![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ ეს არიყო გამიზნული სპეც ნადირობა ტურაზე.არამედ რიგითი გასვლა გარეულ იხვზე და ქედანზე. ჩვეულებისამებრ დილით ასე 6 საათისკენ როცა საკმაოდ ბნელა და ცივა მივაშურებხოლმე ჩემთან ახლომდებარე იალღუჯის მთებს.არც დღევანდელი დღეიყო გამონაკლისი გარდა ერთისა: წინა ნადირობისას ჩემი საწყალი ძაღლი (ძოგე) მანქანამ გაიტანა.არც მონადირე ბიჭები მახლდნენ თან.მოგეხსენებათ ნაქეიფარ ხალხს სიარულს პახმელიაზე გამოსვლა ურჩევიათ. ჰოდა გაუყევი მარტო გზას... მთები ბურუსით იყო დაფარული თან გათენებას კაი დრო უკლდა ამიტომ ჯერ პატარა ტბისკენ გავსწიე ვიფიქრე იხვინჯებს გადავაწყდე იქნებ თქო. მოლოდინი არ გამიმართლდა ,ტბაზე იხვის ნასახი არჩანდა.სამაგიეროდ იქვე მტკვარში მოეყარათ თავი და ყვინთვით ისე იყვნენ გართულები ვიფიქრ მივეპარები ნაპირიდან და იქნებ კაი მანძილზე მიმიშვანთქო. მარა თქვენცარმომიკვდეთ ნაპირიდან ისეთ მანძილზე გაცურეს სროლის აზრი საერთოდ დამეკარგა. ასე 3 საათი ხან ჩაუსაფრდი, ხან ყარაულივით უარე ნაპირს, მარა რათგინდა... არიქნა და არმოცურეს ნაპირთან.ამასობაში გათენდა და ისევ გორებისკენ წამოვედი.იქ ერთ თათარ კაცს ცხვრის ფერმააქვს ზედ მთის ძირას ჰოდა გარეული მტრედი და ქედანი ბლომად ირევახოლმე. გზად ერთი ყვანჩო ემსხვერპლა ჩემს ახალ ნიტროს.თოფის ხმა იმდენად ჩუმი იყო რომ ჩამოვარდნილი ყვავის ხმამ გადაფარა.მომეწონა, სუფთად იმუშავა ნიტრომ ყვანჩო არც გატოკებულა მოწყვეტით დაასკდა ასვალტს. აი ყველა ქალაქის გზაც გადავჭერი ჩემს ჩვეულ ადგილ-სამალავსაც მივუახლოვდი და გარემოს დათვალიერება დავიწყე. თავირომარმოგაბეზროთ ასე საათი მაინც ველოდე ქედანს მაგრამ ბურუსი იმდენად მოედო იქაურობას რომ ყველა საფრენი რეისები გადადეს. ერთი ორჯერ კი მოვახერხე სროლა მაგრამ უშედეგოდ.ლოდინი რომ მომბეზრდა სამიზნეებს დაუწყე სროლა.ვისროლე 30-50-90, მეტრზე. მე მანძილები მაინტერესებდა და არა სროლის სიმკვრივე.ყველა მანძილზე სამიზნე გავანადგურე მერე საფარში დავჯექი ინედით რომ ფრენა განახლდებოდა. უცებ იქვე მწყემსის კვიცი რომელიც ბალახს მშვიდად ძოვდა ნაგიჟარივით მოსწყდა ადგილს და ბურუსში გაუჩინარდა.იმ ადგილას კი სადაც კვიცი ცოტახნისწინ ასე უშფოთველად ძოვდა რაღაც ოთხფეხა მოყავისფრო მოშაო არსებამ გაიელვა..საფარიდან კარგად ჩანდა ტერიტორია ამიტომაც გარეთ არ გავედი და ყურადღებით დაუწყე ყურება იმ წერტილს სადაც ეს არსება გაუჩინარდა.არგასულა წუთი რომ ბატონი ტურიკო დიხ დიახ არმოგესმათ ნამდვილი კავკასიური ტურა გამოსუნსულდა ბურუსიდან და დაჯინებით დაუწყო ბალახს ყნოსვა.გაოცებული უყურებდი ამ არცთუისე პატარა არსებას...სულ გადამავიწყდა რისთვის ვიყავი მისული.თან ვერგამერკვია ძაღლი იყო თუ მგელი.ამუშავდა მონადირის იმპულსი თოფი გადავტენე ოპტიკასი გავიხედე ჰოი საოცრებავ მართალი ტურა ასე ახლოს მარტო ზოოპარკსჰი თუ მინახავს. ვიჩქარე პირველი ტყვია წინა თათების ოდნავ ზემოთ ვესროლე ტურამ ხავილი დაიწყო და ადგილზე დატრიალდა თითქოს თავისივე კუდის დაჭერას ლამობსო.(აი სად იყო საჭირო პცპ!) მაგრამ ისე სწრაფად გადავტენე და ვესროლე მეორე რომ ვერცკი გავიგე მოხვდა თუარა. ერთი ხავილით და ბრაგუნით მოსწყდა ადგილს და ქალაქისკენ გაიქცა... გიჟივით გავეკიდე მგონი უყვიროდი და ვაგინებდი.უაზროდ მივდევდი მაგრამ იმის იმედი მქონდა რომ ტყვიები თავისას იაზვდნენ თან მინდორი დიდია და ვერსად დამემალებოდა ვიფიქრე. ასე200-300 მეტრამდე ვირბინე სპრინტერს შეშურდებოდა.ბოლოს მაღალი ძაბვის ბოძთან გავჩერდი და ოპტიკით დაუწყე ძებნა. რა სასიამოვნო იყო ტურის ფეისის დანახვა თქვენ ვერწარმოიდგენთ. ჩემსკენ იყო მოტრიალებული და ჭრილობას ილოკავდა. მაღალი დაღლილი ვიყავი სამიზნეს ვერვიმორჩილებდი მაგრამ მაგის დრო სადიყო,ბოძს მივეყუდე შუბლში დაუმიზნე და ტურა უსულოდ გაითხლაშა. პირდაპირ შუბლში ნასროლმა თავისი რეზულტატი მოიტანა.ტურიკო გავანადგურე. სამწუხაროდ მობილური მქონდა მხოლოდ თან.(ვიდეო კამერა არამაქვს არადა ლულაზერომაგრდება ეგ მინდა.) ასერომ სურათების და ვიდეოს ხარისხი არვარგა მაგრამ გარჩევადია. მაგრათ გამიმართლა რომ ბურუსი მთებზე იყო და ბარში არა თორე რას ვიპოვიდი მაგ ვირების მჭამელს. აი მასელებიც: ![]() მადლობთ ყურადღებისთვის.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:16 PM |
Hosted by Pro-Service |