![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ვინაიდან ტირის ორგანიზატორი ვარ მე, ანუ წინასწარი მოლაპარაკება, პასუხისმგებლობა და სხვა ფაქტორები არის ჩემზე დამოკიდებული, თავს მივცემ უფლებას და ჩამოვაყალიბებ ტირში ყოფნის წესებს... არავის არ ეწყინოს მარა უნდა მკაცრად დავიცვათ. მე პირადად რამდენჯერ არ წავედით იმდენჯერ ვერ შევძელი სროლა ისე როგორც მე მინდოდა. ხმამაღლა ლაპარაკი, ღადაობა, ტავზე დადგომა, წამ და უწუმ მიზნებთან გასეირნება... მოკლედ ბევრი ფაქტორი არის მოსაგვარებელი, ადამიანმა რომ შეძლოს დაფიქრებულად, წყნარ გარემოში სროლა. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ამისთვის დავდივარ ტირში. ტირის წესები: 1. სმენები ა) 1 სმენა = 1 საათი. სმენაში არის 6 ადგილი. თავისთავად პირველ სმენაში ხდება ის ხალხი ვინც პირველი ინდომებს და წერს თავის თავს სიაში. ბ) თუ მე-2 სმენა შესრულდა, მაშინ მე-2 სმენის მონაწილეები, სმენის დაწყებიდან, ზიან უკან სკამებზე და ისვენებენ, არანაირი სეირნობა, ხმამაღლა ლაპარაკი და ხარხარი. ასევე ხდება სმენის შეცვლის შემდეგ. ც) თუკი მე-2 სმენა არ შესრულდა ბოლომდე, არასრული სმენის მონაწილეები, ან მოლაპარაკების ფორმით უთანხმდებიან, პირველი სმენის რომელიმე მონაწილეს, და ხდება კოოპერაცია, ანუ ორივეს ექნება 30-30 წუთი. ან კიდე იხდიან მე-2 სმენის შესრულების შესაბამის თანხას, ანუ საჭირო თანხა ნაწილდება მსურველებზე. სმენების შეცვლა ხდება იგივენაირად როგორც, სრულ სმენებში. 2. მიზნების დაკიდება/შეცვლა/ნახვა. მიზნების დაკიდება ხდება სმენის დაწყებამდე. სმენის დაწყების 30 წუთში შესაძლებელია მიზნების ახლით შეცვლა, ან თუნდაც უბრალოდ სანახავად მისვლა. სმენის მონაწილე ნებისმიერ დროს შეიძლება ადგეს და შეხედოს თავის მიზანს, მონოკულარით, რომელიც არის ტირში. ამ ასობაშI არავინ არ ჯდება მაგის მაგიდასთან. მესამეჯერ მიზნებთან მისვლა ხდება, თუნდაც მეორე სმენის მონაწილეებთან ერთად. ანუ პირველ სმენას მიაქვს თავისი მიზნები და მეორე კიდებს თავისას (თუ მეორე საერთოდ არსებობს) 3. ტირში არსებული ინვენტარი. აკრძალულია ნებისმიერი სახარჯი მასალის გამოყენება გარდა მიზნების რომლებიც არის დაკიდებული, სასროლ მანძილზე. (წინა ტირში არ მახსოვს ვინ იყო მაგრამ შევამჩნიე რომ, ვიღაცამ აიღო, საპისტოლეტე ხაზზე დადებული პატარა საპისტოლეტე მიზნები, და განათავსა 50 მეტრიანზე. ეს არ უნდა განმეორდეს. ამ მიზნებს უფრთხილდებიან როგორც ალმასებს. გერმანიიდან ჩამოაქვთ სპეციალურად. მგონი გასაგებად დავწერე) აბა თქვენ იცით იქნებ რამე დავამატო ან ამოვიღო? მსურველებს გთხოვთ დააკოპიროთ სია და დაამატოთ თქვენი ნიკი. პირობები როგორც ყოველთვის 6 ლარი. ამჯერად მიზნების ვარიანტი არ არის, ასე რომ ან ის ბანძი რაც არის ტირშI, ან კიდე რამე მუყაოს ლისტები წამოიღეთ. მე ასე ვაპირებ. მებეღურეები ![]() ![]() ![]() სეზონი დაიწყო, მარა 1 დღე დაისვენეთ, ჩიტებიც დაასვენეთ და წამოდით. 1. Jah 2. Ja_Ja 3. giga_st 4.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 11:42 PM |
Hosted by Pro-Service |