![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვანო, რომელმაც იყიდა "ნასოსიანი თოფი" - დისკო ![]() მივიდა სახლში ვანო და ფიქრობს, რომელი ტყვია იქნება უკეთესი. სხვა რა გზა ჰქონდა, ტესტირება უნდა ჩაეტარებინა. მოკლედ, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ჩავიდა ვანო თეთრიწყაროში (საერთოდ სხვა ისტორიაა როცა მამიდაჩემის თვალწინ თოფს ნასოსი გავუყარე და დატენვა დავიწყე. მამიდაჩემი კედელზეა მიყრდნობილი და თვალებგაფართოებული მიყურებს, რას ვუშვები თოფს ![]() გვეყოფა ზღაპრები ![]() მოკლედ, ამინდი დიდად არ მწყალობდა, 19-შიც და 20-შიც წვიმდა, 20-ში განსაკუთრებით, წაიღო გზები. 19-ში შუადღისას წვიმამ გადაიღო და მეც დრო ვიხელთე. სასწრაფოდ გავიტანე ეზოში მაგიდა, გადავზომე 25 მეტრი. სამიზნეები უკვე ამობეჭდილი და გამზადებული მქონდა. ქვიშით სავსე ტომარაზე მივაკარი მუყაოს კოლოფი, ზედ კი სამიზნეებს ვაკრავდი. თოფის საყრდენად იმპროვიზირებული ტომრები გამოვიყენე. ადგილზე შევკერე ორი, ერთი დიდი, ერთიც პატარა ტომარა, რომლებიც ქვიშით გავავსე. მართალია მთლად ქალდველის ტომრებივით კომფორტული საყრდენი არ გამოვიდა, მაგრამ თოფი საკმაოდ მყარად იდო, რაც ტესტირებისთვის დამაკმაყოფილებელი პირობა იყო. ამასობაში უკვე გადარჩეული და გაზომილი მქონდა ტესტირებისთვის ტყვიებიც, რომლებიც ასანთის კოლოფებში მქონდა დახარისხებული და დიდი მონდომებით ელოდებოდნენ ტესტის დაწყებას ![]() ტესტირებაში მონაწილეობდნენ: Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. წონა: 10.5 გრანი ![]() Benjamin Discovery Hollowpoint, წონა: 10.5 გრანი ![]() H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი ![]() H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი ![]() H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი ![]() ყველა ტყვია, რა თქმა უნდა, .177 (4.5 მმ) კალიბრის წარმომადგენელია. ტესტირება ტყვიებმა გაიარეს Benjamin Discovery იარაღზე (იარაღი ე.წ. "სტოკ" მდგომარეობაშია, დაუტუნინგებელი). ტესტირებისთვის მოხდა თითეული სახეობის ტყვიიდან 10-10 ცალის ამოღება (გამონაკლისია მხოლოდ H&N Baracuda Match, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი), გაზომვა (სიგრძე, თავისა და კაბის დიამეტრი). სამწუხაროდ, სასწორის უქონლობის გამო ტყვიები ვერ ავწონე. გასროლა ჯგუფურობაზე მოხდა 2 ეტაპად - მცდელობა 1 და მცდელობა 2. ჯგუფები გაიზომა ციფრული შტანგელით, რომლის ცდომილებაც 0.01 მმ-ია. ამინდს რაც შეეხება, იყო მოღრუბლული, მციიირე ნიავით დროდადრო. სროლისას ყოველთვის ნიავის ჩადგომას ველოდებოდი და ისე ვისროდი. ესეც ჩვენი პრეტენდენტები ერთად: ![]() ეს კი უფრო ახლო ხედები. H&N-ის ტყვიები: Baracuda Hunter და Field Target Trophy: ![]() Baracuda Hunter-ები: ![]() Field Target Trophy: ![]() ესეც მისი ბრწყინვალება H&N Baracuda Match, H&N-ის ჰაი-ენდი: ![]() ეს კი ყველასთვის საყვარელი და უნივერსალური Crosman Premier-ებია, 10.5 გრანიანები, მუყაოს კოლოფიდან: ![]() ესეც ასევე უნივერსალური და საყვარელი სანადირო ტყვიები - Benjamin Discovery Hollowpoint: ![]() მოკლედ, აღწერა გვეყოფა, გავეცნოთ შედეგებს. 1) Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. წონა: 10.5 გრანი ტყვია უნივერსალურია, პრაქტიკულად ჩვენს ხელთ არსებული თითქმის ყველა იარაღი კარგად ისვრის, ყველას მოგვწონს. ამასობაში, კოლოფში 1250 ცალია და ფასიც მისაღებია. მოკლედ, ეს ტყვია ერთ-ერთი საუკეთესოა, თან არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც - ის ყველას მოსწონს ![]() ესაა 10 CP-ს გაზომვის შედეგები. ერთეულები მოცემულია მილიმეტრებში. მწვანე ხაზში მოყვანილია 10-ვე შედეგის საშუალო არითმეტიკული: ![]() როგორც ვხედავთ, ტყვიის სიგრძე თითქმის თანაბარია, ასევეა თავის ზომებიც, სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ზომას შორის სულ რაღაც 0.02 მმ-ია. რაც შეეხება კაბის დიამეტრებს, აქ ცოტა დიდი დიაპაზონი გვაქვს, - 0.06 მმ. პრაქტიკული ტესტისას ტყვია ლულაში ადვილად შედის, ჩახმახისთვის ზედმეტი ძალის დატანება საჭირო არაა. ერთია რომ, როგორც BHP-ს, ასევე CP-ს წარმოებისას დარჩენილი ტყვიის მტვერი აქვს შერჩენილი და თითებს ცოტათი სვრის (ამ საკითხში BHP უფრო "მაგარია", მტვერს მგონი გრაფიტის ზეთიც აქვს დამატებული). ესეც შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 11.67 მმ მცდელობა 2: 12.28 მმ 2) Benjamin Discovery Hollowpoint, წონა: 10.5 გრანი BHP ძირითადად სანადირო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვიცით, რომ სიზუსტეზეც აცხადებს პრეტენზიას, ამიტომ ტესტირებაში ისიც მოხვდა. როგორც CP, BHP-ც საკმაოდ უნივერსალური ტყვიაა, ყველა თოფს და ყველას მოსწონს. გაზომვის შედეგები: ![]() not bad, not bad, თუმცა არც მთლად CP არაა. კაბის დიამეტრები თითქმის თანაბარია, თუმცა დიაპაზონი ტყვიის თავის ზომასა და განსაკუთრებით სიგრძეში, შედარებით დიდია. აღსანიშნავია, რომ თავის წაკვეთა კროსმან BHP-ებთან მიმართებაში იდეალურად არ აქვს გაკეთებული, საკმაოდ ბევრ მათგანს თავი მთლად კარგად არ აქვს წაკვეთილი და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ მაინც, ნაწიბური აქვს კიდეზე დარჩენილი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მცირე ნაწიბური ტყვიის სიზუსტეზე დიდად გავლენას არ ახდენს (ეს ნაწიბურები ვერც დავაფიქსირე ჩემი მობილის კამერით). პრაქტიკული სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 12.79 მმ მცდელობა 2: 13.80 მმ 3) H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი H&N-ის სანადირო დანიშნულების ქმნილება. წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ტყვიას იდეალური ექსპანსიურობა ახასიათებს და მიზანშიც ზუსტად მიდის. ვნახოთ რამდენად კარგი ხარისხის კონტროლი აქვს H&N-ს, იციან ნამდვილად თუ არა გერმანელებმა საქმე ![]() ![]() იდეალურია, ბრწყინვალე! დააკვირდით ტყვიის თავის დიამეტრის ზომებს! 10-ვე ტყვიაში მაჩვენებელი ზუსტად 4.52 მმ-ია, იდეალური განმეორებითობა. ტყვიის სიგრძეში დიაპაზონი 0.03 მმ-ია, კაბის ზომაში კი 0.05. მოკლედ, პირველადი შეგრძნებები მშვენიერია, H&N-ის ხარისხის კონტროლი ქებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ იგივეს აქვს ადგილი Baracuda Match-ის შემთხვევაშიც და ცოტა ნაკლებად FTT-ს შემთხვევაში. ჯამში, H&N-ის ხარისხის კონტროლი აშკარად Crosman-ისაზე უკეთესია, წარმოების შედეგად ნარჩენები, ტყვიის მტვერი და ა.შ. არცერთ კოლოფში არაა, ტყვიები სუფთაა, ბზინავენ და რაღაც გამჭვირვალე, უფერულ ზეთშია ამოვლებული. ალბათ სილიკონის ზეთია რამე. მოკლედ, H&N-ის ტყვიებთან ურთიერთობა საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. Baracuda Hunter-ი ლულაში მსუბუქად შედის, მხოლოდ 1-2 ტყვიას დასჭირდა ოდნავ მეტი ძალის დატანება, ისიც კაბის ოდნავ დიდი დიამეტრის გამო. პრაქტიკული სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 13.20 მმ მცდელობა 2: 11.93 მმ 4) H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი ბარაკუდა მატჩი H&N-ის ჰაი-ენდია, მიზანში სასროლად. ასევე, დღევანდელ ტესტირებაში ყველაზე მძიმე ტყვია. ვნახოთ გაზომვის შედეგები: ![]() როგორც ვხედავთ, ხარისხი აქაც იდეალურია, ქუდის დიამეტრი კვლავ იდეალურად მეორდება. ერთადერტი 4.49 მმ, ანუ 0.01 მილიმეტრის გადახრა შეგვიძლია შტანგელსაც კი დავაბრალოთ, რომლის ცდომილებაც 0.01 მმ-ია ზუსტად ![]() სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ Baracuda Match-ს კაბა საკმად ფართო აქვს სხვა ტყვიებთან შედარებით, ლულაში საკმაოდ თავისუფლად ჯდება, ზედმეტი ძალის დატანებას არ ითხოვს. ვიცი ახლა ამ მშვენიერი ტყვიების პრაქტიკული სროლის შედეგებსაც ელით. პირველი იმედგაცრუებაც აქაა, შედეგები შოკისმომგვრელი იყო. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() თვალებს არ დავუჯერე, ავდექი, კიდევ 5 ტყვია ამოვიღე კოლოფიდან და კიდევ ვისროლე, ვფიქრობდი რომ მე ვაკეთებდი რაღაცას "ნიტოდ". მცდელობა 3: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 19.53 მმ მცდელობა 2: 18.33 მმ მცდელობა 3: 19.60 მმ 5) H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი ტესტირების ბოლო მონაწილე, ყველაზე მსუბუქი ტყვიები. ტყვია შედარებით იაფიც ღირს და ამდენად საკმაოდ საინტერესოა, რამდენად გამოსადეგია მიზანში სასროლად. გაზომვის შედეგები: ![]() ტყვიის სიგრძესა და კაბის დიამეტრთან მიმართებაში პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ ხედავთ ტყვიის ქუდის დიამეტრის ზომებს? 4.53-დან 4.57 მმ-მდე. საკმაოდ მსხვილი თავებია. პრაქტიკული გამოცდილებისას, ზოგიერთ ტყვიას ლულაში ჩაჯდომა საკმაოდ გაუჭირდა, ზუსტად მსხვილი თავების გამო. ძალით მიწოლისას კი სავარაუდოდ ტყვიას თავის მცირე ნაწილი ეთლება, უბრტყელდება და ა.შ. რაც ალბათ შესაბამისად, სიზუსტეზეც მოქმედებს. ვნახოთ სროლის შედეგები. მცდელობა 1: ![]() მცდელობა 2: ![]() შედეგები ასე გამოიყურება: მცდელობა 1: 20.83 მმ მცდელობა 2: 19.89 მმ დასკვნა დავაკოპიროთ შედეგები კიდევ ერთხელ: Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. წონა: 10.5 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 11.67 მმ მცდელობა 2: 12.28 მმ ტყვია რეპუტაციას არ ღალატობს, თავს არ ირცხენს. მშვენივრად მიდის მიზანში. საუკეთესო შედეგიც სწორედ CP-თი დაფიქსირდა. Benjamin Discovery Hollowpoint, წონა: 10.5 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 12.79 მმ მცდელობა 2: 13.80 მმ მერე რა, რომ სანადირო ტყვიაა, დისკოს სახელი ჰქვია და ამართლებს კიდეც ამ სახელს. BHP-ც მშვენივრად მიდის მიზანში. H&N Baracuda Hunter, წონა: 10.34 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 13.20 მმ მცდელობა 2: 11.93 მმ ეს კი ტესტირების აღმოჩენაა. მშვნეიერი ტყვია, როგორც დამზადების ხარისხის, ასევე სიზუსტის მხრივ. მეორე მცდელობაზე ჯგუფი ლამის CP-ს დონის გამოვიდა! მოკლედ, H&N-ის ახალი ტყვიებისდან Baracuda Hunter-ს რეკომენდაცია ეძლევა, როგორც სანადიროდ BHP-სთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო და ზუსტ ტყვიას. H&N Baracuda Match, წონა: 10.65 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 19.53 მმ მცდელობა 2: 18.33 მმ მცდელობა 3: 19.60 მმ ეს კი ტესტირების იმედგაცრუებაა ![]() ![]() თუმცა, კვლევა-ძიება გაგრძელდება - საჭიროა ამ ტყვიების მარადიორიდან გატესტვაც, ინტერესნო... H&N Field Target Trophy, წონა: 8.64 გრანი შედეგები: მცდელობა 1: 20.83 მმ მცდელობა 2: 19.89 მმ ესეც Baracuda Match-ის მსგავსად, გასატესტია სხვა ფიშტოებიდანაც, როგორც ჩანს დისკოს არც FTT მოსწონს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ევანიქსი იქა, დისკო აქა. ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 10:48 PM |
Hosted by Pro-Service |