![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ. ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს. ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ. ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე. ![]() ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას. შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ. ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder: მწარმოებელი: Crosman ბრენდის მარკა: Benjamin იარაღის კლასი: PCP კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm წონა: 3.4 კგ მთლიანი სიგრძე: 110 სმ წინა სამიზნე: არა უკანა სამიზნე: არა ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი სასხლეტის რეგულირება: არის ჩახმახის ტიპი: Bolt ტყვიების რაოდენობა: 10 კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2 ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით. ![]() როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა. ![]() პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო ![]() გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა. კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს. ![]() დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს. ![]() ![]() რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს. ![]() ![]() ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს ![]() თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა. ![]() ![]() ![]() ![]() სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა. ![]() მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ.... ![]() ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან ![]() ![]() რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ![]() რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით. კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება ![]() ![]() ![]() ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო. თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა. რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით ![]() თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება: 1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ. მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება. კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება. კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ. ![]() მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა. ![]() სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ ![]() ![]() დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა ![]() ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება ![]() მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს. ![]() პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა ![]() ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა. აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს ![]() ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის. ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს. ![]() ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა. ![]() რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....). ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#201
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(dole @ Aug 11 2010, 03:54 PM) gregory არა , ფეხზე არა , ჩამჯდარ მდგომარეობაში , ანუ იდაყვი მქონდა მუხლზე დაყრდნობილი მარადა რომ კარგია გასაგებია, მაგრამ კარგი მსროლერიც ყოფილხარ, 60 მეტრში "ანუ იდაყვი მქონდა მუხლზე დაყრდნობილი" ასეთი პოზიციით ,ასეთი ჯგუფი ( სადღაც 20-22მმ.იქნება) მართლა შესაშურია. აბა 80 მეტრზე შედეგებს ველოდებით.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#202
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაფრენამდე ცოტაღა მიკლია... ორი რეზინი დავსვი..საკაიფოდ მოვუჭირე.. მაგრამ შედეგი არანაირი.. ისევ აპარებს.. ნაღდად აღარ ვიცი რა ვქნა.. ხვალ კი გავალ რეზინების საშოვნელად მაგრამ.. უშველის რო???? ![]() ![]() ![]() გამოცდილო ხალხო..მირჩიეთ რამე...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#203
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(cz80 @ Aug 11 2010, 10:07 PM) გაფრენამდე ცოტაღა მიკლია... ორი რეზინი დავსვი..საკაიფოდ მოვუჭირე.. მაგრამ შედეგი არანაირი.. ისევ აპარებს.. ნაღდად აღარ ვიცი რა ვქნა.. ხვალ კი გავალ რეზინების საშოვნელად მაგრამ.. უშველის რო???? ![]() ![]() ![]() გამოცდილო ხალხო..მირჩიეთ რამე... თუ არ დაგეზარება სურათი დადევი ,რეზინა წამოაცვი და ისე. არაა გამორიცხული რომ მაგ რეზინის ბრალიც არ იყოს, შეიძლება საბრძოლო კლაპანის გარე რეზინაა დამჯდარი და აპარებს ნელ-ნელა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#204
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
აი ფოტოები მარა, არა მგონია აქ რამე დაინახო ![]() მობილით ისეთი ბანძი ხარისხი გამოვიდა...ნაღდად არ ჩანს არაფერი... ციტატა(tengo @ 11th August 2010 - 10:10 PM) არაა გამორიცხული რომ მაგ რეზინის ბრალიც არ იყოს, შეიძლება საბრძოლო კლაპანის გარე რეზინაა დამჯდარი და აპარებს ნელ-ნელა. კაი,ვთქვათ ეგაა რასაც იძახი,მაგრამ იმენა მანომეტრის პორტიდან რო აპარებს? ანუ ქაფს რო ვუსმევ იმენნა იქიდან უშვებს ბუშტებს... ნა ვსიაკი პოჟარნი ლულაზეც წავუსვი ქაფი... მარა არ უშვებს იქიდან.. სტროგად მანომეტრიდან აპარებს...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#205
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
cz80 ციტატა(cz80 @ 11th August 2010 - 09:06 PM) ზნაჩიტ ვცდი ეხლა ორირეზინით მაგის დედაც ჯეკ ორი რეზინა არაფერს არ მოგცემს, ერთ რეზინა დატოვე, ტეფლონი შემოახვიე რეზბას და ისე მოუჭირე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#206
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(beqa @ 11th August 2010 - 11:47 PM) ტეფლონი შემოახვიე რეზბას და ისე მოუჭირე ტეფლონი...? ![]() ანუ პაკლი? ![]() ![]() ვცდები? ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#207
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
cz80 ციტატა(cz80 @ 11th August 2010 - 10:59 PM) ვცდები? არ ცდები ![]() სადაც მანომეტრი არის მოჭერილი მაგ დეტალს კოდევ 2 ერზინის რგოლი აქვს როგორიც დამტენის პორტზე გამოცვალე არ არის გამორიცხული ერთერთი უშვებდეს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#208
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(cz80 @ Aug 11 2010, 10:42 PM) აი ფოტოები მარა, არა მგონია აქ რამე დაინახო ![]() მობილით ისეთი ბანძი ხარისხი გამოვიდა...ნაღდად არ ჩანს არაფერი... კაი,ვთქვათ ეგაა რასაც იძახი,მაგრამ იმენა მანომეტრის პორტიდან რო აპარებს? ანუ ქაფს რო ვუსმევ იმენნა იქიდან უშვებს ბუშტებს... ნა ვსიაკი პოჟარნი ლულაზეც წავუსვი ქაფი... მარა არ უშვებს იქიდან.. სტროგად მანომეტრიდან აპარებს... მართალია ცუდად ჩანს, მაგრამ მანდ 2 რეზინის ადგილი არაა, ასე რომ შეიძლება მაგ რეზინის ბრალი არ იყოს. როგორც გითხარი კლაპანის გარე რეზინა თუ უშვებს მაშინ Aერი მანომეტრის ძირში ამოვა ,არა იმ ადგილიდან სადაც რეზინას სვამ და მანომეტრს უჭერ არამედ მის გვერდით, რეზიკის ხვრელსა და კლაპანს შორის. აბა კარგად დააკვირდი,მაგ ადგილას აერს არავითარი წინააღმდეგობა არა აქვს და იმიტომ ამოდის. საბრძოლო კლაპანი ხომ არ გამოგიღია? ლულიდან იმიტომ არ მოდის რომ კლაპანზე მანომეტრის ორივე მხარეს რეზინი აყენია და არ უშვებს იქით აერს. დამტენი პორტის მხარეს არსებული რეზინა კი აპარებს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#209
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 ![]() |
2G თუ 1G ტელეფონია? ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#210
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(Allstar @ 11th August 2010 - 11:20 PM) ცოტა მკვეთრი სურათი იქნებ დადო რო იღებდეს მკვეთრ ფოტოებს,როგორ ფიქრობ არ დავდებდი??? ციტატა(tengo @ 11th August 2010 - 11:05 PM) როგორც გითხარი კლაპანის გარე რეზინა თუ უშვებს მაშინ Aერი მანომეტრის ძირში ამოვა ,არა იმ ადგილიდან სადაც რეზინას სვამ და მანომეტრს უჭერ არამედ მის გვერდით, რეზიკის ხვრელსა და კლაპანს შორის. აბა კარგად დააკვირდი,მაგ ადგილას აერს არავითარი წინააღმდეგობა არა აქვს და იმიტომ ამოდის. სიმართლეგითხრა ვერ მივსვდი საიდან უნდა გამოვიდეს... ციტატა(tengo @ 11th August 2010 - 11:05 PM) საბრძოლო კლაპანი ხომ არ გამოგიღია? არა...ჯერჯერობით ![]() ციტატა(beqa @ 11th August 2010 - 11:04 PM) არ ცდები ოკ..ვცდი პაკლსაც.. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#211
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
ციტატა(tengo @ 11th August 2010 - 11:05 PM) არა იმ ადგილიდან სადაც რეზინას სვამ და მანომეტრს უჭერ არამედ მის გვერდით მანომეტრი სადაც ეჭირება მის გვერდით რეზიკიდან თუ არ გამოდის ჰაერი მაშინ ტეფლონი უშველის
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#212
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
სადაც მანომეტრი ეჭირება,ზუსტად იქ, გამოდის ჰაერი... კაროჩე ხვალ ვცდი ტეფლონს...ეხლაის ახალირეზინაც გავაფუჭე ორი ერთად რო დავსვი ![]() დილით გავალ და ვეცდები ვიშოვოეგ რეზინკა..
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#213
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
ვიურტში მიდი მაგათ ექნებათ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#214
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(cz80 @ 11th August 2010 - 11:26 PM) სიმართლეგითხრა ვერ მივსვდი საიდან უნდა გამოვიდეს... შენ მანომეტრს სვავ არა რეზიკზე არამედ პირდაპირ კლაპანის გვერდით არსებულ ალუმინის დეტალზე.რომელსაც აქვს ორი რეზინა,ისეთივე როგორიც კლაპანს. დააკვირდი რეზერვუარის ხვრელსა და იმ დეტალს შორის ადგილს. ეს დისკოსია მაგრამ მარადაც ანალოგიურია. ფოტოზე ზედა დეტალი სადაც მანომეტრი ეჭირება, მის გვერდებში არის ორი რეზინა ,რომელიც აერს იკავებს წარმოიდგინე ერტმა რომ გაუშვას აერი საიდან ამოვა ,თუ არა რეზიკის ხვრელიდან სადაც მანომეტრია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#215
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(tengo @ 12th August 2010 - 12:37 AM) დააკვირდი რეზერვუარის ხვრელსა და იმ დეტალს შორის ადგილს. მგონი მივხვდი რასაც იძახი ![]() ანუ აქედან არა?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#216
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
cz80 ჰო, მაგაზე ამბობს თენგო, შეიძლება კედლიდან აპარებს მართლა და არა რეზბიდან ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#217
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(tengo @ 12th August 2010 - 12:37 AM) წარმოიდგინე ერტმა რომ გაუშვას აერი საიდან ამოვა ,თუ არა რეზიკის ხვრელიდან სადაც მანომეტრია. მართალი ხარ თენგო..ალბათ მაქედან უშვებს... ზნაჩიტ მაგიც უნდა გამოვცვალო..
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#218
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ზუსტი დიაგნოზი თუ გინდა ,რამე რაზინა ამოჭერი და დააზაგლუშკე. ტუ აერი ისევ გაეპარა,მაშინ დიდი რაზინები გექნება მანომეტრის დამჭერზე გამოსაცვლელი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#219
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ებიჭო ვანა ( ისეთი ტაშტიც გამოდგება რომელიც ძIრგახვრეტილი არ არის ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#220
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(giorgi @ 12th August 2010 - 12:58 AM) დაბერე დაჩადე რა წყალშI და ნახავ საიდანაც გამოდის დარაგოი..ტი ნე ჩიტაეშ ჩემი პოსტები??? ![]() ![]() ციტატა(cz80 @ 11th August 2010 - 08:40 PM) კაროჩე ჟელე ავაქაფე,წავუსვი ის ქაფი მანომეტრის შეერთების ადგილზე და..გამოუშვა ნელნელა ბუშტები.. ციტატა(tengo @ 12th August 2010 - 12:57 AM) ზუსტი დიაგნოზი თუ გინდა ,რამე რაზინა ამოჭერი და დააზაგლუშკე. ტუ აერი ისევ გაეპარა,მაშინ დიდი რაზინები გექნება მანომეტრის დამჭერზე გამოსაცვლელი. ვცდი მაგასაც..ოღონდ ეხლა არა მგონია..იმენნა დავიღალე დღეს კაჩაობით.. 5-ჯერ დავცალე და დავტუმბე..ნასოსიც მაგინებს უკვე ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 06:16 AM |
Hosted by Pro-Service |