გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები, არ განვიხილოთ?
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ.

ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს.

ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ.

ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე.



ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას.

შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ.

ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder:

მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Benjamin
იარაღის კლასი: PCP
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3.4 კგ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
წინა სამიზნე: არა
უკანა სამიზნე: არა
ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail
სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი
სასხლეტის რეგულირება: არის
ჩახმახის ტიპი: Bolt
ტყვიების რაოდენობა: 10
კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი
გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2

ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით.



როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა.



პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო smile.gif. ბევრი ახსნის მერე დავაჯერე თუმცა ბოლომდე დაიჯერა თუ არა არ ვიცი. ის, რომ მარადიორი ძალაინ ჰგავს ცეცხლსასროლ შაშხანას ეს ფაქტია, პირველი ქართველი მფლობელი და ჩვენი აქტიური ფორუმელი Beqa-ც საბაჟოზე ლამის შარში გაეხვა, თუ არა ვცდები მოსთხოვეს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არააო. თუმცა იქაც საკითხი მალე და უმტკივნეულოდ გადაწყდა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა.

კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს.



დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს.





რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს.





ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს biggrin.gif, რა თქმა უნდა უფრო მეტის დაკვეთაც შეიძ,ება, მაგრამ 2 ყველაზე ოპტიმალურია, თავიდან ორივე დატენილი გაქვს, პირველს ცვლი და მეორეს არჭობ თოფში, პირველს კი ამასობაში ტენი, თუ უცებ რაიმე სამიზნე გაჩნდა, მეორე კლიპიდან შეგიძლია ისროლო. მოკლედ მე პირადად მიმაჩნია რომ 2 კლიპი აუცილებელია, რადგან თოფი ძირითადად კლიპზეა გათვლილი და თითო ტყვიის ჩატენვა ხელით ცოტა არ იყოს მოუხერხებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ....

თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას.













რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა.









სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა.



მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ....



ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან biggrin.gif, რა თქმა უნდა ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იდეაში ჭკვიანურიც კი არის, ზამთარში თითი ცივი ლითონის გარემოცვაში არ იქნება, ერთი ლითონის სასხლეტიც ეყოფა თითს biggrin.gif.

რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.



რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება biggrin.gif







ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია biggrin.gif. ჩახმახის მოქმედების პრინციპი მარტივია, ამოწიე ზემოთ (იხსნება საკეტი), გამოწიე უკან ბოლომდე სანამ დამრტყმელი არ დადგება საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, კლიპიდან გამოსული ჩახმახის ცხვირი ანთავისუფლებს ტყვიისთვის ადგილს. კლიპი თავის მხრივ ზამბარის ზემოქმედებით მუშაობს, როდესაც კლიპში აღარც გასროლილი ტყვიაა და აღარც ჩახმახის ცხვირი, იგი ავტომატურად ტრიალდება და ჩახმახის ცხვირის წინ ახალ ტყვიას აყენებს. თქვენ ამას ვერც კი გრძნობთ ჩახმახი უკან გამოწიეთ და მილიწამებში ახალი ტყვიაა ჩახმახის წინ გამზადებული, მომენტალურად ჩახმახი წინ მიგაქვთ და ჩახმახის ცხვირი თვითონ იტაცებს ახალ ტყვიას, რომელსაც თქვენი ხელის მოძრაობასთან ერთაც ლულაში მიათრევს. ბოლო პოზიციაში მისვლისას ჩახმახს ძირს ჩამოწევთ და ჩაკეტავთ.







მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო.

თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა.

რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით biggrin.gif. ნელნელა პრაქტიკაზე მოდის გამოცდილება და ასეთი შეცდომები ქრება. თუმცა მაინც არის რის გამო შემთხვევები როდესაც ვერ იგებ დატენილი გაქვს თოფი თუ არა, სულ იმის ფიქრში ხარ ახლა რომ გადავტენო და თუ უკვე საბრძოლო მდგომარეობაშია თოფი ესეიგი მეორე ტყვიას ჩავტენი ლულაში...

თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება:
1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ.

2) თუ პირველად გაგისხლტათ ჩახმახი ხელიდან და პირველი ტყვია შეიტანა ლულაში, მაშინ ჩახმახი უკან მიგაქვთ, აყენებთ საბრძოლო მდგომარეობაში და აძრობთ კლიპს, კეტავთ ჩახმახს და ისვრით პირველ ტყვიას. შემდგომი გადატენვისას კლიპს თავის ადგილზე აყენებთ და აგრძელებთ სროლას.


მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება.

კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება.

კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ.



მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა.



სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ





დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა biggrin.gif, სხვათაშორის ეს ჩახმახია რომ ხალხს აგიჟებს. მეზობელი, გამვლელი, ნათესავი თუ ახლობელი, ყველა ქლიავდება მარადიორის დანახვაზე, პატარა შესავალია ყველსათვის გასაკეთებელი რომ ეს პნევმატიკაა და არა ცეცხლსასროლი, ზოგიერთი ამის შემდეგ მარადიორზე ხელს იქნევს, ასევთქვათ იმედგაცრუებას ხედავს, მითუმეტეს საერთოდ ეცინებათ როდესაც მარადიორის ხმას იგებენ საერთოდ სათამაშო ჰგონიათ, ვერ ხვდებიან რომ ეს სიჩუმე ოქროს ფასი ღირს.

ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება biggrin.gif.

მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს.



პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა biggrin.gif

ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა.

აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს biggrin.gif. რა თქმა უნდა საუბარია ღია სივრცეზე და არა ჩაკეტილ ოთახზე, ოთახში ცოტაოდენ სროლის ხმა ისმის. ნუ შეეცდებით ხმა გაიგოთ რაიმე ვიდეო კლიპის ჩანაწერის მეშვეობით, ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გექნებათ, ჩანაწერსე ყოველთვია არის ხმა, ეს გამოწვეულია მიკრაფონის მიერ ექოს და სხვა ტალღების დაჭერის შედეგად, ვერცერთი ჩანაწერი ვერ მოგცემთ მარადიორის რეალურ ხმას.

ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის.

ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს.



ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....).



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
80 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (120 - 139)
ja_ja
პოსტი Apr 11 2010, 09:23 AM
პოსტი #121


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
cz80
ეჰ მარადიორზე მივწერე რას შვება კროსმანი არ ყიდის ნაწილებსთქვა ?? და არაო, არადა სასტავი ვიცი რაღაც რაღაც ნაწილებს უკვე უკვეთავენ, ნეტა როგორ ახერხებენ????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Apr 11 2010, 09:34 AM
პოსტი #122


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 11th April 2010 - 09:23 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეჰ მარადიორზე მივწერე რას შვება კროსმანი არ ყიდის ნაწილებსთქვა ?? და არაო, არადა სასტავი ვიცი რაღაც რაღაც ნაწილებს უკვე უკვეთავენ, ნეტა როგორ ახერხებენ????

რა პოლიტიკაა ტო, ერთი წელი გავიდა რაც თოფი გამოუშვეს და ნაწილების გაყიდვა რით ვერ გადაწყვიტეს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 11 2010, 09:39 AM
პოსტი #123


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ja_ja
მოდი შენი წერილი გადმომიგზავნე( ანუ რაც გჭირდება) და ვნახოთ, იქნებ მე მოვახერხო ბენჯის ნაწილებზე რაიმის გარკვევა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 11 2010, 01:49 PM
პოსტი #124


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



cz80
რაღაც მაქვს იდეაში თუ ნაწილების გაყიდვას დაიწყებს კროსმანი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Apr 23 2010, 12:38 PM
პოსტი #125


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



მარადიორს რომ არ აქვს ღია სამიზნე, რამდენად უშლის ხელს მსროლელს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 23 2010, 01:27 PM
პოსტი #126


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Allstar
რას გულისხმობ?? ოპტიკის გარეშე ვერ გაისვრი, ანუ ვერაფერს დაუმიზნებ, ოპტიკა თუ გაქვს ყველაფერს დაუმიზნებ...

ახლა მითხარი რას ნიშნავს ხელს ხომ არ გიშლის??? მე პირადად არ მიშლის და პირიქით ჩვენს ძველ დისკოზეც კი მოვაძრე ღია სამიზნე რადგან პირდაპირ ოპტიკით სროლაზე ვიყავი ორიენტირებული.

თუ ღია სამიზნით სროლა გინდა, ფიზიკურად არ აქვს და ვერ გაისვრი ღია სამიზნით....

ვერ ვხვდები რაში უნდა გიშლიდეს ან არ გიშლიდეს ხელს... არ აქვს, ფიზიკურად არ აქვს და გამომდინარე აქედან ოპტიკის გარეშე ვერ გამოიყენებ... რა შუაშია აქ ხელის შეშლა????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 27 2010, 09:02 PM
პოსტი #127


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დღეს ჩამომივიდა 1 ტყვიის ჩასადები დეტალი... არ ვიცი ქართულად რა ჰქვია, მოკლედ ვამატებ ინფოს ამ მიმოხილვას.



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

შევიძინე პირამიდზე ჩერეზ ამაზონი, დაჯდა ადგილზე 14.99$, ჩამოტანიანად სადღაც 18-19$

ტყვიის ჩასადები მოდის პერსონალურ შეფუთვაში



საინტერესო კი ის არის რომ ასევე შეფუთვაში მოდის რაღაც პლასტიკატის რგოლიც, ისე სულ დამავიწყდა ეს დეტალიც მთლიანად პლასტმასისაა.



ინსტრუქციაში წერია რომ ჯერ ეს რგული უნდა ჩადო კულის კოლოფში ჩახმახის ღრუში, უკანა მხარეს



ნუ მოკლედ ცოტა ჩახუჭუჭებულად ვთქვი, მაგრამ იმედია გამიგეთ, სუმლთლად უკან კი არ უნდა ჩაიდოს, არამედ კლიპი სადაც ჯდება იმ ამოჭრილის უკანა მხარეზე მაქვს საუბარი

ხელში ეს დეტალი ნამეტანი პაწუწკუნად გამოიყურება და მართლა გაუგებარი ხდება თუ რაში იხდი კაცი იქ 15$-ს და აქ ლამის 20$-ს biggrin.gif



უკანა მხარეს ამ ჩასადებს აქვს პლასტიკატის რელსივით, ანუ ისეთი ფორმა აქვს რომ თან ჩასრიალდეს თან დაიჭიროს ტავი, მოკელდ დრეკადობისთვის აქვს ფორმა მიცემული

სწორედ მაგ რელსი ხვდება ლულის ქვევითა მხარეს და ქვევიდან ზევით აწვოდა ლულას, იდეაში ლულას ეს პლასტიკატი ძვრას ვერ უზამს, სამაგიეროდ მყარად დაფიქსირებული ხდება



მოკლედ მეც სხვა რა გზა მქონდა მივყევი ინსტრუქციას









მოკლედ შეიძლება სისულელეს ვამბობ მაგრამ მგონი ის უკანა რგოლი ჩახმახის მიმართულებას არეგულირებს??? რავიცი რაცხა არამგონია, მარა რას აკეთებს ვერ გავიგე.







ესეც შედარებითი სურათები კლიპისა და ერთი ტყვის ჩასადების შესადარებლად





ესეც ყუვიის ჩატენვის პროცესი







რავი რა გითხრათ ტყვიის ჩასრიალება მთლად კომფორტული არაა, დისკოში გაცილებით იოლია ჩადება, მაგრამ ისეთი მაზახიზმი აღარაა როგორც თავიდან იყო მარადიორში ტყვიის ჩადება კლიპის გარეშე.

მოკლედ ასე თუ ისე მე მზად ვარ შეჯიბრებისთვის და ტყვიის დეფორმაციას ვერ დავაბრალებ კლიპის მოძრაობას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Apr 27 2010, 11:46 PM
პოსტი #128


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ja_ja

გილოცავ შენაძენს smile.gif
პრინციპში კაი რაღაცაა, საექსპერიმენტო გრძელი ტყვიების ჩასადებად გამოდგება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 28 2010, 07:09 AM
პოსტი #129


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ისე გუშინ ვამბობდი მოსახერხებელი არაა მეთქი, მაგრამ ეტყობა პირველადი არასწორი შეფასება იყო smile.gif

დღეს დილიდან ვისროდი და კლიპის მაგივრად ეგ შტუკა გამოვიყენე..... იმდენად მომეწონა რომ ლამისაა კლიპის გამოყენებაზე უარი ვთქვა, აქვს რაღაც მუღამი სათითაოდ ტყვიის ჩადებას smile.gif მოსახერხებელიც გამოდგა... მოკლედ ჩემი ოჯახი კმაყოფილია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Apr 28 2010, 07:55 AM
პოსტი #130


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ja_ja

ხალხი კლიპზე ოცნებობს და... ნეზნაიუ, ნეზნაიუ biggrin.gif მაგრამ გარკვეულწილად, ...მესმის შენი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Apr 29 2010, 11:20 PM
პოსტი #131


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108



კარგია, კარგი დილოცავ smile.gif

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th April 2010 - 10:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ შეიძლება სისულელეს ვამბობ მაგრამ მგონი ის უკანა რგოლი ჩახმახის მიმართულებას არეგულირებს??? რავიცი რაცხა არამგონია, მარა რას აკეთებს ვერ გავიგე.


მგონი ტყვია უკან რომ არ ჩავარდეს სანამ ნემსი მიაწვება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 29 2010, 11:24 PM
პოსტი #132


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



beqa
ციტატა(beqa @ 30th April 2010 - 12:20 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მგონი ტყვია უკან რომ არ ჩავარდეს სანამ ნემსი მიაწვება

ო! მართალი ხარ!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი May 11 2010, 06:07 PM
პოსტი #133


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ჯაჯ,რა აზრის ხარ ამ წუნინგზე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იჩალიჩეს მარადაზე და მშვენიერი პლატოც მიიღეს

იმედია წინააღმდეგები არ იქნებით,პირდაპირ დავაკოპირე და აქ დავაგდებ..თარგმნა დამეზარა smile.gif

Итак, сделал новый клапан с запорным 7мм (родное 8,6), выточил новый ударник из Д16Т, массой 37 грамм (родной стальной весит 80 грамм) и рассверлил перепуск в БК и втулке перепуска до 3.6мм (был 3,2)
Пружину в клапан поставил от КПП УАЗа, пружинка в ударнике родная, с поджатием 1-1,5 оборота от минимального.
получил такое плато:
210Атм
290 292 292 292 292
294 293 293 293 292
190Атм
290 294 293 292 289
293 290 292 292 290
175Атм
290 290 294 294 290
289 294 293 293 292
165Атм
288 290 290 294 290
291 290 289 291 291
150 Атм
292 293 289 292 289
289 292 288 290 291
135 Атм
291 290 292 291 291
290 291 288 288 286
110 Атм.

Итого 60 выстрелов с 210 до 110 Атм. Е=28,5Дж Замеры проводил рогатым chrony. Пули НЛ 0,68
Все-бы хорошо, но если верить пиндосам, то резик мародёра 215кубиков. А это означает, что расход получается 11,5 см3/Дж
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 11 2010, 06:46 PM
პოსტი #134


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



cz80
ნუ რავი შეიძლება, მარა რაცხა ორიგინალი დეტალების დასახიჩრება არ მინდა, ახალზე შეიძლება ჩალIჩი, ორიგინალის შეცვლა არ მინდა, ანუ მინდა რომ ორიგინალურ მდგომარეობაშI დაბრუნების შესაძლებლობა ყოველთვის მქონდეს.

რაც შეეხება გადახარჯვას, მეტა ანახათ ახლა რამხელა გადახარჯვა მაქვს და ჭკუაზე აიწეოდნენ biggrin.gif.

მარა მე მაინც რედუქტორზე ვიჩალიჩებ, მირჩევნია საბოლოოდ დავარეგულირო, მოცულობაც და წნევაც, არ დამჭირდება არც უაზის ნაწილები და არც სხვა არაფერი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soza
პოსტი May 16 2010, 06:22 PM
პოსტი #135


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 18-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 332



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ეს მეთოდი თუ გამოგიყენებიათ? იმდენივეს გაისვრის რასაც თავიდან 3000-დან 1000-დე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 14 2010, 09:33 PM
პოსტი #136


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



კროსმანი მარადას 509$ -ად ყიდის, პირამიდა კი კაი ხანია მარადას 469$-ად ყიდის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jul 14 2010, 09:46 PM
პოსტი #137


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



გრიგოლი საუკეთესო ფასებს გვთავაზობს,მე მგონი ღირს მაგაზე დაფიქრება,ვიდრე შარში გაყობთ თავებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Jul 14 2010, 09:49 PM
პოსტი #138


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



foxi
კი პროსტა ის ტეხავს რომ ხან არის ხან ლოდინი გიწევს smile.gif სულ რომ ქონდეს კარგი იქნებოდა მარა ალბათ ასეა საჭირო და მიტო wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 14 2010, 09:57 PM
პოსტი #139


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(Hellados @ Jul 14 2010, 10:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Good News
დღეს მეილი მომივიდა პირამიდისგან მარადიორის ფასი 600$-დან 469$-მდე ჩამოვიდაო
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მაგი კაი ხანია ეგრე აგერ ერთი 3-4 თვე იქნება უკვე biggrin.gif , რაცხა ძალიან დააგვიანეს შენტან მეილის მოწერა biggrin.gif biggrin.gif და დაჯერ ერთი პერიოდი 449.99$-ის ღირდა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 14 2010, 10:38 PM
პოსტი #140


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



კაცო თუ ასე ვენებს იჭრით მარადიორზე, იხვეწებოდა გრიგოლი თუ გინდათ ჩამოვიტანო... მარა რათ გინდა კაციშვილმა ხმა არ ამოიღეთ, ახლა კი მინდა მინდას იძახით და გადანტირებულად ახალიდ აკვეთა 2-3 თვე არ იქნება. ჯერ ეს დაკვეთაა ჩამოსასვლელი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

80 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 01:32 PM
Hosted by Pro-Service