გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Weirauch HW100-ს დაშლა
Jah
პოსტი Apr 13 2009, 10:59 AM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



HW-100-ს დაშლა აწყობა ძალიან მარტივია.
აუცილებელია მხოლოდ ექვსკუთხა გასაღებების კრებული.
ვხსნით ლულას. ის შპილკა რომელიც ამოშვერილია რესივერიდან, იქ არ არის გათვალისწინებული, იქ იხრახნება კონდახის სამაგრის ვინტი. ეს შპილკა არის ჩემს მიერ კონსტრუქტიულად შეცვლილ შაშხანაშI, ასე რომ ყურადღება არ მიაქციოთ.
მიმაგრებული ფაილი  1.jpg ( 72.65 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12

ვანახევრებთ რესივერს. რედუქტორის რეგულირებისთვის, შესაძლებელია უბრალოდ ამოვხრახნოთ 2 ვინტი, გამშვები მექანიზმის მოუხსნელად.
მიმაგრებული ფაილი  2.jpg ( 89.03 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7

თუ სურვილი გაქვთ უფრო ღრმა დაშლის, მაშინ დასაწყისში სასურველია მოვხსნათ გამშვები მექანიზმი (იქ სულ 2 ვინტია), ამის შემდეგ რესივერის დაშლა უფრო ადვილია.
მიმაგრებული ფაილი  3.jpg ( 93.51 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7

როდესაც რესივერი დაშლილია, იხსნება მისადგომი გზა, რედუქტორის რეგულირებისთვის.
მიმაგრებული ფაილი  4.jpg ( 121.87 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 6

რედუქტორი რეგულირდება ამ ვინტით (საათის მიმართულებით წნევის მომატება!). წნევის დიდი აწევისას არის ერთი ნიუანსი - როდესაც თეფშისებური ზამბარები მიჭიმულია ძალიან მაგრად, შაშხანა გადადის "პრიამოტოკზე".
მიმაგრებული ფაილი  5.jpg ( 117.71 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 6

რეგულირების მეოპრე ნაწილი - საბრძოლო ზამბარის მიჭიმვა. აქაც არის რამოდენიმე ნიუანსი.

იმის წინ სანამ დავიწყებთ ზამბარის მიჭიმვას, აუცილებელია მოუშვათ გამაჩერებელი ვინტი
მიმაგრებული ფაილი  6.jpg ( 35.02 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4

ამის შემდეგ მივჭიმოთ საბრძოლო ზამბარა
მიმაგრებული ფაილი  7.jpg ( 117.55 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5

ასეთი რეგულირება, ზამბარა+რედუქტორი, გვაძლევს საშუალებას, ჰაერის არც თუ ისე დიდი გადახარჯვით, ავწიოთ სიმძლავრე 50 ჯოიულამდე. შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ გადახარჯვა გახდება საშინლად დიდი.

შიგთავსის ზოგი ერთი მომენტი.

იმისთვის რომ ამოვიღოთ შიგთავსი, უნდა ამოვაგდოთ შტიფტი, რომელიც საკმაოდ მყარად ზის რაღაც ფიქსატორზე.
მიმაგრებული ფაილი  8.jpg ( 108.4 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

ამის შემდეგ უნდა ამოვხრახნოთ ვინტი, როგორც ფოტოზე, და მოვხსნათ ნაწილი რომელსაც ის უჭერდა, ის ნაწილი პასუხისმგებელია ბარაბნის ტრიალზე.
მიმაგრებული ფაილი  9.jpg ( 94.93 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

ამის შემდეგ შეიძლება ამოვიღოთ შიგთავსი. ეს ყველაფერია, რაც არის რესივერის უკანა ნაწილში.
მიმაგრებული ფაილი  10.jpg ( 98.78 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5

ახლა რაც შეეხება რედუქტორს. მაგის დაშლას არ აქვს არავითარი აზრი, დგას თავის ადგილას და მუშაობს. აი ასე გამოიყურება ის რესივერში.
მიმაგრებული ფაილი  11.jpg ( 24.54 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 8

და კიდე ფოტო.
მიმაგრებული ფაილი  12.jpg ( 44.9 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 6

მიმაგრებული ფაილი  13.jpg ( 78.28 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 8

აი სულ ეს არის. ახლა რამოდენიმე მომენტი რომელიც ხდება აწყობისას.
გამშვები მექანიზმის დაყენება სასურველია ჩაკეტილი ჩახმახით, თუ ჩახმახი გახსნილია, უნდა დავაყენოთ, გამშვები კაუჭის დაჭერით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 02:30 AM
Hosted by Pro-Service