გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Norica Killer, ვავა ეს რა დავინახე
ja_ja
პოსტი Feb 28 2010, 12:38 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკელდ ტყვია არის რაცხა საინტერესო, ნუ ენით აუწერელი საინტერესო biggrin.gif

ტყვიები მომცა გასასინჯად ჩვენმა ფორუმელმა norica_dragon-მა, რომელმაც აღნიშული ტყვიები შეიძინა თავისი ახალი თოფისთვის მაღაზიაში "ქარავანი"

რამდენადაც ვიცი კოლოფი დაჯდა 8 ლარი, სამწუხაროდ არ მახსოვს რაოდენობა, წესით მწარმოებლის საიტის მიხედვით კოლოფში 500 ცალი უნდა იყოს.

ჯერ გაცნობისთვის საუბარია აი ამ ტყვიებზე



დიდი მიმოხილვა ამ ტყვიაზე არ გვექნება biggrin.gif მოკლე განაჩენი იქნება, რეალში ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



საკმაოდ კარგი ფორმა აქვს, ბევრს ნერწყვებიც კი წამოუვა, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ ტყვიის კედლები ძალიან, ძალიან თხელია, JSB-ს რბილი ლითონი ამასთან შედარებით ფოლადია. მაგრამ ამას თავისი პლიუსიც უნდა ჰქონდეს, კერძოდ იოლად უნდე დეფორმირდებოდეს რაც მის სასიკვდილო შესაძლებლობებს ზრდის.

სამწუხაროდ ტყვიას აქვს ძალიან პატარა წონა, კროსმან-ის მსუბუქი ტყვია თუ იწონის 7.9 გრანს და ითვლება ერთერთ ყველაზე მსუბუქ ტყვიად, ეს ჩვენი დღევანდელი კანდიდატი საშუალოდ იწონის 6.8-7 გრანს, ესეც დამადასტურებელი საბუთი.



ავტომატურად გასაგები ხდება რომ ამ ტყვიას დიდ მანძილზე სწორხაზოვნად გაფრენის პრაქტიკულად არანაირი შანსი არა აქვს. მაგრამ ამაზე ცოოტა მოგვიანებით. მანამდე რაც შეეხება შეღწევადობას და სიჩქარეს.

ტყვია ჩემი მარადიორიდან გაფრინდა 305-310 მეტრ წამით (ჩემი თოფი მძიმე 10.5 გრანიან ტყვიაზეა დარეგულირებული 270 მეტრ წამით სასროლად), ნუ წესით 310 მეტრ წამი საშუალოდ 7 გრანზე გვაძლევს 21.8 ჯოულს, არც თუ ისე ცოტაა ჩვენში რომ დარჩეს. წესით შეიძლება მარადიორის ისე დარეგულირება რომ სიჩქარე საერთოდ ზებგერითი გახდეს, მაგრამ ამ მსუბუქ ტყვიას ეგ ნამდვილად არანაირად არ მოუხდება.

შემდეგი იყო გამჭოლი ჭრილობის თუ რავიცი რა დავარქვა, შეღწევადობის ტესტი, ჩემს დახვრეტილ გაზეტების გროვაში ძლივს ვნახე ერთი შედარებით მთელი კუთხე და წავიდა ბახა-ბუხი, ამოღებული ტყვიები გამოიყურება შემდეგნაირად:



დაჭყლეტილი აშკარად არის, დეფორმირებულია, მაგრამ რაიმე გახსნაზე და სუპერ გადაფურჩქნაზე საუბარი არაა. არ ვიცი რატომ არ გაიშალა თავი, ვერ ვხვდები, წესით ფორმა სპეციალურად მაგისთვის აქვს, მაგრამ.... რავიცი რავიცი...

სამაგიეროდ საინტერესოა შეღწევადობა. ტყვიას აქვს ძალიან მინმალური შეღწევადობა, ნუ გაზეთების მიხედვით თუ დავთვლით სადღაც 4-5 სიტყვა და საქმე, ეს ყველაზე მინიმალური შეღწევადობაა რაც მე მინახავს ყველაზე რბილი ტყვიაც კი მინიმუმ 10 გაზეთს ხვრიტავს. მაგრამ თუ გახვრეტობანას არ გავეკიდებით ეს მინიმალური შეღწევადობა რეალურად ნიშნავს შემდეგს

შევიდა ტყვია სხეულში 2-3 სანტიმეტრზე (ჩიტების შემთხვევაში - მტრედი, ყვავზე- ნიშნავს შიგნეულობას მიაღწია და გაჩერდა) და მთელს ენერგიას მსხვერპლს გადასცემს, შედეგი მხოლოდ ერთია, ადგილზე ინფაქტი და ხე იქნება კორპუსი თუ სხვა საჯდომი ადგილი იქედან იმ პოზაშივე გადმოვარდნა რა პოზაშიც აღნიშნულ საჯრომზე იჯდა ჩვენი მსხვერპლი.

ანუ სანადირო თვალსაზრისით არის უნიკალური ტყვია, ტყუილა ენერგიას არ ხარჯავს, არ გვაქვს საქმე CP-სნაირ სიქაჯერთან, ანუ გახვრიტა გაფრინდა და მსხვერპლი მერე მიხვდება რომ რაცხა ჰიდრავლიკური სისტემა ვერ მუშაობს. ამის მაგალითი წინა გასვლაზე გვქონდა, როდესაც ლისზე ყვავს მოხვდა CP, გაყარა ბუმბულები, მოახერხა თანამეგობრებთან ერთად აფრენა, მაგრამ სადღაც 20-30 მეტრზე მატორი გაუჩერდა და ცეცხლმოკიდებული შმაისერივით ნაწილთან დაერჭო. Norica Killer-ის შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდებოდა, ყვანჩალა ადგილზე დარჩებოდა და იქვე გაფშიკავდა ფეხებს.

მაგრამ გვაქვს წყეული სიტყვა მაგრამ.... თუ ყვანჩალას აღნიშნული ტყვია ფრთაში მოხვდება... ყვანჩალა ვერაფერს ვერ გაიგებს... მისი სქელი ფრთების ბუმბული ტყვიას სხეულამდე არ მიუშვებს!

თუმცა სხეულამდე მისვლისთვის კიდევ რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნება. კერძოდ ჩემი გასწორებული მარადიორით რომელიც ზუსტად 61-62 მეტრზე მაქვს გასწორებული და სამიზნის ჯვარში უტყაპუნებს ტყვიებს ნორიკა საერთოდ ვერ დავინახე სამიზნეში სად მოხვდა. ანუ 60-62 მეტრზე ან იმდენად მაღლა მიდის, ან იმდენად დაბლა რომ 10.5 გრანიანი ტყვიის მიზანზე გასწორებულ ოპტიკაში საერთოდ არ ჩანს. გამოსავალი არსებობს

ამისათვის თოფს ცას უმიზნებ (დღეს ბედად გადასარევი ამინდია და მოწმენდილი ცაა რაც ამ ექსპერიმენტისთვის იდეალურია), და ისვრი ტყვიას ცაში, თან მარადიორი იძლევა საშუალებას კლიპში მორიგეობით ჩააწყო ტყვიები და დააკვირდე პირველი ტყვია მიახლოებით სად მიდის და მეორე სად მიდის. დავინახე მიახლოებით აი ასეთი სურათი:



სურათში რაიმე პროპორციები დაცული არაა, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რომ 310 მეტრით გაფრენილი ტყვია თავისი დაბალი წონის გამო უფრო მალე კარგავს ძალას და ეცემა ძირს, ვიდრე მძიმე ტყვია 270 მეტრ/წამზე. საოცარია მაგრამ ფაქრია. სადღაც 62 მეტრზე ტყვია წავიდა 1-1.2 მეტრით დაბლა, ცოტა არ იყოს და შოკის მომგვრელია.

მაგრამ არის უარესი ამბავიც, ანუ მიზანში სროლა. მე შევეცადე დამეხაზა ტყვიის ტრაექტორია რაც წმინდა ცის ფონზე დავინახე და პირი დამაღებინა:



სამწუხაროდ 2 განზუმილებაში ვერ გადმოგცემთ იმ ენით აუწერელ აკრობატულ ილეთებს რომელსაც ტყვია ჰაერში აკეთებს. ზემოთ-ქვემოთ, გვერდებზე, ბორცვაკებზე სირბილი, უცებ მარჯვნივ, უცებ მარცხნივ, მერე ძირს, მერე ზემოთ.... თან საუბარი არაა 1-2 სანტიმეტრზე, მთელი ოპტიკის მილის დიამეტრზე ხედავ რომ ტყვია ოპტიკის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მიდის, თან ზემოთ ქვემოთ მოძრაობს. რამდენი მილიანი გადახრები გამოდის, მიჭირს ვთქვა, პირადად საერთოდ მიკვირს, როგორ მოვახერხე 62 მეტრზე თუნდაც იმ 1 მეტრით ქვევით ტყვიის მოხვედრა. არ ვიცი ან ცოტა ტყვია მაქვს ნანახი ცხოვრებაში, ან ეს მართლაც უნიკალური ტყვიაა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ტყვია ფარულ მანევრებს აკეთებს რომ მსხვერპლი მოატყუოს და ჩუმად მიეპაროს უკნიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. არ ვიცი ასეთი ტყვიით თქვენ თუ რაიმეს მოარტყავთ.... თუმცა თუ მოარტყავთ გარანტირებულად ადგილზე დატოვებთ smile.gif

კარგი მოდი დავაჯამოთ:

ტყვია ძალიან მსუბუქია
არასტაბილური წონაა ტყვიიდან ტყვიამდე კოლოფში (მერყეობს 6.5 გრამიდან 7.4 გრანამდე, ძირითადი მასა ამოდის 6.8-7 გრანი)
ტყვია იაფია
ტყვია მაღალ სიჩქარეებზე მიფრინავს
მალე კარგავს სიჩქარეს და ტრაექტორიას
აქვს ექსპანსიურობის ეფექტი, მაგრამ არა ისეთი როგორიც ერთი შეხედვით უნდა ჰქონდეს
აქვს დაბალი შეღწევადობა (ერთის მხრივ კარგია, მეორემხრივ ცუდია)
მიზანში სროლა შეუძლებელია
ფრენისას სპეციფიკური ფორმის გამო ტყვია ჰაერში აკრობატულ ილეთებს აკეთებს, ეს უნდა ნახოთ საკუთარი თვალით მისი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია

განაჩენი - მძიმეა ასეთი რამის დაწერა, მითუმეტეს რომ ადრე ასეთი დაბოლოება მიმოხილვისთვის არ მიმიცია.

მოკლედ იმედია არ მიწყენენ ესპანელები და ქარავანის მესვეურები, მაგრამ ტყვია არ ღირს და არ ამართლებს თავის 8 ლარს. მე რომ მკითხოთ 1 ლარსაც არ მივცემდი ასეთ ტყვიებში, ზოგიერთ შემთხვევაში უფასოდაც არავის არ უნდა, მაგალითად ჩვენმა ფორუმელმა მომცა ოხრად ტყვიები, სადღაც 100-130 ცალი ზუსტად არ დამითვლია, ტესტირებაში მაქსიმუმ დაიხარჯა 40-50 ტყვია დანარჩენს რა ვუყო არ ვიცი. გადაგდება მენანება (თან ბუნებაც უნდა დააბინძურო), თან დარწმუნებული ვარ ვერასდროს ვერ გამოვიყენებ, და ალბათ მჩუქებელიც არავინ იქნება....

თუმცა გამახსენდა მივცემ ჩემს მეგობარს რომელსაც აქვს იჟ-22-ი მისი ზამბარა მაინც დამჯდარია, თოფი მიზანს მაინც ვერ არტყავს... მოკლედ ხომ გაისვრის და გულს გაახარებს, მერე რა რომ ვერაფერს გაარტყავს ეგ უბედური იჯ-იკო ნორმალური ტყვიებითაც ვერაფერს არტყავს...

მოკლედ თუ ფული გადასაგდები გაქვთ ან ფორმის გულისთვის გსურთ რომ ტყვია კოლექცაში გქონდეს მაშინ შეიძინეთ აღნიშნული ტყვიები, ხოლო თუ ნორმალური სროლა, ან ნადირობა გინდათ ტყუილა გადაყრით ფულს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Norica Killer   Feb 28 2010, 12:38 PM
- - nihontoman   მდაა, ალბათ ამ ტყვი...   Feb 28 2010, 01:42 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(nihontoman @ Feb 28 2010, ...   Mar 1 2010, 12:50 AM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 28th February 2010...   Feb 28 2010, 07:34 PM
- - ja_ja   foxi ნუ რავი გინდა ის...   Feb 28 2010, 07:57 PM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 28th February 2010...   Feb 28 2010, 08:00 PM
- - Davitus   ja_ja ეგეთი საშინელი ...   Feb 28 2010, 08:44 PM
- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Feb 28 2010, 01...   Feb 28 2010, 10:41 PM
- - soxa   მეც ერთ-ერთი იმათგ...   Feb 28 2010, 11:54 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(soxa @ Mar 1 2010, 12...   Mar 1 2010, 12:49 AM
- - nihontoman   Der Rote Baron აბა მე ეგ არ ვ...   Mar 1 2010, 08:05 AM
|- - Der Rote Baron   ციტატა(nihontoman @ Mar 1 2010, 0...   Mar 1 2010, 11:23 PM
- - ja_ja   soxa ციტატა(lasha_74 @ 1st March...   Mar 1 2010, 09:41 AM
- - nihontoman   ja_ja ყველაზე დიდი პრ...   Mar 1 2010, 12:51 PM
- - soxa   ja_ja მაგ ნაგავს ჩემს ...   Mar 1 2010, 06:24 PM
- - parna   არვიცი მე სიამოვნე...   Mar 1 2010, 07:34 PM
- - parna   ჯაჯა პლასტილინზე ც...   Mar 1 2010, 07:34 PM
- - ja_ja   parna ციტატა(parna @ 1st March 2...   Mar 1 2010, 07:46 PM
|- - parna   ციტატა(ja_ja @ Mar 1 2010, 05...   Mar 1 2010, 08:01 PM
- - foxi   ყველაზე რეალური ტყ...   Mar 1 2010, 11:26 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 2nd March 20...   Mar 2 2010, 12:33 AM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 2nd March 2010 ...   Mar 2 2010, 01:41 AM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 2nd March 20...   Mar 2 2010, 09:34 AM
- - nihontoman   Der Rote Baron აჰა, გასაგებ...   Mar 2 2010, 11:50 AM
- - norica_dragon   ეგ ტყვიაები კიდე კ...   Mar 3 2010, 11:06 PM
- - soxa   norica_dragon მაგრამ ყოველ...   Mar 3 2010, 11:18 PM
- - norica_dragon   ხო მარა ყარაულის თ...   Mar 3 2010, 11:24 PM
- - ja_ja   norica_dragon ციტატა(Avto @ 4th ...   Mar 4 2010, 10:36 AM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 4th March 2010 ...   Mar 4 2010, 10:52 AM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 4th March 20...   Mar 4 2010, 11:38 AM
- - nihontoman   ja_ja მარა კორეული დი...   Mar 4 2010, 11:51 AM
- - norica_dragon   რას ართულებთ კაცო ...   Mar 4 2010, 12:45 PM
- - nihontoman   norica_dragon არა, შენი მაგ ...   Mar 4 2010, 01:13 PM
- - ja_ja   nihontoman ცნობისთვის ჩე...   Mar 4 2010, 01:13 PM
- - nihontoman   ja_ja მაშინ შენ ის გაი...   Mar 4 2010, 01:18 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 4...   Mar 4 2010, 01:33 PM
- - nihontoman   ja_ja ეხლა მოიცა, რა სა...   Mar 4 2010, 01:38 PM
- - norica_dragon   ისადა PCP ზე ვინმე არ ...   Mar 4 2010, 02:00 PM
- - ja_ja   norica_dragon აქ PCP-ს მფლობე...   Mar 4 2010, 02:17 PM
- - bazuka   მაგ რებიდ მაგნუმებ...   Mar 4 2010, 03:08 PM
- - norica_dragon   კაი მაშინ ეგ უეჯინ...   Mar 4 2010, 03:49 PM
- - bazuka   norica_dragon ამაზონზე აი ...   Mar 4 2010, 04:05 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 4th March...   Mar 4 2010, 05:54 PM
- - bazuka   ja_ja 5 ცალს შენ გამოგა...   Mar 4 2010, 06:19 PM
- - kaka8079   მეც ეგ KILLEრI თუ რაცაა ...   Mar 16 2010, 12:03 AM
- - sekurifa   ესეიგი დღეც ვიყიდე...   Sep 12 2011, 06:03 PM
- - kaka8079   ეგ ტყვიები ექსპან...   Sep 12 2011, 07:40 PM
- - Davitus   ეს თემა რატომღაც ა...   Sep 12 2011, 07:45 PM
- - kaka8079   Davitus გისროლია მაგ ტყ...   Sep 12 2011, 07:59 PM
- - Davitus   kaka8079 ნასროლი ფრიბვ...   Sep 12 2011, 08:40 PM
- - kaka8079   Davitus შენ წარმოიდგინ...   Sep 12 2011, 09:57 PM
- - sekurifa   ისე ეგ ტყვია რომ და...   Sep 13 2011, 01:57 AM
- - sekurifa   ესეიგი დღეს წავიექ...   Sep 13 2011, 02:27 PM
- - jjjjkki   sekurifa ვააა. მაგ ტყვია...   Sep 13 2011, 02:36 PM
- - gregory   ერთი ეგაა რომ ალბა...   Sep 13 2011, 02:36 PM
- - jjjjkki   gregory ათ მეტრამდე ჩა...   Sep 13 2011, 02:36 PM
|- - sekurifa   ციტატა(jjjjkki @ Sep 13 2011, 03...   Sep 13 2011, 03:58 PM
- - gregory   ციტატა(jjjjkki @ 13th September 2...   Sep 13 2011, 02:42 PM
- - ja_ja   sekurifa თხოვნა მაქვს, შ...   Sep 13 2011, 02:46 PM
- - jjjjkki   gregory არის ხოლმე ბატო...   Sep 13 2011, 03:07 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 12:58 AM
Hosted by Pro-Service