![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაგიმარჯოთ ყველას! ალბათ გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ თემა გავხსენი და გთხოვდით დამეხმარეთ მეთქი ამაზონიდან რაღაცის ჩამოტანის დროს რაღაც რაღაცეები მქონდა გასარკვევი, პროცესუალური ხასიათის კითხვები გამაჩნდა. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ რაღაცასაც შეგპირდით იმ თემაში. სწორია, შეგპირდით ჩამომივა ერთი ნივთი და იმის კარგ განხილვას გავაკეთებდი. აბა თუ მიხვდებით რა უნდა ვქნა ეხლა?- სწორია, პირობა უნდა შევასრულო, ანუ ჩამომივიდა დღეს ჩემი პატარა და განხილვაც უნდა გავაკეთო. დავიწყოთ დასაბამიდან ![]() რამდენიმე კვირის წინ ოჯახმა გადაწყვიტა რაღაც რაღაცეები გამოგვეწერა ამაზონიდან. ძირითადად ტანსაცმელი. ეს გადაწაყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ყველას ყელში ამოგვივიდა თბილისის მაღაზიებში (და არა მარტო მაღაზიებში, ბაზრობებშიც) ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიდი ფასები. მაღაზიის "სახელსა და გვარს" არ დავასახელებ, (თვითონაც მიხვდებით) ამერიკაში 80-100 დოლარიან ბოტასებს ფასები ადევს 500 ლარამდე. მესმის იყოს ორმაგი ფასი, ჰა, შეიძლება ორნახევარ-მაგი, მარა ამდენ მაგი რა უბედურებაა? ![]() ![]() ველოდე ველოდე და გუშინ ინვოისი მომივიდა usa2georgia-დან რომ რაღაცეები ჩამოგივიდა და წაიღეო. ვიცოდი რომ ჩემი დანაც აქ იყო და ძალიან მიხაროდა. დავადექი დღეს 11 საათზე ზუსტად. რატომღაც მეგონა რომ განბაჟებაში უნდა მოხვედრილიყო, მარა საბედნიეროდ არ მოყვა და დიდი პროცედურები არ დამჭირვებია. ![]() ავიღე და მოვიტანე სახლში. ხო, მართლა, ეს სახლში მოტანის პროცესი, უფრო სწორედ ამ პროცესის დასაწყისი არ მომეწონა_ყუთები, როგორც ადრე, მომცეს პირდაპირ და არანაირი პარკი არ მოუყოლებიათ. ამ შეობელძაღლებს არ შეუძლიათ ერთი პარკი მოგცენ, ყველა მანქანით ხომ არ იქნება მოსული? მოკლედ პარკის ყიდვა იქვე მაღაზიასთან მოვაჭრე ქალისგან მოვახერხე (მგონი შეკრულები არიან ეგენი, როგრც კი დამინახა ეგრევე მომცა პარკი, არაფერი არ მქონდა ნათქვამი ![]() კაი, მეტი რო არ გავაგრძელო, მოვიტანე სახლში. ეს პატარა ყველაზე უფრო პატარა პაკეტში იყო მოთავსებული. ![]() ![]() საკმაოდ პატარა პაკეტია როგორც ხედავთ, თუმცა მეტი არც სჭირდება. მეორე სურათზე ჩემი spyderco byrd crossbill-ია, ეგეც ეგეთი მონსტრია. ![]() ![]() ამ პაკეტის გახსნის შემდეგ დავინახე თვითონ ყუთი, სადაც დანა დევს. ყუთის ხედები: ![]() ![]() ![]() ყუთიც გავხსენი და შიგ რაღაც ქაღალდი დამხვდა: ![]() ![]() აქ წერია, რომ ბედნიერი ვყოფილვარ ასეთი კარგი დანა რომ შევიძინე და რამე. მოკლედ მამადლიან. ![]() ეს ქაღალდი რომ მოვაშორე დავინახე პარკში გახვეული "რაღაც". ![]() ამოვიღე ყუთიდან და პირველ რიგში რაც ვიგრძენი იყო წონა. საკმაოდ წონიანი რამეა, ყველაზე მძიმე დანაა რაც მაქვს. ასევე საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზიც დამხვდა. ამ დანას მოყვება თავისი პატარა ლამაზად დაწნული თოკი, ინგლისელები ამას lanyard-ს ეძახიან. ![]() ვიკიპედია ამბობს, A lanyard is a rope or cord often worn around the neck or wrist to carry something. Usually it is used where there is a risk of losing the object or to ensure it is visible at all times. მოკლედ საჭირო რამაა. ჩემს დანას რომ მოყვა არის ოთხკუთხედად დაწნული და შავი ფერისაა. ამას მე რაში ვიხმარ არ ვიცი, მარა შეიძლება ჯიბიდან ამოსაღებად იყოს კარგი ან რამე.... მოკლედ რაც არ უნდა იყოს, საკმაოდ გამიხარდა, იმიტომ, რომ ასეთი შტუკები ქუჩაში არ ყრია, ფული ღირს და ხალხი ყიდულობს. მე კიდე "უფასოდ" შემხვდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ ![]() როგორც ხედავთ, ტარი არის შავი ფერის. საიტზე ამბობენ რომ ეს მასალა არის G-10. ვადასტურებ. მართლა ეგაა, თან საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და კარგად დამუშავებული. ![]() G-10-ის ტექსტურა საკმაოდ სასიამოვნოა და მოჭიდების კარგი კოეფიციენტი აქვს. ხელში კომფორტული შეგრძნება გიჩნდება. იგი უფრო კარგადაა დამუშავებული ვიდრე ჩემი სპაიდერკო ბერდი, თუმცა იგივე ფასები ღირს, მაგრამ სპაიდერკო მილიტარისა კიდევ უფრო კარგი დამუშავებულია. ალბათ იმიტომაც ღირს ძვირი. ![]() ბერდი: ![]() ბოკერი: ![]() ესეც მილიტარი: ![]() ტარი კონსტრუირებულია საკმაოდ მყარად. იგი შედგება ფოლადის ლაინერებისაგან, და გარედან ამ მასალისგან. ეს ლაინერები საკმაოდ სქელია და ამიტომაცაა, რომ ძალიან მძიმე დანაა სხვებთან შედარებით, თუმცა ახლავე უნდა გითხრათ, რომ ხელში ტანკივით ზის ![]() ![]() ![]() სისქის ხარჯზე ტარი ხელს ავსებს და მართლა გრძნობ რომ საკმაოდ ძლიერი რამე გიჭირავს ხელში (ოღონდ არ იფიქროთ, რომ უფრო წვრილი დანები ხელში ნაკლებად კომფორტულად ზის). ![]() სხვა დანებთან ერთად: ![]() ![]() ხო, მართლა, სპეისერები, ანუ შაიბები არის თეთრი, ალბათ ტეფლონის. ნუ ეხლა ამ ფასიან დანებში საკმაოდ იშვიათია ბრინჯაოს შაიბები (ამ იშვიათობას განეკუთვნება ჩემი სპაიდერკო ბერდი). სურათი ვერ გადავუღე რატომღაც, მარა შევეცდები მერე გადავიღო და დავდებ. ტარზე არის ჯიბეზე დასამაგრებელი რაღაც (სიტყვა დამავიწყდა ქართულად) ინგლისურად pocket clip. იგი მოთავსებულია ტარის უკანა მხარეს, ანუ დაკეცილ მდგომარეობაში, ჯიბეში დებისას დანის წვერი ზემოთ იყურება. ამას ინგლისელები ეძახიან tip up carry. თუმცა, შესაძლებელია მისი გადანაცვლება tip down carry -სთვისაც. კარგია ის, რომ კლიპის მეორე პოზიციაზე გადასანაცვლებლად ცალკე შურუპებია გამოყოფილი, ანუ პროსტო დირკები არაა. ეს მომწონს, იმიტომ, რომ ეგ დირკები ჭუჭყით მალე ივსება, ეხლა კი შიგნით არაფერი ჩავა. თან დიზაინს უხდება..... ![]() შურუპებზე გამახსენდა, მთავარი ღერძის გარდა ტარში კიდევ ხუთი წვრილი შურუპია, ანუ ტარი ღია კონსტრუქციისაა. ანუ რომ გახედავ, ჩანს იქით რა ხდება. ![]() ტარი რელიეფური დამუშავების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქვს საკმაოდ აგრესიული და ფუნქციონალური ჩაღრმავებებიტარის ოთხივე კუთხეში. რო დაიჭერ ხელში, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ამას ხელიდან ვერაფერი გამოგტაცებს. ეს ჩაღრმავებები პირს ზურგის მხარეზეც მიყვება ასე 2სმ-ით. რა ვთქვა მეტი, საკმაოდ ფუნქციური და ლამაზია ჩემი აზრით. ![]() ![]() დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივი რამეა, მარა რო გახსნი უკვე სულ სხვაა ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება გიგანტურ სერეიტორებს, ფუნქციონალური მხრივ აქ ერთი ნიუანსია. ჩემი აზრით საკმაოდ გათვლილი დიზაინია მისი გიჟური შესახედაობის მიუხედავად. ძალიან მოსწონთ ასეთი დანები იმ ხალხს ვისაც ბევრი თოკი აქვს დასაჭრელი, ან ვისაც ასეთი მფატრავი დანა უნდა. მფატრავი ისე არ გაიგოთ, ჩხუბში სახმარივით. უბრალოდ პირის დიზაინი საკმაოდ გამოსადეგი იქნება ისეთ სემთხვევებში, როცა მასიურ რამეს ჭრი , რომელიც პირის სიგრძეზე მეტია და ზედმეტი წვალების გარეშე მოხერხდება პირი მთელი სიგრძის გამოყენება. დიზაინით ისეთია, რომ როცა ასეთ რაღაცას ჭრი, პირი თვითონვე მიიწევს შიგნით, სხვა დანებს კი საკმაოდ უჭირს ასეთი რამის გაკეთება და ოპერატორს მუდმივად უხდება დამატებითი ძალების დატანება დანაზე, რათა მასალის ჭრისას პირი ზემოთ არ ამოვარდეს. თან სერეიტორების მეშვეობით მომუშავე სიგრძე იზრდება და სწორედ ამიტომაც ადვილი ხდება დიდი რამეების გაჭრა. მაგალითად თოკის ჭრის შემთხვევაში, როცა არის სერეიტორიანი დანა ამ დიზაინის პირით, თოკს შანსი არ ექნება, ხოლო თუ ჩვეულებრივ დანას აიღებ და დაჭრას დაიწყებ, რაც არ უნდა ბასრი იყოს, მეტი წვალება დაგჭირდება. ამან რომ ერთი გადასმით მოახერხოს თოკის გაჭრა, ჩვეულებრივი დანა სამ-ოთხ და შეიძლება მეტ გადასმას მოანდომებს. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლები ენერგია იხარჯება და ამასთან ნაკლები დროც. დრო კი, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილსა და სიცოცხლის შორის გადამწყვეტი ფაქტორია. როგორც ხედავთ პირი რაღაცითაა დაფარული, არ ვიცი რით, მარა მგონი ტიტანის ნიტრიდი უნდა იყოს... ეს ფენა მაინც მკიდია, იყოს რაც არის.... მთავარია შეღებილი არ იყოს. პირს ერთ მხარეს აწერია ბოკერ პლიუსი, მეორე მხარეს კი ფოლადის მარკა და რაღაც ნომერი. ეს ნომერი არ ვიცი რისაა, თუ სერიული ნომერია, მაშინ გამოდის, რომ მე საკოლექციო დანის მფლობელი ვყოფილვარ, ამ ლოგიკით, ჩემი დანა გამოშვებული პირველი ათასიდან სამას ორმოცდა მეთოთხმეტე ყოფილა. მარა რაკი არ აწერია first produqtion run, ე.ი. არაა მასე და უბრალოდ ამ მოდელის ნომერია. მაგრამ ეს საკითხი გასარკვევია. ფოლადი ამ დანის არის ჩინური . ეს ანალოგიურია იაპონური aus-8-ის. ეს უკვე ჩეემი მესამე დანაა 8cr13Mov ფოლადით. კმაყოფილი ვარ, საკმაოდ მუშა ფოლადია, არ იჟანგება, მარცვლოვანი სტრუქტურაც კარგი აქვს როგორც ჩანს და რავი, მაგარი რამეა რა. პირი ძალიან სქელია, ასე 4მმ-მდე იქნება. თან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ წვერისკენ უფრო იზრდება.... ![]() ![]() ![]() გასახსნელად პირზე არის ორი პატარა რაღაც მიმაგრებული. საკმაოდ კარგი ზომისა და ფორმისაა, თან როგორც ჩანს მოხსნაც შეიძლება. პირი გალესილია ძალიან კარგად, პარსავს ისეთია. რამდენ ხანს შეინარჩუნებს ასეთ სიბასრეს დაახლოებით უკვე ვიცი და უკვე მიხარია ![]() ჩამკეტი მექანიზმი ძალიან ძლიერია. ამ ტიპის მექანიზმებს ეძახიან liner lock-ს. ეს მექანიზმი წარმოადგენს ტარის ფოლადის ჩონჩხის ნაწილს, რომელიც პირის გაღებისას გამოიწევა და ძირში ედება, რითაც ხდება ჩაკეტვა. მის გასახსნელად ეს ფირფუიტა უნდა უკან გავწიოთ. ამ შემთხვევაში, ეს ფირფიტრა საკმაოდ სქელია, გავზომე და არის მილიმეტრნახევარი. ასეთი ზომის ლაინერლოქი გიგანტად კლასიფიცირდება. მიღებულია, რომ ყველაზე სუსტი მექანიზმი სწორედ ესაა, თუმცა ამას რომ ვუყურებ მაგაში უკვე ეჭვი მეპარება. თან ყველა აღიარებს, რომ ხშირად ცდებიან ხოლმე ამ მექანიზმის სიმყარის განსაზღვრისას და ბევრჯერ ყოფილა ისე, რომ ძალიან საიმედო აღმოჩენილა. დარწმუნებული ვარ ესეც ასეთი გამოდგება. ![]() ამ დანის გაღება საკმაოდ ადვილია, თუმცა დაკეტვაა ძნელი. მიზეზი ისაა, რომ ჩამკეტია ნამეტანი დიდი. თუმცა მე ასე მირჩევნია, გაღება ჯობია იყოს ადვილი, ვიდრე დაკეტვა. უბედური შემთხვევების შესაძლებლობა ამის ხარჯზე საკმაიოდ მცირდება. ეხლა ფიქრობთ ვინ მოიფიქრა ეს დიზაინი, რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში ამისი დახატვა და საერთოდ მერე პროდუქციის გამოშვებაო? ![]() დიზაინერი ამ დანისა არიან სამხრეთ აფრიკელი kevin and heather harvey. და-ძმა არიან მგონი. მათ მოიფიქრეს ეს დიზაინი და მერე გერმანულმა კომპანიამ ბიუკერმა ან ბოკერმა გადაწყვიტა წარმოება. დანა დამზადებულია ტაივანში და არა გერმანიაში, თუმცა ხარისხის კონტროლი მართლა კაია და რა მნიშვნელობა აქვ სად იქნება გაკეთებული? ეხლა კი მწარმოებლის საიტიდან ტექნიკური მონაცემები: სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში: 8.1/4" პირის სიგრძე: 3.3/4" წონა: 6.2 უნცია. (ცნობისათვის, სპაიდერკო მილიტარი 4 უნციაც არაა) ცოტაოდენი სურათებიც, თვალის გასახარებლად: ![]() ![]() საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, მომწონს ყველაფერი. ჩამოვწერ დადებით და უარყოფით მხარეებს: + ძლიერი, კარგი ხარისხის, მაღალი დონის დამუშავება, გამოყენებული მასალები, უფასო თოკი. - მძიმე, ძნელი დასაკეცი, უცნაური ღერძის თავი. თუ რამე კითხვა გაქვთ დასვით ნუ მოგერიდებათ, შენიშვნები მომეცით და ა.შ. მზად ვარ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
გილოცავ კარგი შენაძენია და მშვენიერი კოლექცია. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
გილოცავ, მშვენიერი შენაძელია და გადასარევი რეპორტია დიდი მადლობა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman მშვიდობაში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
მადლობთ, მადლობთ ყველას. ეხლა რეპორტების მამის შეფასებას ველოდები ![]() თქვენთან სურათები ჩანს? დიდხანი უნდა ჩატვირთვას? ჩემტან 30 წუთი იტვირთება და ვერ ჩაიტვირთა, მგონი ინეტმა გამიჭედა.....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
მშვიდობაში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
bazuka მადლობა გაიხარე...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
ნინჰოტ მშვიდობაში მართლა მაგარი შენაძენია! აი ის ვერცხლისფერი დანა რომ გაქვს ის რამდენი დაგიჯდა? და სადაურია? ეგეთ სტილში ოღონდ ბეტმენის ან სპაიდერკსო მაგვარი ტარით არ იქნება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 341 რეგისტრ.: 5-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 266 ![]() |
მშვენიერი შენაძენია ვერაფერს იტყვი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman დანას გილოცავ მშვიდობაში. რაც შეეხება მიმოხილვას, დიდია კაი , მარა ნუ მიწყენ არ წამიკითხია, დანები დიდად არ მაინტერესებს და პირველ სურათემდე რაც გეწერა მხოლოდ ეგ წავიკითხე, დალშე სურათებს გადავხედე და ამას ვწერ ![]() p.s. რა თქმა უნდა კაცია და გუნება, მაგრამ რისთვის გინდა ეს კატის კლანჭი??? ან პნევმოსთან რა საერთო აქვს? ეს ჩემის წარმოდგენით არის პარაშუტის სტროპების გადასაჭრელი და მთასვლელებისთვის აბურდული თოკების გადასაჭრელი, სანადიროდ ეს არ ვარგა, გასატყავებლად არ ვარგა... არ ვიცი არ ვიცი, ან დავბერდი ან .... ჩერტ ევო ზნაიტ ![]() მოკლედ ნორმალური სანადირო ქარქაშიანი დანა რომ დაგეთრია ნაღდად გამიხარდებოდა. ეს რაცხა ვერ მოვხარშე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 667 რეგისტრ.: 8-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 10 ![]() |
nihontoman მშვიდობაში რაც კითხვებს შეეხება, გამარკვიე როგორც უცოდინარს ამ დანის დანიშნულება, თუ უბრალოდ კოლექსიის შესავსებათ არის კი ბატონო, თუ არადა ყველა მხრიდან უტრიალე და მაინც ვერ გაუგე ვერაფერი, სავარაუდოდ თოკების გადაჭრასაც ვერ დაუკავშირე, სერეიტორი არ აქვს და მაგიტომ, ერთადერთი რა აზრიც გამოვიტანე ის არის რომ ლინოლიუბი ან რაიმე ისეთი გაჭრა ან გაკაწრო რასაც ეგეთი თავი ჭირდება
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
Der Rote Baron მადლობა. შენ თუ ვერცხლისფერტარიანზე ამბობ, ეგეც სპაიდერკოა, ოღონდ პოლიცია ქვია მაგ მოდელს. ეგ არის იაპონიაში დამზადებული. მე მაგაში იმდენი მივეცი, რამდენიც არ უნდა მიმეცა და მაგის ნახევარ ფასში შემეძლო ინტერნეტით მეყიდა. ალბათ სადღაც 100-110 დოლარი დაგიჯდება ![]() ![]() ანი კიდევ უფრო კომპაქტური ვერსია რუკი: ![]() ეს ორივე სადღაც 100-110 დოლარი დაგიჯდება. ჩემთვის ღირს მაგდენი, მარა შენთვის არ ღირს. მე პირადად გირჩევდი, თუმცა რავი, ფასია ცოტა ისეთი რომ.... ja_ja ეს კატის კლანჭი საკმაოდ კარგი რამეა და თავის პონტში დიდი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად რრაც ყუთის გახსნა, თოკის გადჭრა, მტკიცე და ელასტიური მასალის (როგორიცაა ტყავი) დაჭრა და ა.შ. პნევმოსთან არაფერ შუაშია, მართლა, მარა რავი რეპორტის გაკეთება მინდოდა ხოდა იმიტომაც დავდე ფლეიმში ![]() vito ეს დანა ჩემთვის პირადად არის კოლექციის შესავსებად და ასევე გამოსაყენებლად (ყუთების გახსნა, თოკების გადაჭრა და ა.შ.) სერეიტორი არ აქ, მარა საკმაოდ კარგი გამოდგა თოკის მხრივ, Gუშინ გავტესტე. ასე რომ შეგიძლიათ თამაამდ იხმაროთ თოკებისთვის.... უმთავრესად კი მაინც დიზაინის გამო ვიყიდე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
არადა თევზის გამოსაშიგნად კი გამოდგება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
bazuka გავტესტავ და ვნახოთ, წესით გამოსაშიგნად მართლა კაი უნდა იყოს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman ნუ რეპორტი კაია, მარა.... დაი ისტ კაკ ევო ისპოლზოვატ??? ციტატა(nihontoman @ 6th February 2010 - 01:03 PM) თავის პონტში დიდი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად რრაც ყუთის გახსნა მაშაყირებ თუ..... რავა Yუთს რაიმე უბრალო დანა არ გახსნიდა 35$ რომ არ მიგეცა მაგაში??? კოლექციისთვის კიდევ კაი ჯანდაბას, ალბათ ფორმა მოგეწონა, მარა მოხმარება რეალურ ცხოვრებაში....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja ვა ვთქვი უკვე, თოკების გადაჭრის დროს მართლა დიდ განსხვავებას იძლევა და რა ვქნ ა მეტი, ვიმღერო? ![]() არის რაღაც, რასაც ეს დანა ყველაზე უფრო კარგად გააკეთებს და მაგისთვისააა კარგი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
არარის აუცილებელი ფული მარტო უნივერსალურ ნივთებში დახარჯო.არსებობს კიდევ ჰობი.ამ კაცს მოსწონს უცნაური ფორმების მჭრელი იარაღი,მითუმეტეს ცნობილი ბრემდების ნაწარმი.ასერომ მე პირადად მივესალმები არაორდინალურ გადაწყვეტილებებს. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi მადლობთ მხარდაჭერისთვის. ააა, კაცი, ესმის ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
nihontoman მისმინე კატანაზე არფიქრობ? მე მინდა მაგრამმ ძალიან ძვირი ჯდება. ტანტოც მინდა. მაგარი სერიოზულია, მაგრამმ სად ვიყიდო არვიცი. იქნებ იცოდე რაიმე საიტი საიდანაც შეიძლება ამეების გამოწერა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi მაიცა, შენ ამას სერიოზულად ამბობ? თუ კაიფობ? ![]() არა ნაღდად კაიფობ, იმიტომ რომ იცი მევასება ეგენი და კაიფის ხასიათზე ხარ? ![]() ისე სერიოზულად, ვფიქრობ კი არა უკვე მოფიქრებული მაქ და ჩამომაქ კიდეც ასე ერთ თვეში. თუ მყიდველი ხარ მაგეების მეტი რა ვიცი , იმდენ რჩევას მოგცემ ბოლოს მეტყვი თავი ნუ მომაბეზრეო... კაი რისთვის გინდა ეგ კატანა? ტანტოში რას გულისხმობ, ტრადიციულ იაპონურს თუ ამერიკულ-ჰოლივუდურ სტტილს? ფასები დიაპაზონი მითხარი და გირჩევ. ისე კი მე ამას ვიწერ: ეს მე მინდა შემდგომი ტუნინგისათვის, აქედან ალბათ ცუბას და რამდენიმე დეტალს გამოვიყენებ (ნუ რა თქმა უნდა პირსაც) უბრალოდ სადებად არ მინდა მე ოღონდ, მე სერიოზულად ვფიქრობ ვარჯიშზე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 09:19 PM |
Hosted by Pro-Service |