![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ გამოვიწერე რაღაც ნივთები და მინდა გაგაცნოთ მათი შესაძლებლობები. გამოვიწერე 2 ნივთი ერთი ბინოკლი, მეორე კომუფლაჟის ფირი "ლენტა", დეტალურად მივყვეთ ყველაფერს. პირველი ბინოკლი, მინდოდა რაღაც მარტივი ასე 6, 8 მაქსიმუმ 10 ჯერადობის ბინოკლი, პატარა და მსუბუქი. სუფთა სანადირო თვალსაზრისით. ხანდახან გინდა ხე ან ბუჩქი შეათვალიერო და ოპტიკიდან ობიექტის ძებნა ყოველთვის მოსახერხებელი არაა. ასე იყო თუ ისე შევაჩერე არჩევანი იაფიან მოდელზე, თან აღმოვაჩინე რომ ცვალებადი ჯერადობა აქვს, 7-21. მოკლედ ეს არის Barska-ს მოდელი ამერიკაში ღირს 29.99$, ტრანსპორტირების წონა გამოვიდა 1.1 კილო ანუ უხეშად კიდევ 8-9$ დაამატეთ და გამოდის 38-39$. ახლა მოვყვეთ რა მივიღე ამ ფასად: ეს არის კოლოფი, სხვათაშორის საკმაოდ პატარაა ასე რომ შიშები იმის შესახებ რომ დიდია გაქრა კოლოფის დანახვისთანავე. ![]() ეს კი დეტალური მარკა, მოდელი, თაობა თუ კლასი და ასე შემდეგ. ![]() ბილოკლი გამოიყურება აი ასე: ![]() მოყველა წინა და უკანა ოკულარების ხუფები, თუმცა დასამაგრებელი არ აქვს, ასე რომ თუ მოხსენი სავალე პირობებში, ან სადრაც შორს უნდა შეინახო, ან უნდა გადაყარო. საველე პირობებში სადღაც ჯიბეში ძრომიალი და ხუფების მოძებნა ცოტა არ იყოს და მაგარი მოუხერხებელია. წინა ობიექტივები წითელი საფარველით გამოირჩევა, ანუ მზის სხივმა რომ არ მოჭრას ხედი ![]() რამდენად ხარისხიანადაა საფარველი დატანილი ამას დრო გვიჩვენებს ეს კი სამუშაოდ გამზადებული ბინოკლი ![]() როგორც წესი აქვს ცენტრალური ფოკუსის გასასწორებელი სამოძრაო რგოლი, აქვს მარჯვენა თვალის რეგულირების დამოუკიდებელი შესაძლებლობა, ანუ თუ თვალებში შაშუბეში გაქვს, შეგიძლია მარჯვენა თვალი დახურო, გაასწორო მარცხენაზე სასურველი ხედი, შემდეგ დახურავ მარცხენა თვალს და გაახელ მარჯვენას, ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ოკულარს გაასწორებ ისე რომ მკაფიოდ ჩანდეს ყველაფერი და მორჩა შეგიძლია ორივე თვალი გამოიყენო, გამოსახულება ფოკუსში იქნება. პლიუს აქვს კიდევ ერთი დანამატი, დააკვირდით მარჯვენა ოკულართან პატარა ამოშვერილი "რიჩაგია", მისი მოძრაობით შეიძლება ჯერადობის მომატება დაკლება, ანუ შიგნით ლინზების ნაკრები ცალკე კაფსულაში ზის და ამ "რიჩაგის" გადაადგილებით ხდება კაფსულის მიწევა დაწილება, შედეგად გერადობა იცვლება. საკმაოდ კაი რაღაცა ![]() აი ახლოდან ჯერადობის ვარიაციები (მინიმალური და მაქსიმალური ჯერადობა): ![]() ![]() ხელში საკმაოდ მოსახერხებელი დასაჭერია, პატარაა და არც თუ ისე მძიმე, მოკლედ კოხტა შტუკაა. სხვათაშორის მოყვა კიდევ ჩამოსაკიდებელი ქამარი (შესაბამისი ყურები აქვს ბინოკლს) და მოყვა ტავისი ჩასადები ჩანთაც. აგერაა მთელი კომპლექტაცია რაც კოლოფში დევს: ![]() ესეც ჩასადები ჩანთის ხედები: ![]() ![]() მართალია რაღაც მინი სიამოვნება არის რომ მწარმოებელი რაღაცას გაძლევს, მაგრამ რეალურად ეს ჩანთა მემგონი გამოუდეგარი დეტალია, იაფიანი მოდელია რათ უნდა ახლა ამას კიდევ ჩანთა და ასე შემდეგ, ჩააგდე ზურგჩანთაში და მორჩა რა საქმე, მე შენ გეტყვი დიდიად დაიცავს თუ რა, მტვერი და ნაგავი საველე პორობებში მაინც მოხვდება ლინზებზე... მოკელდ არის რა ![]() ჰო ახლა რამდენად ამართლებს თაცვის საქმეს? ნუ რადგან იაფიანი მოდელია ავტომატურად იგულისხმება რომ დიდი ვერაფერი ვერ უნდა იყოს და ეგრეც არის. ანუ 7 ჯერადობაზე ყველაფერი კარგად ჩანს, ვერ ვიტყვი უმაგრესი ხედია, მეთქი, მაგრამ სუფთა კარგი ლინზებია ყველაფერი ჩანს, აი აწევისას კი პრობლემები ჩნდება, 14-15 ჯერადობამდე ყველაფერი ნორმალურადაა ჩემის აზრით 16 ჯერადობა ასევთქვათ "პატალოკია" ამ ბინოკლისთვის, მერე იწყება Blur-ვიზიონ. რაც არ უნდა ეჩალიჩო, სუფთა ხედს ვერ მიიღებ, ვერც წინა რეგულირებით ვერც სხვა ვერაფრით. თუ გინდა ცალ ოკულარში გაიხედე, მაინც არ არის სუფთა ხედი. ვერ ვიტყვი თვალებს დაგთხრისთქო, მაგრამ 2-3 წუთი დაჟინებული ყურების მერე ხვდები რომ თვალები დაძაბულია და იღლება. მე რა მიჭირს ასე თუ ისე მაქვს ოპრიკასთან შეხება, ძველი რუსული სამხედრო ბინოკლიც მაქვს სახლში, მაგრამ აი თანამშრომლებმა გუშინ პირვალეად დაიჭერეს ხელში 21-ჯერადობა (ვაბშეტა ეგ ცალკე თემაა არის კია რეალური 21???), ესეიგი აღფრთოვანების ზღვა გადმოინთხა, სიხარულის წივილი, თვალების დათხრამდე ხალხის თვალიერება და გოგოების ფეხებზე პრიშიკების თვალიერება ![]() ![]() დასკვნა: იაფიანი ვარიანტია, ასე რომ ბევრს არც ველოდი, მინდოდა მაქსიმუმ 10-ის ჯერადი, და გამოვიდა რომ სადღაც 15-16 ჯერადი მაქვს, ![]() ![]() ![]() ![]() ახლა კი გადავერთოთ კომუფლაჟის ლენტაზე. არ დავმალავ Davitus-ის იდეა მომეწონა, ანუ ტავის დისკოს რომ ნაჭერი შემოახვია, მაგრამ ცოტა უფრო ცივილური ფორმის მიცემა მინდოდა ამ საქმისთვის. ამიტომაც ვიყიდე აი ასეთი კომუფლაჟის ლენტა: ![]() საკმაოდ ფართე რაღაც აღმოჩნდა თითქმის 5 სანტიმეტრია, სიგანეში და 20 იარდი, ანუ 18 მეტრი... კაი სიგრძეა ![]() ![]() დაჯდა ეს ბედნიერება 10$ ნუ პლიუს ჩამოტანის თანხა 400 გრამიმ უხეშად 4$ სულ 14$, იდეაში მე ჩემს შეცდომას აღარ გავიმეორებ, რადგან იგივე ფორმის ლენტა გუში აღმოვაჩიე "მაგნუმ"-ის საიტზე და მაგდაგვარი ლენტა არის 2 ცალი, 1 ღირს 12 ლარი, ემორე 17 ლარი. მართალია ციგრძე სიგანე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ლენტა უხესად დამიჯდა 25-26 ლარი, ამშინ როდესაც 2-ჯერ იაფად აქაც არის ![]() ![]() გახსნილი ლენტა წააგავს ნაჭრის იზოლენტას, პროსტა ნახატია სხვა ![]() ![]() ზედაპირეზე დატანა შემდეგნაირია, უნდა აიღოთ და დაახვიოთ იმ ზედაპირზე რომელზეც გინდათ მისი დატანა. ცალი მხარე წებოვანია, და როგორც მწარმოებელი და მთელი იუტუბი ამბობს არ ეწეპება თოფის ზედაპირს და მოხსნისას არ ტოვებს კვალს.. ხრენ ივო ზნაიტ ეგ გასასინჯია. ![]() იდეაში მე ცოტა სხვანაირ ლენტას ველოდებიდი, ეს რაღაც ნამეტანი გეომეტრული ფორმისაა და რაღაც ძონძების და ნაჩალიჩარის ეფექტს არ იძლევა. მემგონი ნაჭერი ჯობია ისევ, მაგრამ რა ნაჭერი უნდა გამოვიყენო ჯერ არ ვიცი, ამ ლენტას ჯერ დავიტოვებ, გაყიდვით ამას mymarket-ზ ეალბათ ვეღარ გავყიდი რადგანაც უკვე გავხსენი. ნუ კაროჩე ვახოთ რა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 04:20 AM |
Hosted by Pro-Service |