![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვანო, რომელმაც იყიდა "ნასოსიანი თოფი" - დისკო ![]() მივიდა სახლში ვანო და ფიქრობს, რომელი ტყვია იქნება უკეთესი. სხვა რა გზა ჰქონდა, ტესტირება უნდა ჩაეტარებინა. მოკლედ, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ჩავიდა ვანო თეთრიწყაროში (საერთოდ სხვა ისტორიაა როცა მამიდაჩემის თვალწინ თოფს ნასოსი გავუყარე და დატენვა დავიწყე. მამიდაჩემი კედელზეა მიყრდნობილი და თვალებგაფართოებული მიყურებს, რას ვუშვები თოფს ![]() გვეყოფა ზღაპრები ![]() მოკლედ, ამინდი დიდად არ მწყალობდა, 19-შიც და 20-შიც წვიმდა, 20-ში განსაკუთრებით, წაიღო გზები. 19-ში შუადღისას წვიმამ გადაიღო და მეც დრო ვიხელთე. სასწრაფოდ გავიტანე ეზოში მაგიდა, გადავზომე 25 მეტრი. სამიზნეები უკვე ამობეჭდილი და გამზადებული მქონდა. ქვიშით სავსე ტომარაზე მივაკარი მუყაოს კოლოფი, ზედ კი სამიზნეებს ვაკრავდი. თოფის საყრდენად იმპროვიზირებული ტომრები გამოვიყენე. ადგილზე შევკერე ორი, ერთი დიდი, ერთიც პატარა ტომარა, რომლებიც ქვიშით გავავსე. მართალია მთლად ქალდველის ტომრებივით კომფორტული საყრდენი არ გამოვიდა, მაგრამ თოფი საკმაოდ მყარად იდო, რაც ტესტირებისთვის დამაკმაყოფილებელი პირობა იყო. ამასობაში უკვე გადარჩეული და გაზომილი მქონდა ტესტირებისთვის ტყვიებიც, რომლებიც ასანთის კოლოფებში მქონდა დახარისხებული და დიდი მონდომებით ელოდებოდნენ ტესტის დაწყებას ![]() ტესტირებაში მონაწილეობდნენ: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ყველა ტყვია, რა თქმა უნდა, .177 (4.5 მმ) კალიბრის წარმომადგენელია. ტესტირება ტყვიებმა გაიარეს იარაღზე (იარაღი ე.წ. "სტოკ" მდგომარეობაშია, დაუტუნინგებელი). ტესტირებისთვის მოხდა თითეული სახეობის ტყვიიდან 10-10 ცალის ამოღება (გამონაკლისია მხოლოდ H&N Baracuda Match, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი), გაზომვა (სიგრძე, თავისა და კაბის დიამეტრი). სამწუხაროდ, სასწორის უქონლობის გამო ტყვიები ვერ ავწონე. გასროლა ჯგუფურობაზე მოხდა 2 ეტაპად - მცდელობა 1 და მცდელობა 2. ჯგუფები გაიზომა ციფრული შტანგელით, რომლის ცდომილებაც 0.01 მმ-ია. ამინდს რაც შეეხება, იყო მოღრუბლული, მციიირე ნიავით დროდადრო. სროლისას ყოველთვის ნიავის ჩადგომას ველოდებოდი და ისე ვისროდი. ესეც ჩვენი პრეტენდენტები ერთად: ![]() ეს კი უფრო ახლო ხედები. H&N-ის ტყვიები: Baracuda Hunter და Field Target Trophy: ![]() Baracuda Hunter-ები: ![]() Field Target Trophy: ![]() ესეც მისი ბრწყინვალება H&N Baracuda Match, H&N-ის ჰაი-ენდი: ![]() ეს კი ყველასთვის საყვარელი და უნივერსალური Crosman Premier-ებია, 10.5 გრანიანები, მუყაოს კოლოფიდან: ![]() ესეც ასევე უნივერსალური და საყვარელი სანადირო ტყვიები - Benjamin Discovery Hollowpoint: ![]() მოკლედ, აღწერა გვეყოფა, გავეცნოთ შედეგებს. 1) Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. წონა: 10.5 გრანი ტყვია უნივერსალურია, პრაქტიკულად ჩვენს ხელთ არსებული თითქმის ყველა იარაღი კარგად ისვრის, ყველას მოგვწონს. ამასობაში, კოლოფში 1250 ცალია და ფასიც მისაღებია. მოკლედ, ეს ტყვია ერთ-ერთი საუკეთესოა, თან არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც - ის ყველას მოსწონს ![]() ესაა 10 CP-ს გაზომვის შედეგები. ერთეულები მოცემულია მილიმეტრებში. მწვანე ხაზში მოყვანილია 10-ვე შედეგის საშუალო არითმეტიკული: ![]() როგორც ვხედავთ, ტყვიის სიგრძე თითქმის თანაბარია, ასევეა თავის ზომებიც, სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ზომას შორის სულ რაღაც 0.02 მმ-ია. რაც შეეხება კაბის დიამეტრებს, აქ ცოტა დიდი დიაპაზონი გვაქვს, - 0.06 მმ. პრაქტიკული ტესტისას ტყვია ლულაში ადვილად შედის, ჩახმახისთვის ზედმეტი ძალის დატანება საჭირო არაა. ერთია რომ, როგორც BHP-ს, ასევე CP-ს წარმოებისას დარჩენილი ტყვიის მტვერი აქვს შერჩენილი და თითებს ცოტათი სვრის (ამ საკითხში BHP უფრო "მაგარია", მტვერს მგონი გრაფიტის ზეთიც აქვს დამატებული). ესეც შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 11.67 მმ მცდელობა 2: 12.28 მმ 2) Benjamin Discovery Hollowpoint, წონა: 10.5 გრანი BHP ძირითადად სანადირო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვიცით, რომ სიზუსტეზეც აცხადებს პრეტენზიას, ამიტომ ტესტირებაში ისიც მოხვდა. როგორც CP, BHP-ც საკმაოდ უნივერსალური ტყვიაა, ყველა თოფს და ყველას მოსწონს. გაზომვის შედეგები: ![]() not bad, not bad, თუმცა არც მთლად CP არაა. კაბის დიამეტრები თითქმის თანაბარია, თუმცა დიაპაზონი ტყვიის თავის ზომასა და განსაკუთრებით სიგრძეში, შედარებით დიდია. აღსანიშნავია, რომ თავის წაკვეთა კროსმან BHP-ებთან მიმართებაში იდეალურად არ აქვს გაკეთებული, საკმაოდ ბევრ მათგანს თავი მთლად კარგად არ აქვს წაკვეთილი და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ მაინც, ნაწიბური აქვს კიდეზე დარჩენილი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მცირე ნაწიბური ტყვიის სიზუსტეზე დიდად გავლენას არ ახდენს (ეს ნაწიბურები ვერც დავაფიქსირე ჩემი მობილის კამერით). პრაქტიკული სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 12.79 მმ მცდელობა 2: 13.80 მმ 3) H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი H&N-ის სანადირო დანიშნულების ქმნილება. წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ტყვიას იდეალური ექსპანსიურობა ახასიათებს და მიზანშიც ზუსტად მიდის. ვნახოთ რამდენად კარგი ხარისხის კონტროლი აქვს H&N-ს, იციან ნამდვილად თუ არა გერმანელებმა საქმე ![]() ![]() იდეალურია, ბრწყინვალე! დააკვირდით ტყვიის თავის დიამეტრის ზომებს! 10-ვე ტყვიაში მაჩვენებელი ზუსტად 4.52 მმ-ია, იდეალური განმეორებითობა. ტყვიის სიგრძეში დიაპაზონი 0.03 მმ-ია, კაბის ზომაში კი 0.05. მოკლედ, პირველადი შეგრძნებები მშვენიერია, H&N-ის ხარისხის კონტროლი ქებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ იგივეს აქვს ადგილი Baracuda Match-ის შემთხვევაშიც და ცოტა ნაკლებად FTT-ს შემთხვევაში. ჯამში, H&N-ის ხარისხის კონტროლი აშკარად Crosman-ისაზე უკეთესია, წარმოების შედეგად ნარჩენები, ტყვიის მტვერი და ა.შ. არცერთ კოლოფში არაა, ტყვიები სუფთაა, ბზინავენ და რაღაც გამჭვირვალე, უფერულ ზეთშია ამოვლებული. ალბათ სილიკონის ზეთია რამე. მოკლედ, H&N-ის ტყვიებთან ურთიერთობა საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. Baracuda Hunter-ი ლულაში მსუბუქად შედის, მხოლოდ 1-2 ტყვიას დასჭირდა ოდნავ მეტი ძალის დატანება, ისიც კაბის ოდნავ დიდი დიამეტრის გამო. პრაქტიკული სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 13.20 მმ მცდელობა 2: 11.93 მმ 4) H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი ბარაკუდა მატჩი H&N-ის ჰაი-ენდია, მიზანში სასროლად. ასევე, დღევანდელ ტესტირებაში ყველაზე მძიმე ტყვია. ვნახოთ გაზომვის შედეგები: ![]() როგორც ვხედავთ, ხარისხი აქაც იდეალურია, ქუდის დიამეტრი კვლავ იდეალურად მეორდება. ერთადერტი 4.49 მმ, ანუ 0.01 მილიმეტრის გადახრა შეგვიძლია შტანგელსაც კი დავაბრალოთ, რომლის ცდომილებაც 0.01 მმ-ია ზუსტად ![]() სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ Baracuda Match-ს კაბა საკმად ფართო აქვს სხვა ტყვიებთან შედარებით, ლულაში საკმაოდ თავისუფლად ჯდება, ზედმეტი ძალის დატანებას არ ითხოვს. ვიცი ახლა ამ მშვენიერი ტყვიების პრაქტიკული სროლის შედეგებსაც ელით. პირველი იმედგაცრუებაც აქაა, შედეგები შოკისმომგვრელი იყო. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() თვალებს არ დავუჯერე, ავდექი, კიდევ 5 ტყვია ამოვიღე კოლოფიდან და კიდევ ვისროლე, ვფიქრობდი რომ მე ვაკეთებდი რაღაცას "ნიტოდ". მცდელობა 3: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 19.53 მმ მცდელობა 2: 18.33 მმ მცდელობა 3: 19.60 მმ 5) H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი ტესტირების ბოლო მონაწილე, ყველაზე მსუბუქი ტყვიები. ტყვია შედარებით იაფიც ღირს და ამდენად საკმაოდ საინტერესოა, რამდენად გამოსადეგია მიზანში სასროლად. გაზომვის შედეგები: ![]() ტყვიის სიგრძესა და კაბის დიამეტრთან მიმართებაში პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ ხედავთ ტყვიის ქუდის დიამეტრის ზომებს? 4.53-დან 4.57 მმ-მდე. საკმაოდ მსხვილი თავებია. პრაქტიკული გამოცდილებისას, ზოგიერთ ტყვიას ლულაში ჩაჯდომა საკმაოდ გაუჭირდა, ზუსტად მსხვილი თავების გამო. ძალით მიწოლისას კი სავარაუდოდ ტყვიას თავის მცირე ნაწილი ეთლება, უბრტყელდება და ა.შ. რაც ალბათ შესაბამისად, სიზუსტეზეც მოქმედებს. ვნახოთ სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 20.83 მმ მცდელობა 2: 19.89 მმ დასკვნა დავაკოპიროთ შედეგები კიდევ ერთხელ: Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. წონა: 10.5 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 11.67 მმ მცდელობა 2: 12.28 მმ ტყვია რეპუტაციას არ ღალატობს, თავს არ ირცხენს. მშვენივრად მიდის მიზანში. საუკეთესო შედეგიც სწორედ CP-თი დაფიქსირდა. Benjamin Discovery Hollowpoint, წონა: 10.5 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 12.79 მმ მცდელობა 2: 13.80 მმ მერე რა, რომ სანადირო ტყვიაა, დისკოს სახელი ჰქვია და ამართლებს კიდეც ამ სახელს. BHP-ც მშვენივრად მიდის მიზანში. H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 13.20 მმ მცდელობა 2: 11.93 მმ ეს კი ტესტირების აღმოჩენაა. მშვნეიერი ტყვია, როგორც დამზადების ხარისხის, ასევე სიზუსტის მხრივ. მეორე მცდელობაზე ჯგუფი ლამის CP-ს დონის გამოვიდა! მოკლედ, H&N-ის ახალი ტყვიებისდან Baracuda Hunter-ს რეკომენდაცია ეძლევა, როგორც სანადიროდ BHP-სთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო და ზუსტ ტყვიას. H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 19.53 მმ მცდელობა 2: 18.33 მმ მცდელობა 3: 19.60 მმ ეს კი ტესტირების იმედგაცრუებაა ![]() ![]() თუმცა, კვლევა-ძიება გაგრძელდება - საჭიროა ამ ტყვიების მარადიორიდან გატესტვაც, ინტერესნო... H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 20.83 მმ მცდელობა 2: 19.89 მმ ესეც Baracuda Match-ის მსგავსად, გასატესტია სხვა ფიშტოებიდანაც, როგორც ჩანს დისკოს არც FTT მოსწონს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ევანიქსი იქა, დისკო აქა. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
1st ![]() მშვენიერი შედეგებია, გილოცავ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
პირველი პოსტი დავააპდეიტე, დასკვნა მივაწერე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO საღოლ ![]() ლამაზუნა რეპორტია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 21st June 2010 - 05:35 PM) პირველი პოსტი დავააპდეიტე, დასკვნა მივაწერე. საღოლ ვანო, ზალიან საინტერესო და სასარგებლო რეპორტია,ბევრი გიშრომია მაგრამ შედეგი სახეზეა. Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი ზე დიდ იმედებს ვამყარებდი და თურმე პირიქით ყოფილა. ეხლა ანალოგიური რეპორტი საინტერესო იქნება 50 მეტრზე. ხომ არ გისინჯია?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
Power_VANO ყოჩაღ ვანო ![]() CP (მუყაოიანი ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ყოჩაღ! კარგად გიმუშავია. ერთ აზრს გაგიზიარებ: გერმანულ ტყვიებს, შეუიარაღებელი თვალუითაც კარგად დაინახავ, კოლოფზე აწერია წონა, დანიშნულება, სიზუსტე და სიშორეც. ასევე თოფის სიძლიერის მაჩვენებელიც. აქედან გამომდინარე მატჩის შედეგი სულაც არარის მოულოდნელი. აი ტროფის შედეგი კი რაღაც არმომეწონა. მაგ ტყვიებით ვნადირობ საკმაოდ შორ მანძილებზე და არასოდეს აცდენია მიზანს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
მალადეც ვანიკო, რესპეკტ! საბოლოოოდ რომ დააჯგუფო და შედეგები მიუწერო, კაი იქნება ვგონებ, უცებ რომ დასჭირდეს ადამმიანს მთელი რეპორტის ხელმეორედ კითხვა რა მოუწევს და პრაკტიკულია კარგად გიშრომია
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
bazuka cz80 tengo Jah foxi Davitus გმადლობთ ფიდბექისთვის ![]() tengo ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 05:55 PM) Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი ზე დიდ იმედებს ვამყარებდი და თურმე პირიქით ყოფილა. ეხლა ანალოგიური რეპორტი საინტერესო იქნება 50 მეტრზე. ხომ არ გისინჯია? არა, მშვენიერი ტყვიებია აშკარად, ძალიან კარგი შესრულების და დამუშავების დონეა, უბრალოდ, დისკოს ლულას ვერ ეწყობა ეტყობა. ვნახოთ სხვა ფიშტოებზე რა შედეგები იქნება. 50 მეტრიან დისტანციას რაც შეეხება, არ მისინჯია, იმიტომ რომ მაგხელა დისტანცია ეზოში არ მქონდა სამწუხაროდ. მაქსიმუმ 35 მეტრი მაქვს ეზოში. მინდორში კი ამინდის გამო ვერ გავედი. ბოლოს ჰანტერებს რომ ვისროდი უკვე წვიმას იწყებდა ისევ. Jah ციტატა(Jah @ 21st June 2010 - 05:57 PM) CP (მუყაოიანი ) რულავს ეგ კი რულავს, მაგრამ ბარაკუდა ჰანტერმა დამაღებინა პირი ![]() foxi ციტატა(kakha @ 21st June 2010 - 06:12 PM) ყოჩაღ! კარგად გიმუშავია. ერთ აზრს გაგიზიარებ: გერმანულ ტყვიებს, შეუიარაღებელი თვალუითაც კარგად დაინახავ, კოლოფზე აწერია წონა, დანიშნულება, სიზუსტე და სიშორეც. ასევე თოფის სიძლიერის მაჩვენებელიც. აქედან გამომდინარე მატჩის შედეგი სულაც არარის მოულოდნელი. აი ტროფის შედეგი კი რაღაც არმომეწონა. მაგ ტყვიებით ვნადირობ საკმაოდ შორ მანძილებზე და არასოდეს აცდენია მიზანს. კი ფოქსი, ვიცი ეგ. მატჩი შენ სხვა მატჩში აგერია ეტყობა, მე გავტესტე Baracuda Match-ი, აი ესენი: ![]() 5-იანი აქვს სიზუსტეშიც და მანძილშიც, ანუ ჰაი-ენდ ტყვიაა. რეალურად ახლა იგივე FTT-ც და ესეც სანადიროდ ცუდი ნამდვილად არ იქნება, სანადირო სიზუსტე კი აქვთ, მაგრამ დისკოს ვერ ეწყობიან კარგად რაღაც. გასაგრძელებელია ამ ტყვიების ტესტები კიდევ. Davitus ციტატა(Davitus @ 21st June 2010 - 06:36 PM) საბოლოოოდ რომ დააჯგუფო და შედეგები მიუწერო, კაი იქნება ვგონებ, უცებ რომ დასჭირდეს ადამმიანს მთელი რეპორტის ხელმეორედ კითხვა რა მოუწევს და პრაკტიკულია დასკვნაში დავაჯგუფე. თუ მთლა ცალკე გამოვყო?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
დისკოს ალბათ სიჩქარის გამო ვერ შეეწყო. ფილდ ტარგეტს აკი აწერია 16ჯ რაც 16 ჯოულს ნიშნავს? ზნაჩიტ შედარებით სუსტი იარაღებისათვისაა, მაგალითად საშუალო სიმძლავრის ზ.დ.პ.-ებისათვის, რომელიც მაგ ტყვიას ასე 250-270 მ/წ-ით გაისვრის (ეს ყველაფერი ჩმა) ფილდ ტარგეტი უნდა ვნახო ფანტომასსასათვის, საინტერესოა ძაან.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
Power_VANO მალადეც , კარგად გიშრომია , დიდი მადლობა ეს ბევრს გამოადგება . ისე კაი იქნება მსგავსი რეპორტები აიპინოს , ჯაჯასაც აქვს ძალია კარგად გაკეთებული და შედეგები ამოიკრიფოს და ერთ დიდ ტემაში გადაიტანოს ვინმემ ოღOნდ ყოველგვარი კომენტარების , მადლობების და ვა რა მაგარის გარეშე , და აიპინოს რომ ახალი ვინმე რომ შემოვა ეგრევე შედეგები ნახოს და არ იბოდიალოს ტემიდან ტემაშI და ახალი უაზრო ტემები არ გახსნას მაგ: CP-თი ვედრო სგავარტყავ 50 მეტრში ან დე-ეს-პეს გავხვრიტავ? ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(Power_VANO @ 21st June 2010 - 07:23 PM) სულ ცოტა დააკლდა CP-მდე, არადა იმხელა ნახვრეტი აქვს შიგნით... ისე 25 მეტრზე ექსპანსიური ტყვიები არც თუ ისე ავლენენ თავის ჩ.მ.ა. უაზრობას ![]() აი 50 მეტრზე სროლისას და შედარებისას, მერწმუნე კარდინალური განსხვავება იქნებოდა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
ძალიან კარგი რეპორტია, ტყუილად არ გიმუშავია, ფრიად საინტერესო ინფორმაციაა. შემდგომში გავითვალისწინებ როცა CP-ები დამიმთავრდება
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO მალადეც ვანო რესპექტიშე ![]() ყოჩაღ, მშვენიერი რეპორტია და მშვენიერი შენაძენი ხარ ფორუმისთვის. ნეტა ყველა ეგრე უდგებოდეს საკითხს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
geojorjika ციტატა(giorgi @ 21st June 2010 - 09:17 PM) მალადეც , კარგად გიშრომია , დიდი მადლობა ეს ბევრს გამოადგება . ისე კაი იქნება მსგავსი რეპორტები აიპინოს , ჯაჯასაც აქვს ძალია კარგად გაკეთებული და შედეგები ამოიკრიფოს და ერთ დიდ ტემაში გადაიტანოს ვინმემ ოღOნდ ყოველგვარი კომენტარების , მადლობების და ვა რა მაგარის გარეშე , და აიპინოს რომ ახალი ვინმე რომ შემოვა ეგრევე შედეგები ნახოს და არ იბოდიალოს ტემიდან ტემაშI და ახალი უაზრო ტემები არ გახსნას მაგ: CP-თი ვედრო სგავარტყავ 50 მეტრში ან დე-ეს-პეს გავხვრიტავ? tnx, tnx ![]() Jah ციტატა(Jah @ 21st June 2010 - 09:32 PM) ისე 25 მეტრზე ექსპანსიური ტყვიები არც თუ ისე ავლენენ თავის ჩ.მ.ა. უაზრობას აი 50 მეტრზე სროლისას და შედარებისას, მერწმუნე კარდინალური განსხვავება იქნებოდა. ნამდვილად ეგრე იქნება, ტრაექტორიას იასნა ვერ შეინარჩუნებს თავჩახვრეტილი ტყვია ისევე, როგორც ე.წ. Domed ფორმისა. მოკლედ, ჩავინიშნავ, 50 მეტრზეც უნდა გავტესტო ჰოლოუპოინტები და ჰანტერები. Quick 10X. ja_ja ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 10:01 PM) მალადეც ვანო რესპექტიშე აგერ კაცი არ დაიზარა აზარტიც აქვს მურამით შემოუერთდა პნევმო მოძრაობას და მიჰყო ხელი ტესტირებას რეპორტებს. ყოჩაღ, მშვენიერი რეპორტია და მშვენიერი შენაძენი ხარ ფორუმისთვის. ნეტა ყველა ეგრე უდგებოდეს საკითხს. ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 21st June 2010 - 11:14 PM) გაგიტყუებ ამ დღეებში სადმე და გავტესტოთ კიდევ რამე, H&N-ებს საინტერესოა მარადიორი როგორ ისვრის. ისე JSB-ები მაქვს დარჩენილი და მოგცემ ვნახოთ რა შედეგს მოგცემს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ციტატა(nihontoman @ 21st June 2010 - 09:02 PM) ფილდ ტარგეტი უნდა ვნახო ფანტომასსასათვის, საინტერესოა ძაან. ჩემს ნაცნობს აქვს ეგ ტყვიები,ფანტომს ძალიან მოსწონს. მოსწონს ასევე ოქროსფერი 10 ლარიანი ტყვიები რომარის. N&N Sport, Field Target Trophy Power, 4,5 mm., 0,57 g-8,80 gr, 16-50 J. ციტატა(giorgi @ 21st June 2010 - 09:17 PM) Power_VANO მალადეც , კარგად გიშრომია , დიდი მადლობა ეს ბევრს გამოადგება . ისე კაი იქნება მსგავსი რეპორტები აიპინოს , ჯაჯასაც აქვს ძალია კარგად გაკეთებული და შედეგები ამოიკრიფოს და ერთ დიდ ტემაში გადაიტანოს ვინმემ ოღOნდ ყოველგვარი კომენტარების , მადლობების და ვა რა მაგარის გარეშე , და აიპინოს რომ ახალი ვინმე რომ შემოვა ეგრევე შედეგები ნახოს და არ იბოდიალოს ტემიდან ტემაშI და ახალი უაზრო ტემები არ გახსნას მაგ: CP-თი ვედრო სგავარტყავ 50 მეტრში ან დე-ეს-პეს გავხვრიტავ? ეგ აუცილებელია. სრულიად მისაღები წინადადებაა. ციტატა(Power_VANO @ 21st June 2010 - 07:23 PM) მატჩი შენ სხვა მატჩში აგერია ეტყობა, მე გავტესტე Baracuda Match-ი, აი ესენი: საინტერესოა.მე თავი რომ ბრტყელი აქვს ისინი მეგონა.მაგრამმ ესენიც ასეთი ცდომილებით ტUარის არ ვიყიდი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 22nd June 2010 - 09:35 AM) ისე JSB-ები მაქვს დარჩენილი და მოგცემ ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. OK ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 13-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 287 ![]() |
![]() მე კიდევ მწარმოებლის მონაცემებს დავამატებდი მხოლოდ: H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი საწყისი სიჩქარე: 283 მ/წმ; ენერგია 35 ჯოული დაჯგუფება: 19 მმ - 25 მეტრი; 41 მმ - 50 მეტრი იარაღი: BSA Sportsman HV (35 J) H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი საწყისი სიჩქარე: 225 მ/წმ; ენერგია 16 ჯოული დაჯგუფება: 13 მმ - 25 მეტრი; 34 მმ - 50 მეტრი იარაღი: Walther Dominator (16 J) H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი საწყისი სიჩქარე: 244 მ/წმ; ენერგია 16 ჯოული დაჯგუფება: 16 მმ - 25 მეტრი; 26 მმ - 50 მეტრი იარაღი: Walther Dominator (16 J)
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(STIG @ 23rd June 2010 - 10:25 PM) საწყისი სიჩქარე: 283 მ/წმ; ენერგია 35 ჯოული დაჯგუფება: 19 მმ - 25 მეტრი; 41 მმ - 50 მეტრი იარაღი: BSA Sportsman HV (35 J) მანდ რაღაც ნიტოდ წერია ტო... 35 ჯოული რანაირად მიიღეს???? 283 მ/წმ-ით 10,34 გრანიანი ტვიით გამოდის 26 ჯოული
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 11:12 PM |
Hosted by Pro-Service |