გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკის რეგულირების პრინციპები, ძირიტადი პრინციპები
Jah
პოსტი Feb 9 2009, 12:33 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ბევრი მთხოვს დაწვრილებით აღვწერო, თუ როგორ დავარეგულიროთ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა.
ვეცდები ცამოვაყალიბო ძირიტადი პრინციპები.
ესეიგი, თავიდან მოდით ვიმსჯელოთ თუ რა ახდენს გავლენას ჩვენ შედეგებზე:
1. ზამბარის სიმძლავრე.
ზამბარა - ენერგიის წყაროა. უფრო ძლიერ ზამბარას, შეკუნშულ მდგომარეობაში, აქვს უფრო დიდი ენერგეტიკა.
მაგრამ ყველა შაშხანას შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს,
ამ ენერგიის მხოლოდ სუსტად განსაზღვრული ნაწილი, თუ დავამატებთ ზამბარის ძალას უფრო, დავარდება ს.ქ.კ.,
გაჩერდება სიჩქარის ზრდა, უაზროდ გაიზრდება დიმანიური დატვირთვა.
2. დგუშის წონა.
რაც უფრო მძიმეა დგუში, მით უფრო სტაბილურია გასროლა. ტყვიაზე ზეგავლენის გრაფიკი უფრო სწორია,
იმის გამო რომ დგუშის მოძრაობა უფრო ინერციულია და დაბალსიჩქწარიანია. შეიძლება მივიღოთ მეტი ენერგია,
ნაკლები გადატვირთვებით, მაგრამ დროში გაწელილი გასროლა ნაკლებად ზუსტია.
3. ხახუნის ძალა
აქ მგონია ისედაც ყველაფერი გასაგებია. მცირე ინტერვალებში შეიძლება გამოვიყენოთ დარეგულირებისას,
რომ მოვახდინოთ ზეგავლენა ზამბარაზე. მაგალითად, გამოვიყენოთ ზეთები სხვადასხვა სისქის ან სხვადასხვადიამეტრის მანჟეტები.
4. მ.ს. (მკვდარი სივრცე)
არაშეკუნშებადი მკვდარი სივრცე, რომელიც ამცირებს "პიკის" წნევას. რაც ნაკლებია ის, მით უკეთესი.
ეს არის ძირითადად ჩაღრმავებები მანჟეტის წინა მხარეს, გადამშვები და მის და ტყვიის შორის სივრცე.
5. დ.ძ. (დაძვრის ძალა)
ტყვიის "სტარტიდან" დაძვრის ძალა. რაც უფრო დიდია დ.ძ., მით უფრო მძიმე დგუში და ძლიერი ზამბარა არის საჭირო. თუ დ.ძ.
არ არის საკმარისი, ტყვია იძვრება უფრო დაბალ წნევაზე, მით ნაკლებ ეფექტურად გამოიყენება ზამბარის ენერგია.
6. გადამშვების დიამეტრი.
გადამშვები ერთდროულად არის მ.ს. და დროსელი. მაგიტომ - კომპრომისი. გადამშვების ოპტიმალური დიამეტრი უმეტესი
ზამბარ-დგუშიანი შაშხანისთვის 3+-0,2მმ.

როგორ დავამოკლოდ ზამბარა: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=75

ძირითად შემთხვევებში რეგულირება შეიძლება გავაკეტოთ ორი პარამეტრით.
ზამბარის სიმძლავრით და დგუშის წონით. დასაწყისში უნდა ჩამოვყალიბდეთ ძლიერი თუ სუსტი ზამბარა დგას შაშხანაში.
ამისთვის საჭიროა გავაკეთოთ რამოდენიმე გასროლა ქრონოგრაფში და ჩავიწეროთ საშუალო მონაცემი. რაიმე კონუსით
გავაფართოვოთ ტყვიის "კაბა" და კიდევ ერთხელ ვისროლოთ ქრონოგრაფში. არსებობს მოვლენების განვითარების 2 ვარიანტი.
სიჩქარე იქნება ან უფრო მაღალი ან დაბალი. თუ სიჩქარე ძალიან მაღალია (275-285მ/წ. ზე ზემოთ) საჭიროა მოვაჭრათ ზამბარის
ერთი ხვეული და ვცადოთ ერტხელაც, და ვჭრათ იქამდე სანამ სიჩქარე არ მიუახლოვდება იდეალს. მეორე ვარიანტი - სიჩქარე დაბალია,
ზამბარა სუსტია. თუ ზამბარა ძალიან სუსტია, საჭიროა გამოვცვალოთ ზამბარა უფრო ძლიერით და გავიმეოროთ ტესტი.
საჭიროების შემთხვევაში, თუ ზამბარა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი მოვაჭრათ რამოდენიმე ხვეული.
თუ ზამბარა არის ახლოს ოპტიმალურისკენ, შეგვიძლია ვსინჯოთ მივჭიმოთ ზამბარა მარეგულირებელი "შაიბებით".
ზამბარის ოპტიმალური სიმძლავრე ირცევა კონკრეტული დგუშის წონის მიხედვით, რაც უფრო მძიმეა დგუში,
მით უფრო ნაკლებია ზამბარის ოპტიმალური სიმძლავრე
საჭიროა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ რაც უფრო მძიმეა დგუში მით უფრო მაღალი იქნება შედეგი smile.gif
ისევ და ისევ, სტაბილური გრაფიკის გამო, შაშხანა ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყენებს ზამბარის ენერგიას.

პატივისცემით,
Jah
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 06:09 AM
Hosted by Pro-Service