![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ. ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს. ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ. ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე. ![]() ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას. შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ. ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder: მწარმოებელი: Crosman ბრენდის მარკა: Benjamin იარაღის კლასი: PCP კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm წონა: 3.4 კგ მთლიანი სიგრძე: 110 სმ წინა სამიზნე: არა უკანა სამიზნე: არა ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი სასხლეტის რეგულირება: არის ჩახმახის ტიპი: Bolt ტყვიების რაოდენობა: 10 კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2 ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით. ![]() როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა. ![]() პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო ![]() გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა. კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს. ![]() დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს. ![]() ![]() რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს. ![]() ![]() ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს ![]() თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა. ![]() ![]() ![]() ![]() სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა. ![]() მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ.... ![]() ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან ![]() ![]() რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ![]() რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით. კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება ![]() ![]() ![]() ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო. თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა. რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით ![]() თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება: 1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ. მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება. კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება. კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ. ![]() მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა. ![]() სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ ![]() ![]() დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა ![]() ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება ![]() მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს. ![]() პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა ![]() ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა. აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს ![]() ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის. ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს. ![]() ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა. ![]() რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....). ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#261
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
როგორია ? ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#262
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
რავი ვიდზე ნორმალურია, მარა აზრზე ხარ მაგის გადატენვა რა სექსი იქნება? ყოველ ჯერზე სამიზნიდან მოხსნა მოგიწევს, ან ენით უნდა გადატენო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#263
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
მე რომ მკითხო გააუბედურეს ლამაზი თოფი, მაგრამ კაცია და გუნება... ისე ოპტიკის დასამაგრებელი რელსი დამატებით რვიანებზეა მიმაგრებული? და ეს რვიანები რეზიკზე? რაღაც არ მგონია კაი იდეა იყოს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#264
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(nihontoman @ 6th September 2010 - 10:45 PM) ყოველ ჯერზე სამიზნიდან მოხსნა მოგიწევს და კლასიკურ ვარიანტში ხო ისე გადატენი რო სამიზნეს ვერ დაკარგავ... ბულპაპებში თავისთავად უფრო არაკომფორტული გადატენვაა ვიდრე კლასიკაში, მაგრამ მიზანს ორივე შემთხვევაში კარგავ. თუნდაც თვალი არ მოაშორო ოპტიკას, მაინც ირღვევა. ის რაზეც შენ ამბობ შესაძლებელია მხოლოდ თვითდამტენიან აპარატში. პს მშვენიერი ბულკაა... ვფიქრობ, ხო არ გავაკეთო პატარა "მინიკი" მარადიორისგან... მე ასე გავაკეთებდი: რეზიკს წინიდან 20-25 სანტიმეტრს მოვაჭრიდი, და ლულასაც და მოდერს ისე დავაპატარავებდი, რომ რეზიკის კვეთის ტოლი იყოს... ხოოდა, ჩავსვავდი რამე "ლელიას" პონტში პატარა ბულკაში... რედუქტორსაც შეურჭობდი, ლაბუსასის ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#265
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
Jah ციტატა(Jah @ 7th September 2010 - 09:55 AM) მშვენიერი ბულკაა... ვფიქრობ, ხო არ გავაკეთო პატარა "მინიკი" მარადიორისგან... მე ასე გავაკეთებდი: რეზიკს წინიდან 20-25 სანტიმეტრს მოვაჭრიდი, და ლულასაც და მოდერს ისე დავაპატარავებდი, რომ რეზიკის კვეთის ტოლი იყოს... ხოოდა, ჩავსვავდი რამე "ლელიას" პონტში პატარა ბულკაში... რედუქტორსაც შეურჭობდი, ლაბუსასის biggrin.gif მე ახალი ტიკები დამეწყო, მინიმალიზმი... და მიიღბდი რაღაც მარაზმობას, ის რაც არის ლელია , ვერ ვიტან მაგ აპარატს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#266
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Jah ციტატა(Jah @ 7th September 2010 - 09:55 AM) მე ასე გავაკეთებდი: რეზიკს წინიდან 20-25 სანტიმეტრს მოვაჭრიდი, და ლულასაც და მოდერს ისე დავაპატარავებდი, რომ რეზიკის კვეთის ტოლი იყოს... ხოოდა, ჩავსვავდი რამე "ლელიას" პონტში პატარა ბულკაში... რედუქტორსაც შეურჭობდი, ლაბუსასის მე ახალი ტიკები დამეწყო, მინიმალიზმი... მდააა, 25 სანტიმეტრის მოძრა, პლიუს რედუქტორი... დაღა დარჩა რეზიკისთვის????
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#267
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(ja_ja @ 7th September 2010 - 09:45 AM) დაღა დარჩა რეზიკისთვის???? ნუ მინი მინია... ![]() "ისკუსტვო ტრებუეტ ჟერტვ" ჰა 15 იყოს ![]() სიმართლე გითხრა დიდიხანია მაგაზე ვფიქრობ... არის რამოდენიმე ფაქტორი რაც მაჩერებს, ყველაზე დიდი ის რომ მარადიორის დამშვები მექანიზმი არც თუ ისე მომწონს...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#268
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Jah რა არ მოგწონს სასხლეტში? თუ დამრტყმელს გულისხმობ??? რაც შეეხება მარადიორის დაპატარავებას... ცოტაც მოიცა და გამოუშვებენ მარადიორის პისტალეტს რომელიც შეგიძლია 1377-ის კონდახში ჩასვა და გაიხარო.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#269
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
არადამრტყმელს კი არა სწორად დამშვებ მექანიზმზე მაქვს საუბარი... 1. რა ვიცი რამდენჯერაც ვისროლე, რაღაც არაპროგნოზირებადი დაშვებაა... სუბიექტურად. 2. ძალიან მძიმეა (რა თქმა უნდა 1000-ჯერ უკეთესია ვიდრე დისკოში, მარა მაინც) ესეც სუბიექტურად. ერთადერთი მე არ მითამაშIა მაგის ნასტროიკებთან... ალბათ შეიძლება წესიერად დარეგულირება. თუ დიდი დიაპაზონი აქვს რეგულირების...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#270
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
შეიძლწბა დარეგულირება, ერთხელ ისეთი მსუბუქი იყო რომ შემეშინდა და ავვიე ისევ. იმედია გახსოვს მე მაგალითად შენი შტეერის სასხლეტი არ მომეწონა, ვერ მივხვდი როდის ისვრის, შეხება და ისვრის, მე კი მინდა ჯერ ვიგრძნო სასხლეტი, მიედოს მეორე საფეხურს და ვგრძნობდე მაგ მეორე საფეხურს, თუ გადავიფიქრე საშუალება უნდა მქონდა დავუშვა თითი, შენს სასხლეტზე კი ეგ არ გამომდის. რავი შეიძLევა ვატრაკებ, მაგრამ სალუქვაძესთან რომ დავდიოდი 2 თვე LP10-ზეც ეგრე იყო დაყენებული, ნუ უფრო მსუბუქად, მაგრამ გრძნობდი მეორე საფეხურს და ტრენერი სულ იმას მეუბნებოდა თუ ხვდები რომ ხელი დაგეღალა ან არ ხარ მზად ჯობია გადაიფიქრო გასროლა და დაუშვა პისტოლეტი ვიდრე რადი პონტა გაისროლოო.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#271
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
რა ვიცი მე მშვენივრად ვგრძნობ ორივე საფეხურს შტეირში, და მაგაზე მძიმე "სპუსკი" ნერვებს მიშლის ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#272
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
დღეს გავხდი ამ იარაღის ბედნიერი მფლობელი, რისთვისაც დიდი მადლობა გრიგოლს ![]() ინსტრუქციების თავიდან ბოლომდე წაკითხვის მერე ვტაცე ხელი ტუმბოს და ვაბუქნავე. სიმართლე გითხრათ უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, სადღაც 75 კგ ვარ და ბუქნის ბოლოსკენ თითქმის მთელი წონით ვაწვები რო ჩავიდეს ბოლომდე. მოკლედ ავიყვანე 2500 psi-ზე მარადიორი (პირველი ტესტისთვის ვიფიქრე მეტი არ დამჭირდება) დავუმაგრე ფანტომიდან მოხსნილი ოპტიკა და ორი კლიპი გავისროლე. აქ ბევრს არ ვილაპარაკებ შთაბეჭდილებებზე, მშვენიერ სასხლეტ მექანიზმზე, უკუცემის არარსებობაზე, ჩახმახის მოძრაობაზე და ა.შ. ამაზე ყველაფერზე ჯაჯამ უკვე დაწერა გაცილებით უკეთესად, ვიდრე მე შემეძლო დამეწერა. მარტო იმას ავღნიშნავ, რომ მომივიდა დამწყების შეცდომა და ორი ტყვია შევტენე ლულაში. თან სანამ გავისროლე მივხვდი რო სისულელე ვქენი და 2-მა ხვრელმა ფიცარში არ გამაოცა ![]() ძალიან ახლო მანძილიდან ვისროდი (5 იარდი სადღაც) და რა თქმა უნდა ფიცარზე სადაც მინდოდა 1-2 მილიმეტრის სიზუსტით იქ ვსვავდი ტყვიას. თავიდან ერთსა და იმავე ადგილას ვესროდი მაგრამ რო დავინახე რო უკვე მე-6 ტყვია იგივე ხვრელში წავიდა მომბეზრდა და დავიწყე ფიგურების ხატვა ![]() სურათს გადავუღებ იმ ფიცარს, დიდი არაფერი მიღწევა არაა, მაგრამ მაინც დავაგდებ მერე რეპორტს თუ მოვაბი თავი. აღფრთოვანებული ვარ კონდახით და შაშხანის მთლიანი ვიდით. რეალში ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე სურათებზე გამოდის (მასე უშნო გოგოებზე ამბობენ ხოლმე, მაგრამ მაინც ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#273
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
გილოცავ, გილოცავ, სხვა ბევრი მომელოცოს ![]() ერთი კია - ეს 5 იარდი რაღაა? დაწერე რა 5 მეტრი, ჩვენც ნაკლებს ვიწვალებთ და სენც ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#274
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
nihontoman 5 მეტრზე ნაკლები იყო და მაგიტო დავწერე იარდი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#275
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Quick ციტატა(Quick @ 16th September 2010 - 01:10 AM) არტო იმ მიზეზის გამო რომ ახლა გადახარჯვა მაქვს თან საკაიფო. 2 კლიპში 2500-დან 2000-მდე დავარდა წნევა და მომდევნო ორი კლიპის გასროლის მერე 1000-მდე :/ მე ენერგეტიკა იმდენად არ მჭირდება, ამიტომ ალბათ ზამბარას მივუშვებ ცოტა. ინსტრუქციას გადავიკითხავ ხვალ დასვენებული თავით და მერე ვიზამ. სანამ რაიმე ცვლილებას გააკეთებ ან მითხარი და ერთად ვქნათ რომ ჩავიწერო რა პარამეტრები აქვს მაგ თოფს დაყენებული, ან შენ ჩაიწერე და გვითხარი რამდენი ბრუნი აქვს დამრტყმელს, გადამშვებს და მიმჭერს. მაგოთ რამდენიმე კაი საქმეს გააკეთებ: 1) გავიგებთ რა პარამეტრებით გამოდის ახალი მარადიორები რომ 3000-ზეა დაყენებული 2) შესაძლებელი იქნება ძველი მფლობელებისთვის იგივე პარამეტრების გადაცემა, ეგებ და იმათაც შესძლონ იგივეს გაკეთება 3) თუ ძველზე იგივე პარამეტრებმა არ იმუშავა ესეიგი ახალი და ძველი თოფები სხვადასხვა დეტალებითაა დაკომპლექტებული
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#276
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ 18th September 2010 - 08:06 PM) სანამ რაიმე ცვლილებას გააკეთებ ან მითხარი და ერთად ვქნათ რომ ჩავიწერო რა პარამეტრები აქვს მაგ თოფს დაყენებული, ან შენ ჩაიწერე და გვითხარი რამდენი ბრუნი აქვს დამრტყმელს, გადამშვებს და მიმჭერს. მაგოთ რამდენიმე კაი საქმეს გააკეთებ: 1) გავიგებთ რა პარამეტრებით გამოდის ახალი მარადიორები რომ 3000-ზეა დაყენებული 2) შესაძლებელი იქნება ძველი მფლობელებისთვის იგივე პარამეტრების გადაცემა, ეგებ და იმათაც შესძლონ იგივეს გაკეთება 3) თუ ძველზე იგივე პარამეტრებმა არ იმუშავა ესეიგი ახალი და ძველი თოფები სხვადასხვა დეტალებითაა დაკომპლექტებული +100 მაგრად მაინტერესებს მეც ეგ პონტი... პარამეტრებია სხვადასხვა თუ ზომებშიც შეიტანეს ცვლილებები.....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#277
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
რაღაც ეჭვი მაქვს რომ შიგნით განსხვავებული კონსტრუქციის დეტალები დევს,რადგანაც ზამბარის მიჭიმვიდან ჩანს რომ რაღაც ნიტოა. ტუმცა შეიძლება ზამბარა ძლიერი იყო და უფრო ნაკლებად მიჭიმეს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#278
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo ციტატა(tengo @ 18th September 2010 - 08:43 PM) ტუმცა შეიძლება ზამბარა ძლიერი იყო და უფრო ნაკლებად მიჭიმეს ახლა ზილის რესორებს ვერ ჩააყენებდნენ ![]() ![]() ![]() ![]() არაუშავს ვინმე გამოჩნდება დაშლის მსურველი და მივაგნებთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#279
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Sep 18 2010, 08:59 PM) tengo ახლა ზილის რესორებს ვერ ჩააყენებდნენ ![]() ![]() ![]() ![]() არაუშავს ვინმე გამოჩნდება დაშლის მსურველი და მივაგნებთ. სწორედ იმიტომ ვფიქრობ ,რომ მარტო ზამბარები და მიჭიმვები არაა საკმარისი ,უნდა ინახოს საბრძოლო კლაპანი,რისთვისაც საჭიროა ბოლომდე დაშლა. უნდა შემოწმდეს საბრძოლო კლაპნის კონსტრუქცია და პარამეტრები.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#280
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 ![]() |
ეს თოფი იმდენად ზუსტია რო 10 მეტრში 4x20 იანი ოპტიკით 13 და 11 მილიმეტრიანი ჯგუფები გავაკეთე 10-10 ტყვიით ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:20 PM |
Hosted by Pro-Service |