოლო ზამბარის მიმჭერი - ანუ რაც უფრო მიჭერილია ზამბარა მით უფრო ხისტია და მეტ ენერგიას გადასცემს დამრტყმელს რომ მეტი სიჩქარე და ინერცია აკრიფოს კლაპანზე დაჯახებისთვის. მოკლედ სამივე დიტალის პოზიციებს გეტყვით ბრუნვების მიხედვით, ანუ იგულისხმება რომ ყველაზე ბოლო პოზიციაზე მიიყვანეთ შესაბამისი ვინტი და მერე რამდენი ბრუნი გააკეთეთ საათის ისრის მიმართულებით რომ შესაბამისი პოზიცია მიიღოთ. ცდა პირველი პარამეტრები შემდეგია გადამშვები - დახურული პოზიციიდან 4 სრული ბრუნი (ანუ ბულომდე გახსნილია გადამშვები) დამრტყმელის სიგრძის რეგულატორი - 2 სრული ბრუნით გამოწეულია საათის ისრის მიმართულებით (ანუ ჯერ საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბოლომდე უკან ვწევთ და ამ პოზიციიდან 2 სრული ბრუნი), პრაქტიკულად ძალიან დიდი სხვა აქვს დამრტყმელს ზამბარის მიმჭერი 8 სრული ბრუნი და 1/4 (ერთი მეოთხედი). საკმაოდ მიჭერილია ზამბარა თავიდან Tengo-ს დავუკავშირდი და ვთხოვე გაეზომა უკნიდან მიმჭერის ვინტი რამდენ მილიმეტრზე იყო შეწეული, გაზომვისას აღმოჩნდა 10.56 მილიმეტრი, სამწუხაროდ ზემოთ ხსენებული 2 პარამეტრი და მიმჭერი 10.5 მილიმეტრზე შეწეული, ანუ 4 სრული ბრუნი 3000-PSI-ზე იძლევა 98.84 მეტრ წამს. ![]() მოკლედ სასაცილო სიჩქარეა, ანუ დამრტყმელს ზამბარა იმდენად სუსტად აწვება რომ ლამის მაქსიმალური სვლის პონტში 295-ის მაგივრად 98 მეტრ წამს ვიღებთ, ამიტომაც ნელნელა ვტესტე ავწიე მიმჭერი 5 ბრუნზე, მერე 6-7 ბრუნი ბოლოს 8 ბრუნი და მეოთხედი (მიახლოებით ამ დროს ვინტი შეწეული იყო 16.8 მილიმეტრით), რომ მივიღე საჭირო სიჩქარე, ხელახლა დავტენე 3000-ზე მარადიორი და დავიწყეთ: ![]() იტირე Norik იტირე დააკვირდი 23-ე გასროლას, 326 მეტრ წამი, 36.2 ჯოული ენერგია, 9.9 კუბიკი ჰაერი.... რელს ხვრიტავს ბიჯო რელსს მოკლედ ხუმრობა იქეთ იყოს და დავუბრუნდეთ ჩვენს მონაცემებს, აქვე ჩამოვწერ წნევებს ყოველი 10 გასროლის თავზე დავიწყე 3000-დან და 10 - 2800 20 - 2600 30 - 2400 40 - 2050 50 - 1700 უხეშად დავიწყე 206 ბარზე და დავამთავრე 117-ზე. 15-დან 45-ის ჩათვლით რაღაც პლატოსავით არის, მაგრამ 30 გასროლა ჯდება, დანარჩენი ზემოთ ქვემოთ სეირნობაა ცდა მეორე მოკლედ სიჩქარე ზედმეტად დიდია, ამიტომაც, ხელახლა დავტუმბე 3000-ზე და ვსინჯე შემდეგი სერია, ოღონდ ამჯერად ზამბარის მიმჭერი 7 სრულ ბრუნზე დავაყენე. პარამეტრები შემდეგია გადამშვები - დახურული პოზიციიდან 4 სრული ბრუნი (ანუ ბულომდე გახსნილია გადამშვები) დამრტყმელის სიგრძის რეგულატორი - 2 სრული ზამბარის მიმჭერი - 7 სრული ბრუნი ამ დროს მივიღე შემდეგი სიტუაცია: ![]() წნევები განაწილდა შემდეგნაირად: 10 - 2900 20 - 2800 30 - 2500 40 - 2300 50 - 2050 60 - 1700 ჰაერის ხარჯი მგონი უფრო ეკონომიურია შედეგად დამატებით 10 გასროლა ჩეტია და ნორიკას შეუძლია წყნარად იძინოს, ჰაჩიკას ამჯერად მარადიორმა არ გადაასწრო, სიჩქარეში, მაგრამ ჰაერის ხარჯში და გასროლებში... ინფორმაცია ნორიკასთვის - პიკი არის 34-ე გასროლა, სიჩქარე 318.9, ენერგია 34.6 ჯოული ჰაერის ხარჯი კი სულ რაღაც 9.1 კუბიკი ჰაერის ხარჯი აშკარად ეკონომიურია, მაგრამ ისევ კუზია, 20 მეტრიან კოლოდორში მაქსიმუმ 35 გასროლაა 10 მეტრიან კოლიდორში კი 22 გასროლა ცდა მესამე მესამე და საბოლოო ცდა. მოკლედ მხოლოდ მიმჭერის ტრიალით რომ არაფერი იცვლება ფაქტია, ამიტომაც, შევცვალე გადამშვების პარამეტრებიც, შედეგად მივიღე შემდეგი პარამეტრები: მიმჭერი - 7 სრული ბრუნი დამრტყმელი - 2 სრული ბრუნი გადამშვები - 2.5 ბრუნი ანუ ამჯერად გადამშვებიც დავაპატარავე, ვნახოთ რა გამოვიდა: ![]() წნევების მაჩვენებლები შემდეგია: 10 - 2850 20 - 2700 30 - 2500 40 - 2300 50 - 2050 60 - 1700 ისევ ეკონომიური პაკეტია, და ცოტათი გასწორდა კუზი, თუმცა თავიდან მაგარი ხტომები იყო. საერთო ჯამში 20 მეტრიან კოლიდორში უკვე გამოდის 48 გასროლა 10 მეტრიან კოლიდორში 30 გასროლა სადღაც მე-16-დან 46-ის ჩათვლით (სადრაც 2800-დან 2100’ჵში’-ს შუალედში), სულ პიკის დროს ხარჯი იყო 13 კუბიკი. საშუალოდ კი 11 კუბიკი. ინფორმაცია ნორიკასთვის - ამჯერად პიკმა მიაღწია 31-ე გასროლაზე , სიჩქარე 300.3 მეტრი, ენერგია 30.7 ჯოული ენდ ჰაერის ხარჯი 10 კუბიკი. მოკლედ მარადიორი ჰაჩიკას გარდა სხვა პარამეტრებისა აქ მოყვანილ მონაცემებშიც ხევს, პროსტა კიდევ საჩალიჩოა და კუზია გასასწორებელი. დღეისათვსი სულ ესაა. P.S. გთხოვთ სანამ თქვენს მარადიორს ბრმად აქ მოყვანილ პარამეტრებზე გადაიყვანთ, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ დაწონოთ, მაინც ყველა თოფი თავისებური პარამეტრებით გამოირჩევა და არაა გამორიცხული ის მონაცემები რაც აქ არის და ჩემი თოფის მიმართ ასე თუ ისე მისაღებია თქვენს თოფზე შეიძლება უკეთესი, ან საერთოდ უარესი შედეგები მოგცეთ, მოკლედ ქრონოგრაფის გარეშე ამ ცვლილებების გაკეთებას აზრი არა აქვს.
| |
| > |
|
|
Sep 18 2010, 10:25 PM
პოსტი
#285
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ეტყობა ამ სამი პოზიციის დარეგულირებით არ მიიღწევა სასურველი შედეგი. მგონი საბრძოლო კლაპანიც არის განსხვავებული. პირველ რიგში როგორც შენ აღნიშნე ,მარადები ბლომადაა უკვე ჩამოსული და საინტერესოა მათი პარამეტრები. მალე ალბათ გავიგებთ მათ შEსახებ.
| |
| > |
|
|
Sep 18 2010, 11:21 PM
პოსტი
#286
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
tengo ნიჩავო, ნელა ნელა და ყოლიფერი იქნება
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 01:05 PM
პოსტი
#287
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD |
ჯაჯა კითხვა შენთნა რო იძახი ჰაჩჳკას გადახარჯვა აქვს, 2 ჯერ და უფრო მეტ ჰაერს იყენებს ვიდრე მარადაო, ვანგარიშობ და ვერანაირად ვერ ვიღებ ორჯერ მეტ ციფრებს: ჰაჩიკას რეზერვუარი - 190 მარადასი - 215 ჰაჩიკა იტენება 200 ზე მარადა 250 ზე და უფრო მეტზე... ანუ ჩისტა მათემატიკურად რომ დავთვალო მიახლოებით გამოდის რომ ჰაერი მარადას რეზერვუარში თავსდება 41 პროცენტით უფრო მეტი კუბური სანტიმეტრი... ეხლა გასროლების რაოდენობა: ჰაჩიკა - 40 მარადასი 60 (ამ გასროლების რაოდენობის დროს ჰაჩიკას უფრო მაღალი აქვს ტყვიის სიჩაქრე) რეალუდ ჩისტა მათემატიკურად დაახლოებით 42 პროცენტით უფრო მეტ გასროლას ღებულობ საბოლოოდ რა გამოდის: მარადას რეზერვუარში 41 პროცენტით უფრო მეტი მოცულობის ჰაერი ჩადის, და 42 პროცენტით უფრო მეტი გასროლა გაქვს... ვერ ვხვდები ჰაჩჳკა რა პონტშჳ ხარჯავს 2ჯერ და სამჯერ უფრო მეტ ჰაერს, როცა ტყვიის სიჩაქრე 300 დან იცკება 320 ზე ადის და 295 ზე ჩამოდის... ესე თუ დავითვლით გამოდის რომ მარადა არა უფრო ცოტა ჰაერს იყენებს არამედ იგივეს, ან უფრო მეტს :P შეიძლება სადღაც ციფრებში ვცდები?
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 01:07 PM
პოსტი
#288
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
norica_dragon ციტატა(Avto @ 19th September 2010 - 02:05 PM) მარადა 250 ზე და უფრო მეტზე... უკვე მერამდენედ ვწერ რომ ორივე 200-ზე იტენება საიდან მოგაქვთ ეს 250 ატმოსფერო ვერ ვხვდები
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 01:10 PM
პოსტი
#289
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD |
ციტატა(giorgi @ 19th September 2010 - 02:07 PM) უკვე მერამდენედ ვწერ რომ ორივე 200-ზე იტენება საიდან მოგაქვთ ეს 250 ატმოსფერო ვერ ვხვდები ანუ იმის თქმა გინდა რო დისკო და მარადა და ჰაჩიკა ერთი და იგივე წნევაზე იტენება????
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 01:12 PM
პოსტი
#290
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
norica_dragon არა დისკო 136 ატმოსფერო ( 2000 PSI) მარადიორი 200 ატმოსფერო ( 3000 PSI) ჰაჩIკა 200 ატმოსფერო ( 3000 PSI) გასაგებალრია ეხლა?
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 01:13 PM
პოსტი
#291
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD |
ციტატა(giorgi @ 19th September 2010 - 02:12 PM) არა დისკო 136 ატმოსფერო ( 2000 PSI) მარადიორი 200 ატმოსფერო ( 3000 PSI) ჰაჩIკა 200 ატმოსფერო ( 3000 PSI) გასაგებალრია ეხლა? გასაგებია
| |
| > |
|
|
Sep 19 2010, 05:46 PM
პოსტი
#292
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
norica_dragon ციტატა(Avto @ 19th September 2010 - 02:13 PM) მარა მაინც არ გამოდის 2 ჯერ უფრო მეტი გადახარჯვა იძახე ახლა გამოდის არ გამოდის. ამხელა ბუმბერაზი კაცი და დისკო მარადა ჰაჩიკას რეზიკის წნევა ვერ დაგიანგარიშებია თუნდაც იქედან გამოდის რომ მე მარადიორით სროლას ვამტავერბ 117 ბარზე, ჰაჩიკა კი მორჩა 100 ბარზე, ანუ კიდევ 12 ბარი არ დავხარჯე!!!! გამოვაკლოთ ზედმეტი 6 ბარი რომლითაც მარადიორი იყო დატენილი (ანუ ჰაჩიკას რეზიკი იტენება 200 ბარით, მარადიორის 206-ით, ნუ ეგ კონვერტავციების გრეხებია). შედეგად მე 10 ბარი კიდევ არ დავხარჯე თორემ უფრო ეკონომიური სროლა გამომივიდოდა. გინდ დაიჯერე გინდ არა და ეგრეა საერთო ჯამში ვიმუშავე
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 12:14 AM
პოსტი
#293
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 |
ja_ja პირველ რიგში დიდი მადლობა იმფოსთვის. მე ჯერ ხელი არ მიხლია მარადისთვის, მარტო სასხლეტი დავამსუბუქე. პრინციპში იმიტომ არ მიხლია რომ ვიფიქრე ვერ მივხვდები რა გავაკეთე იმიტომ რომ ქრონი არ მაქ ბრმად უნდა ვატრიალო და სინამდვილეში რას მივიღებ კაცმა არ იცის. მე თანახმა ვარ შენთან ერთად დავადგინოთ რა პარამეტრებზეა ახლა ჩემი მარადიორი და რა სიჩქარეებს მაძლევს რეალურად. შეიძლება მომეწონება როგორ ისვრის და სულ არ მომინდეს ხელის ხლება რო დავინახავ სიჩქარეების გრაფიკს. დღესაც გავივარჯიშე ცოტა და 11 მეტრზე გავაკეთე 10 მმ-იანი ჯგუფები 8 გასროლით. თან აშკარად მეტი შემეძლო, 1-2 ტყვია გამირბის ხოლმე დანარჩენი ტყვია ტყვიაში მიდის. ვტენი ხოლმე 2700-ზე და 2 კლიპის მერე 2000-ზე, 2100-ზე ჩადის. უფრო ზუსტად ვერ ვსაზღრავ ამ მანომეტრის სკალით. ისე შენ რო წერ ხოლმე 50 psi სიზუსტით, თოფის მანომეტრს უყურებ თუ რამე სხვა ხერხი არსებობს? როცა ვტენი ნასოსზე უფრო ინფორმატიული სკალაა და იმით უფრო ზუსტად ვხვდები რა წნევაა, მაგრამ გასროლების მერე ვერა. მოკლედ თუ მოხერხდება რომ ქრონში გავისროლოთ ჩემი თოფით კარგი იქნება. თან ნებისმიერი პარამეტრები აიღე რაც გაინტერესებს. თუ საჭიროა დაშლა დავშალოთ. P.S. ეს კოლიდორი რა არის გამაგებინეთ
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 12:31 AM
პოსტი
#294
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
Quick ციტატა(Quick @ 20th September 2010 - 01:14 AM) კოლიდორი რა არის გამაგებინეთ რუსულ სიტყვას თუ აქართულებთ მაშინ კორიდორი უნდა იყოს, ქართულად თუ გინდათ თქვათ დერეფანი არ ჯობია? ნამდვილად დერეფანი ჯობია რა არის და როდესაც ვთქვთ თოფი ერთი დატენვით ისვრის 50 გასროლას და აქედან 25 გასროლა არის 250 მ\წმ დან 260 მ\წმ ჩათვლით იტყვიან რომ ამ თოფს აქვს პლატო 25 გასროლა 250-260 მ\წმ კორიდორში ანუ დერეფანში
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 12:40 AM
პოსტი
#295
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 |
ციტატა რა არის და როდესაც ვთქვთ თოფი ერთი დატენვით ისვრის 50 გასროლას და აქედან 25 გასროლა არის 250 მ\წმ დან 260 მ\წმ ჩათვლით იტყვიან რომ ამ თოფს აქვს პლატო 25 გასროლა 250-260 მ\წმ კორიდორში ანუ დერეფანში ეგ კი ვიცი
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 09:10 AM
პოსტი
#296
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Quick ციტატა(Quick @ 20th September 2010 - 01:40 AM) P.S. ეს კოლიდორი რა არის გამაგებინეთ რუსულ სიტყვას თუ აქართულებთ მაშინ კორიდორი უნდა იყოს, ქართულად თუ გინდათ თქვათ დერეფანი არ ჯობია? მისაღებია და ახლავე ჩავასწორებ! ციტატა(Quick @ 20th September 2010 - 01:14 AM) მე თანახმა ვარ შენთან ერთად დავადგინოთ რა პარამეტრებზეა ახლა ჩემი მარადიორი და რა სიჩქარეებს მაძლევს რეალურად. შეიძლება მომეწონება როგორ ისვრის და სულ არ მომინდეს ხელის ხლება რო დავინახავ სიჩქარეების გრაფიკს. ოკ ეგრე ვქნათ, მაშინ ალბათ შაბათ კვირისთვს გადაინაცვლებს მაი ტესტები, შევთანმხდეთ და გავიდეთ ერთად. დარწმუნებული ვარ ნორიკასაც მოუნდება შემოერთება თავისი ჰაჩიკას გასაქრონად.
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 09:51 AM
პოსტი
#297
|
||
|
პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ 20th September 2010 - 10:10 AM) ოკ ეგრე ვქნათ, მაშინ ალბათ შაბათ კვირისთვს გადაინაცვლებს მაი ტესტები, შევთანმხდეთ და გავიდეთ ერთად. დარწმუნებული ვარ ნორიკასაც მოუნდება შემოერთება თავისი ჰაჩიკას გასაქრონად. მე არ გამომაპაროოოთ!
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 10:22 AM
პოსტი
#298
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
cz80 ციტატა(cz80 @ 20th September 2010 - 10:51 AM) მე არ გამომაპაროოოთ! შენ რა გინდა? რა????
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 10:37 AM
პოსტი
#299
|
||
|
პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ 20th September 2010 - 11:22 AM) შენ რა გინდა? რა???? დაქრონვააააააააააააააააააა იმ ბოლო ტრეპანაციის მერე აურია მარადამ,. .დარეგულირება მინდა რა
| |
| > |
|
|
Sep 20 2010, 10:46 AM
პოსტი
#300
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
cz80 ციტატა(cz80 @ 20th September 2010 - 11:37 AM) იმ ბოლო ტრეპანაციის მერე აურია მარადამ,. ეგ რომელი ტრეპანაცია იყო? როდის???
| |
| > |
|
|
![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 12:09 PM |
| Hosted by Pro-Service |