გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Foxi-მ ტურა გააგორა, მაგარი კაცი!
foxi
პოსტი Jan 15 2010, 12:53 AM
პოსტი #1


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ ეს არიყო გამიზნული სპეც ნადირობა ტურაზე.არამედ რიგითი გასვლა გარეულ იხვზე და ქედანზე.

ჩვეულებისამებრ დილით ასე 6 საათისკენ როცა საკმაოდ ბნელა და ცივა მივაშურებხოლმე ჩემთან ახლომდებარე იალღუჯის მთებს.არც დღევანდელი დღეიყო გამონაკლისი გარდა ერთისა: წინა ნადირობისას ჩემი საწყალი ძაღლი (ძოგე) მანქანამ გაიტანა.არც მონადირე ბიჭები მახლდნენ თან.მოგეხსენებათ ნაქეიფარ ხალხს სიარულს პახმელიაზე გამოსვლა ურჩევიათ. ჰოდა გაუყევი მარტო გზას...

მთები ბურუსით იყო დაფარული თან გათენებას კაი დრო უკლდა ამიტომ ჯერ პატარა ტბისკენ გავსწიე ვიფიქრე იხვინჯებს გადავაწყდე იქნებ თქო.

მოლოდინი არ გამიმართლდა ,ტბაზე იხვის ნასახი არჩანდა.სამაგიეროდ იქვე მტკვარში მოეყარათ თავი და ყვინთვით ისე იყვნენ გართულები ვიფიქრ მივეპარები ნაპირიდან და იქნებ კაი მანძილზე მიმიშვანთქო. მარა თქვენცარმომიკვდეთ ნაპირიდან ისეთ მანძილზე გაცურეს სროლის აზრი საერთოდ დამეკარგა. ასე 3 საათი ხან ჩაუსაფრდი, ხან ყარაულივით უარე ნაპირს, მარა რათგინდა... არიქნა და არმოცურეს ნაპირთან.ამასობაში გათენდა და ისევ გორებისკენ წამოვედი.იქ ერთ თათარ კაცს ცხვრის ფერმააქვს ზედ მთის ძირას ჰოდა გარეული მტრედი და ქედანი ბლომად ირევახოლმე.

გზად ერთი ყვანჩო ემსხვერპლა ჩემს ახალ ნიტროს.თოფის ხმა იმდენად ჩუმი იყო რომ ჩამოვარდნილი ყვავის ხმამ გადაფარა.მომეწონა, სუფთად იმუშავა ნიტრომ ყვანჩო არც გატოკებულა მოწყვეტით დაასკდა ასვალტს.


აი ყველა ქალაქის გზაც გადავჭერი ჩემს ჩვეულ ადგილ-სამალავსაც მივუახლოვდი და გარემოს დათვალიერება დავიწყე. თავირომარმოგაბეზროთ ასე საათი მაინც ველოდე ქედანს მაგრამ ბურუსი იმდენად მოედო იქაურობას რომ ყველა საფრენი რეისები გადადეს. ერთი ორჯერ კი მოვახერხე სროლა მაგრამ უშედეგოდ.ლოდინი რომ მომბეზრდა სამიზნეებს დაუწყე სროლა.ვისროლე 30-50-90, მეტრზე. მე მანძილები მაინტერესებდა და არა სროლის სიმკვრივე.ყველა მანძილზე სამიზნე გავანადგურე მერე საფარში დავჯექი ინედით რომ ფრენა განახლდებოდა. უცებ იქვე მწყემსის კვიცი რომელიც ბალახს მშვიდად ძოვდა ნაგიჟარივით მოსწყდა ადგილს და ბურუსში გაუჩინარდა.იმ ადგილას კი სადაც კვიცი ცოტახნისწინ ასე უშფოთველად ძოვდა რაღაც ოთხფეხა მოყავისფრო მოშაო არსებამ გაიელვა..საფარიდან კარგად ჩანდა ტერიტორია ამიტომაც გარეთ არ გავედი და ყურადღებით დაუწყე ყურება იმ წერტილს სადაც ეს არსება გაუჩინარდა.არგასულა წუთი რომ ბატონი ტურიკო დიხ დიახ არმოგესმათ ნამდვილი კავკასიური ტურა გამოსუნსულდა ბურუსიდან და დაჯინებით დაუწყო ბალახს ყნოსვა.გაოცებული უყურებდი ამ არცთუისე პატარა არსებას...სულ გადამავიწყდა რისთვის ვიყავი მისული.თან ვერგამერკვია ძაღლი იყო თუ მგელი.ამუშავდა მონადირის იმპულსი თოფი გადავტენე ოპტიკასი გავიხედე ჰოი საოცრებავ მართალი ტურა ასე ახლოს მარტო ზოოპარკსჰი თუ მინახავს.


ვიჩქარე პირველი ტყვია წინა თათების ოდნავ ზემოთ ვესროლე ტურამ ხავილი დაიწყო და ადგილზე დატრიალდა თითქოს თავისივე კუდის დაჭერას ლამობსო.(აი სად იყო საჭირო პცპ!) მაგრამ ისე სწრაფად გადავტენე და ვესროლე მეორე რომ ვერცკი გავიგე მოხვდა თუარა. ერთი ხავილით და ბრაგუნით მოსწყდა ადგილს და ქალაქისკენ გაიქცა... გიჟივით გავეკიდე მგონი უყვიროდი და ვაგინებდი.უაზროდ მივდევდი მაგრამ იმის იმედი მქონდა რომ ტყვიები თავისას იაზვდნენ თან მინდორი დიდია და ვერსად დამემალებოდა ვიფიქრე. ასე200-300 მეტრამდე ვირბინე სპრინტერს შეშურდებოდა.ბოლოს მაღალი ძაბვის ბოძთან გავჩერდი და ოპტიკით დაუწყე ძებნა. რა სასიამოვნო იყო ტურის ფეისის დანახვა თქვენ ვერწარმოიდგენთ. ჩემსკენ იყო მოტრიალებული და ჭრილობას ილოკავდა. მაღალი დაღლილი ვიყავი სამიზნეს ვერვიმორჩილებდი მაგრამ მაგის დრო სადიყო,ბოძს მივეყუდე შუბლში დაუმიზნე და ტურა უსულოდ გაითხლაშა. პირდაპირ შუბლში ნასროლმა თავისი რეზულტატი მოიტანა.ტურიკო გავანადგურე. სამწუხაროდ მობილური მქონდა მხოლოდ თან.(ვიდეო კამერა არამაქვს არადა ლულაზერომაგრდება ეგ მინდა.)

ასერომ სურათების და ვიდეოს ხარისხი არვარგა მაგრამ გარჩევადია. მაგრათ გამიმართლა რომ ბურუსი მთებზე იყო და ბარში არა თორე რას ვიპოვიდი მაგ ვირების მჭამელს.

აი მასელებიც:





მადლობთ ყურადღებისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- foxi   Foxi-მ ტურა გააგორა   Jan 15 2010, 12:53 AM
- - Jah   მე ყოველთვის ვამბო...   Jan 15 2010, 12:59 AM
- - bazuka   ვაუუუ მომილოცავს ტ...   Jan 15 2010, 01:32 AM
- - foxi   მადლობა.   Jan 15 2010, 01:34 AM
- - Davitus   foxi ნიტროს მცირე სიჩ...   Jan 15 2010, 02:35 AM
- - tsumbusha   მე მაინტერესებს კი...   Jan 15 2010, 10:38 AM
- - nihontoman   foxi ტურების რისხვა.   Jan 15 2010, 10:42 AM
- - Power_VANO   ვაჰ, გილოცავ ნანად...   Jan 15 2010, 11:15 AM
- - Davitus   tsumbusha რატომღაც ისეთი...   Jan 15 2010, 02:38 PM
- - ja_ja   foxi ჰოოო, შენ უკვე სე...   Jan 15 2010, 03:47 PM
- - Der Rote Baron   foxi საღოლ ფოქს მართლ...   Jan 15 2010, 04:17 PM
- - foxi   ციტატა(Davitus @ 15th January 201...   Jan 15 2010, 07:39 PM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 15th January 2010 ...   Jan 15 2010, 07:47 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 15th January...   Jan 15 2010, 09:28 PM
- - nihontoman   ja_ja მართალი ხარ, დაჟ...   Jan 15 2010, 09:57 PM
- - piva   FOXI გილოცავ, კარგი ნ...   Jan 15 2010, 10:35 PM
- - foxi   ციტატა(piva @ 15th January 2010 ...   Jan 15 2010, 10:52 PM
- - foxi   RE: Foxi-მ ტურა გააგორა   Jan 15 2010, 10:52 PM
- - vito   ოპააააააააააა, აი ...   Jan 17 2010, 09:44 AM
- - ja_ja   vito ველიკი ახოტნიკ მ...   Jan 17 2010, 12:28 PM
- - foxi   ციტატა(vito @ 17th January 2010 ...   Jan 17 2010, 03:42 PM
- - giga_st   მშვენიერი შედეგია,...   Jan 17 2010, 07:35 PM
- - parna   გილოცავ ყველაზე დი...   Jan 18 2010, 05:56 PM
- - foxi   ციტატა(parna @ 18th January 2010 ...   Jan 18 2010, 06:36 PM
- - Davitus   foxi ისე... არ მიწყინო ...   Jan 19 2010, 03:20 AM
- - foxi   ციტატა(Davitus @ 19th January 201...   Jan 19 2010, 12:05 PM
- - geojorjika   foxi ნუ საჯაროდ არ არ...   Jan 19 2010, 02:34 PM
- - foxi   RE: Foxi-მ ტურა გააგორა   Jan 19 2010, 03:03 PM
- - vito   ja_ja ციტატა(ja_ja @ 17th Januar...   Jan 19 2010, 03:51 PM
- - geojorjika   vito ვიცით მაი ამბავ...   Jan 19 2010, 03:53 PM
|- - bazuka   ციტატა(geojorjika @ Jan 19 2010, ...   Jan 19 2010, 05:04 PM
- - ja_ja   vito რა დაგერხა მთელ...   Jan 19 2010, 04:18 PM
- - foxi   ბატონებო! ჩემ პოს...   Jan 19 2010, 04:28 PM
- - foxi   გასვლას ეს უსაქმურ...   Jan 29 2010, 11:16 PM
- - cz80   foxi მე ვერანაირად ვე...   Jan 29 2010, 11:56 PM
- - foxi   ციტატა(cz80 @ 30th January 2010 ...   Jan 30 2010, 12:05 AM
- - giga_st   მე სხვისი არ ვიცი მ...   Jan 30 2010, 12:08 AM
- - foxi   ციტატა(giga_st @ 30th January 201...   Jan 30 2010, 12:12 AM
- - cz80   ციტატა(kakha @ 30th January 2010 ...   Jan 30 2010, 12:13 AM
- - cz80   foxi შენა და.. ბორბლებ...   Jan 30 2010, 12:14 AM
- - giga_st   კაცო ბორბლებიც არი...   Jan 30 2010, 12:19 AM
- - foxi   ჯიპი გვყავს ეს შობ...   Jan 30 2010, 12:23 AM
- - tsumbusha   სხვათაშორის ჩEმმა ...   Jan 30 2010, 11:31 AM
- - Davitus   ციტატა(kakha @ 30th January 2010 ...   Jan 31 2010, 12:27 AM
- - foxi   ციტატა(Davitus @ 31st January 201...   Feb 1 2010, 10:16 AM
- - Davitus   გაოფდა თემა ნამეტა...   Feb 2 2010, 04:17 AM
- - foxi   ციტატა(Davitus @ 2nd February 201...   Feb 2 2010, 11:10 AM
- - Davitus   ტურას რა უქენი, იქვ...   Feb 2 2010, 12:58 PM
- - Iraklius   foxi-ს მიერ მოკლული ტუ...   Feb 20 2010, 02:51 PM
|- - gela   ციტატა(Iraklius @ Feb 20 2010, 03...   Mar 28 2011, 10:09 PM
- - mamuka2301   წარმომიდგენია ადრ...   Feb 23 2010, 08:31 PM
- - dzvelo   ციტატა(mamuka2301 @ 23rd February...   Mar 28 2011, 09:48 PM
- - foxi   ციტატა(gela @ 28th March 2011 ...   Mar 28 2011, 11:32 PM
- - gela   ციტატა(foxi @ Mar 29 2011, 12...   Mar 28 2011, 11:39 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 03:04 PM
Hosted by Pro-Service